პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტროს" ჩაძირვას ლევან გაჩეჩილაძე ცდილობს?!
"მაესტროს" ჩაძირვას ლევან გაჩეჩილაძე ცდილობს?!

"მა­ესტროს" კრი­ტი­კუ­ლი დღე­ე­ბი უდ­გას - არხი ერთ-ერ­თმა სა­ხემ და 3-პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლის მფლო­ბელ­მა თეა სი­ჭი­ნა­ვამ და­ტო­ვა - "არ­გუ­მენ­ტე­ბის" ყო­ფი­ლი წამ­ყვა­ნი ახალ გა­და­ცე­მას "იმედ­ზე" წა­იყ­ვანს; ამას­თან, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "იმე­დი" მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­თა­ნაც აწარ­მო­ებს. "მა­ესტროს" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ღლონ­ტი კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი რე­დაქ­ცია "გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია", რად­გან "იმედ­ზე" სა­მუ­შა­ოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შო­უ­ე­ბის მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლიც გა­და­ვი­და.

ისე, ღლონ­ტი "მა­ესტროს" არ­ცთუ მსხვი­ლი მე­წი­ლეა - 10 პრო­ცენტს ფლობს. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ტე­ლე­ვი­ზია მარ­თლა იქ­ცე­ვა, მხო­ლოდ ღლონ­ტი კი არა, სხვა, უფრო მსხვი­ლი მე­წი­ლე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, პა­ტა­რა "გრე­ჩი­ხა" ანუ მომ­ღე­რა­ლი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ("უც­ნო­ბი") ან, სუ­ლაც, მაკა ასა­თი­ა­ნი უნდა ყვი­როდ­ნენ - ორი­ვე არ­ხის 25-25 პრო­ცენ­ტის მფლო­ბე­ლია. "მა­ესტროს" სხვა მე­წი­ლე­ე­ბიც ჰყავს, თუმ­ცა მხო­ლოდ მა­მუ­კა ღლონ­ტი აქ­ტი­უ­რობს.

რა­ტომ? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს:

ვერ­სია პირ­ვე­ლი - ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა, თა­მა­შია ანუ "მა­ესტროს", ალ­ბათ, "ოც­ნე­ბის­გან" და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა უნდა და აჟი­ო­ტა­ჟით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აშან­ტა­ჟებს.

ვერ­სია მე­ო­რე - მა­მუ­კა ღლონ­ტი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ "მა­ესტროს" მოკ­ვლას "ოც­ნე­ბა" ტე­ლე­სა­ხე­ე­ბის გა­და­ბი­რე­ბით ცდი­ლობს. თუკი, მარ­თლაც ასეა, ეს შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა, რა­მე­თუ კო­ა­ლი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბის დროს მე­დია პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და. ისე, სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ღლონ­ტის მიერ ატე­ხილ გან­გაშს, ჯერ­ჯე­რო­ბით, არც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მე­დია ად­ვო­კა­ტი­რე­ბის­თვის" გა­მოხ­მა­უ­რე­ბია და არც, ვთქვათ, ექ­სპერ­ტი ია ან­თა­ძე. არა­და, ღლონ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი, მი­ნი­მუმ, გან­სჯის სა­გა­ნი მა­ინც უნდა გამ­ხდა­რი­ყო.

ვერ­სია მე­სა­მე - "მა­ესტროს" სკან­და­ლი ანუ არ­ხი­დან წამ­ყვა­ნი სა­ხე­ე­ბის "იმედ­ში" გა­დას­ვლა, შე­საძ­ლოა, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და­გეგ­მა. რა შუ­ა­შია ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე? - ამის გა­სარ­კვე­ვად მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მო­დით, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მივ­ყვეთ:

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან - ორი­ვე ძმა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას ჩა­მო­შორ­და და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც შე­წყვი­ტა. ბო­ლოს, "უც­ნო­ბი" ნანა კა­კა­ბა­ძი­სა და ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ 19 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზის გამო, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, სცე­ნა­ზე გას­ვლამ­დე, კუ­ლი­სე­ბი­დან გაქ­რა... ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კი ბო­ლოს 2011 წლის ივ­ლის­ში ვი­ხი­ლეთ, როცა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს ზუს­ტად ერ­თწუ­თი­ა­ნი კო­მენ­ტა­რით უპა­სუ­ხა და პო­ლი­ტაქ­ტი­უ­რო­ბა და­ას­რუ­ლა, თუმ­ცა საქ­მე ისე არაა, რო­გორც ეს ერთი შე­ხედ­ვით ჩანს - ირ­კვე­ვა, რომ ძმებს არც "მა­ესტრო­სად­მი" ინ­ტე­რე­სი გა­ნე­ლე­ბი­ათ და მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­საც თვალ­ყურს გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნე­ბენ.

ზუს­ტად ერთი თვის წინ ანუ ჯერ კი­დევ მა­შინ, ვიდ­რე "მა­ესტრო­ში" ახა­ლი სკან­და­ლი აგორ­დე­ბო­და, 15 ივ­ლისს, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ ორი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. პირ­ვე­ლი - 15:00 "იტა­ლირ გა­ლე­რე­ა­ში", მე­ო­რე კი, 19:00 სა­ათ­ზე შედ­გა. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის უნებ­ლიე მოწ­მე "ვერ­სია" გახ­და.

მოკ­ლედ, "იტა­ლირ გა­ლე­რე­ა­ში" ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ის ექსწევ­რი, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ივა ჩიღ­ვი­ნა­ძე, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რკი­ნიგ­ზის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე კოკა გუნ­ცა­ძე და კი­დევ ორი მა­მა­კა­ცი ბჭობ­და... სუფ­რას­თან ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ "დლია ბოდ­რას­ტი" შეკ­ვე­თი­ლი 300 გრა­მი არ­ყის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, თა­ნა­მე­ი­ნა­ხე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო თემა "გახ­სნეს": რო­გორც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ირ­წმუ­ნე­ბო­და, 13 ივ­ლისს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დიდი თხოვ­ნით და­უ­რე­კეს და უთხრეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "უც­ნო­ბის­გან" ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" წი­ლის სა­ბო­ლოო გა­და­ფორ­მე­ბას ითხოვ­სო.

ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას ერთი კი­თხვა გა­უჩ­ნდე­ბა - "უც­ნობ­მა" ხომ ლა­მის ორი წლის წინ გა­და­ა­ფორ­მა "მა­ესტროს" კუთ­ვნი­ლი წილი "მა­ესტროს" დღე­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლის, ბაჩო კი­კა­ბი­ძის სა­ხელ­ზე?! "მა­ესტრო­ში" ორი წლის წინ, კიწ­მა­რიშ­ვილ-ღლონტს შო­რის მომ­ხდა­რი ცნო­ბი­ლი სკან­და­ლის დროს მე­წი­ლე­ე­ბიც შე­იც­ვალ­ნენ - კოტე გო­გე­ლი­ამ და "უც­ნობ­მა" თა­ვი­ან­თი წილი გა­ყი­დეს, "მა­ესტროს" მე­წი­ლე­ე­ბად კი, მაკა ასა­თი­ა­ნი და ბაჩო კი­კა­ბი­ძე დარ­ჩნენ, თუმ­ცა რო­გორც "მა­ესტროს" კუ­ლუ­ა­რებ­ში ჩა­ხე­დუ­ლი წყა­რო ირ­წმუ­ნე­ბა, ეს გა­და­თა­მა­შე­ბა მხო­ლოდ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მო­სა­შო­რებ­ლად და "მა­ესტროს­თვის" ახა­ლი დამ­ფი­ნან­სებ­ლის ანუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­სა­ზი­დად გა­კეთ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წლის 26 ნო­ემ­ბერს გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "უც­ნო­ბის" წილი თით­ქოს გა­ი­ყი­და, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­მა, და­ვის გარ­კვე­ვამ­დე, "მა­ესტროს" წი­ლებს სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით ყა­და­ღა და­ა­დო, წილი არა­ფორ­მა­ლუ­რად ბაჩო კი­კა­ბი­ძეს გა­და­ე­ცა. ყა­და­ღის ვადა 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ვი­და და, რო­გორც ჩანს, პრე­მი­ე­რის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ზარი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან იმი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო, რომ "უც­ნობ­მა" და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს და "მა­ესტროს" წილი, რომ­ლი­თაც უკვე არა­ერ­თხელ ივაჭ­რა, სა­ბო­ლო­ოდ დათ­მოს...

"იტა­ლირ გა­ლე­რე­ა­ში" გა­მარ­თულ, "სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე" უფ­რო­სი "გრე­ჩი­ხა" მე­გობ­რებს ეუბ­ნე­ბო­და: - ხომ იცით, "მა­ესტროს" სი­ნამ­დვი­ლე­ში ისევ "უც­ნო­ბი" მარ­თავს! დღე­ვან­დელ "მა­ესტროს" პო­ლი­ტი­კუ­რი ია­რა­ღო­ბის არა­ფე­რი ეტყო­ბა, თუმ­ცა საპ­რე­ზი­დენ­ტო და ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ერთი "ზედ­მე­ტი" ტე­ლე­ვი­ზია არა­ვის აწყენს, მით უმე­ტეს, და­დის ხმა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უკვე იყი­და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი", ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზე" და რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ჯაჭ­ვის შემ­დე­გი რგო­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" იყოს?!

რო­გორც ამ კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რი­დან ირ­კვე­ვა, ივა­ნიშ­ვი­ლი ძმებს პი­რა­დად არ ხვდე­ბა, ჩვენ­თან "ლიჩ­ნი" და­ძა­ბუ­ლო­ბა აქვს, - ამ­ტკი­ცებ­და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, - "უც­ნო­ბი" კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას პი­რა­დად ითხოვს, რათა თა­ვი­სი წი­ლის ბედი თა­ვად­ვე გა­არ­კვი­ო­სო.

სა­სა­მარ­თლო დავა "მა­ესტროს" ირ­გვლივ ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - კიწ­მა­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "მა­ესტრო­ში" 5,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩადო, რო­მე­ლიც უკან არ და­უბ­რუ­ნეს და, პლუს, სო­ლი­დურ კომ­პენ­სა­ცი­ა­საც ითხოვს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად...

და­ვის დე­ტა­ლებ­ში ჩა­ხე­დუ­ლი წყა­რო "ვერ­სი­ას" უყ­ვე­ბა, რომ "მა­ესტროს" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან, ყო­ველ­თვი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის სა­ხით, 2011 წლი­დან 2012 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე, თვე­ში 500 000-დან 800 000 დო­ლა­რამ­დე შეს­დი­ო­და ანუ სულ რა­ღაც 10 თვე­ში ივა­ნიშ­ვილ­მა "მა­ესტრო­ში" რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ჩადო და ამ­გვა­რად, "უც­ნო­ბი" თა­მა­ში­დან გა­იყ­ვა­ნა. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი, ივა­ნიშ­ვილ­მა "მა­ესტროს" 14 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ა­ხარ­ჯა. ეს სწო­რედ ის ფუ­ლია, რომ­ლის სა­ნაც­ვლო­დაც "გრე­ჩი­ხე­ბის­გან" პრე­მი­ე­რის სა­ხე­ლით წი­ლის სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ფორ­მე­ბას ითხო­ვენ, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ძმე­ბი პრე­მი­ერ­თან უკვე გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი წი­ლით ვაჭ­რო­ბას ისევ აპი­რე­ბენ.

თუ შეხ­ვედ­რე­ბი პრე­მი­ე­რის ზურგსუ­კან მი­დის, მა­შინ არე­ნა­ზე ივა ჩიღ­ვი­ნა­ძის გა­მო­ჩე­ნა მარ­ტი­ვად აიხ­სნე­ბა: ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს "მა­ესტროს" ყიდ­ვა ჯერ კი­დევ 2009 წლის აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბის დროს უნ­დო­და, თუმ­ცა მა­შინ ეს გა­რი­გე­ბა ჩა­ი­შა­ლა, რა­მაც "უც­ნო­ბი" გა­ა­ცო­ფა, რად­გან ფული ვერ აიღო. დღეს კი, ივა ჩიღ­ვი­ნა­ძის გა­მო­ჩე­ნა, შე­საძ­ლოა, ძვე­ლი თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ანუ კუ­ლუ­ა­რუ­ლი ვერ­სი­ით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ბურ­ჯა­ნა­ძე "მა­ესტრო­თი" ისევ და­ინ­ტე­რეს­და და ამ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელ­სა და პო­ლიტ­პა­ტი­მარს და­ა­ვა­ლა. ამას­თან, ამ­ბო­ბენ, ივა ჩიღ­ვი­ნა­ძე "უც­ნო­ბის" ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, "იტა­ლირ გა­ლე­რე­ა­ში" მისი ყოფ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ცრუ გზავ­ნი­ლი იყოს, ბურ­ჯა­ნა­ძე "მა­ესტროს" ყიდ­ვას აპი­რებს და და­ას­წა­რიო.

მა­მუ­კა ღლონ­ტი: - "მა­ესტრო­დან" წა­სუ­ლია თეა სი­ჭი­ნა­ვა და, ასე­ვე, თოქ-შო­უ­ე­ბის პრო­დი­უ­სე­რე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი. ამ ადა­მი­ა­ნებს ვერ დავ­წა­მებ, რომ მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბის გამო წა­ვიდ­ნენ. თეა სი­ჭი­ნა­ვას, ალ­ბათ, ნოს­ტალ­გი­აც ჰქონ­და - ძვე­ლი "იმე­დე­ლია", ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი კი რჩე­ბა, "მა­ესტრო­ში". გარ­კვე­უ­ლი მცდე­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთი შტოს მხრი­დან მარ­თლაც არის, ოღონდ ეს არ ეხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ­ლის მი­მარ­თაც, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, დიდი ნდო­ბა და სიმ­პა­თია მაქვს.

პრობ­ლე­მა იმ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "იმედს" "რუს­თა­ვი 2"-ს "პიკ­სა" და სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს აპა­ტია, მაგ­რამ არ აპა­ტია "კავ­კა­სი­ა­სა" და "მა­ესტროს". "იმე­დის" გან­ზრახ­ვა ნა­თე­ლი იყო - ჩვე­ნი თოქ-შო­უ­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა უნ­დო­და, რად­გან გა­დას­ვლა­ზე ერთ წამ­ყვანს და ერთ პრო­დი­უ­სერს კი არა, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 80%-ს ესა­უბ­რა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აპა­ტია და მი­ათ­ვი­სე­ბი­ნა "იმედს" და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, 16 მი­ლი­ო­ნი, რომ­ლი­თაც ახლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე "ხმა­ლა­ობს", ამა­ზე კი ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თვა­ლი და­ხუ­ჭა.

- და­ა­კონ­კრე­ტეთ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან პრე­ტენ­ზია ვის­თან გაქვთ?

- პრე­ტენ­ზია მაქვს ნო­დარ ხა­დურ­თან, რო­მე­ლიც ამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ზე ხმას არ იღებს. და­ვუშ­ვათ, ვე­რა­ფერს იზამს და და­ვა­ლი­ა­ნე­ბას უკან ვერ ამო­ი­ღებს, მაგ­რამ მას შე­უძ­ლია შე­ის­წავ­ლოს, კა­ნო­ნი­ე­რად მოხ­და თუ არა და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჩა­მო­წე­რა და თუ ეს უკა­ნო­ნო იყო, ვინ და­ი­სა­ჯა. თუ არა­და, შე­ღა­ვა­თი სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც გა­უ­კე­თოს.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, საპ­რო­ტეს­ტო გან­ცხა­დე­ბებს მხო­ლოდ თქვენ აკე­თებთ, სხვა დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი თქვენს პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რე­ბენ?

- რო­გორც წესი, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს ძი­რი­თა­დად, მე ვა­კე­თებ, თან ახლა და­ნარ­ჩე­ნი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არი­ან, ორ­შა­ბათს ჩა­მოვ­ლენ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბას გა­ვავ­რცე­ლებთ.

- 2 წლის წინ, როცა თქვენ­სა და კიწ­მა­რიშ­ვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო, ით­ქვა, თეა სი­ჭი­ნა­ვა და ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ და 3-3%-იანი წილი გა­და­ე­ცა­თო, თუმ­ცა ეს რე­ესტრში არ ასა­ხუ­ლა. მათ წილი რე­ა­ლუ­რად მი­ი­ღეს ან "მა­ესტრო­დან" "იმედ­ზე" გა­და­სუ­ლი თეა სი­ჭი­ნა­ვა ამ 3 პრო­ცენტს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს?

- წილი არ შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა, რად­გან ეს თა­ვი­დან­ვე გან­სა­ზღვრუ­ლი იყო, რო­გორც სა­პარტნი­ო­რო წილი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის მო­გე­ბის რა­ღაც წილი დი­ვი­დენ­დად გა­და­ე­რი­ცხე­ბო­და მა­ნამ, სა­ნამ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იმუ­შა­ვებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ლის გა­ფორ­მე­ბას, რე­ესტრში ვერ გა­ფორმ­დე­ბო­და, რად­გან "მა­ესტროს" წი­ლე­ბი და­ყა­და­ღე­ბუ­ლია.

- შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ხე­ლოთ, ვი­ნაა "მა­ესტროს" დან­გრე­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და აქვთ თუ არა ყვე­ლა­ფერ ამას­თან კავ­ში­რი ძმებ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებს?

- ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე, ალ­ბათ, ვერ ვი­სა­უბ­რებ. ჩემ­გან არა­კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. უბ­რა­ლოდ, ერთს გე­ტყვით: ძა­ლი­ან არ მინ­და, ამ საქ­მე­ში ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი რა­მე­ნა­ი­რად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი.

- არც ფა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ იცით, სა­დაც სა­უ­ბა­რი უც­ნო­ბის 25%-იანი წი­ლის კი­დევ ერთხელ გას­ხვი­სე­ბა­სა და ამ წი­ლით ვაჭ­რო­ბა­ზე მი­დი­ო­და?

- უც­ნო­ბი 25%-იან წილს ვერ გა­ყი­დის, რად­გან პირ­ვან­დელ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში წე­რია, რომ "უც­ნობს" ამ წი­ლის მხო­ლოდ ძვე­ლი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის გა­და­ფორ­მე­ბა ანუ დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლია. ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ძა­ლა­ში მა­შინ­ვე შევა, რო­გორც კი წი­ლებს ყა­და­ღა მო­ეხ­სნე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და თუ რამე სხვა მოხ­დე­ბა, მა­შინ საქ­მე პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლო­ში წავა!

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"მაესტროს" ჩაძირვას ლევან გაჩეჩილაძე ცდილობს?!

"მაესტროს" ჩაძირვას ლევან გაჩეჩილაძე ცდილობს?!

"მაესტროს" კრიტიკული დღეები უდგას - არხი ერთ-ერთმა სახემ და 3-პროცენტიანი წილის მფლობელმა თეა სიჭინავამ დატოვა - "არგუმენტების" ყოფილი წამყვანი ახალ გადაცემას "იმედზე" წაიყვანს; ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედი" მოლაპარაკებებს ნინო ჟიჟილაშვილთანაც აწარმოებს. "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი კი ირწმუნება, რომ ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური რედაქცია "გამოცარიელებულია", რადგან "იმედზე" სამუშაოდ პოლიტიკური თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი და ტექნიკური პერსონალიც გადავიდა.

ისე, ღლონტი "მაესტროს" არცთუ მსხვილი მეწილეა - 10 პროცენტს ფლობს. შესაბამისად, თუკი ტელევიზია მართლა იქცევა, მხოლოდ ღლონტი კი არა, სხვა, უფრო მსხვილი მეწილეები, მაგალითად, პატარა "გრეჩიხა" ანუ მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") ან, სულაც, მაკა ასათიანი უნდა ყვიროდნენ - ორივე არხის 25-25 პროცენტის მფლობელია. "მაესტროს" სხვა მეწილეებიც ჰყავს, თუმცა მხოლოდ მამუკა ღლონტი აქტიურობს.

რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის რამდენიმე ვერსია არსებობს:

ვერსია პირველი - ყველაფერი შესაძლოა, თამაშია ანუ "მაესტროს", ალბათ, "ოცნებისგან" დაფინანსების მიღება უნდა და აჟიოტაჟით ხელისუფლებას აშანტაჟებს.

ვერსია მეორე - მამუკა ღლონტი მიანიშნებს, რომ "მაესტროს" მოკვლას "ოცნება" ტელესახეების გადაბირებით ცდილობს. თუკი, მართლაც ასეა, ეს შემაშფოთებელი სიგნალი იქნება, რამეთუ კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლამდე ირწმუნებოდა, რომ მისი მმართველობის დროს მედია პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდებოდა. ისე, საგულისხმოა, რომ ღლონტის მიერ ატეხილ განგაშს, ჯერჯერობით, არც არასამთავრობო ორგანიზაცია "მედია ადვოკატირებისთვის" გამოხმაურებია და არც, ვთქვათ, ექსპერტი ია ანთაძე. არადა, ღლონტის განცხადებები, მინიმუმ, განსჯის საგანი მაინც უნდა გამხდარიყო.

ვერსია მესამე - "მაესტროს" სკანდალი ანუ არხიდან წამყვანი სახეების "იმედში" გადასვლა, შესაძლოა, ლევან გაჩეჩილაძემ დაგეგმა. რა შუაშია ლევან გაჩეჩილაძე? - ამის გასარკვევად მოვლენების განვითარებას, მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ:

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძმები გაჩეჩილაძეები პოლიტიკაში აღარ გამოჩენილან - ორივე ძმა ირწმუნება, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა და მედიასთან ურთიერთობაც შეწყვიტა. ბოლოს, "უცნობი" ნანა კაკაბაძისა და ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ ორგანიზებულ 19 მაისის აქციაზე გამოჩნდა, თუმცა გაუგებარი მიზეზის გამო, გია გაჩეჩილაძე, სცენაზე გასვლამდე, კულისებიდან გაქრა... ლევან გაჩეჩილაძე კი ბოლოს 2011 წლის ივლისში ვიხილეთ, როცა ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს ზუსტად ერთწუთიანი კომენტარით უპასუხა და პოლიტაქტიურობა დაასრულა, თუმცა საქმე ისე არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს - ირკვევა, რომ ძმებს არც "მაესტროსადმი" ინტერესი განელებიათ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც თვალყურს გაფაციცებით ადევნებენ.

ზუსტად ერთი თვის წინ ანუ ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე "მაესტროში" ახალი სკანდალი აგორდებოდა, 15 ივლისს, ლევან გაჩეჩილაძემ ორი საინტერესო შეხვედრა გამართა. პირველი - 15:00 "იტალირ გალერეაში", მეორე კი, 19:00 საათზე შედგა. პირველი შეხვედრის უნებლიე მოწმე "ვერსია" გახდა.

მოკლედ, "იტალირ გალერეაში" ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსწევრი, ყოფილი პოლიტპატიმარი ივა ჩიღვინაძე, ლევან გაჩეჩილაძე, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე და კიდევ ორი მამაკაცი ბჭობდა... სუფრასთან ლევან გაჩეჩილაძის მიერ "დლია ბოდრასტი" შეკვეთილი 300 გრამი არყის გამოჩენის შემდეგ, თანამეინახეებმა საინტერესო თემა "გახსნეს": როგორც გაჩეჩილაძე ირწმუნებოდა, 13 ივლისს პრემიერ-მინისტრის დიდი თხოვნით დაურეკეს და უთხრეს, ბიძინა ივანიშვილი "უცნობისგან" ტელეკომპანია "მაესტროს" წილის საბოლოო გადაფორმებას ითხოვსო.

ბუნებრივია, ყველას ერთი კითხვა გაუჩნდება - "უცნობმა" ხომ ლამის ორი წლის წინ გადააფორმა "მაესტროს" კუთვნილი წილი "მაესტროს" დღევანდელი მფლობელის, ბაჩო კიკაბიძის სახელზე?! "მაესტროში" ორი წლის წინ, კიწმარიშვილ-ღლონტს შორის მომხდარი ცნობილი სკანდალის დროს მეწილეებიც შეიცვალნენ - კოტე გოგელიამ და "უცნობმა" თავიანთი წილი გაყიდეს, "მაესტროს" მეწილეებად კი, მაკა ასათიანი და ბაჩო კიკაბიძე დარჩნენ, თუმცა როგორც "მაესტროს" კულუარებში ჩახედული წყარო ირწმუნება, ეს გადათამაშება მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილის მოსაშორებლად და "მაესტროსთვის" ახალი დამფინანსებლის ანუ ბიძინა ივანიშვილის მოსაზიდად გაკეთდა.

არსებული ინფორმაციით, 2011 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც "უცნობის" წილი თითქოს გაიყიდა, თუმცა ვინაიდან ეროსი კიწმარიშვილმა, დავის გარკვევამდე, "მაესტროს" წილებს სასამართლოს ძალით ყადაღა დაადო, წილი არაფორმალურად ბაჩო კიკაბიძეს გადაეცა. ყადაღის ვადა 2012 წლის დეკემბერში გავიდა და, როგორც ჩანს, პრემიერის ზემოხსენებული ზარი ლევან გაჩეჩილაძესთან იმიტომ გახდა საჭირო, რომ "უცნობმა" დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და "მაესტროს" წილი, რომლითაც უკვე არაერთხელ ივაჭრა, საბოლოოდ დათმოს...

"იტალირ გალერეაში" გამართულ, "საიდუმლო სერობაზე" უფროსი "გრეჩიხა" მეგობრებს ეუბნებოდა: - ხომ იცით, "მაესტროს" სინამდვილეში ისევ "უცნობი" მართავს! დღევანდელ "მაესტროს" პოლიტიკური იარაღობის არაფერი ეტყობა, თუმცა საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების წინ, ერთი "ზედმეტი" ტელევიზია არავის აწყენს, მით უმეტეს, დადის ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე იყიდა "კავკასუს ონლაინი", ტელეკომპანია "მზე" და რატომ არ შეიძლება, ჯაჭვის შემდეგი რგოლი ტელეკომპანია "მაესტრო" იყოს?!

როგორც ამ კონსპირაციული შეხვედრიდან ირკვევა, ივანიშვილი ძმებს პირადად არ ხვდება, ჩვენთან "ლიჩნი" დაძაბულობა აქვს, - ამტკიცებდა ლევან გაჩეჩილაძე, - "უცნობი" კი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას პირადად ითხოვს, რათა თავისი წილის ბედი თავადვე გაარკვიოსო.

სასამართლო დავა "მაესტროს" ირგვლივ ჯერ არ დასრულებულა - კიწმარიშვილი აცხადებს, რომ "მაესტროში" 5,5 მილიონი დოლარი ჩადო, რომელიც უკან არ დაუბრუნეს და, პლუს, სოლიდურ კომპენსაციასაც ითხოვს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად...

დავის დეტალებში ჩახედული წყარო "ვერსიას" უყვება, რომ "მაესტროს" ბიძინა ივანიშვილისგან, ყოველთვიური დაფინანსების სახით, 2011 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, თვეში 500 000-დან 800 000 დოლარამდე შესდიოდა ანუ სულ რაღაც 10 თვეში ივანიშვილმა "მაესტროში" რამდენიმე მილიონი ჩადო და ამგვარად, "უცნობი" თამაშიდან გაიყვანა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი, ივანიშვილმა "მაესტროს" 14 მილიონი დოლარი დაახარჯა. ეს სწორედ ის ფულია, რომლის სანაცვლოდაც "გრეჩიხებისგან" პრემიერის სახელით წილის საბოლოოდ გადაფორმებას ითხოვენ, თუმცა, როგორც ჩანს, ძმები პრემიერთან უკვე გადაფორმებული წილით ვაჭრობას ისევ აპირებენ.

თუ შეხვედრები პრემიერის ზურგსუკან მიდის, მაშინ არენაზე ივა ჩიღვინაძის გამოჩენა მარტივად აიხსნება: ნინო ბურჯანაძეს "მაესტროს" ყიდვა ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილის მოვლენების დროს უნდოდა, თუმცა მაშინ ეს გარიგება ჩაიშალა, რამაც "უცნობი" გააცოფა, რადგან ფული ვერ აიღო. დღეს კი, ივა ჩიღვინაძის გამოჩენა, შესაძლოა, ძველი თემის გააქტიურებას უკავშირდება, ანუ კულუარული ვერსიით, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებული ბურჯანაძე "მაესტროთი" ისევ დაინტერესდა და ამ საქმის მოგვარება ყოფილ თანაგუნდელსა და პოლიტპატიმარს დაავალა. ამასთან, ამბობენ, ივა ჩიღვინაძე "უცნობის" ბავშვობის მეგობარია და არაა გამორიცხული, "იტალირ გალერეაში" მისი ყოფნა ივანიშვილისთვის ცრუ გზავნილი იყოს, ბურჯანაძე "მაესტროს" ყიდვას აპირებს და დაასწარიო.

მამუკა ღლონტი: - "მაესტროდან" წასულია თეა სიჭინავა და, ასევე, თოქ-შოუების პროდიუსერები და საინფორმაციოს მთავარი რეჟისორი. ამ ადამიანებს ვერ დავწამებ, რომ მხოლოდ მაღალი ხელფასების გამო წავიდნენ. თეა სიჭინავას, ალბათ, ნოსტალგიაც ჰქონდა - ძველი "იმედელია", ნინო ჟიჟილაშვილი კი რჩება, "მაესტროში". გარკვეული მცდელობა ხელისუფლების ერთი შტოს მხრიდან მართლაც არის, ოღონდ ეს არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიმართაც, როგორც მოქალაქეს, დიდი ნდობა და სიმპათია მაქვს.

პრობლემა იმ დავალიანებაში მდგომარეობს, რომელიც წინა ხელისუფლებამ "იმედს" "რუსთავი 2"-ს "პიკსა" და სხვა ტელეკომპანიებს აპატია, მაგრამ არ აპატია "კავკასიასა" და "მაესტროს". "იმედის" განზრახვა ნათელი იყო - ჩვენი თოქ-შოუების გარეშე დატოვება უნდოდა, რადგან გადასვლაზე ერთ წამყვანს და ერთ პროდიუსერს კი არა, ჩვენი თანამშრომლების 80%-ს ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აპატია და მიათვისებინა "იმედს" დავალიანება, 16 მილიონი, რომლითაც ახლა სატელევიზიო ბაზარზე "ხმალაობს", ამაზე კი ახალმა ხელისუფლებამ თვალი დახუჭა.

- დააკონკრეტეთ, ახალი ხელისუფლებიდან პრეტენზია ვისთან გაქვთ?

- პრეტენზია მაქვს ნოდარ ხადურთან, რომელიც ამ დავალიანებაზე ხმას არ იღებს. დავუშვათ, ვერაფერს იზამს და დავალიანებას უკან ვერ ამოიღებს, მაგრამ მას შეუძლია შეისწავლოს, კანონიერად მოხდა თუ არა დავალიანების ჩამოწერა და თუ ეს უკანონო იყო, ვინ დაისაჯა. თუ არადა, შეღავათი სხვა მედიასაშუალებებსაც გაუკეთოს.

- ბატონო მამუკა, საპროტესტო განცხადებებს მხოლოდ თქვენ აკეთებთ, სხვა დამფუძნებლები თქვენს პოზიციას არ იზიარებენ?

- როგორც წესი, საჯარო განცხადებებს ძირითადად, მე ვაკეთებ, თან ახლა დანარჩენი დამფუძნებლები საქართველოში არ არიან, ორშაბათს ჩამოვლენ და მოგვიანებით, საერთო განცხადებას გავავრცელებთ.

- 2 წლის წინ, როცა თქვენსა და კიწმარიშვილს შორის კონფლიქტი დაიწყო, ითქვა, თეა სიჭინავა და ნინო ჟიჟილაშვილი ტელეკომპანიის თანამფლობელები გახდნენ და 3-3%-იანი წილი გადაეცათო, თუმცა ეს რეესტრში არ ასახულა. მათ წილი რეალურად მიიღეს ან "მაესტროდან" "იმედზე" გადასული თეა სიჭინავა ამ 3 პროცენტს შეინარჩუნებს?

- წილი არ შეუნარჩუნდება, რადგან ეს თავიდანვე განსაზღვრული იყო, როგორც საპარტნიორო წილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მოგების რაღაც წილი დივიდენდად გადაერიცხებოდა მანამ, სანამ ამ ტელევიზიაში იმუშავებდა. რაც შეეხება წილის გაფორმებას, რეესტრში ვერ გაფორმდებოდა, რადგან "მაესტროს" წილები დაყადაღებულია.

- შეგიძლიათ დაასახელოთ, ვინაა "მაესტროს" დანგრევით დაინტერესებული და აქვთ თუ არა ყველაფერ ამასთან კავშირი ძმებ გაჩეჩილაძეებს?

- ფაქტების გარეშე, ალბათ, ვერ ვისაუბრებ. ჩემგან არაკორექტული იქნება, კონკრეტული ფაქტების გარეშე კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, ერთს გეტყვით: ძალიან არ მინდა, ამ საქმეში ძმები გაჩეჩილაძეები რამენაირად იყვნენ ჩართულნი.

- არც ფარული შეხვედრების შესახებ იცით, სადაც საუბარი უცნობის 25%-იანი წილის კიდევ ერთხელ გასხვისებასა და ამ წილით ვაჭრობაზე მიდიოდა?

- უცნობი 25%-იან წილს ვერ გაყიდის, რადგან პირვანდელ ხელშეკრულებაში წერია, რომ "უცნობს" ამ წილის მხოლოდ ძველი დამფუძნებლებისთვის გადაფორმება ანუ დაბრუნება შეუძლია. ეს ხელშეკრულება ძალაში მაშინვე შევა, როგორც კი წილებს ყადაღა მოეხსნება. ხელშეკრულება ოფიციალურად დარეგისტრირებულია და თუ რამე სხვა მოხდება, მაშინ საქმე პირდაპირ სასამართლოში წავა!

(შემოკლებული ვერსია)

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები