სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
SOS - საკვები ქუჩიდან...
SOS - საკვები ქუჩიდან...

დი­დუ­ბის ავ­ტო­ვაგ­ზლის ხში­რი სტუ­მა­რი თუ არ ხართ, ერთხელ მა­ინც მოხ­ვედ­რილ­ხართ ალ­ბათ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (ან თუნ­დაც, სხვა დიდი ქა­ლა­ქის ვაგ­ზალ­ზე, ნე­ბის­მი­ერ ბაზ­რო­ბა­ზე...) და იმი­სი მომსწრეც გამ­ხდარ­ხართ, თუ რო­გორ გად­მო­დი­ან იე­რიშ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლით და­ა­ტა­რე­ბენ ათას­გვარ ნივთს და საკ­ვებ პრო­დუქტსაც, ძი­რი­თა­დად, ე.წ. ხა­ჭა­პურ­სა და ლო­ბი­ა­ნებს, რო­მელ­თა სა­ეჭ­ვო ხა­რის­ხის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა და ახლა ამა­ზე აღარ გა­ვა­მახ­ვი­ლებ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. ამ­ჯე­რად, ვი­სა­უბ­რებ იმა­ზე, თუ ვინ და რო­გორ გვთა­ვა­ზობს საკ­ვებ პრო­დუქტს, რამ­დე­ნად იცა­ვენ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებს ის მო­ვაჭ­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც და­უ­ფიქ­რებ­ლად ვან­დობთ თავ­საც და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­საც, როცა მათ­გან და­უ­ფიქ­რებ­ლად შე­ძე­ნი­ლი საკ­ვე­ბით და­ნაყ­რე­ბას ან სხვე­ბის გა­მას­პინ­ძლე­ბას გა­დავ­წყვეტთ...

მა­გა­ლი­თი პირ­ვე­ლი: დი­დუ­ბის ავ­ტო­ვაგ­ზა­ლი. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის ფან­ჯრი­დან ვხე­დავ, რო­გორ "ხმა­უ­რი­ა­ნად" იხო­ცავს ცხვირს სა­შუ­ა­ლო ხნის ქალ­ბა­ტო­ნი და არც მოს­დის აზ­რად ცხვირ­სა­ხო­ცის მო­ძებ­ნა. სველ თი­თებს პირ­და­პირ წინ­საფ­რის კალ­თებ­ზე იწ­მენ­დს და ამის შემ­დეგ ამო­დის ჩვენს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში, თან - იმა­ვე ხე­ლით, წე­ღან რომ ცხვი­რი მო­იწ­მინ­და, ორ­თქლა­ვარ­დნილ ხა­ჭა­პუ­რებს ად­გილს უც­ვლის და გვა­ხარ­ბებს: - "აბა, მი­ირ­თვით, სა­ნამ ცხე­ლია, უგემ­რი­ე­ლე­სი ხა­ჭა­პუ­რი­იი..." ვი­ღა­ცამ იყი­და. თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ: მყიდ­ველს ვერ ვე­უბ­ნე­ბი, რაც ცოტა ხნის წინ და­ვი­ნა­ხე...

მა­გა­ლი­თი მე­ო­რე: ისევ დი­დუ­ბის ავ­ტო­ვაგ­ზა­ლი. ასა­კო­ვან ქალს ტრან­სპორ­ტში ამო­აქვს საკ­ვე­ბი გა­სა­ყი­დად და მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს, რა უდევს "პოდ­ნოს­ზე", რად­გან აშ­კა­რად, ხე­ლე­ბი აქვს სო­კო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი - კანი ერ­თი­ა­ნად და­წით­ლე­ბუ­ლი და აქერცლი­ლია.

ქალ­ბა­ტონ­მა სულ მალე იპო­ვა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ცო­მე­უ­ლი შე­ი­ძი­ნა.

მა­გა­ლი­თი მე­სა­მე: ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ვაგ­ზა­ლი. გამ­ყიდ­ვე­ლი ქალი რა­ღა­ცას გა­მო­ე­დო და წა­იქ­ცა, ხა­ჭა­პუ­რე­ბი და ლო­ბი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში გა­ებ­ნა. თავს აღარ და­ე­ძებს, გა­სა­ყიდ პრო­დუქტს სას­წრა­ფოდ კრეფს და ყუთ­ში ალა­გებს, ზოგს სულს უბე­რავს, ზოგს კი ჭუ­ჭყი­ან ად­გი­ლებს აც­ლის - თა­ვი­სი ჭკუ­ით, ასუფ­თა­ვებს. აღ­შფო­თე­ბუ­ლი გამ­ვლე­ლე­ბი სიბ­რა­ზეს ვერ ვფა­რავთ. ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნი ვერ ით­მენს და ეჩხუ­ბე­ბა: რას შვრე­ბი, ქალო, და­უ­ყა­რე ეგ ხა­ჭა­პუ­რე­ბი უპატ­რო­ნო ძაღ­ლებს, ადა­მი­ა­ნებ­ზე აპი­რებ ამ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ცო­მე­უ­ლის გა­სა­ღე­ბას?!

- ეს რომ ძაღ­ლებს ვა­ჭა­მო, ორი დღე პურს ვე­ღარ მი­ვი­ტან სახ­ლში და თქვენ არ­ჩენთ ჩემს დამ­შე­ულ ბაღ­ნებს?! - გვიღ­რენს მარ­თლა ძაღ­ლი­ვით და რად­გან ხვდე­ბა, რომ ჩვენ ვე­ღა­რა­ფერს შე­მოგ­ვა­სა­ღებს, გან­ზე დგე­ბა იმის მო­ლო­დინ­ში, რო­დის წავა ჩვე­ნი ავ­ტო­ბუ­სი...

- იქ­ნებ პატ­რულს ვუ­თხრათ, რომ არ მის­ცეს ამ ხა­ჭა­პუ­რე­ბის გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა?! - ვერ ვის­ვე­ნებ, მაგ­რამ არა­ვინ მი­ჭერს მხარს და ჩემ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ, მეც ვჩუმ­დე­ბი. უკვე ვიცი, მში­ე­რიც რომ ვკვდე­ბო­დე, ქუ­ჩის გამ­ყიდ­ვე­ლის­გან არა­სო­დეს არა­ფერს ვი­ყი­დი, მაგ­რამ სხვე­ბი რომ იყი­დი­ან?!

არა­ერ­თხელ გავმხდარ­ვარ იმი­სი მომსწრე, რო­გორ აწი­ო­კე­ბენ ქუ­ჩის მო­ვაჭ­რე­ებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და ისი­ნიც დრო­ე­ბით მი­ი­მა­ლე­ბი­ან, მაგ­რამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი თვალს მი­ე­ფა­რე­ბა თუ არა, ისევ გა­მო­ე­ფი­ნე­ბი­ან ქუ­ჩა­ში. გე­ფი­ცე­ბით, მეს­მის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და მათ თა­ნა­ვუგ­რძნობ კი­დეც - ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა და წან­წა­ლი არა­ვის უხა­რია, მაგ­რამ რა და­ა­შა­ვა ხალ­ხმა, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, ძვი­რად ღი­რე­ბულ კა­ფე­ში, "ბის­ტრო­ში" შე­ვი­დეს წა­სა­ხემ­სებ­ლად და ვერც მში­ე­რი მო­იკ­ლავს თავს, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლია, სა­ეჭ­ვო სერ­ვი­სით ისარ­გებ­ლოს და რაც ზე­მოთ მო­გი­ყე­ვით, იმი­სი მსხვერ­პლი გახ­დეს?..

გვეს­მის, რომ ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა გვაქვს და ჯერ კი­დევ არ დამ­დგა­რა სა­ყო­ველ­თაო კომ­ფორტზე ფიქ­რის დრო, მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა, რომ ქუ­ჩის მო­ვაჭ­რე­ებს ელე­მენ­ტა­რუ­ლად მა­ინც "და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ" და თუნ­დაც, იგი­ვე იაფი პრო­დუქ­ტი პა­ტარ-პა­ტა­რა გა­და­ხუ­რულ დახ­ლებ­ზე, პირ­და­პირ ტრან­სპორ­ტის ბა­ქან­თან ან ბაზ­რო­ბებ­თან ახ­ლოს გავ­ყი­დოთ, გამ­ყიდ­ვე­ლებს კი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა და ხელ­თათ­მა­ნის მორ­გე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სად ვუქ­ცი­ოთ?..

გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში მგო­ნი, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნე­სი­დეა გა­ვახ­მო­ვა­ნე და ალა­ლი იყოს მას­ზე, ვინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და ჭკვი­ა­ნუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს. ოღონდ ხალ­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის დონე გა­ი­ზარ­დოს და გე­ფი­ცე­ბით, არც წილს მოვ­თხოვ საქ­მის გამ­კე­თე­ბელს და არც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე შე­ვე­და­ვე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ღა­ლი დო­ნის რეს­ტო­რან­ზე უკე­თე­სი შე­მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბა კარ­გად შე­ფუ­თულ სწრა­ფი მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვისს მგზავ­რე­ბი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც თუ თა­ვად არ მი­ვა­კი­თხავთ მის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ ად­გი­ლას, დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გამო შე­იძ­ლე­ბა, არც გა­ახ­სენ­დეთ სა­დი­ლო­ბა...

მარ­თლა არ შე­იძ­ლე­ბა, წვრილ­მან პრობ­ლე­მად ჩა­ით­ვა­ლოს ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი და ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვი­პო­ვოთ გა­მო­სა­ვა­ლი შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. ბო­ლოს და ბო­ლოს, XXI სა­უ­კუ­ნეა და ქარ­თვე­ლებს ევ­რო­პე­ლო­ბა­ზე გვაქვს პრე­ტენ­ზია. ნუ ვიქ­ცე­ვით ისე, თით­ქოს ევ­რო­პა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ის ნა­წი­ლია, სა­დაც რი­გით მო­ქა­ლა­ქეს არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა. ეს "რი­გი­თე­ბი" ხომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ზე მეტი ვართ...

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

SOS - საკვები ქუჩიდან...

SOS - საკვები ქუჩიდან...

დიდუბის ავტოვაგზლის ხშირი სტუმარი თუ არ ხართ, ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ალბათ ამ ტერიტორიაზე (ან თუნდაც, სხვა დიდი ქალაქის ვაგზალზე, ნებისმიერ ბაზრობაზე...) და იმისი მომსწრეც გამხდარხართ, თუ როგორ გადმოდიან იერიშზე ადამიანები, რომლებიც ხელით დაატარებენ ათასგვარ ნივთს და საკვებ პროდუქტსაც, ძირითადად, ე.წ. ხაჭაპურსა და ლობიანებს, რომელთა საეჭვო ხარისხის შესახებ არაერთხელ დაწერილა და ახლა ამაზე აღარ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ამჯერად, ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ და როგორ გვთავაზობს საკვებ პროდუქტს, რამდენად იცავენ ჰიგიენის ნორმებს ის მოვაჭრეები, რომლებსაც დაუფიქრებლად ვანდობთ თავსაც და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობასაც, როცა მათგან დაუფიქრებლად შეძენილი საკვებით დანაყრებას ან სხვების გამასპინძლებას გადავწყვეტთ...

მაგალითი პირველი: დიდუბის ავტოვაგზალი. სამარშრუტო ტაქსის ფანჯრიდან ვხედავ, როგორ "ხმაურიანად" იხოცავს ცხვირს საშუალო ხნის ქალბატონი და არც მოსდის აზრად ცხვირსახოცის მოძებნა. სველ თითებს პირდაპირ წინსაფრის კალთებზე იწმენდს და ამის შემდეგ ამოდის ჩვენს სამარშრუტო ტაქსიში, თან - იმავე ხელით, წეღან რომ ცხვირი მოიწმინდა, ორთქლავარდნილ ხაჭაპურებს ადგილს უცვლის და გვახარბებს: - "აბა, მიირთვით, სანამ ცხელია, უგემრიელესი ხაჭაპურიიი..." ვიღაცამ იყიდა. თავს უხერხულად ვგრძნობ: მყიდველს ვერ ვეუბნები, რაც ცოტა ხნის წინ დავინახე...

მაგალითი მეორე: ისევ დიდუბის ავტოვაგზალი. ასაკოვან ქალს ტრანსპორტში ამოაქვს საკვები გასაყიდად და მნიშვნელობა აღარ აქვს, რა უდევს "პოდნოსზე", რადგან აშკარად, ხელები აქვს სოკოთი დაავადებული - კანი ერთიანად დაწითლებული და აქერცლილია.

ქალბატონმა სულ მალე იპოვა ადამიანი, რომელმაც მის მიერ მიწოდებული ცომეული შეიძინა.

მაგალითი მესამე: ქუთაისის ავტოვაგზალი. გამყიდველი ქალი რაღაცას გამოედო და წაიქცა, ხაჭაპურები და ლობიანები ქუჩაში გაებნა. თავს აღარ დაეძებს, გასაყიდ პროდუქტს სასწრაფოდ კრეფს და ყუთში ალაგებს, ზოგს სულს უბერავს, ზოგს კი ჭუჭყიან ადგილებს აცლის - თავისი ჭკუით, ასუფთავებს. აღშფოთებული გამვლელები სიბრაზეს ვერ ვფარავთ. ერთ-ერთი ჩვენგანი ვერ ითმენს და ეჩხუბება: რას შვრები, ქალო, დაუყარე ეგ ხაჭაპურები უპატრონო ძაღლებს, ადამიანებზე აპირებ ამ დაბინძურებული ცომეულის გასაღებას?!

- ეს რომ ძაღლებს ვაჭამო, ორი დღე პურს ვეღარ მივიტან სახლში და თქვენ არჩენთ ჩემს დამშეულ ბაღნებს?! - გვიღრენს მართლა ძაღლივით და რადგან ხვდება, რომ ჩვენ ვეღარაფერს შემოგვასაღებს, განზე დგება იმის მოლოდინში, როდის წავა ჩვენი ავტობუსი...

- იქნებ პატრულს ვუთხრათ, რომ არ მისცეს ამ ხაჭაპურების გაყიდვის უფლება?! - ვერ ვისვენებ, მაგრამ არავინ მიჭერს მხარს და ჩემდა სამარცხვინოდ, მეც ვჩუმდები. უკვე ვიცი, მშიერიც რომ ვკვდებოდე, ქუჩის გამყიდველისგან არასოდეს არაფერს ვიყიდი, მაგრამ სხვები რომ იყიდიან?!

არაერთხელ გავმხდარვარ იმისი მომსწრე, როგორ აწიოკებენ ქუჩის მოვაჭრეებს პოლიციელები და ისინიც დროებით მიიმალებიან, მაგრამ სამართალდამცველი თვალს მიეფარება თუ არა, ისევ გამოეფინებიან ქუჩაში. გეფიცებით, მესმის ამ ადამიანების და მათ თანავუგრძნობ კიდეც - ქუჩაში გამოსვლა და წანწალი არავის უხარია, მაგრამ რა დააშავა ხალხმა, ვისაც საშუალება არ აქვს, ძვირად ღირებულ კაფეში, "ბისტროში" შევიდეს წასახემსებლად და ვერც მშიერი მოიკლავს თავს, ამიტომ იძულებულია, საეჭვო სერვისით ისარგებლოს და რაც ზემოთ მოგიყევით, იმისი მსხვერპლი გახდეს?..

გვესმის, რომ ღარიბი ქვეყანა გვაქვს და ჯერ კიდევ არ დამდგარა საყოველთაო კომფორტზე ფიქრის დრო, მაგრამ რა მოხდება, რომ ქუჩის მოვაჭრეებს ელემენტარულად მაინც "დავუპირისპირდეთ" და თუნდაც, იგივე იაფი პროდუქტი პატარ-პატარა გადახურულ დახლებზე, პირდაპირ ტრანსპორტის ბაქანთან ან ბაზრობებთან ახლოს გავყიდოთ, გამყიდველებს კი ჰიგიენის წესების დაცვა და ხელთათმანის მორგება სავალდებულო წესად ვუქციოთ?..

გამოსავლის ძიებაში მგონი, საკმაოდ საინტერესო ბიზნესიდეა გავახმოვანე და ალალი იყოს მასზე, ვინც გაითვალისწინებს და ჭკვიანურად გამოიყენებს. ოღონდ ხალხის მომსახურების დონე გაიზარდოს და გეფიცებით, არც წილს მოვთხოვ საქმის გამკეთებელს და არც საავტორო უფლებებზე შევედავები, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის რესტორანზე უკეთესი შემოსავალი ექნება კარგად შეფუთულ სწრაფი მომსახურების სერვისს მგზავრებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თუ თავად არ მივაკითხავთ მისთვის მოსახერხებელ ადგილას, დროის დეფიციტის გამო შეიძლება, არც გაახსენდეთ სადილობა...

მართლა არ შეიძლება, წვრილმან პრობლემად ჩაითვალოს ზემოთ ხსენებული მაგალითები და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. ბოლოს და ბოლოს, XXI საუკუნეა და ქართველებს ევროპელობაზე გვაქვს პრეტენზია. ნუ ვიქცევით ისე, თითქოს ევროპა მხოლოდ საქართველოს ის ნაწილია, სადაც რიგით მოქალაქეს არაფერი ესაქმება. ეს "რიგითები" ხომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ვართ...

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია