პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა ვენეციაში და იტალიელი ტურისტი, რომელიც თბილისელ ”სატრფოს” ეძებს
მოგზაურობა ვენეციაში და იტალიელი ტურისტი, რომელიც თბილისელ ”სატრფოს” ეძებს

ვე­ნე­ცია ნამ­დვი­ლი სა­ოც­რე­ბაა და თა­ვად უნდა შე­იგ­რძნო ის ემო­ცია, რო­მე­ლიც ამ წყალ­ში მო­ტივ­ტი­ვე ქა­ლა­ქის ხილ­ვი­სას გე­უფ­ლე­ბა, - სხვი­სი მო­ნა­ყო­ლი და ფო­ტო­ე­ბით ნა­ნა­ხი რე­ა­ლურ­თან შე­და­რე­ბით არა­ფე­რია...

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, სა­კუ­თა­რი თვა­ლით მე­ხი­ლა წმინ­და მარ­კო­ზის ტა­ძა­რი, მო­მე­ლო­ცა მისი საფ­ლა­ვი, გა­მე­სე­ირ­ნა გონ­დო­ლით და შე­მეგ­რძნო იტა­ლი­ის ეს მშვე­ნი­ე­რი ქა­ლა­ქი.

"ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლო­ბა" ჩემი ძმის ძველ­მა ნაც­ნობ­მა - ჯან­კარ­ლო ბრუ­ჯი­ნიმ გაგ­ვი­წია, რო­მე­ლიც რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში დაგ­ვხვდა. ორ­დღი­ან ექ­სკურ­სი­ა­ში სას­ტუმ­როც შე­დი­ო­და, მაგ­რამ სი­ნი­ორ ჯან­კარ­ლომ ჯავ­შა­ნი გაგ­ვა­უქ­მე­ბი­ნა და სა­კუ­თარ სახ­ლში მიგ­ვი­პა­ტი­ჟა, რაც არა მარ­ტო იტა­ლი­ა­ში, არა­მედ ევ­რო­პა­შიც იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა...

ვე­ნე­ცი­ი­სა და კუნ­ძულ მუ­რა­ნოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­თა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, ჯან­კარ­ლოს სახ­ლში მი­ვე­დით.

კარი მის­მა მე­უღ­ლემ - ლა­უ­რამ გაგ­ვი­ღო და სუფ­რაც იტა­ლი­უ­რი დე­ლი­კა­ტე­სე­ბით გა­ი­შა­ლა.

სე­ნი­ორ ჯან­კარ­ლო­სა და სი­ნი­ო­რა ლა­უ­რას შვი­ლე­ბი არ ჰყავთ და მათი ერ­თა­დერ­თი საზ­რუ­ნა­ვი - კატა ლუ­ჩი­აა, რომ­ლის სა­ხე­ლი "სხივს" ნიშ­ნავს. 14 წლის კატა-სხივ­მა სტუმ­რებს ალ­მა­ცე­რად გად­მოგ­ვხე­და და დი­ა­სახ­ლი­სის კალ­თას შე­ა­ფა­რა თავი.

სა­ო­ცა­რი ისიც აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯან­კარ­ლომ თა­მა­დო­ბა ითხო­ვა.

- იტა­ლი­ა­ში თა­მა­დო­ბა თუ იცო­დით, პირ­ვე­ლად გა­ვი­გე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 44 წლის წინ ვი­ყა­ვი და იქ ვნა­ხე თა­მა­და. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ეს ტრა­დი­ცია და ჩემს ოჯახ­ში დავ­ნერ­გე. ალ­ბათ თბი­ლის­ში უკვე ბევ­რი რამ უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ვიცი, ახლა მთავ­რო­ბაც ახა­ლი გყავთ. ჯერ ეკო­ნო­მი­კუ­რად გი­ჭირთ. გინ­დათ, ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს შე­უ­ერ­თდეთ, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ბევ­რი გაქვთ. მინ­და, ამ ჭი­ქით სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლებ­სა და თქვენ, ჩემს სტუმ­რებს გა­გი­მარ­ჯოთ!

- ქარ­თუ­ლი სუფ­რის ადათ-წე­სე­ბი კარ­გად და­გი­მახ­სოვ­რე­ბი­ათ.

- რა­ტო­მაც არა?! ჩემ­თვის ძვირ­ფა­სია ეს ქვე­ყა­ნა. თხოვ­ნა მაქვს - თბი­ლის­ში ერთი პი­როვ­ნე­ბა მო­მა­ძებ­ნი­ნეთ.

- ვის ეძებთ? იქ ვინ­მე გა­ი­ცა­ნით და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა გსურთ?

- ამ ჭი­ქით მინ­და, მა­რია ვა­დღეგ­რძე­ლო. რო­დე­საც თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, იქ გა­ვი­ცა­ნი. შე­მიყ­ვარ­და და დღე­საც მიყ­ვარს. იქ­ნებ მო­მა­ძებ­ნი­ნოთ მა­რია...

- 44 წე­ლია, ქარ­თვე­ლი მა­რია გიყ­ვართ და ეძებთ?!. მერე, სი­ნი­ო­რა ლა­უ­რა რას იტყვის?

სი­ნი­ო­რა ლა­უ­რა:

- ცო­ლად რომ მივ­ყვე­ბო­დი, მა­ში­ნაც ვი­ცო­დი, რომ ვი­ღაც ქარ­თვე­ლი მა­რია უყ­ვარ­და. ვი­ფიქ­რე, გა­უვ­ლის და მარ­ტო მე ვეყ­ვა­რე­ბი-მეთ­ქი (იცი­ნის), მაგ­რამ ალ­ბათ ძა­ლი­ან შე­აყ­ვა­რა ქარ­თველ­მა სი­ნი­ო­რამ თავი. უყ­ვარს და უყ­ვარ­დეს - ამის გამო სახ­ლი­დან არ გა­ვაგ­დებ. კარ­გი კა­ცია და თუ შეძ­ლო მა­რი­ას გა­რე­შე, ჩემ­თან, კი­დევ მო­ით­მენს ქარ­თვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გა­რე­შე.

- სი­ნი­ორ ჯან­კარ­ლო, სად გა­ი­ცა­ნით მა­რია?

- თბი­ლი­სის ცენ­ტრში პა­ტა­რა სკვე­რია. იქ შად­რე­ვა­ნია, სა­დაც რუსი პო­ე­ტის, პუშ­კი­ნის ძეგლი ალ­ბათ ახ­ლაც დგას. ამ სკვერ­თან სა­კონ­დიტ­რო იყო. მარ­თა­ლია, ტკბი­ლე­უ­ლი არ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ იქ მა­რია მუ­შა­ობ­და გამ­ყიდვ­ლად და მისი ხათ­რით, გავ­ლა-გა­მოვ­ლა­ზე ვყი­დუ­ლობ­დი ნამ­ცხვრებს და ვსვამ­დი ტკბილ, გა­ზი­ან წყალს. მოკ­ლედ, სა­ო­ცა­რი ქალი იყო ეს მა­რია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და შე­მიყ­ვარ­და.

- რო­გორ აუხ­სე­ნით სიყ­ვა­რუ­ლი? თქვენ ქარ­თუ­ლი არ იცით, მა­რი­ას იტა­ლი­უ­რი არ ეცო­დი­ნე­ბო­და...

- იმ­დენ­ჯერ შევ­დი­ო­დი მის სა­ნა­ხა­ვად, რომ მიხ­ვდა. თან, სულ თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ­დი. სა­ჩუ­ქა­რიც მი­ვუ­ძღვე­ნი!.. სიყ­ვა­რუ­ლის ენა ყვე­ლამ იცის... იტა­ლი­ა­ში წა­მოს­ვლამ­დე პა­ე­მან­ზე და­ვი­ბა­რე. სამ­სა­ხუ­რი რომ და­ამ­თავ­რა, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ვი­სე­ირ­ნეთ და ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბამ­დე მი­ვა­ცი­ლე.

- თბი­ლის­ში რა­ტომ იყა­ვით?

- მა­ში­ნაც ვი­ყა­ვი და ახ­ლაც პროფ­კავ­ში­რის აქ­ტი­ვის­ტი ვარ. პროფ­კავ­ში­რუ­ლი ხა­ზით, ტუ­რის­ტუ­ლი საგ­ზუ­რით ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი.

- მა­რი­ას გვა­რი არ იცით?

- ვი­ცო­დი, მაგ­რამ და­მა­ვი­წყდა... ჩემი თხოვ­ნაა, მო­მა­ძებ­ნი­ნოთ მა­რია. შე­იძ­ლე­ბა, ის გა­თხო­ვი­ლია და ალ­ბათ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ეყო­ლე­ბა, რად­გან ბევ­რი დროა გა­სუ­ლი ჩვე­ნი გაც­ნო­ბი­დან, მაგ­რამ მე მა­ინც მინ­და მისი ნახ­ვა. მის გამო თბი­ლის­ში ჩა­მო­ვალ, მის ოჯახ­საც გა­ვიც­ნობ - იმე­დია, მისი ქმა­რი არ გაბ­რაზ­დე­ბა. მათ ოჯახ­ში რო­გორც მე­გო­ბა­რი და კარ­გი სტუ­მა­რი მი­ვალ...

ჯან­კარ­ლო 69 წლი­საა. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, თავს მხნედ გრძნობს და 4 მსხვი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროფ­კავ­ში­რუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, მა­შინ­დელ ლე­ნი­ნის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე სა­კონ­დიტ­როს პერ­სო­ნალს მა­რია რქმე­ო­და, მისი სა­ხე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ - მა­რი­ნა, მარი ან მა­რი­ა­მი იქ­ნე­ბა. ალ­ბათ ახ­სოვს კი­დეც, იტა­ლი­ელ ტუ­რის­ტთან პა­ე­მა­ნი და ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბამ­დე მი­ცი­ლე­ბა და თუ ჩვენს მკი­თხვე­ლებს შო­რის აღ­მოჩ­ნდე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა, გა­მოგ­ვეხ­მა­უ­როს. ჯან­კარ­ლომ მის­თვის სა­ჩუ­ქა­რიც გა­მო­მა­ტა­ნა - ღვთის­მშობ­ლის კუ­ლო­ნი, რო­მე­ლიც ად­რე­სატს "გზის" რე­დაქ­ცი­ა­ში და­ე­ლო­დე­ბა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მოგზაურობა ვენეციაში და იტალიელი ტურისტი, რომელიც თბილისელ ”სატრფოს” ეძებს

მოგზაურობა ვენეციაში და იტალიელი ტურისტი, რომელიც თბილისელ ”სატრფოს” ეძებს

ვენეცია ნამდვილი საოცრებაა და თავად უნდა შეიგრძნო ის ემოცია, რომელიც ამ წყალში მოტივტივე ქალაქის ხილვისას გეუფლება, - სხვისი მონაყოლი და ფოტოებით ნანახი რეალურთან შედარებით არაფერია...

რამდენიმე კვირის წინ საშუალება მომეცა, საკუთარი თვალით მეხილა წმინდა მარკოზის ტაძარი, მომელოცა მისი საფლავი, გამესეირნა გონდოლით და შემეგრძნო იტალიის ეს მშვენიერი ქალაქი.

"ექსკურსიამძღოლობა" ჩემი ძმის ძველმა ნაცნობმა - ჯანკარლო ბრუჯინიმ გაგვიწია, რომელიც რკინიგზის სადგურში დაგვხვდა. ორდღიან ექსკურსიაში სასტუმროც შედიოდა, მაგრამ სინიორ ჯანკარლომ ჯავშანი გაგვაუქმებინა და საკუთარ სახლში მიგვიპატიჟა, რაც არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპაშიც იშვიათი შემთხვევაა...

ვენეციისა და კუნძულ მურანოს ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების შემდეგ, ჯანკარლოს სახლში მივედით.

კარი მისმა მეუღლემ - ლაურამ გაგვიღო და სუფრაც იტალიური დელიკატესებით გაიშალა.

სენიორ ჯანკარლოსა და სინიორა ლაურას შვილები არ ჰყავთ და მათი ერთადერთი საზრუნავი - კატა ლუჩიაა, რომლის სახელი "სხივს" ნიშნავს. 14 წლის კატა-სხივმა სტუმრებს ალმაცერად გადმოგვხედა და დიასახლისის კალთას შეაფარა თავი.

საოცარი ისიც აღმოჩნდა, რომ ჯანკარლომ თამადობა ითხოვა.

- იტალიაში თამადობა თუ იცოდით, პირველად გავიგე.

- საქართველოში 44 წლის წინ ვიყავი და იქ ვნახე თამადა. ძალიან მომეწონა ეს ტრადიცია და ჩემს ოჯახში დავნერგე. ალბათ თბილისში უკვე ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. თვალყურს ვადევნებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ვიცი, ახლა მთავრობაც ახალი გყავთ. ჯერ ეკონომიკურად გიჭირთ. გინდათ, ევროპულ ქვეყნებს შეუერთდეთ, მაგრამ პრობლემა ბევრი გაქვთ. მინდა, ამ ჭიქით საქართველოს, ქართველებსა და თქვენ, ჩემს სტუმრებს გაგიმარჯოთ!

- ქართული სუფრის ადათ-წესები კარგად დაგიმახსოვრებიათ.

- რატომაც არა?! ჩემთვის ძვირფასია ეს ქვეყანა. თხოვნა მაქვს - თბილისში ერთი პიროვნება მომაძებნინეთ.

- ვის ეძებთ? იქ ვინმე გაიცანით და ურთიერთობების აღდგენა გსურთ?

- ამ ჭიქით მინდა, მარია ვადღეგრძელო. როდესაც თბილისში ვიყავი, იქ გავიცანი. შემიყვარდა და დღესაც მიყვარს. იქნებ მომაძებნინოთ მარია...

- 44 წელია, ქართველი მარია გიყვართ და ეძებთ?!. მერე, სინიორა ლაურა რას იტყვის?

სინიორა ლაურა:

- ცოლად რომ მივყვებოდი, მაშინაც ვიცოდი, რომ ვიღაც ქართველი მარია უყვარდა. ვიფიქრე, გაუვლის და მარტო მე ვეყვარები-მეთქი (იცინის), მაგრამ ალბათ ძალიან შეაყვარა ქართველმა სინიორამ თავი. უყვარს და უყვარდეს - ამის გამო სახლიდან არ გავაგდებ. კარგი კაცია და თუ შეძლო მარიას გარეშე, ჩემთან, კიდევ მოითმენს ქართველი შეყვარებულის გარეშე.

- სინიორ ჯანკარლო, სად გაიცანით მარია?

- თბილისის ცენტრში პატარა სკვერია. იქ შადრევანია, სადაც რუსი პოეტის, პუშკინის ძეგლი ალბათ ახლაც დგას. ამ სკვერთან საკონდიტრო იყო. მართალია, ტკბილეული არ მიყვარდა, მაგრამ იქ მარია მუშაობდა გამყიდვლად და მისი ხათრით, გავლა-გამოვლაზე ვყიდულობდი ნამცხვრებს და ვსვამდი ტკბილ, გაზიან წყალს. მოკლედ, საოცარი ქალი იყო ეს მარია, ძალიან ლამაზი და შემიყვარდა.

- როგორ აუხსენით სიყვარული? თქვენ ქართული არ იცით, მარიას იტალიური არ ეცოდინებოდა...

- იმდენჯერ შევდიოდი მის სანახავად, რომ მიხვდა. თან, სულ თვალებში ვუყურებდი. საჩუქარიც მივუძღვენი!.. სიყვარულის ენა ყველამ იცის... იტალიაში წამოსვლამდე პაემანზე დავიბარე. სამსახური რომ დაამთავრა, რუსთაველის გამზირზე გავისეირნეთ და ავტობუსის გაჩერებამდე მივაცილე.

- თბილისში რატომ იყავით?

- მაშინაც ვიყავი და ახლაც პროფკავშირის აქტივისტი ვარ. პროფკავშირული ხაზით, ტურისტული საგზურით ვიყავი ჩასული.

- მარიას გვარი არ იცით?

- ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა... ჩემი თხოვნაა, მომაძებნინოთ მარია. შეიძლება, ის გათხოვილია და ალბათ შვილიშვილებიც ეყოლება, რადგან ბევრი დროა გასული ჩვენი გაცნობიდან, მაგრამ მე მაინც მინდა მისი ნახვა. მის გამო თბილისში ჩამოვალ, მის ოჯახსაც გავიცნობ - იმედია, მისი ქმარი არ გაბრაზდება. მათ ოჯახში როგორც მეგობარი და კარგი სტუმარი მივალ...

ჯანკარლო 69 წლისაა. ასაკის მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობს და 4 მსხვილი ორგანიზაციის პროფკავშირული გაერთიანების ხელმძღვანელია. ნაკლებად სავარაუდოა, მაშინდელ ლენინის მოედანზე მდებარე საკონდიტროს პერსონალს მარია რქმეოდა, მისი სახელი სავარაუდოდ - მარინა, მარი ან მარიამი იქნება. ალბათ ახსოვს კიდეც, იტალიელ ტურისტთან პაემანი და ავტობუსების გაჩერებამდე მიცილება და თუ ჩვენს მკითხველებს შორის აღმოჩნდება, კარგი იქნება, გამოგვეხმაუროს. ჯანკარლომ მისთვის საჩუქარიც გამომატანა - ღვთისმშობლის კულონი, რომელიც ადრესატს "გზის" რედაქციაში დაელოდება.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია