პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელ გიბსონს კანონთან ისევ პრობლემები აქვს
მელ გიბსონს კანონთან ისევ პრობლემები აქვს

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს მელ გიბ­სონს კა­ნონ­თან ისევ პრობ­ლე­მე­ბი აქვს. 57 წლის გიბ­სო­ნი პო­ლი­ცი­ამ მა­ლი­ბუ­ში და­ა­კა­ვა. მას ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის ლი­ცენ­ზია არ ჰქონ­და. მსა­ხი­ო­ბი პო­ლი­ცი­ე­ლის შე­კი­თხვებ­მა გა­ა­ნა­წყე­ნა და და­ინ­ტე­რეს­და, "რა­ტომ აწუ­ხებ­დნენ". გიბ­სონს გვერ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი ქალი ეჯდა. ის ნას­ვა­მი არ ყო­ფი­ლა და პო­ლი­ცი­ელ­მა ჯა­რი­მა მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­ის არ­ქო­ნა­ზე გა­მო­წე­რა. ვარ­სკვლა­ვი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ სა­ბუ­თის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში გას­ვლა არ გა­ბე­დოს.

მსა­ხი­ო­ბი სკან­და­ლებ­ში ხში­რად ეხ­ვე­ვა. მსა­ხი­ო­ბის შთამ­ბეჭ­დავ კა­რი­ე­რას შავ ლა­ქად სდევს 2006 წლის ინ­ცი­დენ­ტი. მა­შინ პო­ლი­ცი­ამ ვარ­სკვლა­ვი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის გამო და­ა­კა­ვა. გაბ­რა­ზე­ბულ­მა გიბ­სონ­მა პო­ლი­ცი­ელს ყვი­რი­ლი და­უ­წყო: "ებ­რა­ე­ლი ხარ? მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ომის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ებ­რა­ე­ლებს ეკის­რე­ბათ". ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო გიბ­სო­ნი ან­ტი­სე­მი­ტიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მსა­ხი­ობ­მა ამ მხრივ პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც "გა­მო­ი­ჩი­ნა თავი". მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი გან­ქორ­წი­ნე­ნე­ბის სიას ლი­დე­რობს - მე­უღ­ლე­სა და 8 სა­ერ­თო შვი­ლის დე­დას, რო­ბინ მუ­რის 31-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ და­შორ­და.

გან­ქორ­წი­ნე­ბას გიბ­სო­ნის 425 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ე­წი­რა. ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ 425 მი­ლი­ონ დო­ლარ­თან ერ­თად მა­ლი­ბუ­ში მდე­ბა­რე 22,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაც მი­ი­ღო. გან­სა­კუთ­რე­ბით სკან­და­ლუ­რი საყ­ვა­რელ­თან, რუს პი­ა­ნის­ტთან და მომ­ღე­რალ­თან ოქ­სა­ნა გრი­გო­რი­ე­ვას­თან სა­სა­მარ­თლო დავა იყო. ოქ­სა­ნამ გიბ­სო­ნი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვარ­სკვლავ­მა მას მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის 750 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია tmz.com-ის მი­ხედ­ვით.

მელ გიბსონს კანონთან ისევ პრობლემები აქვს

მელ გიბსონს კანონთან ისევ პრობლემები აქვს

ჰოლივუდის ვარსკვლავს მელ გიბსონს კანონთან ისევ პრობლემები აქვს. 57 წლის გიბსონი პოლიციამ მალიბუში დააკავა. მას ავტომობილის მართვის ლიცენზია არ ჰქონდა. მსახიობი პოლიციელის შეკითხვებმა გაანაწყენა და დაინტერესდა, "რატომ აწუხებდნენ". გიბსონს გვერდით საზოგადოებისთვის უცნობი ქალი ეჯდა. ის ნასვამი არ ყოფილა და პოლიციელმა ჯარიმა მხოლოდ ლიცენზიის არქონაზე გამოწერა. ვარსკვლავი გააფრთხილეს, რომ საბუთის გარეშე ქუჩაში გასვლა არ გაბედოს.

მსახიობი სკანდალებში ხშირად ეხვევა. მსახიობის შთამბეჭდავ კარიერას შავ ლაქად სდევს 2006 წლის ინციდენტი. მაშინ პოლიციამ ვარსკვლავი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა. გაბრაზებულმა გიბსონმა პოლიციელს ყვირილი დაუწყო: "ებრაელი ხარ? მსოფლიოში ყველა ომის პასუხისმგებლობა ებრაელებს ეკისრებათ". ამ განცხადებების გამო გიბსონი ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. მსახიობმა ამ მხრივ პირად ცხოვრებაშიც "გამოიჩინა თავი". მისი სახელი და გვარი ყველაზე ძვირადღირებული განქორწინენების სიას ლიდერობს - მეუღლესა და 8 საერთო შვილის დედას, რობინ მურის 31-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

განქორწინებას გიბსონის 425 მილიონი დოლარი შეეწირა. ყოფილმა მეუღლემ 425 მილიონ დოლართან ერთად მალიბუში მდებარე 22,5 მილიონ დოლარად შეფასებული უძრავი ქონებაც მიიღო. განსაკუთრებით სკანდალური საყვარელთან, რუს პიანისტთან და მომღერალთან ოქსანა გრიგორიევასთან სასამართლო დავა იყო. ოქსანამ გიბსონი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვარსკვლავმა მას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 750 000 დოლარი გადაუხადა.

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება