დიეტოლოგებმა მაიკ და სტიუარტ მაკინესებმა შეიმუშავეს კვების სისტემა, რომელიც ორგანიზმს ძილში ცხიმის წვისკენ უბიძგებს. პრინციპი საკმაოდ მარტივია: თუ ღვიძლს ძილის წინ თაფლით მოამარაგებთ, ეს ცხიმის წვის მექანიზმს ჩართავს. თაფლი მდიდარია ფრუქტოზით და იდეალურია ამ მიზნისთვის.
ამ დიეტის წესები პრინციპულად არ განსხვავდება სხვა გავრცელებული დიეტებისგან – ამ დროსაც რეკომენდებულია უცხიმო პროდუქტები, ნაკლები კონსერვანტები და გადახარშული პროდუქტები, რომლებშიც პრაქტიკულად აღარ არსებობს ვიტამინები.
ამ დროს განსაკუთრებული ადგილი თაფლს უკავია: ყოველდღიურად ძილის წინ 1-2 სუფრის კოვზი თაფლის მიღება აუცილებელია. იმისათვის, რომ ღამით ცხიმის წვის მექანიზმი ჩაირთოს და გააორმაგოს ნივთიერებათა ცვლა. ამ დიეტის დროს თქვენ ერთ თვეში დაახლოებით 3 კგ-ს დაიკლებთ, თანაც ძილში.
დიეტის ძირითადი წესები ასეთია:
- ყოველდღიურად რაციონში უნდა სჭარბობდეს ნახშირწყლები. დააბალანსეთ კვება, გამოიყენეთ ფრუქტოზით გაჯერებული ხილი, ბოსტნეული და თაფლი.
- კვირაში 2-3 ცალი კვერცხი მენიუს პროტეინებით გაამდიდრებს, თუმცა გადაჭარბება არ ღირს. თევზი იდეალურია ამ დიეტის დროს. შეეცადეთ, ანაცვლოთ ამ პროდუქტის ცხიმიანი და უცხიმო სახეობები.
- კვირაში 3-4-ჯერ მიირთვით მჭლე ხორცი. თუ ვეგეტარიანელი ხართ, სოიოს პროდუქტებით გაამდიდრეთ რაციონი.
დიეტის რაციონი:
უარი თქვით მარილიანზე, ნებისმიერი სახეობის ნახევარფაბრიკატებისგან, თეთრი პურისგან და ხელოვნური საღებავებისა და სხვა დანამეტებისგან გამდიდრებული პროდუქტებისგან. შეიძინეთ მხოლოდ ის საკვები, რომელსაც ორგანიზმი გთხოვთ. პორციები არ უნდა იყოს დიდი, მხოლოდ ხილი და მწვანე სალათი შეგიძლიათ მიირთვათ შეზღუდვის გარეშე.