პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორომეოთა შთამომავლების მდიდრული სასახლე
ბორომეოთა შთამომავლების მდიდრული სასახლე

ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში, პი­ე­მონ­ტის მხა­რე­ში ბო­რო­მე­ოს გვა­რის დი­ნას­ტია დი­დძალ ქო­ნე­ბას ფლობს. მათ შო­რის - ტბა მა­ჯორ­ე­სა და ტბის ყუ­რე­ში მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლებს.

კუნ­ძუ­ლებ­ზე ულა­მა­ზე­სი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სახ­ლე­ე­ბი და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღე­ბი მდე­ბა­რე­ობს. თა­ვად ტბის პი­რას - უამ­რა­ვი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო, სა­დაც და­სას­ვე­ნებ­ლად ძი­რი­თა­დად შვე­ი­ცა­რი­ე­ლი, გერ­მა­ნე­ლი და ფრან­გი ტუ­რის­ტე­ბი ჩა­მო­დი­ან.

ტბა მა­ჯორე იმი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე ღამე ნა­პო­ლე­ონ­სა და ჟო­ზე­ფი­ნას გა­უ­თე­ვი­ათ.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბო­რო­მე­ოს გვა­რის შთა­მო­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია "ფერ­ა­რის" ერთ-ერთ მფლო­ბელს გაჰ­ყვა ცო­ლად. ქორ­წი­ლი პომ­პე­ზუ­რად აღ­ნიშ­ნეს. ახალ­შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის მი­სა­ლო­ცად, ვერ­ტმფრე­ნით სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნიც ეწ­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა კუნ­ძულ ბე­ლა­ზე მდე­ბა­რე სა­სახ­ლეს, ის უზა­დო და ულა­მა­ზე­სია. სა­სახ­ლის დარ­ბა­ზებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლია ბო­რო­მე­ო­თა წი­ნაპ­რე­ბის ავე­ჯი, ჭურ­ჭე­ლი, ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი, ქან­და­კე­ბე­ბი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, ცხე­ნე­ბის აღ­კაზ­მუ­ლო­ბა და საბ­რძო­ლო ია­რა­ღი. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, თა­ვად იხი­ლოს საგ­ვა­რე­უ­ლო სა­სა­დი­ლო გარ­ნი­ტუ­რი და სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი. აქ­ვეა მი­ლა­ნის ეპის­კო­პო­სე­ბის ფლი­გე­ლი, სა­დაც მა­ღა­ლი რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია მდე­ბა­რე­ობ­და. სწო­რედ ამ ფლი­გელ­შია და­ცუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მო­ოქ­რუ­ლი ავე­ჯი და ტან­საც­მე­ლი.

სა­სახ­ლის სა­ი­დუმ­ლო კი­ბით სარ­დაფ­ში შე­იძ­ლე­ბა ჩას­ვლა, რომ­ლის ია­ტა­კი, კედ­ლე­ბი და ჭერი წი­თე­ლი, თეთ­რი და შავი კენ­ჭე­ბი­თაა მორ­თუ­ლი. სარ­დაფ­სა და პირ­ველ სარ­თულ­ზე ზღვე­ბი­სა და ოკე­ა­ნე­ე­ბის ბი­ნა­დარ­თა ფლო­რი­სა თუ ფა­უ­ნის ნი­მუ­შე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სა­სახ­ლის ერთ-ერთ დარ­ბაზ­ში გა­მო­ფე­ნილ ხა­ლი­ჩებ­ზე ბიბ­ლი­უ­რი და ზღაპ­რუ­ლი სცე­ნე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ბა­ზი­დან უკვე სა­სახ­ლის ბაღ­ში გას­ვლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი.

ულა­მა­ზე­სი ბა­ღის სიღ­რმე­ში ტე­რა­სუ­ლი შად­რე­ვა­ნია. ტე­რა­სებ­ზე ძეგ­ლე­ბი დგას, რო­მე­ლიც ზღაპ­რულ ცხენ­ზე შე­მომ­ჯდა­რი ან­გე­ლო­ზის ქან­და­კე­ბით გვირ­გვინ­დე­ბა.

აუ­ზებ­ში ოქ­როს­ფე­რი თევ­ზე­ბი და­ცუ­რა­ვენ. სა­გულ­და­გუ­ლოდ მოვ­ლილ მწვა­ნე მდე­ლო­ებ­ზე კი თეთ­რი ფარ­შა­ვან­გე­ბი და­სე­ირ­ნო­ბენ. ფარ­შა­ვან­გე­ბი იმ­დე­ნად მიჩ­ვე­უ­ლი არი­ან ტუ­რის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ ფო­ტო­კა­მე­რე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ობი­ექ­ტი­ვის წინ პო­ზი­რე­ბას იწყე­ბენ.

კუნ­ძულ ბე­ლა­ზე 2 პა­ტა­რა ქუ­ჩაა, სა­დაც ბო­რო­მე­ო­თა მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ცხოვ­რობ­და. დღეს კი მათ შთა­მო­მავ­ლებს სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი და პი­ცე­რი­ე­ბი აქვთ მო­წყო­ბი­ლი.

კუნ­ძულ ბე­ლას, მად­რეს, პეს­კა­ტო­რე­სა და კი­დევ ორ კუნ­ძულს წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ 2 მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს. კუნ­ძულ ბე­ლა­ზე მდე­ბა­რე სა­სახ­ლი­სა და ულა­მა­ზე­სი ბა­ღის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 13 ევრო ღირს. ცალ­კე სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დაა სა­ჭი­რო სხვა კუნ­ძუ­ლებ­ზე მდე­ბა­რე ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღე­ბი­სა და მუ­ზე­უ­მე­ბად გა­და­კე­თე­ბუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად.

ბო­რო­მე­ო­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი ქო­ნე­ბას მი­ლან­შიც ფლო­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ბორომეოთა შთამომავლების მდიდრული სასახლე

ბორომეოთა შთამომავლების მდიდრული სასახლე

ჩრდილოეთ იტალიაში, პიემონტის მხარეში ბორომეოს გვარის დინასტია დიდძალ ქონებას ფლობს. მათ შორის - ტბა მაჯორესა და ტბის ყურეში მდებარე კუნძულებს.

კუნძულებზე ულამაზესი საგვარეულო სასახლეები და ბოტანიკური ბაღები მდებარეობს. თავად ტბის პირას - უამრავი ძვირად ღირებული სასტუმრო, სადაც დასასვენებლად ძირითადად შვეიცარიელი, გერმანელი და ფრანგი ტურისტები ჩამოდიან.

ტბა მაჯორე იმითაცაა ცნობილი და საინტერესო, რომ ერთ-ერთ კუნძულზე ღამე ნაპოლეონსა და ჟოზეფინას გაუთევიათ.

რამდენიმე წლის წინ ბორომეოს გვარის შთამომავალი კომპანია "ფერარის" ერთ-ერთ მფლობელს გაჰყვა ცოლად. ქორწილი პომპეზურად აღნიშნეს. ახალშეუღლებულებისთვის გაბედნიერების მისალოცად, ვერტმფრენით სილვიო ბერლუსკონიც ეწვია.

რაც შეეხება კუნძულ ბელაზე მდებარე სასახლეს, ის უზადო და ულამაზესია. სასახლის დარბაზებში გამოფენილია ბორომეოთა წინაპრების ავეჯი, ჭურჭელი, ფერწერული ტილოები, ქანდაკებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ცხენების აღკაზმულობა და საბრძოლო იარაღი. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, თავად იხილოს საგვარეულო სასადილო გარნიტური და საძინებელი ოთახები. აქვეა მილანის ეპისკოპოსების ფლიგელი, სადაც მაღალი რანგის სასულიერო პირების საზაფხულო რეზიდენცია მდებარეობდა. სწორედ ამ ფლიგელშია დაცული სასულიერო პირებისთვის განკუთვნილი მოოქრული ავეჯი და ტანსაცმელი.

სასახლის საიდუმლო კიბით სარდაფში შეიძლება ჩასვლა, რომლის იატაკი, კედლები და ჭერი წითელი, თეთრი და შავი კენჭებითაა მორთული. სარდაფსა და პირველ სართულზე ზღვებისა და ოკეანეების ბინადართა ფლორისა თუ ფაუნის ნიმუშებია წარმოდგენილი.

სასახლის ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილ ხალიჩებზე ბიბლიური და ზღაპრული სცენებია გამოსახული. აღნიშნული დარბაზიდან უკვე სასახლის ბაღში გასვლაა შესაძლებელი, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეები.

ულამაზესი ბაღის სიღრმეში ტერასული შადრევანია. ტერასებზე ძეგლები დგას, რომელიც ზღაპრულ ცხენზე შემომჯდარი ანგელოზის ქანდაკებით გვირგვინდება.

აუზებში ოქროსფერი თევზები დაცურავენ. საგულდაგულოდ მოვლილ მწვანე მდელოებზე კი თეთრი ფარშავანგები დასეირნობენ. ფარშავანგები იმდენად მიჩვეული არიან ტურისტებთან ურთიერთობას, რომ ფოტოკამერების დანახვისთანავე ობიექტივის წინ პოზირებას იწყებენ.

კუნძულ ბელაზე 2 პატარა ქუჩაა, სადაც ბორომეოთა მმართველობის პერიოდში მომსახურე პერსონალი ცხოვრობდა. დღეს კი მათ შთამომავლებს სუვენირების მაღაზიები, სასტუმროები, კაფეები და პიცერიები აქვთ მოწყობილი.

კუნძულ ბელას, მადრეს, პესკატორესა და კიდევ ორ კუნძულს წელიწადში, საშუალოდ 2 მილიონი ტურისტი სტუმრობს. კუნძულ ბელაზე მდებარე სასახლისა და ულამაზესი ბაღის დათვალიერება 13 ევრო ღირს. ცალკე საფასურის გადახდაა საჭირო სხვა კუნძულებზე მდებარე ბოტანიკური ბაღებისა და მუზეუმებად გადაკეთებული სასახლეების დასათვალიერებლად.

ბორომეოთა შთამომავლები ქონებას მილანშიც ფლობენ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს