საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშბის ტყვეობიდან დაბრუნებული
უშბის ტყვეობიდან დაბრუნებული

მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში 39 წლის წინ და­კარ­გუ­ლი ხორ­ვა­ტი ალ­პი­ნის­ტის ნე­ნად ჩუ­ლი­ჩის ქვრივს ტე­ლე­ფო­ნით შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უშ­ბის კალ­თებ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი მე­უღ­ლის ნეშ­ტი იპო­ვეს. ლილი აკან­კალ­და და ყურ­მი­ლი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და. ნე­ნად, ნუთუ დაბ­რუნ­დი? და­უ­ჯე­რე­ბე­ლია - ჩურ­ჩუ­ლებ­და ქალი. მა­ლე­ვე მო­ე­გო გონს და ყურ­მილს დას­წვდა. კი­დევ კარ­გი, რომ მი­პა­სუ­ხეთ, ქალ­ბა­ტო­ნო ლილი, თო­რემ შე­მე­შინ­და, - ღრმად ამო­ი­სუნ­თქა ხორ­ვა­ტი­ის ალ­პი­ნის­ტთა ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. ნე­ნა­დი ნა­ხეთ? სად? რო­გორ იცა­ნით? - სულ­მო­უთ­ქმე­ლად მი­ა­ყა­რა ქალ­მა... უნდა დაგ­ვეხ­მა­როთ ამოც­ნო­ბა­ში, ფო­ტო­ებს გად­მო­გიგ­ზავ­ნით, და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ მისი ნივ­თე­ბი, იქ­ნებ რამე გეც­ნოთ, - სთხო­ვეს ალ­პი­ნის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ი­დან... ბე­ჭე­დი, ბე­ჭე­დი უნდა ეკე­თოს მარ­ცხე­ნა ხე­ლის არა­თით­ზე. ნა­ხეთ შიდა მხრი­დან წარ­წე­რა: ლილი 2.3.72 - ხმა უკან­კა­ლებ­და ქალს.

ლილი ჩუ­ლიჩს მალე ხორ­ვა­ტი ალ­პი­ნის­ტე­ბი ეს­ტუმრნენ და ის ფოტო აჩ­ვე­ნეს, რო­მელ­ზეც ბე­ჭე­დი იყო აღ­ბეჭ­დი­ლი, მი­თი­თე­ბუ­ლი წარ­წე­რით...

"რო­დე­საც დავ­ქორ­წინ­დით, გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვენს ბეჭ­დებ­ზე ერ­თმა­ნე­თის სა­ხე­ლე­ბი და ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი ამოგ­ვეტვიფ­რა. დღემ­დე ვა­ტა­რებ... ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ სა­დღაც ნე­ნა­დის ბე­ჭე­დიც გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ვგრძნობ­დი, რომ ეს მა­ნამ­დე მოხ­დე­ბო­და, ვიდ­რე იმ ქვეყ­ნად ვნა­ხავ­დი მას" - თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი დაჰ­ყუ­რებ­და ქალი ფო­ტოს. ლილი 39 წელი, ორ შვილ­თან ერ­თად ელო­და ქმრის გა­მო­ჩე­ნას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­ში და­ი­კარ­გა. შვი­ლებს არ ახ­სოვთ მამა. პა­ტა­რე­ბი ყო­ფი­ლან, რო­დე­საც ნე­ნა­დი 15-კა­ცი­ან ალ­პი­ნის­ტთა დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთი­ა­ნეთ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­მო­სუ­ლა. ექ­სპე­დი­ცია რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად და­ყო­ფი­ლა და და­სა­ლაშ­ქრავ მარ­შრუ­ტებ­ზე წილი უყ­რი­ათ. ნე­ნადს (ხორ­ვა­ტი­ა­ში ცნო­ბილ ალ­პი­ნისტს) სამ მე­გო­ბარ­თან ერ­თად უშბა ხვდა წი­ლად.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

უშბის ტყვეობიდან დაბრუნებული

უშბის ტყვეობიდან დაბრუნებული

მიმდინარე წლის აგვისტოში 39 წლის წინ დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნენად ჩულიჩის ქვრივს ტელეფონით შეატყობინეს, რომ საქართველოში, უშბის კალთებზე სავარაუდოდ, მისი მეუღლის ნეშტი იპოვეს. ლილი აკანკალდა და ყურმილი ხელიდან გაუვარდა. ნენად, ნუთუ დაბრუნდი? დაუჯერებელია - ჩურჩულებდა ქალი. მალევე მოეგო გონს და ყურმილს დასწვდა. კიდევ კარგი, რომ მიპასუხეთ, ქალბატონო ლილი, თორემ შემეშინდა, - ღრმად ამოისუნთქა ხორვატიის ალპინისტთა ფედერაციის წარმომადგენელმა. ნენადი ნახეთ? სად? როგორ იცანით? - სულმოუთქმელად მიაყარა ქალმა... უნდა დაგვეხმაროთ ამოცნობაში, ფოტოებს გადმოგიგზავნით, დაათვალიერეთ მისი ნივთები, იქნებ რამე გეცნოთ, - სთხოვეს ალპინისტთა ასოციაციიდან... ბეჭედი, ბეჭედი უნდა ეკეთოს მარცხენა ხელის არათითზე. ნახეთ შიდა მხრიდან წარწერა: ლილი 2.3.72 - ხმა უკანკალებდა ქალს.

ლილი ჩულიჩს მალე ხორვატი ალპინისტები ესტუმრნენ და ის ფოტო აჩვენეს, რომელზეც ბეჭედი იყო აღბეჭდილი, მითითებული წარწერით...

"როდესაც დავქორწინდით, გადავწყვიტეთ, ჩვენს ბეჭდებზე ერთმანეთის სახელები და ქორწინების თარიღი ამოგვეტვიფრა. დღემდე ვატარებ... ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სადღაც ნენადის ბეჭედიც გამოჩნდებოდა. ვგრძნობდი, რომ ეს მანამდე მოხდებოდა, ვიდრე იმ ქვეყნად ვნახავდი მას" - თვალცრემლიანი დაჰყურებდა ქალი ფოტოს. ლილი 39 წელი, ორ შვილთან ერთად ელოდა ქმრის გამოჩენას, რომელიც საქართველოს მთებში დაიკარგა. შვილებს არ ახსოვთ მამა. პატარები ყოფილან, როდესაც ნენადი 15-კაციან ალპინისტთა დელეგაციასთან ერთად საბჭოთა კავშირის მთიანეთში სამოგზაუროდ წამოსულა. ექსპედიცია რამდენიმე ჯგუფად დაყოფილა და დასალაშქრავ მარშრუტებზე წილი უყრიათ. ნენადს (ხორვატიაში ცნობილ ალპინისტს) სამ მეგობართან ერთად უშბა ხვდა წილად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია