პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდრექსა ძალიან დამემსგავსა"
"სანდრექსა ძალიან დამემსგავსა"

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" რეს­პონ­დენ­ტი, მსა­ხი­ო­ბი სან­დრო კა­კუ­ლია პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, მა­ყუ­რე­ბელ­მა ის სე­რი­ა­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო.

- სან­დრო, სად გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი?

- ვმუ­შა­ობ და ჯერ დას­ვე­ნე­ბის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე ვა­პი­რებ წას­ვლას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით თავს ვი­კა­ვებთ, რად­გან იმ კუნ­ძულ­ზე, სა­დაც დას­ვე­ნე­ბა გვინ­და, წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბია.

- და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას თუ აპი­რებ, გა­მო­დის, გა­და­ღე­ბებ­ზე ვე­ღარ ივლი. ხომ არ და­ტო­ვე სე­რი­ა­ლი?

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" არ და­მი­ტო­ვე­ბია. ახალ სე­ზონს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვუ­ერ­თდე­ბი.

- რით გგავს სან­დრექ­სას პერ­სო­ნა­ჟი?

- სან­დრექ­სა ბოლო დროს ძა­ლი­ან და­მემ­სგავ­სა. რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი არ ვარ, თა­ვი­დან თა­მა­ში ისე და­ვი­წყე, რომ როლს მოვრგე­ბო­დი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ როლი მე მო­მერ­გო. ბევ­რი რა­მით და­მემ­სგავ­სა - ად­ვი­ლად შეყ­ვა­რე­ბით და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით. ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი ვარ.

- გა­თხო­ვი­ლი ქალი არა­სო­დეს მოგ­წო­ნე­ბია?

- ქმრი­ან ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. განა იმი­ტომ, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი ისე­თი გრძნო­ბაა, რო­გორც უნდა ეცა­დო, მის და­მალ­ვას ვერ შეძ­ლებ, ბო­ლოს მა­ინც იჩენს თავს. მე ღია კავ­ში­რე­ბის მომ­ხრე ვარ, იმის გამო, რომ რა­ღაც არ შე­იძ­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან თავი არ უნდა შე­ი­კა­ვო.

- რო­გო­რი მამა ხარ?

- 3 წლის შვი­ლი მყავს, სახ­ლში ბევრ დროს ვერ ვა­ტა­რებ. არა­და, ჩემ­თვის არა­ფე­რია იმა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე ჩემს ცოლ-შვილ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი თუნ­დაც ერთი სა­ღა­მო.

- ალ­ბათ რთუ­ლია შენ­ნა­ი­რი სიმ­პა­თი­უ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ბი­ჭის ცო­ლო­ბა...

- ამი­ტო­მაც ვცემ პა­ტივს ჩემს მე­უღ­ლეს - ის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა მათ შო­რის, ვის­თა­ნაც აქამ­დე მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, ვერც ერთი ქალი ვერ გა­უძ­ლებ­და იმას, რა­საც მან გა­უძ­ლო.

- ამ ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს...

- ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ჟურ­ნა­ლი­სტმა თეა ადე­იშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ცენ­ტრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეს რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­რე და მათი ის­ტო­რი­ე­ბი წა­ვი­კი­თხე, ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი და გა­დავ­წყვი­ტე ამ პა­ტა­რებს, რი­თაც შე­მეძ­ლო, დავ­ხმა­რე­ბო­დი. ხში­რად დავ­დი­ვარ მათ­თან და ვიცი, რომ კარ­გად იქ­ნე­ბი­ან...

- შენ რომ ქვეყ­ნის ლი­დე­რი იყო, რო­მე­ლი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას მი­იჩ­ნევ­დი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად?

- მთა­ვარ ყუ­რა­დღე­ბას ტუ­რიზ­მის და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და­ვუთ­მობ­დი. ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებს და­ვამ­კვიდ­რებ­დი. კა­ნო­ნებს მი­ვი­ღებ­დი ცუ­დად მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის და­სას­ჯე­ლად. ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვერ გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ. ჩვენ იმ­დე­ნი კომ­პლექ­სი გვახ­რჩობს და გვა­წა­მებს, ვერ ჩა­მოვ­თვლი. რო­მელ ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ზეა ლა­პა­რა­კი ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ოფი­ცი­ან­ტმა თავ­ზე წვნი­ა­ნი გა­და­გას­ხას, ან ტაქ­სის მძღოლ­მა მგზავ­რი მან­ქა­ნი­დან შუა ქუ­ჩა­ში გად­მო­აგ­დოს. ადა­მი­ა­ნი რომ მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობს, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე­ზე ნაკ­ლე­ბია. ამას ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობ.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია - ფსი­ქო­ლო­გი: ერთი შე­ხედ­ვით ამ­ბი­ცი­უ­რი პი­როვ­ნე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, თუმ­ცა გუ­ლის­ხმი­ე­რი და ქველ­მოქ­მე­დია, უან­გა­როდ გას­ცემს სი­კე­თეს. ამა­ვე დროს პრაგ­მა­ტუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლიც არის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"სანდრექსა ძალიან დამემსგავსა"

"სანდრექსა ძალიან დამემსგავსა"

რუბრიკა "ფსიქოს" რესპონდენტი, მსახიობი სანდრო კაკულია პროფესიით იურისტია, მაყურებელმა ის სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო.

- სანდრო, სად გაატარე ზაფხული?

- ვმუშაობ და ჯერ დასვენებისთვის ვერ მოვიცალე. მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ კუნძულზე ვაპირებ წასვლას, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან იმ კუნძულზე, სადაც დასვენება გვინდა, წვიმიანი ამინდებია.

- დასასვენებლად წასვლას თუ აპირებ, გამოდის, გადაღებებზე ვეღარ ივლი. ხომ არ დატოვე სერიალი?

- "ჩემი ცოლის დაქალები" არ დამიტოვებია. ახალ სეზონს ცოტა მოგვიანებით შევუერთდები.

- რით გგავს სანდრექსას პერსონაჟი?

- სანდრექსა ბოლო დროს ძალიან დამემსგავსა. რადგან პროფესიონალი მსახიობი არ ვარ, თავიდან თამაში ისე დავიწყე, რომ როლს მოვრგებოდი, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ როლი მე მომერგო. ბევრი რამით დამემსგავსა - ადვილად შეყვარებით და სასიყვარულო ურთიერთობებით. ცხოვრებაშიც ასეთი ვარ.

- გათხოვილი ქალი არასოდეს მოგწონებია?

- ქმრიან ქალთან ურთიერთობა არ მქონია. განა იმიტომ, რომ მიუღებელია, სიყვარული ისეთი გრძნობაა, როგორც უნდა ეცადო, მის დამალვას ვერ შეძლებ, ბოლოს მაინც იჩენს თავს. მე ღია კავშირების მომხრე ვარ, იმის გამო, რომ რაღაც არ შეიძლება, ურთიერთობებისგან თავი არ უნდა შეიკავო.

- როგორი მამა ხარ?

- 3 წლის შვილი მყავს, სახლში ბევრ დროს ვერ ვატარებ. არადა, ჩემთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემს ცოლ-შვილთან გატარებული თუნდაც ერთი საღამო.

- ალბათ რთულია შენნაირი სიმპათიური და პოპულარული ბიჭის ცოლობა...

- ამიტომაც ვცემ პატივს ჩემს მეუღლეს - ის ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა მათ შორის, ვისთანაც აქამდე მქონია ურთიერთობა, ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც მან გაუძლო.

- ამ ბოლო დროს აქტიურად ეხმარები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს...

- ჩემმა მეგობარმა, ჟურნალი­სტმა თეა ადეიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ცენტრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ეს რომ დავათვალიერე და მათი ისტორიები წავიკითხე, ძალიან შევწუხდი და გადავწყვიტე ამ პატარებს, რითაც შემეძლო, დავხმარებოდი. ხშირად დავდივარ მათთან და ვიცი, რომ კარგად იქნებიან...

- შენ რომ ქვეყნის ლიდერი იყო, რომელი სფეროს განვითარებას მიიჩნევდი პრიორიტეტულად?

- მთავარ ყურადღებას ტურიზმის და მომსახურების სფეროს გაუმჯობესებას დავუთმობდი. ადამიანების ცხოვრებაში დასავლურ სტანდარტებს დავამკვიდრებდი. კანონებს მივიღებდი ცუდად მომსახურე პერსონალის დასასჯელად. ქვეყანას მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ განავითარებენ. ჩვენ იმდენი კომპლექსი გვახრჩობს და გვაწამებს, ვერ ჩამოვთვლი. რომელ ნატოსა და ევროკავშირზეა ლაპარაკი ქვეყანაში, სადაც შეიძლება ოფიციანტმა თავზე წვნიანი გადაგასხას, ან ტაქსის მძღოლმა მგზავრი მანქანიდან შუა ქუჩაში გადმოაგდოს. ადამიანი რომ მიმტანად მუშაობს, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებია. ამას ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ვამბობ.

ფსიქოლოგის დასკვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია - ფსი­ქო­ლო­გი: ერთი შეხედვით ამბიციური პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა გულისხმიერი და ქველმოქმედია, უანგაროდ გასცემს სიკეთეს. ამავე დროს პრაგმატული და რომანტიკულიც არის.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება