მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩახალიანი: ყველა სადავო ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს უნდა გადაეცეს
ჩახალიანი: ყველა სადავო ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს უნდა გადაეცეს

სომ­ხურ ენას უნდა მი­ე­ნი­ჭოს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სტა­ტუ­სი; ყვე­ლა სა­და­ვო ეკ­ლე­სია სომ­ხე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­ე­ცეს; გა­იხ­სნას სომ­ხუ­რი სკო­ლე­ბი და მი­ე­ცეთ უკვე არ­სე­ბულ სომ­ხურ სკო­ლებ­ში სომ­ხე­თის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის უფ­ლე­ბა, - ამ მო­თხოვ­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბა "ერ­თი­ა­ნი ჯა­ვა­ხკის" ყო­ფი­ლი ლი­დე­რი ვა­ჰა­გან ჩა­ხა­ლი­ა­ნი 27 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე კან­დი­და­ტებს მი­მარ­თავს.

ჩა­ხა­ლი­ა­ნი ამ მო­თხოვ­ნე­ბის ფონ­ზე ყვე­ლა კან­დი­დატს სთხოვს, და­ა­ფიქ­სი­როს პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ერ­თნი­კუ­რი სომ­ხე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რუ­სულ ენა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ "საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თუ­ლი უნდა იყოს, მათი პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოგ­ვარ­დე­ბა ენის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ სომ­ხებს აწუ­ხებთ."

აპი­რებს თუ არა ვა­ჰა­გან ჩა­ხა­ლი­ა­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ენის მო­თხოვ­ნის და­ყე­ნე­ბას - ამ და სხვა თე­მებ­ზე მას "რე­ზო­ნან­სი" ესა­უბ­რა.

- ჩემ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბის ყვე­ლა პრობ­ლე­მა მი­თი­თე­ბუ­ლი მაქვს. ეს იქ­ნე­ბა სკო­ლე­ბის პრობ­ლე­მა თუ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ენის მო­თხოვ­ნა. სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ბევ­რი სომ­ხუ­რი სკო­ლა და­ხუ­რეს. ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს სხვა ენის სწავ­ლა არ გვინ­დო­და. ეს აბ­სურ­დია. თუკი სა­ხელ­მწი­ფოს სურს, რომ ქარ­თუ­ლი ენა ვის­წავ­ლოთ, და­ა­მა­ტონ ქარ­თუ­ლი ენის სა­ა­თე­ბი. სომ­ხუ­რი სკო­ლე­ბი კი აღგ­ვიდ­გი­ნონ. ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე სომ­ხურ სკო­ლებ­ში სომ­ხუ­რი ის­ტო­რია კვი­რა­ში ერთი სა­ა­თით ის­წავ­ლე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვილ­მა კი ეს აკ­რძა­ლა და ამ ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის აღ­დგე­ნას ვი­თხოვ.

ჩვე­ნი სურ­ვი­ლია თვით­მმარ­თვე­ლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მარ­თავ­დნენ და ის პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ი­დან არ იმარ­თე­ბო­დეს. კა­ნო­ნით, თვით­მმარ­თვე­ლო­ბა არ­ჩე­ვი­თი უნდა იყოს, მაგ­რამ ეს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა არა­ვის ახ­სოვს. 2006 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს ახალ­ქა­ლაქ­ში ჩვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვუ­გეთ, მაგ­რამ ად­გი­ლე­ბი წაგ­ვარ­თვეს და ვინც უნ­დო­დათ, ის და­ნიშ­ნეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლი­ღაც პარ­ტი­ის სა­ხე­ლით მი­გე­ღო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­შინ ჩვენ თით­ქმის ყვე­ლა პარ­ტია დაგ­ვიბ­ლო­კეს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ექ­სტრე­მის­ტებს გვე­ძახ­და და ბევ­რმა ამი­ტომ უარი გვი­თხრა. არა­და ექ­სტრე­მის­ტე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ­მა ეთ­ნი­კურ­მა სო­მეხ­მა პარ­ტია "მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს" სა­ხე­ლით ვი­ყა­რეთ კენ­ჭი. ახალ­ქა­ლაქ­ში 67% ავი­ღეთ და პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ­ლებ­მაც სა­ა­კაშ­ვილს მო­ვუ­გეთ.

- სომ­ხუ­რი ენი­სათ­ვის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ენის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მო­თხოვ­ნა გაქვთ. რა­ტომ არის ეს სურ­ვი­ლი და რო­მე­ლი­მე კან­დი­დატ­თან თუ გქონ­დათ ამა­ზე სა­უ­ბა­რი?

- იცით, ჩვენ რა გვინ­და?! მა­გა­ლი­თად აქ, ჯა­ვა­ხეთ­ში, ასე­თი რამ ხდე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ანს აკა­ვე­ბენ, სომ­ხუ­რი ენა­ზე მისი და­კი­თხვა დაშ­ვე­ბუ­ლია. ხოლო რო­დე­საც ვი­ღაც სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნას მო­ი­სურ­ვებს, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. გან­ცხა­დე­ბა ქარ­თუ­ლად უნდა იყოს და­წე­რი­ლი, სოფ­ლის 60 წლის ადა­მი­ან­მა კი ქარ­თუ­ლი არ იცის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ როცა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­საბ­ჭოს წევ­რი გახ­და, ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ენე­ბის გან­სა­ზღვრა­სა და მათი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო. სა­ქარ­თვე­ლოს 2006 წელს ხელი მო­წე­რი­ლი აქვს იმ კონ­ვენ­ცი­ი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ეხე­ბა, მაგ­რამ ეს კონ­ვენ­ცია არ მუ­შა­ობს. ჩვენ და­ცუ­ლე­ბი არ ვართ. გვინ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფომ კონ­ვენ­ცია მო­მა­ვალ­ში მა­ინც და­იც­ვას და ამი­ტო­მაც ეთ­ნი­კურ სომ­ხებს გვა­ინ­ტე­რე­სებს ახ­ლან­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი რას გვპირ­დე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამომ­რჩე­ველ­თა 5%-ზე მეტი ეთ­ნი­კუ­რი სო­მე­ხია და პრე­ზი­დენ­ტო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბიც უნდა გა­ი­ზი­ა­რონ. კან­დი­და­ტე­ბი­დან მხო­ლოდ და­ვით ბაქ­რა­ძე იყო ახალ­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - არა. ბაქ­რა­ძე შეგ­ვპირ­და, თქვენს უფ­ლე­ბებს და­ვი­ცა­ვო, თუმ­ცა ეს ბლე­ფია და ამის არა­ვის სჯე­რა. 9 წელი სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არ­ღვევ­დნენ ჩვენს უფ­ლე­ბებს და ამი­ტომ მისი არ გვჯე­რა. სხვა­თა შო­რის მინ­და გი­თხრათ, რომ ბაქ­რა­ძეს­თან შე­სახ­ვედ­რად ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი აწარ­მო­ებ­და. ეს კი ნათ­ლად მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ ახალ­ქა­ლაქს ისევ ძვე­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხალ­ხი მარ­თავს.

- ამ­ბობთ, რომ ახალ­ქა­ლაქ­ში გლეხ­მა გან­ცხა­დე­ბა ქარ­თუ­ლად უნდა და­წე­როს და მან ქარ­თუ­ლი არ იცი­სო. თუკი სომ­ხურ ენას რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ენის სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ქარ­თუ­ლის სწავ­ლა სა­ინ­ტე­რე­სო არ იქ­ნე­ბა და და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ინ­ტეგ­რა­ცია კი­დევ უფრო გარ­თულ­დე­ბა.

- არა, ეს არა­ფერ შუ­ა­შია. 60 წლის კაცს ქარ­თულს ხომ ვერ ას­წავ­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბი კი სწავ­ლო­ბენ. უბ­რა­ლოდ ეს უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს ენე­ბის მი­ხედ­ვით აის­ხვა­ვებ და ამ­ბობ, თუ მო­ქა­ლა­ქემ სა­ხელ­მწი­ფო ენა იცის, მას სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა შე­უძ­ლია, ხოლო ვინც სა­ხელ­მწი­ფო ენა არ იცის, ის არ­ჩევ­ნებ­შიც კი ვერ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ქარ­თუ­ლი ექ­სტრე­მიზ­მი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს.

- პი­რი­ქით, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მა­გა­ლი­თად სომ­ხუ­რი ენი­სათ­ვის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ენის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ექ­სტრე­მიზ­მი გა­აღ­ვი­ვოს.

- ჩვენ ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ჯა­ვა­ხეთ­ში არა­ნა­ი­რი ექ­სტრე­მიზ­მი არ არ­სე­ბობს. ეს არა­ვის უნდა, არც სომ­ხეთს, არც სა­ქარ­თვე­ლოს და არც ჯა­ვა­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას. სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ. ბო­ლოს და ბო­ლოს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი უნდა დას­რულ­დეს. ხალ­ხს აქ ნორ­მა­ლუ­რად, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად ცხოვ­რე­ბა სურს.

- თუკი თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი ყუ­რად არა­ვინ იღო, რას აპი­რებთ?

- ბევ­რჯერ გა­ვი­მე­ო­რებთ, რომ იქ­ნებ დი­ა­ლო­გის გზით შევ­ძლოთ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. არა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რი და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი, არა­ნა­ი­რი აქ­ცი­ე­ბი არ იქ­ნე­ბა.

ეკა ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ჩახალიანი: ყველა სადავო ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს უნდა გადაეცეს

ჩახალიანი: ყველა სადავო ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს უნდა გადაეცეს

სომხურ ენას უნდა მიენიჭოს რეგიონალური სტატუსი; ყველა სადავო ეკლესია სომხეთის საპატრიარქოს გადაეცეს; გაიხსნას სომხური სკოლები და მიეცეთ უკვე არსებულ სომხურ სკოლებში სომხეთის ისტორიის შესწავლის უფლება, - ამ მოთხოვნებით მოძრაობა "ერთიანი ჯავახკის" ყოფილი ლიდერი ვაჰაგან ჩახალიანი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მიმართავს.

ჩახალიანი ამ მოთხოვნების ფონზე ყველა კანდიდატს სთხოვს, დააფიქსიროს პოზიცია საქართველოში მცხოვრები ერთნიკური სომხების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და რუსულ ენაზე გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ "საპრეზიდენტო პროგრამაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს, მათი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში როგორ მოგვარდება ენის, განათლებისა და რელიგიური პრობლემების საკითხები, რომელიც საქართველოში მცხოვრებ სომხებს აწუხებთ."

აპირებს თუ არა ვაჰაგან ჩახალიანი რეგიონალური ენის მოთხოვნის დაყენებას - ამ და სხვა თემებზე მას "რეზონანსი" ესაუბრა.

- ჩემ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების ყველა პრობლემა მითითებული მაქვს. ეს იქნება სკოლების პრობლემა თუ რეგიონალური ენის მოთხოვნა. სააკაშვილის დროს ბევრი სომხური სკოლა დახურეს. ამბობდნენ, თითქოს სხვა ენის სწავლა არ გვინდოდა. ეს აბსურდია. თუკი სახელმწიფოს სურს, რომ ქართული ენა ვისწავლოთ, დაამატონ ქართული ენის საათები. სომხური სკოლები კი აღგვიდგინონ. ასევე სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე სომხურ სკოლებში სომხური ისტორია კვირაში ერთი საათით ისწავლებოდა, სააკაშვილმა კი ეს აკრძალა და ამ ისტორიის სწავლების აღდგენას ვითხოვ.

ჩვენი სურვილია თვითმმართველობას ადგილობრივები მართავდნენ და ის პრეზიდენტის კანცელარიიდან არ იმართებოდეს. კანონით, თვითმმართველობა არჩევითი უნდა იყოს, მაგრამ ეს, დემოკრატიული თვითმმართველობა არავის ახსოვს. 2006 წლის 5 ოქტომბერს ახალქალაქში ჩვენ "ნაციონალებს" ადგილობრივი არჩევნები მოვუგეთ, მაგრამ ადგილები წაგვართვეს და ვინც უნდოდათ, ის დანიშნეს. აუცილებელი იყო, რომელიღაც პარტიის სახელით მიგეღო არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ ჩვენ თითქმის ყველა პარტია დაგვიბლოკეს. სააკაშვილი ექსტრემისტებს გვეძახდა და ბევრმა ამიტომ უარი გვითხრა. არადა ექსტრემისტები არ ვყოფილვართ. ბოლოს რამდენიმე ადგილობრივმა ეთნიკურმა სომეხმა პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" სახელით ვიყარეთ კენჭი. ახალქალაქში 67% ავიღეთ და პირველები ვიყავით, რომლებმაც სააკაშვილს მოვუგეთ.

- სომხური ენისათვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა გაქვთ. რატომ არის ეს სურვილი და რომელიმე კანდიდატთან თუ გქონდათ ამაზე საუბარი?

- იცით, ჩვენ რა გვინდა?! მაგალითად აქ, ჯავახეთში, ასეთი რამ ხდება. როდესაც ადამიანს აკავებენ, სომხური ენაზე მისი დაკითხვა დაშვებულია. ხოლო როდესაც ვიღაც სოფლიდან ჩამოსული ადამიანი ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანას მოისურვებს, ეს დაუშვებელია. განცხადება ქართულად უნდა იყოს დაწერილი, სოფლის 60 წლის ადამიანმა კი ქართული არ იცის. ეს ყველაფერი ხარჯებს უკავშირდება. ჩვენ ვამბობთ, რომ როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ეთნიკურ უმცირესობათა ენების განსაზღვრასა და მათი პრობლემების მოგვარებაზე ვალდებულება აიღო. საქართველოს 2006 წელს ხელი მოწერილი აქვს იმ კონვენციისათვის, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას ეხება, მაგრამ ეს კონვენცია არ მუშაობს. ჩვენ დაცულები არ ვართ. გვინდა, რომ სახელმწიფომ კონვენცია მომავალში მაინც დაიცვას და ამიტომაც ეთნიკურ სომხებს გვაინტერესებს ახლანდელი საპრეზიდენტო კანდიდატები რას გვპირდებიან.

საქართველოში ამომრჩეველთა 5%-ზე მეტი ეთნიკური სომეხია და პრეზიდენტობის მსურველებმა ჩვენი პრობლემებიც უნდა გაიზიარონ. კანდიდატებიდან მხოლოდ დავით ბაქრაძე იყო ახალქალაქში ჩამოსული, დანარჩენები - არა. ბაქრაძე შეგვპირდა, თქვენს უფლებებს დავიცავო, თუმცა ეს ბლეფია და ამის არავის სჯერა. 9 წელი სწორედ "ნაციონალები" არღვევდნენ ჩვენს უფლებებს და ამიტომ მისი არ გვჯერა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ბაქრაძესთან შესახვედრად ხალხის მობილიზებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აწარმოებდა. ეს კი ნათლად მიანიშნებს იმას, რომ ახალქალაქს ისევ ძველი, ვანო მერაბიშვილის ხალხი მართავს.

- ამბობთ, რომ ახალქალაქში გლეხმა განცხადება ქართულად უნდა დაწეროს და მან ქართული არ იცისო. თუკი სომხურ ენას რეგიონალური ენის სტატუსი ექნება, ადგილობრივებისთვის ქართულის სწავლა საინტერესო არ იქნება და დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გართულდება.

- არა, ეს არაფერ შუაშია. 60 წლის კაცს ქართულს ხომ ვერ ასწავლი, ახალგაზრდები კი სწავლობენ. უბრალოდ ეს უფლებების დარღვევაა, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ენების მიხედვით აისხვავებ და ამბობ, თუ მოქალაქემ სახელმწიფო ენა იცის, მას საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლია, ხოლო ვინც სახელმწიფო ენა არ იცის, ის არჩევნებშიც კი ვერ იღებს მონაწილეობას. აქ საუბარია იმაზე, რომ ქართული ექსტრემიზმი არ უნდა არსებობდეს.

- პირიქით, საუბარია იმაზე, რომ მაგალითად სომხური ენისათვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებამ შეიძლება ექსტრემიზმი გააღვივოს.

- ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯავახეთში არანაირი ექსტრემიზმი არ არსებობს. ეს არავის უნდა, არც სომხეთს, არც საქართველოს და არც ჯავახეთის მოსახლეობას. სომხეთსა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვთ. ბოლოს და ბოლოს ამ თემაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ხალხს აქ ნორმალურად, ცივილიზებულად ცხოვრება სურს.

- თუკი თქვენი მოთხოვნები ყურად არავინ იღო, რას აპირებთ?

- ბევრჯერ გავიმეორებთ, რომ იქნებ დიალოგის გზით შევძლოთ პრობლემების მოგვარება. არაფერი რადიკალური და ექსტრემისტული, არანაირი აქციები არ იქნება.

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა