პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ამირჩევთ, მე ვიქნები "კეთილთვისებიანი სტალინი"
 "თუ ამირჩევთ, მე ვიქნები "კეთილთვისებიანი სტალინი"

პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 თვე­ღა დარ­ჩა. ყვე­ლა კან­დი­და­ტი ცდი­ლობს წინა სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნონ, რათა ამომ­რჩე­ველს თა­ვის პროგ­რა­მა გა­აც­ნონ. თა­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მა­ზე და ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, ბე­სიკ ადა­მია.

- მე, რო­გორც უპარ­ტიო კან­დი­და­ტი, ვა­ცხა­დებ: ხალ­ხი და­ღა­ლა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ზღაპ­რებ­მა და ცრუ და­პი­რე­ბებ­მა. მივ­მარ­თავ ძველ სა­ხე­ებს – თქვე­ნი ბო­დი­შე­ბი­ა­ნად შეგ­ვეშ­ვით. მე არც ამე­რი­კის ვალ­ში ვარ და არც რუ­სე­თის. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში დამ­ყარ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. მე ვიქ­ნე­ბო­დი "კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სტა­ლი­ნი" და ავა­შე­ნებ­დი მო­ტივ­ტი­ვე ციხე-გემს, რო­მელ­საც და­ვარ­ქმევ­დი "ლა­ზი­კას" (სხვა­თა­შო­რის ეს ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­შუქ­და, "კუ­რი­ერ­ში" ვი­ყა­ვი ჩემი მოკ­ლე მე­სი­ჯე­ბით. 24 ივ­ლისს, 21-32 წუთ­ზე). შიგ ჩავ­სვამ­დი იმ უღირს ადა­მი­ა­ნებს რომ­ლებ­საც დიდი და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვით ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­შე.

- სად გან­თავ­სდე­ბა ციხე-გემი ლა­ზი­კა? ბა­თუმ­სა და ფოთს შო­რის იდ­გე­ბა მუდ­მივ დრე­იფ­ზე? რა­ტომ "ლა­ზი­კა"?

- "ლა­ზი­კა" იმი­ტომ რომ ჩვენს პრე­ზი­დენტს უნ­დო­და ლა­ზი­კა აე­შე­ნე­ბი­ნა და ქა­ლა­ქის მა­გივ­რად იქ აშენ­დე­ბა ციხე-გემი. ეს გემი, გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ღია ზღვა­ში.

- ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი ალ­კატ­რა­სის მსგავ­სი გვექ­ნე­ბა პო­ლიტ. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სათ­ვის?

-არ ვიცი მე ალ­კატ­რა­სი, ეს ციხე-გემი ხა­ტოვ­ნად ნათ­ქვა­მია. "კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი" სტა­ლი­ნი ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, სე­რი­ო­ზუ­ლად ვთქვი, რად­გან აქა­უ­რო­ბას მტკი­ცე და შე­უ­ვა­ლი ხელი უნდა.

- ბა­ტო­ნო ბესო, რა­ტომ უნდა აგირ­ჩი­ოთ თქვენ და არა მი­ხე­ილ-გელა სა­ლუ­აშ­ვი­ლი ან ნი­კო­ლოზ გორ­გი­ჯა­ნი­ძე?

-მე ვარ ბე­სიკ ადა­მია. სი­ცო­ცხლის, მი­წი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის კლუ­ბის LLL-ს პრე­ზი­დენ­ტი (Live,Land, Love), სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა მაქვს 4 ლო­გო­ზე. მყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­ზეც მსოფ­ლი­ოს 22 ენა­ზე წე­რია მშვი­დო­ბა (მათ შო­რის აფხა­ზუ­რად და ოსუ­რად), ვმუ­შა­ობ ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის და სამ­შვი­დო­ბო თე­მებ­ზე. სამ­შვი­დო­ბო კუ­თხით მე მო­ვი­ნა­ხუ­ლე ნო­ბე­ლის მუ­ზე­უ­მი. აგ­რეთ­ვე ვი­ყა­ვი პა­რი­ზის მშვი­დო­ბის კე­დელ­თან, სა­დაც მსოფ­ლი­ოს 49 ენა­ზე წე­რია - მშვი­დო­ბა და არ წე­რია ქარ­თუ­ლად და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად, მაგ­რამ წე­რია სომ­ხუ­რად. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი მცდე­ლო­ბი­სა, ამ სა­კი­თხზე ვერ ვღე­ბუ­ლობ მხარ­და­ჭე­რას ვერც ახ­ლან­დე­ლი და ვერც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, აგ­რეთ­ვე ვერც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან. 7 ივ­ნისს ამ თე­მის გან­ხილ­ვა მოხ­და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში (თუ სწო­რად მახ­სოვს 9 აკა­დე­მი­კო­სი ეს­წრე­ბო­და გან­ხილ­ვას) და გა­მო­ვე­დი მოხ­სე­ნე­ბით. ასე­ვე, ორ­ჯერ ვარ სი­ტყვით გა­მო­სუ­ლი რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე. 2007 წლის 2 ნო­ემ­ბერს, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გა­მოს­ვლი­დან 2 წუთ­ში და 2009 წლის 9 აპ­რილს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"თუ ამირჩევთ, მე ვიქნები "კეთილთვისებიანი სტალინი"

 "თუ ამირჩევთ, მე ვიქნები "კეთილთვისებიანი სტალინი"

პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 თვეღა დარჩა. ყველა კანდიდატი ცდილობს წინა საარჩევნო პერიოდი მაქსიმალურად გამოყენონ, რათა ამომრჩეველს თავის პროგრამა გააცნონ. თავის საპრეზიდენტო პროგრამაზე და ინიციატივებზე გვესაუბრება პრეზიდენტობის კანდიდატი, ბესიკ ადამია.

- მე, როგორც უპარტიო კანდიდატი, ვაცხადებ: ხალხი დაღალა პოლიტიკოსების ზღაპრებმა და ცრუ დაპირებებმა. მივმართავ ძველ სახეებს – თქვენი ბოდიშებიანად შეგვეშვით. მე არც ამერიკის ვალში ვარ და არც რუსეთის. გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში დამყარდება სამართლიანობა. მე ვიქნებოდი "კეთილთვისებიანი სტალინი" და ავაშენებდი მოტივტივე ციხე-გემს, რომელსაც დავარქმევდი "ლაზიკას" (სხვათაშორის ეს ტელევიზიითაც გაშუქდა, "კურიერში" ვიყავი ჩემი მოკლე მესიჯებით. 24 ივლისს, 21-32 წუთზე). შიგ ჩავსვამდი იმ უღირს ადამიანებს რომლებსაც დიდი დანაშაული მიუძღვით ქართველი ერის წინაშე.

- სად განთავსდება ციხე-გემი ლაზიკა? ბათუმსა და ფოთს შორის იდგება მუდმივ დრეიფზე? რატომ "ლაზიკა"?

- "ლაზიკა" იმიტომ რომ ჩვენს პრეზიდენტს უნდოდა ლაზიკა აეშენებინა და ქალაქის მაგივრად იქ აშენდება ციხე-გემი. ეს გემი, განთავსებული იქნება ღია ზღვაში.

- ანუ საქართველოში ამერიკული ალკატრასის მსგავსი გვექნება პოლიტ. დამნაშავეებისათვის?

-არ ვიცი მე ალკატრასი, ეს ციხე-გემი ხატოვნად ნათქვამია. "კეთილთვისებიანი" სტალინი ვიქნები-მეთქი, სერიოზულად ვთქვი, რადგან აქაურობას მტკიცე და შეუვალი ხელი უნდა.

- ბატონო ბესო, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და არა მიხეილ-გელა სალუაშვილი ან ნიკოლოზ გორგიჯანიძე?

-მე ვარ ბესიკ ადამია. სიცოცხლის, მიწისა და სიყვარულის კლუბის LLL-ს პრეზიდენტი (Live,Land, Love), საავტორო უფლება მაქვს 4 ლოგოზე. მყავს ავტომობილი, რომელზეც მსოფლიოს 22 ენაზე წერია მშვიდობა (მათ შორის აფხაზურად და ოსურად), ვმუშაობ ადამიანთა უფლებების და სამშვიდობო თემებზე. სამშვიდობო კუთხით მე მოვინახულე ნობელის მუზეუმი. აგრეთვე ვიყავი პარიზის მშვიდობის კედელთან, სადაც მსოფლიოს 49 ენაზე წერია - მშვიდობა და არ წერია ქართულად და აზერბაიჯანულად, მაგრამ წერია სომხურად. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ამ საკითხზე ვერ ვღებულობ მხარდაჭერას ვერც ახლანდელი და ვერც წინა ხელისუფლებისგან, აგრეთვე ვერც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან. 7 ივნისს ამ თემის განხილვა მოხდა მეცნიერებათა აკადემიაში (თუ სწორად მახსოვს 9 აკადემიკოსი ესწრებოდა განხილვას) და გამოვედი მოხსენებით. ასევე, ორჯერ ვარ სიტყვით გამოსული რუსთაველის პროსპექტზე. 2007 წლის 2 ნოემბერს, პატარკაციშვილის გამოსვლიდან 2 წუთში და 2009 წლის 9 აპრილს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა