საქართველოს ამ დროისთვის 7 ქვეყანაში არ ჰყავს წარმომადგენლობა, - ამის შესახებ საგარეო საქმთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ელჩების დანიშვნას პრეზიდენტი ხელს არ აწერს.
"ამ დროისთვის შვიდ ქვყანაში არ გვყავს ელჩი, ეს პროცესი 9 თვეზე მეტია ჭიანურდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ბულგარეთში, ირანში, უზბეკეთში, ესტონეთში არ გვყავს ელჩები, რაც ხელს უშლის ჩვენი წარმომადგენლობების მუშაობას. პრეზიდენტი მათ დანიშვნას ხელს არ აწერს", -აღნიშნა ფანჯიკიძემ.