მომღერალ რიანას რეპერ A$AP Rocky-სთან რომანი აქვს. ამის შესახებ დასავლური პრესა წერს. რიანამ რეპერთან ერთად სიმღერა "Work" ჩაწერა. წყვილი ნიუ-იორკში სიმღერის კლიპზე მუშაობდა, როდესაც პაპარაცებმა ფოტოები გადაუღეს. ფოტოებზე ჩანს, რომ მომღერალი და რეპერი გადასაღები მოედნის მიღმა შეყვარებულებივით იქცევიან.
მეორე მხრივ, კლიპის სიუჟეტის მიხედვით, რიანა და A$AP Rocky შეყვარებულ წყვილს განასახირებენ, ამიტომ სკეპტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ მომღერლებმა უბრალოდ როლი კარგად მოირგეს: იცინოდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ.
თუმცა თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მომღერალსა და მუსიკოსს შორის ვნება გაჩნდა. ვრცელდება ჭორები, რომ წყვილის რომანი კლიპზე მუშაობის პარალელურად დაიწყო.
მომზადებულია Starslife-ის მიხედვით.