მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს"
"სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს"

სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­ურ სე­ის­მურ ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს და მცი­რე მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბა არ არის. თუმ­ცა გა­სულ კვი­რას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი და­ფიქ­სირ­და, რა­მაც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია და არ წყდე­ბა მით­ქმა-­მოთ­ქმა იმის შე­სა­ხებ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა კი­დევ უფ­რო ძლი­ე­რი რყე­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს თა­ვი­სი სე­ის­მო­რუ­კა, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტებს რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ ელაშ­ვი­ლი: "რუ­კა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია 7, 8 და 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ზო­ნე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს, ისე­ვე რო­გორც 7 და 8-ბა­ლი­ა­ნის. ოღონდ 50-წლი­ა­ნ მო­ნაკ­ვეთ­ში ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წის­ძვრის ალ­ბათო­ბა 2 პრო­ცენ­ტი­ა. 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრა მო­სა­ლოდ­ნე­ლია კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დის გას­წვრივ - სიღ­ნაღ­ში, გურ­ჯა­ან­ში, ყვა­რელ­ში, ლა­გო­დეხ­ში, თე­ლავ­ში, ახ­მე­ტა­ში, თი­ა­ნეთ­ში, ყაზ­ბეგ­ში, საჩხ­ე­რე­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ონ­ში, ცა­გერ­ში, წა­ლენ­ჯი­ხა­ში, ჩხო­როწყ­უ­სა და აფ­ხა­ზე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­ვე ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე - ახალ­ქა­ლაქ­ში, ნი­ნოწ­მინ­და­სა და დმა­ნის­ში. ხოლო 7-ბა­ლი­ან მი­წის­ძვრა­ზე მე­ტი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის შემ­დეგ რა­ი­ო­ნებ­ში: ლან­ჩხუ­თი, სამ­ტრე­დი­ა, ბა­თუ­მი, ხელ­ვა­ჩა­უ­რი, ქე­და, შუ­ა­ხე­ვი, ხუ­ლო, ადი­გე­ნი, ასე­ვე რუს­თა­ვი და გარ­და­ბა­ნი. და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია კი ამ რუ­კით 8-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ზო­ნა­შია მოხ­ვედ­რი­ლი.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ალ­ბა­თუ­რი სე­ის­მუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის რუ­კა შე­იქ­მნა 1999-2000 წლებ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2009 წელს სე­ის­მუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის ალ­ბა­თუ­რი რუ­კა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკიც­და ნორ­მა­ტი­ულ დო­კუ­მენ­ტად და შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კა ემ­ყა­რე­ბა პრინ­ციპს: "მი­წის­ძვრის კე­რის ზო­ნე­ბი­დან - დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე სე­ის­მუ­რი ეფექ­ტი­სა­კენ", ანუ თავ­და­პირ­ვე­ლად შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნა და გა­ნი­საზღ­ვრა მი­წის­ძვრა­თა პო­ტენ­ცი­უ­რი კე­რე­ბი, მა­თი პა­რა­მეტ­რე­ბი, ხო­ლო შემ­დეგ გა­მო­ით­ვა­ლა ამ მი­წის­ძვრე­ბის შე­საძ­ლო ეფექ­ტე­ბის ჯა­მუ­რი ალ­ბა­თო­ბა დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ზო­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს, პირ­ველ რიგ­ში ესაა კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დი და ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი, ამა­ვე დროს აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აჭა­რა-­თრი­ა­ლე­თის ქე­დის რღვე­ვა­თა სის­ტე­მა, რო­მელ­თა­ნაც ის­ტო­რი­უ­ლი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრე­ბი ასო­ცირ­დე­ბა. კავ­კა­სი­ა­ში მი­წის­ძვრებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პე­რი­ო­დი მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ისს ემ­თხვე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრა მოხ­და, რომ­ლე­ბსაც მნიშ­ვნე­ლო­ვანი ზა­რალი და მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გა­სუ­ლი წლე­ბის პრაქ­ტი­კამ გვიჩ­ვე­ნა, მა­ღა­ლი სე­ის­მუ­რი რის­კი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წის­ძვრებ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა, რაც თა­ვის მხრივ დიდ მე­გა­პო­ლი­სებს უკავ­შირ­დე­ბა. 2002 წლის 25 აპ­რი­ლის თბი­ლი­სის მი­წის­ძვრამ, რომ­ლის ეპი­ცენ­ტრიც ქა­ლა­ქის ფარ­გლებ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი და ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვი­ა. თუმ­ცა მი­წის­ძვრის მაგ­ნი­ტუ­დამ მხო­ლოდ 4.5, ხო­ლო ინ­ტენ­სი­ვო­ბამ ეპი­ცენ­ტრში 7 ბა­ლი შე­ად­გი­ნა, 7 კა­ცი და­ი­ღუ­პა, ხო­ლო ზა­რალ­მა 160 მი­ლი­ა­ნი აშშ დო­ლა­რს მი­აღ­წია.

და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრე­ბი

1920 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი მოხ­და. ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ გორ­თან იყო. და­ი­ღუ­პა 150-მდე ადა­მი­ა­ნი. 1991 წელს რა­ჭა­ში 7-9 ბა­ლი­ან­მა მი­წის­ძვრამ 200 ადა­მი­ა­ნამ­დე შე­ი­წი­რა, 60.000 კი - უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა.

მარი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს"

"სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს"

სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­ურ სე­ის­მურ ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს და მცი­რე მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბა არ არის. თუმ­ცა გა­სულ კვი­რას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი და­ფიქ­სირ­და, რა­მაც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია და არ წყდე­ბა მით­ქმა-­მოთ­ქმა იმის შე­სა­ხებ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა კი­დევ უფ­რო ძლი­ე­რი რყე­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს თა­ვი­სი სე­ის­მო­რუ­კა, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტებს რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ ელაშ­ვი­ლი: "რუ­კა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია 7, 8 და 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ზო­ნე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს, ისე­ვე რო­გორც 7 და 8-ბა­ლი­ა­ნის. ოღონდ 50-წლი­ა­ნ მონაკვეთში ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წის­ძვრის ალ­ბათო­ბა 2 პრო­ცენ­ტი­ა. 9-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრა მო­სა­ლოდ­ნე­ლია კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დის გას­წვრივ - სიღ­ნაღ­ში, გურ­ჯა­ან­ში, ყვა­რელ­ში, ლა­გო­დეხ­ში, თე­ლავ­ში, ახ­მე­ტა­ში, თი­ა­ნეთ­ში, ყაზ­ბეგ­ში, საჩხ­ე­რე­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ონ­ში, ცა­გერ­ში, წა­ლენ­ჯი­ხა­ში, ჩხო­როწყ­უ­სა და აფ­ხა­ზე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­ვე ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე - ახალ­ქა­ლაქ­ში, ნი­ნოწ­მინ­და­სა და დმა­ნის­ში. ხოლო 7-ბა­ლი­ან მი­წის­ძვრა­ზე მე­ტი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის შემ­დეგ რა­ი­ო­ნებ­ში: ლან­ჩხუ­თი, სამ­ტრე­დი­ა, ბა­თუ­მი, ხელ­ვა­ჩა­უ­რი, ქე­და, შუ­ა­ხე­ვი, ხუ­ლო, ადი­გე­ნი, ასე­ვე რუს­თა­ვი და გარ­და­ბა­ნი. და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია კი ამ რუ­კით 8-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის ზო­ნა­შია მოხ­ვედ­რი­ლი.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ალ­ბა­თუ­რი სე­ის­მუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის რუ­კა შე­იქ­მნა 1999-2000 წლებ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2009 წელს სე­ის­მუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის ალ­ბა­თუ­რი რუ­კა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკიც­და ნორ­მა­ტი­ულ დო­კუ­მენ­ტად და შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კა ემ­ყა­რე­ბა პრინ­ციპს: "მი­წის­ძვრის კე­რის ზო­ნე­ბი­დან - დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე სე­ის­მუ­რი ეფექ­ტი­სა­კენ", ანუ თავ­და­პირ­ვე­ლად შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნა და გა­ნი­საზღ­ვრა მი­წის­ძვრა­თა პო­ტენ­ცი­უ­რი კე­რე­ბი, მა­თი პა­რა­მეტ­რე­ბი, ხო­ლო შემ­დეგ გა­მო­ით­ვა­ლა ამ მი­წის­ძვრე­ბის შე­საძ­ლო ეფექ­ტე­ბის ჯა­მუ­რი ალ­ბა­თო­ბა დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ზო­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს, პირ­ველ რიგ­ში ესაა კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დი და ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი, ამა­ვე დროს აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აჭა­რა-­თრი­ა­ლე­თის ქე­დის რღვე­ვა­თა სის­ტე­მა, რო­მელ­თა­ნაც ის­ტო­რი­უ­ლი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრე­ბი ასო­ცირ­დე­ბა. კავ­კა­სი­ა­ში მი­წის­ძვრებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პე­რი­ო­დი მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ისს ემ­თხვე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრა მოხ­და, რომ­ლე­ბსაც მნიშ­ვნე­ლო­ვანი ზა­რალი და მსხვერპლი მოჰყვა.

სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გა­სუ­ლი წლე­ბის პრაქ­ტი­კამ გვიჩ­ვე­ნა, მა­ღა­ლი სე­ის­მუ­რი რის­კი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წის­ძვრებ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა, რაც თა­ვის მხრივ დიდ მე­გა­პო­ლი­სებს უკავ­შირ­დე­ბა. 2002 წლის 25 აპ­რი­ლის თბი­ლი­სის მი­წის­ძვრამ, რომ­ლის ეპი­ცენ­ტრიც ქა­ლა­ქის ფარ­გლებ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი და ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვი­ა. თუმ­ცა მი­წის­ძვრის მაგ­ნი­ტუ­დამ მხო­ლოდ 4.5, ხო­ლო ინ­ტენ­სი­ვო­ბამ ეპი­ცენ­ტრში 7 ბა­ლი შე­ად­გი­ნა, 7 კა­ცი და­ი­ღუ­პა, ხო­ლო ზა­რალ­მა 160 მი­ლი­ა­ნი აშშ დო­ლა­რს მიაღწია.

და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრე­ბი

1920 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი მოხ­და. ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ გორ­თან იყო. და­ი­ღუ­პა 150-მდე ადა­მი­ა­ნი. 1991 წელს რა­ჭა­ში 7-9 ბა­ლი­ან­მა მი­წის­ძვრამ 200 ადა­მი­ა­ნამ­დე შე­ი­წი­რა, 60.000 კი - უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია