პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ზაფხულის სეზონი ბაკურიანში
ზაფხულის სეზონი ბაკურიანში

ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იმა­ზე იწყებს ფიქ­რს, სად გა­ა­ტა­როს შვე­ბუ­ლე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო კუ­რორტზე - ბა­კუ­რი­ან­ში გამ­გზავ­რე­ბა დავ­გეგ­მე... ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით მოვ­ძებ­ნე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო (ფასი 40-დან 120 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს), დავ­ჯავ­შნე და რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მე­გო­ბარ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად, გეზი ბა­კუ­რი­ა­ნის­კენ ავი­ღე.

სხვა­თა შო­რის, ამ კუ­რორტზე არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ და ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონს, მაგ­რამ მისი და­არ­სე­ბის ის­ტო­რი­ით არა­სო­დეს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. ად­გილ­ზე ჩა­სულ­მა კი, ფო­ი­ე­ში მყო­ფი სხვა დამ­სვე­ნებ­ლე­ბის სა­უბ­რი­დან შე­ვი­ტყვე, რომ თურ­მე ბა­კუ­რი­ა­ნის პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ყო­ფი­ლან. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში, სამ­შობ­ლო­დან გა­მოქ­ცე­ულ უკ­რა­ი­ნე­ლებს ამ და­ბა­ში ასახ­ლებ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ ქარ­თვე­ლე­ბიც დამ­კვიდ­რდნენ. გა­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნუ­ლი გვა­რის მქო­ნე ად­გი­ლობ­რი­ვი კი ბა­კუ­რი­ან­ში დღე­საც მრავ­ლა­დაა.

ზამ­თრის სე­ზო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზა­ფხულ­ში კუ­რორტზე ძი­რი­თა­დად, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი ის­ვე­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი სას­ტუმ­რო­სა თუ სახ­ლი­დან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ჟრი­ა­მუ­ლი ის­მის... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რი სა­უზ­მის, სა­დი­ლი­სა თუ ვახ­შმის დრო­საა. ზოგი იმის გამო ტი­რის, რომ წვნი­ა­ნი არ უნდა, ზოგს ჩა­ხოხ­ბი­ლი მო­ე­წო­ნა და და­მა­ტე­ბას ითხოვს, ვი­ღა­ცას წყა­ლი მოს­წყურ­და, მაგ­რამ დედა ემუქ­რე­ბა, - თუ ბო­ლომ­დე არ შე­ჭამ, წყალს ვერ ეღირ­სე­ბიო, - და ა.შ. სა­სა­დი­ლო ოთახ­ში შეს­ვლი­დან 15-20 წუთ­ში კი ბავ­შვე­ბი ეზო­ში გარ­ბი­ან, იქ ნა­ნატ­რი სი­ჩუ­მე ისად­გუ­რებს და ამ დროს მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, მშვი­დად მი­ირ­თვან.

აქვე ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ თუ დას­ვე­ნე­ბა გსურს, სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო, შენი შვი­ლის ძი­ძაც თან წა­იყ­ვა­ნო და მას ორ­მა­გი ხელ­ფა­სი გა­და­უ­ხა­დო: სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბის­თა­ნა­ვე, დი­ა­სახ­ლი­სი თა­ვად შე­მოგ­თა­ვა­ზებს, - ხომ არ გჭირ­დე­ბა ძიძა, რომ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რიც 10 დღე­ში 100 ლარს შე­ად­გენ­სო? ძი­ძე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი ან ოჯა­ხის უმუ­შე­ვა­რი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ძი­ძის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი ვთქვით და სა­დი­ლის შემ­დეგ გა­სე­ირ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, დი­ა­სახ­ლის­მა კი მოგ­ვა­ძა­ხა, - ამი­რა­ნას პარკში გირ­ჩევთ გა­სე­ირ­ნე­ბა­სო, - მაგ­რამ ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მიგ­ვიქ­ცე­ვია და გეზი ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის­კენ ავი­ღეთ.

მთელ ქუ­ჩა­ზე, გა­სა­ყი­დად, სა­თა­მა­შო­ე­ბი და ათა­სი წვრილ­მა­ნია გა­მო­ფე­ნი­ლი. სა­ვაჭ­რო სექ­ცი­ებს გავ­ცდით და პარ­კის­კენ გა­და­ვუხ­ვი­ეთ. უეც­რად ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვის ქვი­თინ­მა მი­იქ­ცია. დე­დას ატი­რე­ბუ­ლი შვი­ლის­თვის ხელი ჩა­ე­კი­და და სა­დღაც მიჰ­ყავ­და. პა­ტა­რა ტი­რილს უმა­ტებ­და. ისე გულ­საკ­ლა­ვად კვნე­სო­და, მე­გო­ბარს სი­ნა­ნუ­ლით გა­და­ვუ­ლა­პა­რა­კე, - განა ისე­თი რა უნდა ამ ბავ­შვს, რომ დე­და­მის­მა ყიდ­ვა ვერ შეძ­ლო-მეთ­ქი?!. არ ვიცი, მტი­რა­ლა ბავ­შვის მშო­ბელ­მა ჩემი ნათ­ქვა­მი გა­ი­გო­ნა თუ ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა, შვი­ლის­კენ მიბ­რუნ­და და მთე­ლი ხმით და­უყ­ვი­რა: - ნუ გა­დამ­რიე, რო­გორ გი­ყი­დო ყან­წი და ჩი­ბუ­ხიო?! - მერე ხელი ჩა­ავ­ლო და იქვე მდგარ ეტ­ლში ჩას­ვა, თვი­თო­ნაც გვერ­დით მი­უჯ­და და სა­სე­ირ­ნოდ წა­იყ­ვა­ნა. გა­ო­ცე­ბულ­მა გა­ვა­ყო­ლე თვა­ლი და მერე სი­ცი­ლი ამი­ტყდა... თუმ­ცა, უნდა გა­გიმ­ხი­ლოთ: ჩემს შვილს ასე­თი უც­ნა­უ­რი ნივ­თე­ბის ყიდ­ვა რომ მო­ე­თხო­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ყიდ­დი - და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი, რაში გა­მო­ი­ყე­ნებ­და...

პარკში ბავ­შვე­ბის­თვის უამ­რა­ვი გა­სარ­თო­ბია. ქი­რავ­დე­ბა სა­ბავ­შვო მან­ქა­ნე­ბი, მო­ტო­ციკ­ლე­ბი, კვად­რო­ციკ­ლე­ბი, ცხე­ნე­ბი და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეტ­ლე­ბიც კი. თუ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი გყავს და რა­ტომ­ღაც მისი ეტლი შინ დაგ­რჩე­ბა, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია: პარკში ნე­ბის­მი­ე­რი ფე­რი­სა და სტი­ლი­სას შე­არ­ჩევ და იქი­რა­ვებ.

იყი­დე­ბა უამ­რა­ვი სა­თა­მა­შო. არის რამ­დე­ნი­მე ატ­რაქ­ცი­ო­ნიც... ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვე­ბის მომცრო ჯგუფ­მა მი­ი­პყრო. ისი­ნი პა­ტა­რა მა­გი­დას შე­მოს­ხდო­მოდ­ნენ (მშობ­ლე­ბიც თავ­ზე ად­გნენ) და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე­ე­ბით რა­ღა­ცას აკე­თებ­დნენ. ორი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა თეთ­რი თა­ბა­ში­რის­გან დამ­ზა­დე­ბულ, სხვა­დას­ხვა ფორ­მი­სა და ზო­მის ყუ­ლა­ბებს ყიდ­და. ბავ­შვე­ბი მათ­თვის სა­სურ­ველ ყუ­ლა­ბას აირ­ჩევ­დნენ, მერე სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით შე­ღე­ბავ­დნენ, სა­ბო­ლოო პრო­დუქტს კი მშო­ბე­ლი, 3 ლა­რის სა­ფა­სუ­რად, იძენ­და და ბავ­შვს სა­მახ­სოვ­როდ, მი­სი­ვე ხე­ლით გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი ყუ­ლა­ბა რჩე­ბო­და. პა­ტა­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მშობ­ლე­ბიც იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რად ჩაბ­მუ­ლი - შვი­ლებს კარ­ნა­ხობ­დნენ, ცხვი­რი ყვით­ლად გა­ა­ფე­რა­დე, კაბა - ლურ­ჯა­დო... მერე ერთ-ერთ დე­დას შვი­ლის უნი­ჭო­ბა­ზე ნერ­ვე­ბი მო­ე­შა­ლა, - ამ­ხე­ლა გო­გომ გა­ფე­რა­დე­ბა არ იციო! - აღ­შფოთ­და, მუჯ­ლუ­გუ­ნიც უთა­ვა­ზა, სკა­მი­დან წა­მო­აგ­დო, მისი ად­გი­ლი თა­ვად და­ი­კა­ვა და ყუ­ლა­ბის გა­ფე­რა­დე­ბა გულ­მოდ­გი­ნედ და­ი­წყო...

იქვე ახ­ლოს, დე­დას შვი­ლი ეხ­ვე­წე­ბო­და, ცხენ­ზე დამ­სვიო. დე­დამ იქვე მყო­ფი ცხე­ნოს­ნე­ბის­კენ გას­წია. ერთ-ერთი მათ­გა­ნი წინ შე­მო­ე­გე­ბა და, - აბა, ვის უნდა ზო­რო­ზე "კა­ტა­ო­ბაო"? - წა­მო­ი­ძა­ხა. ქალ­ბა­ტონ­მა ცხვი­რი აიბ­ზუა და უკ­მე­ხად უთხრა, - ჯერ რომ და­გე­ბა­ნა ეგ შენი ზორო, კარ­გი იქ­ნე­ბო­და; ვერ ხე­დავ, ბუ­ზე­ბი რო­გორ ეხ­ვე­ვი­ა­ნო?! - შე­და­რე­ბით სუფ­თა ცხე­ნი შე­არ­ჩია და შვი­ლი ზედ შეს­ვა. მის­მა მე­გო­ბარ­მაც იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა. მერე პა­ტა­რა კვი­ცი და­ი­ნა­ხეს. ქალ­ბა­ტო­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი კვი­ცით გა­ე­სე­ირ­ნე­ბი­ნათ. ჯერ ერ­თმა დას­ვა. ამა­სო­ბა­ში მათ კი­დევ ერთი ცხე­ნო­სა­ნი მი­უ­ახ­ლოვ­და. "სუფ­თა ცხე­ნე­ბის მოყ­ვა­რულ­მა" დე­დამ იკი­თხა:

- 9 თვის ბავ­შვი რომ დავ­სვა ცხენ­ზე, ამის­თვი­საც 3 ლარი უნდა გა­და­ვი­ხა­დო?

- ქალ­ბა­ტო­ნო, მაგ ბავ­შვს ჩემს ცხენ­ზე არ დავ­სვამ! - კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით მი­უ­გო მხე­დარ­მა.

- ვი­თომ რა­ტომ? - გა­ი­ო­ცა ქალ­ბა­ტონ­მა.

- რა­ტომ და ახლა ცხენ­ზე რომ დავ­სვა, ბავ­შვი ლა­პა­რაკს ვე­ღარ ის­წავ­ლის, - გა­ე­ცი­ნა დე­დას.

- ტყუ­ი­ლად იცი­ნი, - გაბ­რაზ­და მა­მა­კა­ცი. - ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დავ­სვი, მა­სე­თი პა­ტა­რა; ახლა 3 წლის ხდე­ბა და სა­ერ­თოდ ვერ ლა­პა­რა­კობს. მა­შინ მეც ვამ­ბობ­დი, ცრურ­წმე­ნე­ბის არ მჯე­რა-მეთ­ქი, მაგ­რამ ნე­ტავ და­მე­ჯე­რე­ბი­ნა. მას შემ­დეგ რო­მელ­მა ბავ­შვმაც ლა­პა­რა­კი არ იცის, ჩემს ცხენ­ზე აღარ ვსვამ. რა­ტომ და­ვი­დო სხვი­სი ცოდ­ვა?!

ქალი კვლა­ვაც უნ­დოდ უს­მენ­და და მის ნათ­ქვამ­ზე ეცი­ნე­ბო­და.

ამა­სო­ბა­ში ქალს მე­გო­ბა­რი და კვიც­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ერთი წლის ბავ­შვი მი­უ­ახ­ლოვ­დნენ. გა­ხა­ლი­სე­ბულ­მა, მე­გო­ბარს და­უ­ძა­ხა, - და­ვი­ღუ­პეთ, ნინო, ჩა­მოს­ვი დე­მეტ­რე ცხე­ნი­დან, თო­რემ ლა­პა­რაკს ვე­ღარ ის­წავ­ლი­სო, - თან გუ­ლი­ა­ნად გა­და­ი­კის­კი­სა. ცხე­ნის პატ­რო­ნი ქა­ლის და­ცინ­ვამ გა­აბ­რა­ზა: - შენ იცი­ნე და რომ გე­ყო­ლე­ბა ეგ ბავ­შვი მუნ­ჯი, მერე ნა­ხეო, - მი­ა­ძა­ხა და წა­ვი­და...

პარ­კის ბო­ლომ­დე რომ მი­ვე­დით, და­ვი­ნა­ხეთ - დიდი ტე­რი­ტო­რია მა­ღა­ლი გა­ლავ­ნით იყო შე­მო­ღო­ბი­ლი და იქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებ­და. ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი აღ­მოჩ­ნდა. ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ბავ­შვის­თვის არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბის გა­სარ­თო­ბი იყო. მშო­ბელ­მა რომ არ მო­ი­წყი­ნოს, იქვე მდე­ბა­რე კა­ფე­ში შე­უძ­ლია მო­ი­კა­ლა­თოს და თან შვილს ადევ­ნოს თვალ­ყუ­რი, თან ყავა მი­ირ­თვას. იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს, შეზ­ლონგზე წა­მოწ­ვეს და გა­ი­რუ­ჯოს. მარ­თა­ლია, ცენ­ტრში შეს­ვლის მსურ­ველ­მა 3 ლარი უნდა გა­და­ი­ხა­დოს, სა­მა­გი­ე­როდ, მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, იქ მთე­ლი დღე გა­ა­ტა­როს. თით­ქმის ყვე­ლა დამ­სვე­ნე­ბე­ლი ასეც იქ­ცე­ო­და. უნდა აღ­ვნიშ­ნო: მარ­თლაც, ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი აღ­მოჩ­ნდა რო­გორც ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე - ჩემ­თვი­საც. იქაც არა­ერ­თმა დამ­სვე­ნე­ბელ­მა ახ­სე­ნა "ამი­რა­ნას პარ­კი". ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ წამ­ძლია და მე­ო­რე დღეს მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლა­დაც გა­ვე­მარ­თე.

კი­თხვა-კი­თხვით მი­ვა­გე­ნი. საკ­მა­ოდ დიდი ტყე გა­ლავ­ნი­თაა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი; ჭიშ­კა­რიც ძალ­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი მეჩ­ვე­ნა - უამ­რა­ვი თხი­ლა­მუ­რი მი­წა­შია ჩარ­ჭო­ბი­ლი და ზედ კა­რია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. კარ­ზე კი დიდი და სა­ინ­ტე­რე­სო აბ­რაა: "ღო­რე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ! (ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც)

1. ღორი ყრის ნარ­ჩე­ნებს, ადა­მი­ა­ნი - არა.

2. ღორი გო­რა­ობს ნა­გავ­ში, ადა­მი­ა­ნი - არა.

3. ღორი ღო­რია, ადა­მი­ა­ნი ღორი არაა. ღორო, და­ყა­რე ნა­გა­ვი და შიგ გა­გორ­დი.

ადა­მი­ა­ნო... ა-აა, შენ ღორი არა ხარ, უკაც­რა­ვად".

ჭიშ­კარ­ზე კი­დევ ერთი ასე­თი წარ­წე­რაა: "მოს­პეთ ბუ­ნე­ბა?! მოს­პეთ ამი­რა­ნი".

ტყე­ში შე­სუ­ლებს წინ დიდი მდე­ლო გა­დაგ­ვე­შა­ლა, სა­დაც ორი­ო­დე სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნი იყო. ამი­რა­ნას პარკში მარ­თლაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ის­ვე­ნებ­და. ყვე­ლას ბა­ლახ­ზე სა­ფე­ნი და­ე­გო და ზედ დამ­სხდა­რიყ­ვნენ. ბავ­შვე­ბი ჟრი­ა­მუ­ლით დარ­ბოდ­ნენ მთელ ტყე­ში. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ პარკში შეს­ვლა უფა­სოა, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი დამ­სვე­ნებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და სა­სი­ა­მოვ­ნოა.

ერთ-ერთ ხეს­თან მოვ­კა­ლათ­დით. ამ დროს მკაც­რი გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი და­მად­გა თავს და გა­მაფრ­თხი­ლა, - ბავ­შვებს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე, ნა­გა­ვი არ და­ყა­რონ, გა­სას­ვლელ­ში ურ­ნე­ბი დგას და იქ ჩა­ყა­რე­თო. დავ­პირ­დი, - აუ­ცი­ლებ­ლად ასე მო­ვიქ­ცე­ვი-მეთ­ქი. - ყვე­ლა მასე ამ­ბობს, მაგ­რამ ბავ­შვს პამ­პერსს რომ გა­მო­უც­ვლი­ან, ად­გილ­ზე ტო­ვე­ბენ, სხვა უამ­რავ სი­სა­ძაგ­ლე­საც ყრი­ან, ამი­ტომ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა სა­თი­თა­ოდ გა­ვაფრ­თხი­ლო, არ მინ­და, ნა­გავ­ში ვიჯ­დეო. - აქ მუ­შა­ობთ-მეთ­ქი? - ვკი­თხე. - კი არ ვმუ­შა­ობ, ვის­ვე­ნებ, მაგ­რამ ნა­გავ­ში დას­ვე­ნე­ბა არ მსი­ა­მოვ­ნებ­სო, - მი­პა­სუ­ხა უხე­შად და მო­შო­რე­ბით მსხდო­მი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლა.

ამი­რა­ნას მო­ძებ­ნა გა­დავ­წყვი­ტე. ხომ უნდა გა­მერ­კვია, რა­ტომ ერ­ქვა პარკს ვინ­მე ამი­რა­ნას სა­ხე­ლი?! დამ­სვე­ნებ­ლებ­მა მი­თხრეს, - და­ე­ლო­დე, შე­მოვ­ლა­ზეა ტყე­ში და დაბ­რუნ­დე­ბაო.

ბა­ტო­ნი ამი­რა­ნი ძალ­ზე ხუ­მა­რა და სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა. მას­თან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს "გზის" მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ...

პარ­კი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დი, ჭიშ­კარ­ზე კი­დევ ერთი წარ­წე­რა შევ­ნიშ­ნე: "ჰაა... და­ყა­რე ნა­გა­ვი? არა? - გა­ი­ხა­რე! და­ყა­რე? ჰოო?.. შე მარ­თლა ღორო!"

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ზაფხულის სეზონი ბაკურიანში

ზაფხულის სეზონი ბაკურიანში

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ნებისმიერი ადამიანი იმაზე იწყებს ფიქრს, სად გაატაროს შვებულება. რასაკვირველია, არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი აზრით, ყველა სეზონის საუკეთესო კურორტზე - ბაკურიანში გამგზავრება დავგეგმე... ინტერნეტის დახმარებით მოვძებნე საოჯახო სასტუმრო (ფასი 40-დან 120 ლარამდე მერყეობს), დავჯავშნე და რამდენიმე დღეში, მეგობართან და ბავშვებთან ერთად, გეზი ბაკურიანისკენ ავიღე.

სხვათა შორის, ამ კურორტზე არაერთხელ ვყოფილვარ და ძალიანაც მომწონს, მაგრამ მისი დაარსების ისტორიით არასოდეს დავინტერესებულვარ. ადგილზე ჩასულმა კი, ფოიეში მყოფი სხვა დამსვენებლების საუბრიდან შევიტყვე, რომ თურმე ბაკურიანის პირველი მოსახლეები უკრაინელები ყოფილან. XVIII საუკუნეში, სამშობლოდან გამოქცეულ უკრაინელებს ამ დაბაში ასახლებდნენ.

მოგვიანებით იქ ქართველებიც დამკვიდრდნენ. გაქართველებული, მაგრამ უკრაინული გვარის მქონე ადგილობრივი კი ბაკურიანში დღესაც მრავლადაა.

ზამთრის სეზონისგან განსხვავებით, ზაფხულში კურორტზე ძირითადად, მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები ისვენებენ. შესაბამისად, ნებისმიერი სასტუმროსა თუ სახლიდან მთელი დღის განმავლობაში მათი ჟრიამული ისმის... განსაკუთრებული ხმაური საუზმის, სადილისა თუ ვახშმის დროსაა. ზოგი იმის გამო ტირის, რომ წვნიანი არ უნდა, ზოგს ჩახოხბილი მოეწონა და დამატებას ითხოვს, ვიღაცას წყალი მოსწყურდა, მაგრამ დედა ემუქრება, - თუ ბოლომდე არ შეჭამ, წყალს ვერ ეღირსებიო, - და ა.შ. სასადილო ოთახში შესვლიდან 15-20 წუთში კი ბავშვები ეზოში გარბიან, იქ ნანატრი სიჩუმე ისადგურებს და ამ დროს მშობლებს საშუალება ეძლევათ, მშვიდად მიირთვან.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თუ დასვენება გსურს, სულაც არ არის საჭირო, შენი შვილის ძიძაც თან წაიყვანო და მას ორმაგი ხელფასი გადაუხადო: სასტუმროში დაბინავებისთანავე, დიასახლისი თავად შემოგთავაზებს, - ხომ არ გჭირდება ძიძა, რომლის მომსახურების საფასურიც 10 დღეში 100 ლარს შეადგენსო? ძიძები, რასაკვირველია, ადგილობრივი მცხოვრებლები ან ოჯახის უმუშევარი ნათესავები არიან. მე და ჩემმა მეგობარმა ძიძის მომსახურებაზე უარი ვთქვით და სადილის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტეთ, დიასახლისმა კი მოგვაძახა, - ამირანას პარკში გირჩევთ გასეირნებასო, - მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და გეზი ცენტრალური პარკისკენ ავიღეთ.

მთელ ქუჩაზე, გასაყიდად, სათამაშოები და ათასი წვრილმანია გამოფენილი. სავაჭრო სექციებს გავცდით და პარკისკენ გადავუხვიეთ. უეცრად ჩვენი ყურადღება ბავშვის ქვითინმა მიიქცია. დედას ატირებული შვილისთვის ხელი ჩაეკიდა და სადღაც მიჰყავდა. პატარა ტირილს უმატებდა. ისე გულსაკლავად კვნესოდა, მეგობარს სინანულით გადავულაპარაკე, - განა ისეთი რა უნდა ამ ბავშვს, რომ დედამისმა ყიდვა ვერ შეძლო-მეთქი?!. არ ვიცი, მტირალა ბავშვის მშობელმა ჩემი ნათქვამი გაიგონა თუ ნერვებმა უმტყუნა, შვილისკენ მიბრუნდა და მთელი ხმით დაუყვირა: - ნუ გადამრიე, როგორ გიყიდო ყანწი და ჩიბუხიო?! - მერე ხელი ჩაავლო და იქვე მდგარ ეტლში ჩასვა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და სასეირნოდ წაიყვანა. გაოცებულმა გავაყოლე თვალი და მერე სიცილი ამიტყდა... თუმცა, უნდა გაგიმხილოთ: ჩემს შვილს ასეთი უცნაური ნივთების ყიდვა რომ მოეთხოვა, აუცილებლად ვუყიდდი - დავინტერესდებოდი, რაში გამოიყენებდა...

პარკში ბავშვებისთვის უამრავი გასართობია. ქირავდება საბავშვო მანქანები, მოტოციკლები, კვადროციკლები, ცხენები და თქვენ წარმოიდგინეთ, ეტლებიც კი. თუ მცირეწლოვანი შვილი გყავს და რატომღაც მისი ეტლი შინ დაგრჩება, სანერვიულო არაფერია: პარკში ნებისმიერი ფერისა და სტილისას შეარჩევ და იქირავებ.

იყიდება უამრავი სათამაშო. არის რამდენიმე ატრაქციონიც... ჩემი ყურადღება ბავშვების მომცრო ჯგუფმა მიიპყრო. ისინი პატარა მაგიდას შემოსხდომოდნენ (მშობლებიც თავზე ადგნენ) და სერიოზული სახეებით რაღაცას აკეთებდნენ. ორი ახალგაზრდა გოგონა თეთრი თაბაშირისგან დამზადებულ, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყულაბებს ყიდდა. ბავშვები მათთვის სასურველ ყულაბას აირჩევდნენ, მერე საკუთარი გემოვნებით შეღებავდნენ, საბოლოო პროდუქტს კი მშობელი, 3 ლარის საფასურად, იძენდა და ბავშვს სამახსოვროდ, მისივე ხელით გაფერადებული ყულაბა რჩებოდა. პატარების საქმიანობაში მშობლებიც იყვნენ აქტიურად ჩაბმული - შვილებს კარნახობდნენ, ცხვირი ყვითლად გააფერადე, კაბა - ლურჯადო... მერე ერთ-ერთ დედას შვილის უნიჭობაზე ნერვები მოეშალა, - ამხელა გოგომ გაფერადება არ იციო! - აღშფოთდა, მუჯლუგუნიც უთავაზა, სკამიდან წამოაგდო, მისი ადგილი თავად დაიკავა და ყულაბის გაფერადება გულმოდგინედ დაიწყო...

იქვე ახლოს, დედას შვილი ეხვეწებოდა, ცხენზე დამსვიო. დედამ იქვე მყოფი ცხენოსნებისკენ გასწია. ერთ-ერთი მათგანი წინ შემოეგება და, - აბა, ვის უნდა ზოროზე "კატაობაო"? - წამოიძახა. ქალბატონმა ცხვირი აიბზუა და უკმეხად უთხრა, - ჯერ რომ დაგებანა ეგ შენი ზორო, კარგი იქნებოდა; ვერ ხედავ, ბუზები როგორ ეხვევიანო?! - შედარებით სუფთა ცხენი შეარჩია და შვილი ზედ შესვა. მისმა მეგობარმაც იგივე გაიმეორა. მერე პატარა კვიცი დაინახეს. ქალბატონებმა გადაწყვიტეს, მცირეწლოვანი შვილები კვიცით გაესეირნებინათ. ჯერ ერთმა დასვა. ამასობაში მათ კიდევ ერთი ცხენოსანი მიუახლოვდა. "სუფთა ცხენების მოყვარულმა" დედამ იკითხა:

- 9 თვის ბავშვი რომ დავსვა ცხენზე, ამისთვისაც 3 ლარი უნდა გადავიხადო?

- ქალბატონო, მაგ ბავშვს ჩემს ცხენზე არ დავსვამ! - კატეგორიული ტონით მიუგო მხედარმა.

- ვითომ რატომ? - გაიოცა ქალბატონმა.

- რატომ და ახლა ცხენზე რომ დავსვა, ბავშვი ლაპარაკს ვეღარ ისწავლის, - გაეცინა დედას.

- ტყუილად იცინი, - გაბრაზდა მამაკაცი. - ჩემი შვილიშვილი დავსვი, მასეთი პატარა; ახლა 3 წლის ხდება და საერთოდ ვერ ლაპარაკობს. მაშინ მეც ვამბობდი, ცრურწმენების არ მჯერა-მეთქი, მაგრამ ნეტავ დამეჯერებინა. მას შემდეგ რომელმა ბავშვმაც ლაპარაკი არ იცის, ჩემს ცხენზე აღარ ვსვამ. რატომ დავიდო სხვისი ცოდვა?!

ქალი კვლავაც უნდოდ უსმენდა და მის ნათქვამზე ეცინებოდა.

ამასობაში ქალს მეგობარი და კვიცზე ამხედრებული ერთი წლის ბავშვი მიუახლოვდნენ. გახალისებულმა, მეგობარს დაუძახა, - დავიღუპეთ, ნინო, ჩამოსვი დემეტრე ცხენიდან, თორემ ლაპარაკს ვეღარ ისწავლისო, - თან გულიანად გადაიკისკისა. ცხენის პატრონი ქალის დაცინვამ გააბრაზა: - შენ იცინე და რომ გეყოლება ეგ ბავშვი მუნჯი, მერე ნახეო, - მიაძახა და წავიდა...

პარკის ბოლომდე რომ მივედით, დავინახეთ - დიდი ტერიტორია მაღალი გალავნით იყო შემოღობილი და იქ უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ბავშვთა გასართობი ცენტრი აღმოჩნდა. ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის არაერთი სახეობის გასართობი იყო. მშობელმა რომ არ მოიწყინოს, იქვე მდებარე კაფეში შეუძლია მოიკალათოს და თან შვილს ადევნოს თვალყური, თან ყავა მიირთვას. იმის შესაძლებლობაც აქვს, შეზლონგზე წამოწვეს და გაირუჯოს. მართალია, ცენტრში შესვლის მსურველმა 3 ლარი უნდა გადაიხადოს, სამაგიეროდ, მსურველს შესაძლებლობა აქვს, იქ მთელი დღე გაატაროს. თითქმის ყველა დამსვენებელი ასეც იქცეოდა. უნდა აღვნიშნო: მართლაც, ყველაზე კომფორტული დასასვენებელი ადგილი აღმოჩნდა როგორც ჩემი შვილებისთვის, ასევე - ჩემთვისაც. იქაც არაერთმა დამსვენებელმა ახსენა "ამირანას პარკი". ცნობისმოყვარეობამ წამძლია და მეორე დღეს მის მოსანახულებლადაც გავემართე.

კითხვა-კითხვით მივაგენი. საკმაოდ დიდი ტყე გალავნითაა გარშემორტყმული; ჭიშკარიც ძალზე ორიგინალური მეჩვენა - უამრავი თხილამური მიწაშია ჩარჭობილი და ზედ კარია ჩამოკიდებული. კარზე კი დიდი და საინტერესო აბრაა: "ღორების საყურადღებოდ! (ადამიანებისთვისაც)

1. ღორი ყრის ნარჩენებს, ადამიანი - არა.

2. ღორი გორაობს ნაგავში, ადამიანი - არა.

3. ღორი ღორია, ადამიანი ღორი არაა. ღორო, დაყარე ნაგავი და შიგ გაგორდი.

ადამიანო... ა-აა, შენ ღორი არა ხარ, უკაცრავად".

ჭიშკარზე კიდევ ერთი ასეთი წარწერაა: "მოსპეთ ბუნება?! მოსპეთ ამირანი".

ტყეში შესულებს წინ დიდი მდელო გადაგვეშალა, სადაც ორიოდე საბავშვო ატრაქციონი იყო. ამირანას პარკში მართლაც უამრავი ადამიანი ისვენებდა. ყველას ბალახზე საფენი დაეგო და ზედ დამსხდარიყვნენ. ბავშვები ჟრიამულით დარბოდნენ მთელ ტყეში. უნდა აღვნიშნო, რომ პარკში შესვლა უფასოა, ამიტომ ნებისმიერი დამსვენებლისთვის ხელმისაწვდომი და სასიამოვნოა.

ერთ-ერთ ხესთან მოვკალათდით. ამ დროს მკაცრი გარეგნობის ქალბატონი დამადგა თავს და გამაფრთხილა, - ბავშვებს ყურადღება მიაქციე, ნაგავი არ დაყარონ, გასასვლელში ურნები დგას და იქ ჩაყარეთო. დავპირდი, - აუცილებლად ასე მოვიქცევი-მეთქი. - ყველა მასე ამბობს, მაგრამ ბავშვს პამპერსს რომ გამოუცვლიან, ადგილზე ტოვებენ, სხვა უამრავ სისაძაგლესაც ყრიან, ამიტომ, იძულებული ვარ, ყველა სათითაოდ გავაფრთხილო, არ მინდა, ნაგავში ვიჯდეო. - აქ მუშაობთ-მეთქი? - ვკითხე. - კი არ ვმუშაობ, ვისვენებ, მაგრამ ნაგავში დასვენება არ მსიამოვნებსო, - მიპასუხა უხეშად და მოშორებით მსხდომი დამსვენებლებისკენ გადაინაცვლა.

ამირანას მოძებნა გადავწყვიტე. ხომ უნდა გამერკვია, რატომ ერქვა პარკს ვინმე ამირანას სახელი?! დამსვენებლებმა მითხრეს, - დაელოდე, შემოვლაზეა ტყეში და დაბრუნდებაო.

ბატონი ამირანი ძალზე ხუმარა და საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. მასთან ვრცელ ინტერვიუს "გზის" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ...

პარკიდან რომ გამოვდიოდი, ჭიშკარზე კიდევ ერთი წარწერა შევნიშნე: "ჰაა... დაყარე ნაგავი? არა? - გაიხარე! დაყარე? ჰოო?.. შე მართლა ღორო!"

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია