პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი
მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი

იყა­ვი პირ­ვე­ლი კაცი - ასე­თია სა­ი­ტის სლო­გა­ნი, სა­დაც ახლა ამ პოსტს კი­თხუ­ლობთ. ამ სლო­გა­ნის ინ­სპი­რა­ცი­ით გა­დავ­წყვი­ტე და­ვი­წყო პოს­ტე­ბის ციკ­ლი ქარ­თველ კა­ცებ­ზე, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს გამ­ხდა­რიყ­ვნენ პირ­ვე­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ვიდ­რე ის, ჯერ კი­დევ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი კა­ცია, გა­დავ­წყვი­ტე მი­სით და­ვი­წყო... მოკ­ლედ, ამ პოს­ტში მე შე­ვეც­დე­ბი და­გიმ­ტკი­ცოთ, რომ ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტი, და შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი კაცი - სა­ა­კაშ­ვი­ლი, არა მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი, არა­მედ მსოფ­ლიო დო­ნის სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვია.

რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ იყო სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი ?

რო­გო­რია სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი?

რო­გორ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვად აღი­ა­რე­ბა და რა პრი­ვი­ლე­გი­ებს ანი­ჭებს სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის სტა­ტუ­სი ჩვე­უ­ლებ­რივ მოკ­ვდავს?

პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი - სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად(!) უნდა იყოს ქა­რიზ­მა­ტუ­ლი. ჩემი უდა­ვოდ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრი­ად გამ­ჭრი­ა­ხი მკი­თხვე­ლი და­მე­თან­ხმე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, მი­შას ბევ­რი რამ და­უ­წუ­ნო, მაგ­რამ არა ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბა!

სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი. მისი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი გა­მუდ­მე­ბით უნდა იყოს მა­სე­ბის სა­სა­უბ­რო თემა.

ცხა­დია, უნდა იყოს მუ­დამ ორი­გი­ნა­ლუ­რი. მი­შას მი­მართ ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნიც კი ვერ უარ­ყოფს, რომ ჩვე­ნი ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტი ფრი­ად ორი­გი­ნა­ლუ­რია. გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ხა­ნას; მისი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა იგ­რძნო­ბო­და ყველ­გან. ისეთ შემ­თხვე­ვებ­შიც კი, რო­გო­რი­ცაა ობი­ექ­ტე­ბის გახ­სნა, სა­დაც "ბე­ქებ­ში" სუფ­თა და ქათ­ქა­თა უნი­ფორ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მუ­შე­ბი საქ­მი­ა­ნად ფუს­ფუ­სებ­დნენ...

სუ­პერ­ვარ­სკვლავს უნდა ჰქონ­დეს სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ე.წ. "სა­ფირ­მო" მა­ნე­რე­ბი და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქცე­ვე­ბი. ცხვი­რის მოწ­მენ­და, სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა, გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა, სი­ცი­ლიც კი... - ეს არის ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მი­შას სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვო­ბას მოწ­მობს.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი

მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი

იყავი პირველი კაცი - ასეთია საიტის სლოგანი, სადაც ახლა ამ პოსტს კითხულობთ. ამ სლოგანის ინსპირაციით გადავწყვიტე დავიწყო პოსტების ციკლი ქართველ კაცებზე, რომლებმაც შეძლეს გამხდარიყვნენ პირველები ჩვენს ქვეყანაში და ვიდრე ის, ჯერ კიდევ ქვეყნის პირველი კაცია, გადავწყვიტე მისით დავიწყო... მოკლედ, ამ პოსტში მე შევეცდები დაგიმტკიცოთ, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტი, და შესაბამისად, ქვეყნის პირველი კაცი - სააკაშვილი, არა მხოლოდ ლოკალური, არამედ მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავია.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო სუპერვარსკვლავი ?

როგორია სუპერვარსკვლავობის კრიტერიუმები?

როგორ ხდება ადამიანის სუპერვარსკვლავად აღიარება და რა პრივილეგიებს ანიჭებს სუპერვარსკვლავის სტატუსი ჩვეულებრივ მოკვდავს?

პირველი და უმთავრესი - სუპერვარსკვლავი აუცილებლად(!) უნდა იყოს ქარიზმატული. ჩემი უდავოდ დაკვირვებული და ფრიად გამჭრიახი მკითხველი დამეთანხმება, რომ შესაძლოა, მიშას ბევრი რამ დაუწუნო, მაგრამ არა ქარიზმატულობა!

სუპერვარსკვლავი აუცილებლად უნდა იყოს არაორდინალური. მისი არაორდინალური ქმედებები გამუდმებით უნდა იყოს მასების სასაუბრო თემა.

ცხადია, უნდა იყოს მუდამ ორიგინალური. მიშას მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანიც კი ვერ უარყოფს, რომ ჩვენი ჯერ კიდევ პრეზიდენტი ფრიად ორიგინალურია. გადავავლოთ თვალი მისი პრეზიდენტობის ხანას; მისი ორიგინალურობა იგრძნობოდა ყველგან. ისეთ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა ობიექტების გახსნა, სადაც "ბექებში" სუფთა და ქათქათა უნიფორმებში გამოწყობილი მუშები საქმიანად ფუსფუსებდნენ...

სუპერვარსკვლავს უნდა ჰქონდეს სხვებისგან გამორჩეული ე.წ. "საფირმო" მანერები და დამახასიათებელი ქცევები. ცხვირის მოწმენდა, სიარულის მანერა, გამორჩეული მეტყველება, სიცილიც კი... - ეს არის ფაქტები, რომელიც მიშას სუპერვარსკვლავობას მოწმობს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს