მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრს, პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს
პრემიერ-მინისტრს, პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს პატ­რი­არ­ქის მეშ­ვე­ო­ბით, ორი ჰე­სის აშე­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა სთხო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შუ­ა­ხევ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

მისი თქმით, სა­უ­ბა­რია "ხუ­დო­ნ­ჰეს­სა" და ხთის ხე­ო­ბა­ში და­გეგ­მილ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე.

"პატ­რი­არ­ქიც კი შე­ა­წუ­ხეს და ორი თხოვ­ნა გა­მო­ა­ტა­ნეს, რომ ორ ად­გილ­ზე ჰესი არ აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა – ხთის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც თურ­მე ხე­ო­ბას წყა­ლი და­აკ­ლდე­ბა და მე­ო­რე თხოვ­ნა იყო "ხუ­დო­ნ­ჰეს­ზე", სა­დაც წყა­ლი მო­ე­მა­ტე­ბა. მე ვთხო­ვე პატ­რი­არ­ქს, ამ პრო­ექ­ტე­ბის­თვის მხა­რი და­ე­ჭი­რა და მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ კარ­გად გა­ი­გო, რად­გან ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ავა­შე­ნოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ჰესი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­მუ­შავ­დეს მეტი ელექტრო­ე­ნერ­გია. ეს შექ­მნის სა­ფუძ­ველს, და­ფუძნ­დეს მრა­ვა­ლი ტი­პის სა­წარ­მო. ეკო­ნო­მი­კას და სა­მუ­შაო ად­გი­ლებს სჭირ­დე­ბა ენერ­გია და ეს უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ხუ­დო­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი ხვალ ად­გი­ლობ­რივ გამ­გე­ო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პრე­მი­ერ­მა სვა­ნებს მი­მარ­თა, სა­კითხს გა­გე­ბით მო­ე­კი­დონ.

"მივ­მარ­თავ ჩვენს საყ­ვა­რელ სვა­ნებს, გა­გე­ბით, დინ­ჯად მო­ე­კი­დონ ამ სა­კითხს, რად­გან ეს არა მხო­ლოდ სვა­ნეთს, არა­მედ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს აა­ღორ­ძი­ნებს. რა თქმა უნდა, ბუ­ნე­ბა, სა­დღაც და­ი­ფა­რე­ბა წყლით, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი მო­სახ­ლის ინ­ტე­რესს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. არ შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ხელი შე­ვუ­შა­ლოთ. არ და­უ­ჯე­როთ ოპო­ნენ­ტებს, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ ხმა­უ­რი შე­უძ­ლი­ათ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩვენს შვი­ლებს და­ვუ­ტო­ვოთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ "ხუ­დო­ნ­ჰე­სი" ასა­შე­ნე­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც სხვა ბევ­რი ჰესი", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გათ­ვლებს ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი აწარ­მო­ე­ბენ და ზი­ა­ნი მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი.

პრე­მი­ერ­მა ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც გა­აკ­რი­ტი­კა, რომ­ლე­ბიც ჰე­სე­ბის თე­მე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რებ­დნენ და მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, მათ სა­უ­ბარს შვე­ი­ცა­რი­ის, ავ­სტრი­ის და ნორ­ვე­გი­ის მა­გა­ლი­თე­ბი და­უ­პი­რის­პი­რონ.

"არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნე­ბას ანად­გუ­რე­ბენ. ჩვენ ოქ­როს შუ­ა­ლედს მოვ­ძებ­ნით. ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი სპე­კუ­ლი­რებ­და ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით და ხში­რად მოკ­ლე ვა­დით ახერ­ხებ­და მო­სახ­ლე­ო­ბის გუ­ლის მოლ­ბო­ბას, მაგ­რამ ჩვენ სტრა­ტე­გი­უ­ლად გვჭირ­დე­ბა ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ეს კარ­გად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ. ჩვენ არ გვაქვს ისე­თი სა­ექ­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ ელექტრო­ე­ნერ­გია გა­რე­დან ვი­ყი­დოთ. ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შუ­ა­ხე­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას, რად­გან მათ მთავ­რო­ბას ჰე­სის "მარ­ტი­ვად და უხ­მა­უ­როდ" მშე­ნებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს და აღ­ნიშ­ნა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს ეს ჰესი დიდ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრემიერ-მინისტრს, პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს

პრემიერ-მინისტრს, პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს

პრემიერ-მინისტრს პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შუახევში განაცხადა, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

მისი თქმით, საუბარია "ხუდონჰესსა" და ხთის ხეობაში დაგეგმილ მშენებლობაზე.

"პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ორ ადგილზე ჰესი არ აგვეშენებინა – ხთის ხეობაში, სადაც თურმე ხეობას წყალი დააკლდება და მეორე თხოვნა იყო "ხუდონჰესზე", სადაც წყალი მოემატება. მე ვთხოვე პატრიარქს, ამ პროექტებისთვის მხარი დაეჭირა და მისმა უწმინდესობამ კარგად გაიგო, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია. აუცილებლად უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამომუშავდეს მეტი ელექტროენერგია. ეს შექმნის საფუძველს, დაფუძნდეს მრავალი ტიპის საწარმო. ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს უნდა გავაცნობიეროთ", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, "ხუდონჰესის" მშენებლობის პროექტი ხვალ ადგილობრივ გამგეობაში განიხილება. შესაბამისად, პრემიერმა სვანებს მიმართა, საკითხს გაგებით მოეკიდონ.

"მივმართავ ჩვენს საყვარელ სვანებს, გაგებით, დინჯად მოეკიდონ ამ საკითხს, რადგან ეს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ საქართველოს ააღორძინებს. რა თქმა უნდა, ბუნება, სადღაც დაიფარება წყლით, მაგრამ თითოეული მოსახლის ინტერესს გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი შევუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებსაც მხოლოდ ხმაური შეუძლიათ. აუცილებელია, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ განვითარებული საქართველო. გაითვალისწინეთ, რომ "ხუდონჰესი" ასაშენებელია, ისევე როგორც სხვა ბევრი ჰესი", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ბუნებასთან დაკავშირებულ გათვლებს ცნობილი კომპანიები აწარმოებენ და ზიანი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

პრემიერმა ის პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა, რომლებიც ჰესების თემებით მანიპულირებდნენ და მოსახლეობას მოუწოდა, მათ საუბარს შვეიცარიის, ავსტრიის და ნორვეგიის მაგალითები დაუპირისპირონ.

"არავინ მოგატყუოთ, რომ საქართველოში ბუნებას ანადგურებენ. ჩვენ ოქროს შუალედს მოვძებნით. ბევრი პოლიტიკოსი სპეკულირებდა ჰესების მშენებლობით და ხშირად მოკლე ვადით ახერხებდა მოსახლეობის გულის მოლბობას, მაგრამ ჩვენ სტრატეგიულად გვჭირდება ჰესების მშენებლობა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი საექსპორტო საშუალებები, რომ ელექტროენერგია გარედან ვიყიდოთ. ენერგოდამოუკიდებლობა კი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შუახევის მოსახლეობას, რადგან მათ მთავრობას ჰესის "მარტივად და უხმაუროდ" მშენებლობის საშუალება მისცეს და აღნიშნა, რომ ადგილობრივებს ეს ჰესი დიდ სარგებელს მოუტანს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა