მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება"
"კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლი­დან ერთი წლის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ დაგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო. მი­ზე­ზი ბევ­რია - და­პი­რე­ბე­ბი ნელი ტემ­პით ან სა­ერ­თოდ არ სრულ­დე­ბა, მთავ­რო­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა აშ­კა­რად აკ­ლია, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი თვით­დი­ნე­ბა­ზეა მიშ­ვე­ბუ­ლი და ამ ფონ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­მავ­ლის შიშს აჩენს. თუმ­ცა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ზრდის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი უკვე ყბა­და­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბაა. არა­და, ფაქ­ტია, რომ კა­ნო­ნი­ე­რე­ბა თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­შია აღ­სად­გე­ნი. ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე ესა­უბ­რა.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სჯობს, ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის პოსტზე დარ­ჩეს, მაგ­რამ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ გა­დათ­ქვამს. სხვა­თა შო­რის, კო­ა­ლი­ცი­ა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა ბევ­რს გა­უ­ხარ­დე­ბა. პრე­მი­ერს მარ­თვის საკ­მა­ოდ მკაც­რი ფორ­მა აქვს, მისი წას­ვლის შემ­დეგ კი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებს ხელს არა­ვინ შე­უშ­ლის და ყვე­ლა შე­ეც­დე­ბა, სა­ბა­ნი თა­ვის მხა­რეს გა­და­ქა­ჩოს. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, კო­ა­ლი­ცია მა­ი­სამ­დე მა­ინც თუ არ და­იშ­ლე­ბა, თუმ­ცა ერ­თი­ა­ნო­ბას მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი სახე ექ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამას ისევ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი შე­ე­წი­რე­ბა - საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, რაც უფრო გა­აღ­რმა­ვებს სა­მე­ურ­ნეო ქა­ოსს.

მთე­ლი ეს ბრძო­ლა კი გა­ი­მარ­თე­ბა გა­ცო­ფე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის თვალ­წინ - იმ ხალ­ხს ვგუ­ლის­ხმობ, რო­მე­ლიც ამა­ოდ ელის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბას. ამან კი შე­საძ­ლოა, უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს", - აღ­ნიშ­ნა არე­ში­ძემ.

ექ­სერ­ტი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზო­გი­ერ­თი წევ­რის გა­რი­გე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებ­საც ასა­ხე­ლებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საკ­მა­ოდ ბევ­რმა წევ­რმა, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბულ­მა, თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლის მიჩ­ქმალ­ვა "იყი­და" თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის ჩაშ­ვე­ბით.

ზო­გი­ერ­თმა ფა­ი­ლე­ბით სავ­სე ჩე­მოდ­ნე­ბი გა­დას­ცა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ზოგ­მა თა­ვი­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა "და­უმ­ტკი­ცა" მთავ­რო­ბას და ა. შ.

კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ლე­ვან ქარ­და­ვა "ბავ­შვია" ისეთ პი­რებ­თან შე­და­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლი, მისი ყო­ფი­ლი მარ­ჯვე­ნა ხელი, დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, კახა ბუ­ცხრი­კი­ძე და ბევ­რი სხვა. ასე­თი­ვე პი­რე­ბი არი­ან მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი შს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში დღემ­დე მუ­შა­ო­ბენ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც უზარ­მა­ზარ თან­ხად უვარ­გი­სი ია­რა­ღი აყიდ­ვი­ნეს სა­ხელ­მწი­ფოს და შემ­დეგ ამ ია­რა­ღის გა­რე­მონ­ტე­ბა­ში ისევ ფული გა­ა­კე­თეს.

ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სიმ­ბი­ო­ზის რე­ჟიმ­ში არი­ან ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხის კი­თხვა: რა­ტომ? გა­ო­ცე­ბას კი არა, უკვე გაბ­რა­ზე­ბას გა­მო­ხა­ტავს. ამი­ტო­მაც საქ­მეს ვე­ღარ უშ­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ 27 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ კო­ა­ბი­ტა­ცია დას­რულ­დე­ბა, ისე არი­ან გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე ყო­ფი­ლი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბევ­რმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თავი იმით გა­და­ირ­ჩი­ნა, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ პარ­ტი­ა­ში გა­ერ­თი­ან­და. მა­გა­ლი­თად, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია გა­დავ­სე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით" და მკი­თხველს ვთხოვ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს - ყვე­ლა გარ­დაბ­ნე­ლი "ზონ­დე­რი" ამ პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რდა. სწო­რედ ამას ჰქვია სიმ­ბი­ო­ზი და ასე ცხოვ­რობს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი.

არე­ში­ძის თქმით, პრე­მი­ერს ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას უმა­ლა­ვენ, რის გა­მოც პრობ­ლე­მე­ბი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი რჩე­ბა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ის კაცი არ არის, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მას ვერ მო­ე­რე­ვა. პრე­მი­ერ­მა რომ მო­ინ­დო­მოს, ქვას ქვა­ზე არ და­ტო­ვებს. საქ­მე ის არის, რომ ივა­ნიშ­ვილს მარ­თლაც არა აქვს ინ­ფორ­მა­ცია და ხში­რად სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაც უმა­ლა­ვენ. მას ვა­ტყობ, რომ ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, თუ ასეთ კონ­ტინ­გენ­ტთან ექ­ნე­ბო­და საქ­მე", - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

"კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება"

"კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება"

ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ მოსახლეობის უკმაყოფილებამ დაგროვება დაიწყო. მიზეზი ბევრია - დაპირებები ნელი ტემპით ან საერთოდ არ სრულდება, მთავრობას ორგანიზებულობა აშკარად აკლია, ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული და ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საზოგადოებაში მომავლის შიშს აჩენს. თუმცა, უკმაყოფილების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკვე ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებაა. არადა, ფაქტია, რომ კანონიერება თითქმის ყველა სფეროშია აღსადგენი. ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

"რასაკვირველია, სჯობს, ივანიშვილი პრემიერის პოსტზე დარჩეს, მაგრამ პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, პრემიერი გადაწყვეტილებას არ გადათქვამს. სხვათა შორის, კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება. პრემიერს მართვის საკმაოდ მკაცრი ფორმა აქვს, მისი წასვლის შემდეგ კი კოალიციის წევრებს ხელს არავინ შეუშლის და ყველა შეეცდება, საბანი თავის მხარეს გადაქაჩოს. ამიტომ კარგი იქნება, კოალიცია მაისამდე მაინც თუ არ დაიშლება, თუმცა ერთიანობას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. სამწუხაროდ, ამას ისევ საქართველოს ინტერესები შეეწირება - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება მწვავე პოლიტიკური ბრძოლა, რაც უფრო გააღრმავებს სამეურნეო ქაოსს.

მთელი ეს ბრძოლა კი გაიმართება გაცოფებული მაყურებლის თვალწინ - იმ ხალხს ვგულისხმობ, რომელიც ამაოდ ელის სამართლიანობის აღსრულებას. ამან კი შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს", - აღნიშნა არეშიძემ.

ექსერტი ახალ ხელისუფლებასთან "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის გარიგების შესახებ საუბრობს და კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც ასახელებს.

"ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ბევრმა წევრმა, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულმა, თავისი დანაშაულის მიჩქმალვა "იყიდა" თანაპარტიელებისა და მეგობრების ჩაშვებით.

ზოგიერთმა ფაილებით სავსე ჩემოდნები გადასცა ახალ ხელისუფლებას, ზოგმა თავისი აუცილებლობა "დაუმტკიცა" მთავრობას და ა. შ.

კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა "ბავშვია" ისეთ პირებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი, მისი ყოფილი მარჯვენა ხელი, დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი, კახა ბუცხრიკიძე და ბევრი სხვა. ასეთივე პირები არიან მოკალათებული შს და თავდაცვის სამინისტროებში.

თავდაცვის სამინისტროში დღემდე მუშაობენ ის პირები, რომელთაც უზარმაზარ თანხად უვარგისი იარაღი აყიდვინეს სახელმწიფოს და შემდეგ ამ იარაღის გარემონტებაში ისევ ფული გააკეთეს.

ასეთი ადამიანები სიმბიოზის რეჟიმში არიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. შესაბამისად, ხალხის კითხვა: რატომ? გაოცებას კი არა, უკვე გაბრაზებას გამოხატავს. ამიტომაც საქმეს ვეღარ უშველის განცხადებები, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ კოაბიტაცია დასრულდება, ისე არიან გადაჯაჭვული ერთმანეთზე ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. "ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა წარმომადგენელმა თავი იმით გადაირჩინა, რომ კოალიციაში შემავალ პარტიაში გაერთიანდა. მაგალითად, კონსერვატიული პარტია გადავსებულია ყოფილი "ნაციონალებით" და მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს - ყველა გარდაბნელი "ზონდერი" ამ პარტიაში გაწევრდა. სწორედ ამას ჰქვია სიმბიოზი და ასე ცხოვრობს დღევანდელი ხელისუფლება", - აცხადებს ექსპერტი.

არეშიძის თქმით, პრემიერს ბევრ ინფორმაციას უმალავენ, რის გამოც პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

"ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, რომელიც პრობლემას ვერ მოერევა. პრემიერმა რომ მოინდომოს, ქვას ქვაზე არ დატოვებს. საქმე ის არის, რომ ივანიშვილს მართლაც არა აქვს ინფორმაცია და ხშირად სპეციალურადაც უმალავენ. მას ვატყობ, რომ ვერც კი წარმოედგინა, თუ ასეთ კონტინგენტთან ექნებოდა საქმე", - აღნიშნა ექსპერტმა.

იხილეთ ბმული

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა