პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ატკინა გული მაია ფანჯიკიძემ ლუბა ელიაშვილს
რით ატკინა გული მაია ფანჯიკიძემ ლუბა ელიაშვილს

"მე­ცხრე არ­ხი­სად­მი" ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. მისი შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა რი­ცხვი მა­ტუ­ლობს. "მე­ცხრე არ­ხის" ბედი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­წყდე­ბა. არ­ხის დი­რექ­ტო­რი ლუბა ელი­აშ­ვი­ლი მომ­ხდა­რით გულ­და­წყვე­ტი­ლია და იმ გეგ­მებ­ზე ლა­პა­რა­კობს, რაც არხს მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დროს ჰქონ­და.

- ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ­ხის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ბო­ბენ, "მე­ცხრე არხს" ასე არ უნდა მოქ­ცე­ო­დაო. დღეს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ალ­ბათ უკვე მშვი­დად შე­გიძ­ლი­ათ სა­უ­ბა­რი.

- პირ­ვე­ლი დღი­დან ძა­ლი­ან მშვი­დად ვუ­ყუ­რებ და მშვი­დად გან­ვსჯი ამ ყვე­ლა­ფერს. "მე­ცხრე არხი" კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა. რო­დე­საც ამ არხზე სა­მუ­შა­ოდ მოვ­დი­ო­დი, თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დი, რომ მისი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, რო­გორ მო­ექ­ცე­ო­და არხს. რო­გორც თა­ვად გა­ნა­ცხა­და, არ­ხის და­ხურ­ვა ბევ­რად ადრე უნ­დო­და. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მას სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბიზ­ნე­სი არ აინ­ტე­რე­სებს. ალ­ბათ იმის გამო, რომ პა­ტივს სცემ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს, არხზე მო­მუ­შა­ვე ხალ­ხს და მათ შო­რის მეც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია არ და­ხუ­რა. ალ­ბათ მთლად ისეც არ იყო, რომ ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი არ მოს­წონ­და. უბ­რა­ლოდ, მას ეს არხი აღარ სჭირ­დე­ბო­და არც რო­გორც ბიზ­ნეს­მენს და არც რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ეს მის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი იყო და ათი თვის შემ­დეგ, რაც მე გავ­ხდი ამ არ­ხის დი­რექ­ტო­რი, "მე­ცხრე არხი" და­ი­ხუ­რა. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ამ­დე­ნი ხანი არ­სე­ბობ­და "მე­ცხრე არხი" .

- არ ურ­ჩი­ეთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რომ არხი არ და­ე­ხუ­რა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე ვი­ცავ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ის პო­ზი­ცი­ებს. მიყ­ვარს და მომ­წონს "მე­ცხრე არხი" და მგო­ნია, რომ ნამ­დვი­ლად იყო ახა­ლი სი­ტყვა ქარ­თულ მე­დი­ა­ში თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლით და თა­ვი­სი დი­ნა­მი­კუ­რო­ბით. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი ჰქონ­და. ეს იყო კარ­გად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არხი. რა­საც არ­ხმა მი­აღ­წია, მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო.

- პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ მის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რად­გან არხზე ბევ­რი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­შა­ობ­და, მისი ნათ­ქვა­მის გამო ალ­ბათ გული გეტ­კი­ნათ.

- არც ერთ ჟურ­ნა­ლისტს არ გა­მო­უთ­ქვამს არ­ხის და­ხურ­ვის გამო პრე­ტენ­ზია. უბ­რა­ლოდ, მათ გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, რომ არხი და­ი­ხუ­რა. მგო­ნია, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვი საქ­ცი­ე­ლია.

- არხი ვერ გახ­და ისე­თი რე­ი­ტინ­გუ­ლი, რო­გო­რი მო­ლო­დი­ნიც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჰქონ­და.

- მას არ­ხის რე­ი­ტინ­გუ­ლო­ბის იმე­დი არ ჰქო­ნია. თა­ვად თქვა, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც იმის­თვის არ გა­ა­კე­თა, რომ რე­ი­ტინ­გუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, არა­მედ იმის­თვის, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე გა­ერ­ღვია. "მე­ცხრე არხი" კი ნამ­დვი­ლად იყო რე­ი­ტინ­გუ­ლი. ჩვენ არ ვი­ყა­ვით სა­ტე­ლიტ­ზე. გავ­რცე­ლე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე არე­ა­ლი გვქონ­და. გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი რომ გა­ვა­ფარ­თო­ვეთ, ზუს­ტად ორ კვი­რა­ში და­ვი­ხუ­რეთ. გვქონ­და რე­ი­ტინ­გი და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ამის ციფ­რებ­ში ასახ­ვა. არხი რომ რე­ი­ტინ­გუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო, ასე­თი ღრი­ან­ცე­ლი არ ატყდე­ბო­და მის და­ხურ­ვა­ზე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხეთ მისი დარ­წმუ­ნე­ბა, რომ არხს გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა?

- მე მისი დარ­წმუ­ნე­ბა ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვა­ხერ­ხე. მე­ა­თე თვეს არ­გუ­მენ­ტე­ბი აღარ მეყო. ამა­ზე სულ ვსა­უბ­რობ­დით და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხათ­რით, ვინც აქ მუ­შა­ობ­და და ალ­ბათ ჩემი ხათ­რი­თაც, გვაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მინ­დო­და, რომ ეს გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლას და­ე­ნა­ხა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რით ატკინა გული მაია ფანჯიკიძემ ლუბა ელიაშვილს

რით ატკინა გული მაია ფანჯიკიძემ ლუბა ელიაშვილს

''მეცხრე არხისადმი'' ქართველი ბიზნესმენების ინტერესი არ წყდება. მისი შეძენის მსურველთა რიცხვი მატულობს. ''მეცხრე არხის'' ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება. არხის დირექტორი ლუბა ელიაშვილი მომხდარით გულდაწყვეტილია და იმ გეგმებზე ლაპარაკობს, რაც არხს მისი ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა.

- ბევრი აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას არხის დახურვასთან დაკავშირებით. ამბობენ, ''მეცხრე არხს'' ასე არ უნდა მოქცეოდაო. დღეს ამ ყველაფერზე ალბათ უკვე მშვიდად შეგიძლიათ საუბარი.

- პირველი დღიდან ძალიან მშვიდად ვუყურებ და მშვიდად განვსჯი ამ ყველაფერს. ''მეცხრე არხი'' კერძო საკუთრებაა. როდესაც ამ არხზე სამუშაოდ მოვდიოდი, თავიდანვე ვამბობდი, რომ მისი არჩევანი იქნებოდა, როგორ მოექცეოდა არხს. როგორც თავად განაცხადა, არხის დახურვა ბევრად ადრე უნდოდა. არჩევნების შემდეგ მას სატელევიზიო ბიზნესი არ აინტერესებს. ალბათ იმის გამო, რომ პატივს სცემდა ჟურნალისტებს, არხზე მომუშავე ხალხს და მათ შორის მეც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ტელეკომპანია არ დახურა. ალბათ მთლად ისეც არ იყო, რომ ჩვენი ნამუშევარი არ მოსწონდა. უბრალოდ, მას ეს არხი აღარ სჭირდებოდა არც როგორც ბიზნესმენს და არც როგორც პოლიტიკოსს. ორივე შემთხვევაში ეს მისთვის წამგებიანი იყო და ათი თვის შემდეგ, რაც მე გავხდი ამ არხის დირექტორი, ''მეცხრე არხი'' დაიხურა. მადლობელი ვარ, რომ ამდენი ხანი არსებობდა ''მეცხრე არხი'' .

- არ ურჩიეთ პრემიერ-მინისტრს, რომ არხი არ დაეხურა?

- რასაკვირველია, მე ვიცავდი ტელევიზიის პოზიციებს. მიყვარს და მომწონს ''მეცხრე არხი'' და მგონია, რომ ნამდვილად იყო ახალი სიტყვა ქართულ მედიაში თავისი ვიზუალით და თავისი დინამიკურობით. რასაკვირველია, ამ ყველაფერს თავისი უპირატესობები ჰქონდა. ეს იყო კარგად დაფინანსებული არხი. რასაც არხმა მიაღწია, მისი დამფუძნებლის ძალიან დიდი დამსახურება იყო.

- პრემიერმა თქვა, რომ მისთვის გაურკვეველია ჟურნალისტების პრეტენზიები, რადგან არხზე ბევრი არაპროფესიონალი მუშაობდა, მისი ნათქვამის გამო ალბათ გული გეტკინათ.

- არც ერთ ჟურნალისტს არ გამოუთქვამს არხის დახურვის გამო პრეტენზია. უბრალოდ, მათ გულისტკივილი გამოთქვეს, რომ არხი დაიხურა. მგონია, რომ ეს ბუნებრივი საქციელია.

- არხი ვერ გახდა ისეთი რეიტინგული, როგორი მოლოდინიც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.

- მას არხის რეიტინგულობის იმედი არ ჰქონია. თავად თქვა, რომ მაინცდამაინც იმისთვის არ გააკეთა, რომ რეიტინგული ყოფილიყო, არამედ იმისთვის, რომ სატელევიზიო სივრცე გაერღვია. ''მეცხრე არხი'' კი ნამდვილად იყო რეიტინგული. ჩვენ არ ვიყავით სატელიტზე. გავრცელების ძალიან მცირე არეალი გვქონდა. გავრცელების არეალი რომ გავაფართოვეთ, ზუსტად ორ კვირაში დავიხურეთ. გვქონდა რეიტინგი და საკმაოდ სერიოზული. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის ციფრებში ასახვა. არხი რომ რეიტინგული არ ყოფილიყო, ასეთი ღრიანცელი არ ატყდებოდა მის დახურვაზე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხეთ მისი დარწმუნება, რომ არხს გაეგრძელებინა ფუნქციონირება?

- მე მისი დარწმუნება ათი თვის განმავლობაში მოვახერხე. მეათე თვეს არგუმენტები აღარ მეყო. ამაზე სულ ვსაუბრობდით და იმ ადამიანების ხათრით, ვინც აქ მუშაობდა და ალბათ ჩემი ხათრითაც, გვაძლევდა საშუალებას, რომ განვვითარებულიყავით. ძალიან მინდოდა, რომ ეს განვითარება ყველას დაენახა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია