პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
შოუბიზნესის ”სერთა პალატა”
შოუბიზნესის ”სერთა პალატა”

მიკ ჯა­გე­რი: "ის, ვინც ის­ტო­რი­ამ უკვე გა­და­ხა­ზა"

ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის Rolling Stones-ის ლი­დერს, მიკ ჯა­გერს წელს, 26 ივ­ლისს და­ბა­დე­ბი­დან 70 წელი შე­უს­რულ­და. ის 50 წელ­ზე მე­ტია, რაც სცე­ნა­ზეა და როკ-ენ-რო­ლის ის­ტო­რი­ა­ში ჯერ კი­დევ ამო­უც­ნობ გმი­რად რჩე­ბა.

კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი დიდ­ხანს კა­მა­თობ­დნენ, რაში დას­ჭირ­და მიკ ჯა­გერს ყო­ფი­ლი­ყო ფილ­მის - "კოდი "ენიგ­მა" - პრო­დი­უ­სე­რი. ფილ­მი­სა, რო­მელ­შიც ბრი­ტა­ნე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი ცდი­ლო­ბენ ამოხ­სნან ლე­გენ­და­რუ­ლი გერ­მა­ნუ­ლი და­სა­შიფ­რი მან­ქა­ნის - Enigma-ს სა­ი­დუმ­ლო კოდი. იმის­თვის ხომ არა, რომ მხო­ლოდ პა­წა­წი­ნა ეპი­ზო­დურ როლ­ში გა­ებრწყი­ნა? - მუ­სი­კის კრი­ტი­კო­სე­ბი კი ამა­ზე იძ­ლე­ვი­ან პა­სუხს: - "ჯა­გერს უნ­დო­და ეთ­ქვა, რომ ნამ­დვი­ლი "ენიგ­მა"-გა­მო­ცა­ნა - სწო­რედ ის არის.

თა­ვის თავ­ზე მიკი ძა­ლი­ან ცო­ტას ჰყვე­ბა, არა­და, მთე­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე ათა­სო­ბით ინ­ტერ­ვიუ აქვს მე­დი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი. ის ყო­ველ­თვის გვერდს უვ­ლი­და ჟურ­ნა­ლის­ტთა შე­კი­თხვებს. ერ­თა­დერ­თი "აღ­სა­რე­ბი­თი" ინ­ტერ­ვიუ მან 1995 წელს, მე­გობ­რუ­ლად მხო­ლოდ ჟურ­ნალ "რო­ლინგ სტო­უნ­სის" და­მა­არ­სე­ბელ­სა და მთა­ვარ რე­დაქ­ტორ ჯენ უე­ნერს მის­ცა. თუმ­ცა სენ­სა­ცი­უ­რი დე­ტა­ლე­ბით არც ეს ინ­ტერ­ვიუ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. "ფრო­ი­დის­ტებს" კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­დათ. ისი­ნი ხომ მი­კის ბავ­შვო­ბა­ში ეძებ­დნენ მი­ზე­ზებს, რომ­ლებ­მაც იგი როკ-ენ-რო­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მიკ ჯა­გერს ნორ­მა­ლუ­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და. მა­მა­მი­სი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, დედა - კოს­მე­ტო­ლო­გი. ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­სა და შვი­ლებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ზრდიდ­ნენ.

მიკი უფ­რო­სი იყო. ის დარ­ტფორდში, კენ­ტის საგ­რა­ფო­ში 1943 წლის 26 ივ­ლისს და­ი­ბა­და. იქვე გა­ი­ზარ­და და და­წყე­ბით სკო­ლა­ში ერთ ყურ­პან­ტუ­რა, ცხვი­რა ბი­ჭუ­ნას, რი­ჩარდს და­უ­მე­გობ­რდა. თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი 1954 წლამ­დე ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლა­დაც ცხოვ­რობ­დნენ. შემ­დეგ რი­ჩარდსე­ბი სხვა­გან გა­და­ვიდ­ნენ და ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ 1960 წელს, დარ­ტფორ­დის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში შეხ­ვდნენ. რომ არა ეს შეხ­ვედ­რა, შე­საძ­ლოა, ჯგუფს, სა­ხელ­წო­დე­ბით Rolling Stones -ს სუ­ლაც არ ეარ­სე­ბა.

ხე­ლახ­ლა და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ძვე­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ლონ­დონ­ში ერ­თად და­სახ­ლდნენ. მათ შე­უ­ერ­თდა ბრა­ი­ან ჯონ­სი, გი­ტა­რის­ტი, რო­მელ­საც რი­ჩარდსთან ერ­თად სა­კუ­თა­რი ჯგუ­ფის შექ­მნა უნ­დო­და. ჯა­გე­რი კი იმ­დე­ნად კარ­გად სწავ­ლობ­და, რომ ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კი­სა და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­ხელ­გან­თქმულ სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც XX სა­უ­კუ­ნის მრა­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე აღი­ზარ­და. ის მონ­დო­მე­ბით გა­ნაგ­რძობ­და სწავ­ლას და ამ­ბობ­და, რომ ან ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­დე­ბო­და, ან პო­ლი­ტი­კო­სი (საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ შე­უ­და­რე­ბია პოპ­ვარ­სკვლა­ვო­ბის­თვის), ვარ­სკვლა­ვო­ბის­კენ კი ყო­ველ­თვის მი­ილ­ტვო­და.

რად­გან ბავ­შვო­ბა­ში სა­ეკ­ლე­სიო გუნდში მღე­რო­და და ჩი­ნე­ბუ­ლი სმე­ნა ჰქონ­და, მე­გობ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ის ჯგუ­ფის სო­ლის­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ან­სამ­ბლის დე­ბი­უ­ტი 1962 წელს, ლონ­დო­ნის ჯაზ-კლუბ­ში შედ­გა. ორ კვი­რა­ში მიკს 19 წელი უს­რულ­დე­ბო­და. მან სწავ­ლაც მი­ა­ტო­ვა, რი­თაც მამა ძალ­ზე გა­ა­ნა­წყე­ნა. ერთ წე­ლი­წად­ში ჯა­გე­რის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. "რო­ლინ­გებ­ზე" მთე­ლი ბრი­ტა­ნე­თი ალა­პა­რაკ­და. მიკს პირ­ვე­ლი გერლფ­რენ­დიც გა­უჩ­ნდა - დამ­წყე­ბი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი, კრი­სი შრიმპტო­ნი. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო იმ ქალ­თა "არ­მი­ი­სა", რო­მე­ლიც ჯა­გე­რის ცხოვ­რე­ბას თან სდევს. ის არას­დროს გა­ნიც­დი­და საყ­ვარ­ლე­ბის, ცო­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, მის გამო დეპ­რე­სია იპყრობ­დათ, ეძა­ლე­ბოდ­ნენ ნარ­კო­ტი­კებს და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზეც კი მი­დი­ოდ­ნენ... თუმ­ცა მიკი ამას არად და­გი­დევ­დათ.

მო­რი­გი გუ­ლის და­პყრო­ბის შემ­დეგ წი­ნა­მორ­ბე­დი წარ­სულ­ში ინაც­ვლებ­და და იწყე­ბო­და ახა­ლი რო­მა­ნი (თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა გა­მოთ­ვლე­ბით, მისი ალერ­სის ობი­ექ­ტი 2000 ქალი მა­ინც ყო­ფი­ლა).

ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ჯა­გერს ჯერი ჰოლ­თან (მას­ზე 30 წლით უმ­ცროს, ტე­ხა­სელ ლა­მაზ­მან­თან და მო­დელ­თან) ჰქონ­და. მათ ერ­თად 22 წელი იცხოვ­რეს და ოთხი შვი­ლიც გა­ა­ჩი­ნეს. ჯერი დიდ­ხანს ით­მენ­და ქმრის ღა­ლატს, მა­ში­ნაც კი, როცა მიკს მო­რი­გი რო­მა­ნი კარ­ლა ბრუ­ნის­თან ჰქონ­და. სა­ბო­ლო­ოდ ისევ ჯა­გე­რი წა­ვი­და (რო­გორც ყო­ველ­თვის).

მი­კის ხიბლს გვერ­დი ვერც სა­მე­ფო ოჯახ­მა აუ­ა­რა. პრინ­ცე­სა მარ­გა­რე­ტიც მი­სით იმ­დე­ნად იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რომ ერთი ელი­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ მა­რი­ხუ­ა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის სკან­დალ­შიც კი გა­ეხ­ვია.

ბოლო 12 წე­ლია, მიკ ჯა­გე­რი დი­ზა­ი­ნერ ლო­რენ სკოტ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც მას­ზე 24 წლით უმ­ცრო­სია.

2003 წელს ჯა­გერს, რო­გორც იქნა, რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს: მა­ნამ­დე დე­დო­ფალ­მა ხუთ­ჯერ გა­ნა­ცხა­და უარი, ხელი მო­ე­წე­რა და­ჯილ­დო­ე­ბის ქა­ღალ­დის­თვის. მე­ექ­ვსე ჯერ­ზე კი მო­ი­მი­ზე­ზა, რომ სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი მუხ­ლის სახ­სარ­ზე. სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მიკ ჯა­გერს ჯილ­დო პრინცმა ჩარლზ­მა გა­დას­ცა.

30 წლის მან­ძილ­ზე მიკ ჯა­გე­რი თით­ქმის არ შეც­ვლი­ლა. ის ისე­თი­ვე ენერ­გი­ით დაქ­რის სცე­ნა­ზე; სხვა­თა შო­რის, არც ეწე­ვა, არც სვამს, გა­ტა­ცე­ბუ­ლია იო­გით, ვარ­ჯი­შობს სა­ბა­ლე­ტო ძელ­თან; თა­ვის მე­გობ­რებ­სა და ქა­ლებს კი ავო­კა­დოს სჩ­რის და უმ­ტკი­ცებს, რომ მას­ში სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­დის, რაც ახალ­გაზ­რდო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ, - ჰყვე­ბა ჯა­გე­რი, - ნიუ-იორ­კის ერთ რეს­ტო­რან­ში, ჩემ გვერ­დით მა­გი­დას­თან იჯდა ოჯა­ხი - მშობ­ლე­ბი, პა­ტა­რა ბი­ჭთან ერ­თად. წყნა­რი რეს­ტო­რა­ნი გახ­ლდათ, არა­ვინ არა­ვის ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და... უეც­რად ბიჭი მა­მა­მისს ეკი­თხე­ბა: "ვინ უფრო მა­გა­რი იყო, "რო­ლინ­გე­ბი" თუ "ბით­ლე­ბი"? - "არ ვიცი", - უპა­სუ­ხა მა­მამ. მან ისიც კი არ უთხრა შვილს, - "შე­ე­კი­თხეო მას" - ჩემ­ზე. აი, იმ მო­მენ­ტში ვიგ­რძე­ნი, რო­გო­რია იყო ის, ვინც ის­ტო­რი­ამ უკვე გა­და­ხა­ზა"...

პოლ მა­კარტნი თუ თვით­მარ­ქვია ორე­უ­ლი?..

და­სავ­ლურ პრე­სა­ში დიდი ხა­ნია გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ... პოლ მა­კარტნი (ლე­გენ­და­რუ­ლი ოთხე­უ­ლის რჩე­უ­ლი წევ­რი) სი­ნამ­დვი­ლე­ში დიდი ხა­ნია, ცო­ცხა­ლი აღარ არის და ის ჯერ კი­დევ 1966 წელს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა, "ახ­ლან­დე­ლი" სერ პოლ მა­კარტნის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი კი - უილ კემ­პბე­ლია. საქ­მე ასე იყო: ტრა­გე­დი­ამ­დე ერთი წლით ადრე, უი­ლი­ამ­მა ორე­უ­ლე­ბის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა, რომ­ლე­ბიც ლი­ვერ­პუ­ლე­ლი ოთხე­უ­ლის ზე­ო­ბის ხა­ნა­ში სა­ოც­რად გამ­რავ­ლდნენ. ყვე­ლა მათ­გა­ნი "ბა­კე­ბით", შუბ­ლზე გად­მო­წე­უ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბი­თა და ყე­ლი­ა­ნი სვი­ტე­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და... კემ­პბე­ლი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "მა­კარტნი", სა­უ­კე­თე­სო იყო, რად­გან მშვე­ნივ­რად მღე­რო­და და კარ­გად უკ­რავ­და გი­ტა­რა­ზე. "ბითლზის" მე­ნე­ჯერ­მა, ბრა­ი­ან ეპშ­ტე­ინ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­დას­ცა ჯილ­დო - ეს იყო ან­სამ­ბლის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თი და აბ­რე­შუ­მის ბაფ­თა კერ­პის სა­მო­სი­დან.

ეპშ­ტე­ინ­მა ეს ამ­ბა­ვი ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში გა­იხ­სე­ნა, როცა ერთ დი­ლას, გამ­თე­ნი­ი­სას, 5 სა­ათ­ზე პო­ლის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო. მე­ნე­ჯე­რი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა: სი­ცო­ცხლე თუ სიკ­ვდი­ლი? მან სი­ცო­ცხლე არ­ჩია და უი­ლი­ამს და­უ­კავ­შირ­და. შემ­დეგ რაც იყო, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. ან­სამ­ბლის და­ნარ­ჩენ­მა წევ­რებ­მაც, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ, მაგ­რამ არაფ­რის თქმა არ შე­ეძ­ლოთ. ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ცდი­ლობ­დნენ. აი, თუნ­დაც ტრა­გე­დი­ი­დან პირ­ვე­ლი ჩა­წე­რი­ლი ალ­ბო­მის Sergaent Pepper"s ყდა­ზე ვხე­დავთ ახალ საფ­ლავს, ზედ ყვა­ვი­ლე­ბით მა­კარტნის ბას-გი­ტა­რაა გა­მო­სა­ხუ­ლი. ის მარ­ცხე­ნა ხე­ლის მხა­რე­საა მო­თავ­სე­ბუ­ლი (მა­კარტნი ხომ ცა­ცი­აა). გვერ­დით - თო­ჯი­ნა ავ­ტო­მო­ბილ­ზე, ცენ­ტრში - დოლი, წარ­წე­რით Lonely Hearts. სიმ­ღე­რის ტექ­სტშიც მრა­ვა­ლი ქა­რაგ­მაა: "პარ­კი­რე­ბის ავ­ტო­მატ­თან მე რი­ტას ყუ­რე­ბამ გა­მი­ტა­ცა"..., "მან ვერ შე­ამ­ჩნია, რო­გორ გა­და­ირ­თო შუქ­ნი­შა­ნი..."; "მისი ტვი­ნი სა­ლონ­ში იყო გას­ხმუ­ლი..." და სხვ.

და­ნამ­დვი­ლე­ბით არ არის ცნო­ბი­ლი, ეს მითი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მო­ი­გო­ნეს თუ შო­უ­ბიზ­ნე­სის მეს­ვე­უ­რებ­მა... ან იქ­ნებ ყვე­ლა­ფე­რი გვი­ან გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი სი­მარ­თლეა?..

როცა სერ პოლს (თუ კემ­პბელს, მოკ­ლედ - ვინც უნდა იყოს...) შე­კი­თხვით მი­მარ­თეს, მან გა­ნა­ცხა­და: "შო­უ­ბიზ­ნე­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა სუ­ლაც არა აქვს, ვინ არის ცო­ცხა­ლი და ვინ - მკვდა­რი. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - რო­გორ იყი­დე­ბა ის"...

ელ­ტონ ჯონი - "ჩემი მხო­ლოდ დე­დას სჯე­რო­და"

ლორდთა პა­ლა­ტის წევ­რმა, "მსოფ­ლი­ოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტმა" ელ­ტონ ერ­კი­ულ ჯონ­მა ყვი­თე­ლი ფე­რის გა­ნი­ე­რი შარ­ვა­ლი გა­ი­ხა­და. ტუ­ა­ლე­ტის მა­გი­და­ზე მსუ­ბუ­ქი ღრუ­ბე­ლი­ვით და­ეშ­ვა ფლა­მინ­გოს ბუმ­ბუ­ლის ვარ­დის­ფე­რი შარ­ფი. იქვე და­ე­ცა შლა­პაც, რო­მე­ლიც რა­ღა­ცით სა­შო­ბაო პუ­დინგს უფრო ჰგავ­და და... სერ ელ­ტონ ერ­კი­ულ ჯონი გაქ­რა. ვერ­ცხლით მო­ვა­რა­ყე­ბულ სარ­კე­ში გა­მო­ი­სა­ხა რე­ჯი­ნალდ დუ­ა­ი­ტი - მსუ­ქა­ნი რეჯი - რო­გორც მას თა­ნა­ტო­ლე­ბი ეძახ­დნენ და­ახ­ლო­ე­ბით 50-ზე მეტი წლის წინ. საყ­ვა­რელ­მა გო­გო­ნამ მას პინგვი­ნი რეჯი შე­არ­ქვა. მამა იდი­ოტ რე­ჯით მო­იხ­სე­ნი­ებ­და. აი, დედა კი - სულ სხვა საქ­მეა. ის მუ­დამ ოქ­როს ბი­ჭუ­ნას ეძახ­და და მხო­ლოდ ის აღ­მოჩ­ნდა მარ­თა­ლი...

მისი სის­ხლი და ხორ­ცი - მამა - სტენ­ლი დუ­ა­ი­ტი ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის მოხ­დე­ნი­ლი მა­მა­კა­ცი თავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლად თვლი­და. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ მის­ნა­ირ მა­მა­კაცს ასე­თი მსუ­ქა­ნი, მო­უქ­ნე­ლი ბიჭი ჰყო­ლო­და?!. განა ლომს შე­უძ­ლია, ზღვის გოჭი და­ბა­დოს?.. თუმ­ცა რა­ღაც მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ნიშ­ნე­ბი მა­ინც ჰქონ­და. სტენ­ლი სამ­ხედ­რო მუ­სი­კო­სი იყო. რე­ჯიც უკვე 4 წლის ასაკ­ში მი­უჯ­და პი­ა­ნი­ნოს. სტენ­ლის­თვის მუ­სი­კა მხო­ლოდ სა­მუ­შაო იყო და სახ­ლში სი­წყნა­რე ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. ვა­ჟიშ­ვი­ლი კი, თა­ვის მო­სუ­ლე­ლო დე­დას­თან ერ­თად, კლა­ვი­შებ­ზე უბარ­ტყუ­ნებ­და...

ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში ელ­ტონ­მა ბავ­შვო­ბა­ზე და­წე­რა: "მა­მა­ჩე­მი ისე ხში­რად მი­მე­ო­რებ­და, რომ კაცს უნდა ვგვა­ნე­ბო­დი, უბ­რა­ლოდ აღარ მო­მინ­და კა­ცად ყოფ­ნა. მას მუ­სი­კა სძულ­და, ვერ იტან­და ექ­სტრა­ვა­გან­ტურ ნივ­თებს და მკა­ფიო ფე­რებს.

ამი­ტო­მაც გავ­ხდი მუ­სი­კო­სი და ყვე­ლა­ზე ში­ზო­ი­დუ­რი ჰალ­სტუ­ხე­ბის, სათ­ვა­ლე­ე­ბი­სა და პი­ჯა­კე­ბის კო­ლექ­ცია შე­ვაგ­რო­ვე... ჰოუ, მა­მი­ლო, რო­გორ მოგ­წონს ჩემი ახა­ლი შლა­პა?!."

16 წლი­სამ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, ჯგუ­ფი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. კლა­ვი­ში­ან ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე უკ­რავ­და, ისე კი ძა­ლი­ან უნ­დო­და ემ­ღე­რა. მას მა­ღა­ლი, ოდ­ნავ გაბ­ზა­რუ­ლი ხმა ჰქონ­და. სუ­ლაც არ იყო სხვებ­ზე ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ გა­რეგ­ნო­ბა?.. ბლუ­ზის მცოდ­ნე­ნი მას გა­სა­გებ ენა­ზე უხ­სნიდ­ნენ: მა­გა­ლი­თად, გა­მო­დი­ხარ სცე­ნა­ზე და მღე­რი - "მე შენი სიზ­მრე­ბის დარ­დი ვარ, გამ­ქრა­ლი მთვა­რის სხი­ვი, ლა-ლა-ლა!" - ყვე­ლა ხომ სი­ცი­ლით და­ი­ხო­ცე­ბა. და­ი­ვი­წყე, ბიჭო, ეს ყვე­ლა­ფე­რი!

სად არი­ან ახლა ეს მრჩევ­ლე­ბი? ეს­წრე­ბი­ან მის კონ­ცერ­ტებს? ხე­და­ვენ, რო­გო­რი გა­რინ­დე­ბით ელის პუბ­ლი­კა მო­რიგ შლა­გერს?..

ოდეს­ღაც რე­ჯის უყ­ვარ­და ერთი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მას მას­ხა­რად იგ­დებ­და. მას ლინ­და ერ­ქვა. ერთხელ ბიჭი იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ თვით­მკვლე­ლო­ბაც კი სცა­და. გაზი გახ­სნა და ქუ­რის გვერ­დით დაწ­ვა. ერთხანს ასე იწვა, თავ­ში კი რა­ღაც მო­ტი­ვი უტ­რი­ა­ლებ­და - "და­სა­ნა­ნი იქ­ნე­ბა, თუ მას ვე­რა­ვინ მო­ის­მენს", - გა­ი­ფიქ­რა, გაზი გა­და­კე­ტა და რო­ი­ალს მი­უჯ­და.

ლინ­და ვი­ღაც მე­ხან­ძრეს გაჰ­ყვა ცო­ლად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელ­ტონს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც სწერ­და, - ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვ­სო. ელ­ტონ­მა მას სა­ჩუქ­რად სათ­ვა­ლე და სა­კუ­თა­რი ინ­ტი­მუ­რი მე­გობ­რის (დე­ვიდ ფურ­ნი­შის) ფოტო გა­უგ­ზავ­ნა...

მხო­ლოდ დედა იყო ის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მისი სჯე­რო­და. მან წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რად, რე­ჯის "ოქ­როს ბიჭი" შე­აქ­ვა.

ელ­ტო­ნის მა­მუ­ლი უინ­ძორ­ში ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტი­თაა გა­და­ტე­ნი­ლი. აქვს ძვირ­ფა­სი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის კო­ლექ­ცია; ბრო­ლის აუზი წყლის შრო­შა­ნე­ბით... საკ­ვებს ოქრო-ვერ­ცხლით მო­ვა­რა­ყე­ბუ­ლი სერ­ვი­ზი­დან შე­ექ­ცე­ვა, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ბურ­ბო­ნებს ეკუთ­ვნო­დათ. სძი­ნავს სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნატ­ზე, უი­ლი­ამ III-ის აპარ­ტა­მენ­ტე­ბი­დან. ძი­ლის წინ კი აუ­ცი­ლებ­ლად პი­რად სამ­ლოც­ვე­ლო­ში შე­დის და დე­დას იხ­სე­ნი­ებს - "ღმერ­თო, არ მო­აკ­ლო წყა­ლო­ბა დე­და­ჩემს..."

მო­ამ­ზა­და ირი­ნა ჯან­დი­ერ­მა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

შოუბიზნესის ”სერთა პალატა”

შოუბიზნესის ”სერთა პალატა”

მიკ ჯაგერი: ”ის, ვინც ისტორიამ უკვე გადახაზა”

ლეგენდარული ჯგუფის Rolling Stones-ის ლიდერს, მიკ ჯაგერს წელს, 26 ივლისს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. ის 50 წელზე მეტია, რაც სცენაზეა და როკ-ენ-როლის ისტორიაში ჯერ კიდევ ამოუცნობ გმირად რჩება.

კინოკრიტიკოსები დიდხანს კამათობდნენ, რაში დასჭირდა მიკ ჯაგერს ყოფილიყო ფილმის - ”კოდი ”ენიგმა” - პროდიუსერი. ფილმისა, რომელშიც ბრიტანელი მათემატიკოსები ცდილობენ ამოხსნან ლეგენდარული გერმანული დასაშიფრი მანქანის - Enigma-ს საიდუმლო კოდი. იმისთვის ხომ არა, რომ მხოლოდ პაწაწინა ეპიზოდურ როლში გაებრწყინა? - მუსიკის კრიტიკოსები კი ამაზე იძლევიან პასუხს: - ”ჯაგერს უნდოდა ეთქვა, რომ ნამდვილი ”ენიგმა”-გამოცანა - სწორედ ის არის.

თავის თავზე მიკი ძალიან ცოტას ჰყვება, არადა, მთელი კარიერის მანძილზე ათასობით ინტერვიუ აქვს მედიისთვის მიცემული. ის ყოველთვის გვერდს უვლიდა ჟურნალისტთა შეკითხვებს. ერთადერთი ”აღსარებითი” ინტერვიუ მან 1995 წელს, მეგობრულად მხოლოდ ჟურნალ ”როლინგ სტოუნსის” დამაარსებელსა და მთავარ რედაქტორ ჯენ უენერს მისცა. თუმცა სენსაციური დეტალებით არც ეს ინტერვიუ გამოირჩეოდა. ”ფროიდისტებს” კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ისინი ხომ მიკის ბავშვობაში ეძებდნენ მიზეზებს, რომლებმაც იგი როკ-ენ-როლამდე მიიყვანა. სინამდვილეში კი მიკ ჯაგერს ნორმალური ბავშვობა ჰქონდა. მამამისი სკოლის მასწავლებელი იყო, დედა - კოსმეტოლოგი. ისინი ერთმანეთსა და შვილებს დიდი სიყვარულით ზრდიდნენ.

მიკი უფროსი იყო. ის დარტფორდში, კენტის საგრაფოში 1943 წლის 26 ივლისს დაიბადა. იქვე გაიზარდა და დაწყებით სკოლაში ერთ ყურპანტურა, ცხვირა ბიჭუნას, რიჩარდს დაუმეგობრდა. თანაკლასელები 1954 წლამდე ერთმანეთის მეზობლადაც ცხოვრობდნენ. შემდეგ რიჩარდსები სხვაგან გადავიდნენ და ბიჭები ერთმანეთს მხოლოდ 1960 წელს, დარტფორდის რკინიგზის სადგურში შეხვდნენ. რომ არა ეს შეხვედრა, შესაძლოა, ჯგუფს, სახელწოდებით Rolling Stones -ს სულაც არ ეარსება.

ხელახლა დამეგობრებული ძველი თანაკლასელები ლონდონში ერთად დასახლდნენ. მათ შეუერთდა ბრაიან ჯონსი, გიტარისტი, რომელსაც რიჩარდსთან ერთად საკუთარი ჯგუფის შექმნა უნდოდა. ჯაგერი კი იმდენად კარგად სწავლობდა, რომ ლონდონის უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სახელგანთქმულ სკოლაში ჩააბარა, სადაც XX საუკუნის მრავალი სახელმწიფო მოღვაწე აღიზარდა. ის მონდომებით განაგრძობდა სწავლას და ამბობდა, რომ ან ჟურნალისტი გახდებოდა, ან პოლიტიკოსი (საქმიანობა, რომელიც არაერთხელ შეუდარებია პოპვარსკვლავობისთვის), ვარსკვლავობისკენ კი ყოველთვის მიილტვოდა.

რადგან ბავშვობაში საეკლესიო გუნდში მღეროდა და ჩინებული სმენა ჰქონდა, მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ის ჯგუფის სოლისტი უნდა ყოფილიყო.

ანსამბლის დებიუტი 1962 წელს, ლონდონის ჯაზ-კლუბში შედგა. ორ კვირაში მიკს 19 წელი უსრულდებოდა. მან სწავლაც მიატოვა, რითაც მამა ძალზე გაანაწყენა. ერთ წელიწადში ჯაგერის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ”როლინგებზე” მთელი ბრიტანეთი ალაპარაკდა. მიკს პირველი გერლფრენდიც გაუჩნდა - დამწყები მოდელი და მსახიობი, კრისი შრიმპტონი. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ ქალთა ”არმიისა”, რომელიც ჯაგერის ცხოვრებას თან სდევს. ის არასდროს განიცდიდა საყვარლების, ცოლებისა და შვილების ნაკლებობას, მის გამო დეპრესია იპყრობდათ, ეძალებოდნენ ნარკოტიკებს და თვითმკვლელობაზეც კი მიდიოდნენ... თუმცა მიკი ამას არად დაგიდევდათ.

მორიგი გულის დაპყრობის შემდეგ წინამორბედი წარსულში ინაცვლებდა და იწყებოდა ახალი რომანი (თაყვანისმცემელთა გამოთვლებით, მისი ალერსის ობიექტი 2000 ქალი მაინც ყოფილა).

ყველაზე ხანგრძლივი თანაცხოვრება ჯაგერს ჯერი ჰოლთან (მასზე 30 წლით უმცროს, ტეხასელ ლამაზმანთან და მოდელთან) ჰქონდა. მათ ერთად 22 წელი იცხოვრეს და ოთხი შვილიც გააჩინეს. ჯერი დიდხანს ითმენდა ქმრის ღალატს, მაშინაც კი, როცა მიკს მორიგი რომანი კარლა ბრუნისთან ჰქონდა. საბოლოოდ ისევ ჯაგერი წავიდა (როგორც ყოველთვის).

მიკის ხიბლს გვერდი ვერც სამეფო ოჯახმა აუარა. პრინცესა მარგარეტიც მისით იმდენად იყო გატაცებული, რომ ერთი ელიტური წვეულების შემდეგ მარიხუანის გამოყენებისთვის სკანდალშიც კი გაეხვია.

ბოლო 12 წელია, მიკ ჯაგერი დიზაინერ ლორენ სკოტთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მასზე 24 წლით უმცროსია.

2003 წელს ჯაგერს, როგორც იქნა, რაინდის წოდება მიანიჭეს: მანამდე დედოფალმა ხუთჯერ განაცხადა უარი, ხელი მოეწერა დაჯილდოების ქაღალდისთვის. მეექვსე ჯერზე კი მოიმიზეზა, რომ სასწრაფო ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი მუხლის სახსარზე. სადღესასწაულო ცერემონიაზე მიკ ჯაგერს ჯილდო პრინცმა ჩარლზმა გადასცა.

30 წლის მანძილზე მიკ ჯაგერი თითქმის არ შეცვლილა. ის ისეთივე ენერგიით დაქრის სცენაზე; სხვათა შორის, არც ეწევა, არც სვამს, გატაცებულია იოგით, ვარჯიშობს საბალეტო ძელთან; თავის მეგობრებსა და ქალებს კი ავოკადოს სჩრის და უმტკიცებს, რომ მასში სასარგებლო ნივთიერებები შედის, რაც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

”რამდენიმე წლის წინ, - ჰყვება ჯაგერი, - ნიუ-იორკის ერთ რესტორანში, ჩემ გვერდით მაგიდასთან იჯდა ოჯახი - მშობლები, პატარა ბიჭთან ერთად. წყნარი რესტორანი გახლდათ, არავინ არავის ყურადღებას არ აქცევდა... უეცრად ბიჭი მამამისს ეკითხება: ”ვინ უფრო მაგარი იყო, ”როლინგები” თუ ”ბითლები”? - ”არ ვიცი”, - უპასუხა მამამ. მან ისიც კი არ უთხრა შვილს, - ”შეეკითხეო მას” - ჩემზე. აი, იმ მომენტში ვიგრძენი, როგორია იყო ის, ვინც ისტორიამ უკვე გადახაზა”...

პოლ მაკარტნი თუ  თვითმარქვია ორეული?..

დასავლურ პრესაში დიდი ხანია გაჟონა ინფორმაციამ, რომ... პოლ მაკარტნი (ლეგენდარული ოთხეულის რჩეული წევრი) სინამდვილეში დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის და ის ჯერ კიდევ 1966 წელს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, ”ახლანდელი” სერ პოლ მაკარტნის ნამდვილი სახელი და გვარი კი - უილ კემპბელია. საქმე ასე იყო: ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე, უილიამმა ორეულების კონკურსში გაიმარჯვა, რომლებიც ლივერპულელი ოთხეულის ზეობის ხანაში საოცრად გამრავლდნენ. ყველა მათგანი ”ბაკებით”, შუბლზე გადმოწეული ვარცხნილობითა და ყელიანი სვიტერით გამოირჩეოდა... კემპბელი ნომინაციაში ”მაკარტნი”, საუკეთესო იყო, რადგან მშვენივრად მღეროდა და კარგად უკრავდა გიტარაზე. ”ბითლზის” მენეჯერმა, ბრაიან ეპშტეინმა საკუთარი ხელით გადასცა ჯილდო - ეს იყო ანსამბლის კონცერტზე დასასწრები ბილეთი და აბრეშუმის ბაფთა კერპის სამოსიდან.

ეპშტეინმა ეს ამბავი ზუსტად ერთ წელიწადში გაიხსენა, როცა ერთ დილას, გამთენიისას, 5 საათზე პოლის დაღუპვის ამბავი შეიტყო. მენეჯერი არჩევანის წინაშე დადგა: სიცოცხლე თუ სიკვდილი? მან სიცოცხლე არჩია და უილიამს დაუკავშირდა. შემდეგ რაც იყო, ყველასთვის ცნობილია. ანსამბლის დანარჩენმა წევრებმაც, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ არაფრის თქმა არ შეეძლოთ. ისინი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვაგვარად ცდილობდნენ. აი, თუნდაც ტრაგედიიდან პირველი ჩაწერილი ალბომის Sergaent Pepper`s  ყდაზე ვხედავთ ახალ საფლავს, ზედ ყვავილებით მაკარტნის ბას-გიტარაა გამოსახული. ის მარცხენა ხელის მხარესაა მოთავსებული (მაკარტნი ხომ ცაციაა). გვერდით - თოჯინა ავტომობილზე, ცენტრში - დოლი, წარწერით Lonely Hearts. სიმღერის ტექსტშიც მრავალი ქარაგმაა: ”პარკირების ავტომატთან მე რიტას ყურებამ გამიტაცა”..., ”მან ვერ შეამჩნია, როგორ გადაირთო შუქნიშანი...”; ”მისი ტვინი სალონში იყო გასხმული...” და სხვ.

დანამდვილებით არ არის ცნობილი, ეს მითი ჟურნალისტებმა მოიგონეს თუ შოუბიზნესის მესვეურებმა... ან იქნებ ყველაფერი გვიან გამომჟღავნებული სიმართლეა?..

როცა სერ პოლს (თუ კემპბელს, მოკლედ - ვინც უნდა იყოს...) შეკითხვით მიმართეს, მან განაცხადა: ”შოუბიზნესისთვის მნიშვნელობა სულაც არა აქვს, ვინ არის ცოცხალი და ვინ - მკვდარი. უფრო მნიშვნელოვანი - როგორ იყიდება ის”...

ელტონ ჯონი - ”ჩემი მხოლოდ დედას სჯეროდა”

ლორდთა პალატის წევრმა, ”მსოფლიოს სახალხო არტისტმა” ელტონ ერკიულ ჯონმა ყვითელი ფერის განიერი შარვალი გაიხადა. ტუალეტის მაგიდაზე მსუბუქი ღრუბელივით დაეშვა ფლამინგოს ბუმბულის ვარდისფერი შარფი. იქვე დაეცა შლაპაც, რომელიც რაღაცით საშობაო პუდინგს უფრო ჰგავდა და... სერ ელტონ ერკიულ ჯონი გაქრა. ვერცხლით მოვარაყებულ სარკეში გამოისახა რეჯინალდ დუაიტი - მსუქანი რეჯი - როგორც მას თანატოლები ეძახდნენ დაახლოებით 50-ზე მეტი წლის წინ. საყვარელმა გოგონამ მას პინგვინი რეჯი შეარქვა. მამა იდიოტ რეჯით მოიხსენიებდა. აი, დედა კი - სულ სხვა საქმეა. ის მუდამ ოქროს ბიჭუნას ეძახდა და მხოლოდ ის აღმოჩნდა მართალი...

მისი სისხლი და ხორცი - მამა - სტენლი დუაიტი ათლეტური აღნაგობის მოხდენილი მამაკაცი თავს მოტყუებულად თვლიდა. როგორ შეიძლებოდა, რომ მისნაირ მამაკაცს ასეთი მსუქანი, მოუქნელი ბიჭი ჰყოლოდა?!. განა ლომს შეუძლია, ზღვის გოჭი დაბადოს?.. თუმცა რაღაც მემკვიდრეობითი ნიშნები მაინც ჰქონდა. სტენლი სამხედრო მუსიკოსი იყო. რეჯიც უკვე 4 წლის ასაკში მიუჯდა პიანინოს. სტენლისთვის მუსიკა მხოლოდ სამუშაო იყო და სახლში სიწყნარე ესაჭიროებოდა. ვაჟიშვილი კი, თავის მოსულელო დედასთან ერთად, კლავიშებზე უბარტყუნებდა...

ავტობიოგრაფიულ წიგნში ელტონმა ბავშვობაზე დაწერა: ”მამაჩემი ისე ხშირად მიმეორებდა, რომ კაცს უნდა ვგვანებოდი, უბრალოდ აღარ მომინდა კაცად ყოფნა. მას მუსიკა სძულდა, ვერ იტანდა ექსტრავაგანტურ ნივთებს და მკაფიო ფერებს. 

ამიტომაც გავხდი მუსიკოსი და ყველაზე შიზოიდური ჰალსტუხების, სათვალეებისა და პიჯაკების კოლექცია შევაგროვე... ჰოუ, მამილო, როგორ მოგწონს ჩემი ახალი შლაპა?!.”

16 წლისამ თანატოლებთან ერთად, ჯგუფი ჩამოაყალიბა. კლავიშიან ინსტრუმენტებზე უკრავდა, ისე კი ძალიან უნდოდა ემღერა. მას მაღალი, ოდნავ გაბზარული ხმა ჰქონდა. სულაც არ იყო სხვებზე ნაკლები, მაგრამ გარეგნობა?.. ბლუზის მცოდნენი მას გასაგებ ენაზე უხსნიდნენ: მაგალითად, გამოდიხარ სცენაზე და მღერი - ”მე შენი სიზმრების დარდი ვარ, გამქრალი მთვარის სხივი, ლა-ლა-ლა!” - ყველა ხომ სიცილით დაიხოცება. დაივიწყე, ბიჭო, ეს ყველაფერი!

სად არიან ახლა ეს მრჩევლები? ესწრებიან მის კონცერტებს? ხედავენ, როგორი გარინდებით ელის პუბლიკა მორიგ შლაგერს?..

ოდესღაც რეჯის უყვარდა ერთი გოგონა, რომელიც მას მასხარად იგდებდა. მას ლინდა ერქვა. ერთხელ ბიჭი იქამდე მიიყვანა, რომ თვითმკვლელობაც კი სცადა. გაზი გახსნა და ქურის გვერდით დაწვა. ერთხანს ასე იწვა, თავში კი რაღაც მოტივი უტრიალებდა - ”დასანანი იქნება, თუ მას ვერავინ მოისმენს”, - გაიფიქრა, გაზი გადაკეტა და როიალს მიუჯდა.

ლინდა ვიღაც მეხანძრეს გაჰყვა ცოლად. მოგვიანებით ელტონს წერილი გაუგზავნა, სადაც სწერდა, - ყველაფერი მახსოვსო. ელტონმა მას საჩუქრად სათვალე და საკუთარი ინტიმური მეგობრის (დევიდ ფურნიშის) ფოტო გაუგზავნა...

მხოლოდ დედა იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი სჯეროდა. მან წინასწარმეტყველურად, რეჯის ”ოქროს ბიჭი” შეაქვა.

ელტონის მამული უინძორში ანტიკვარიატითაა გადატენილი. აქვს ძვირფასი ფერწერული ნამუშევრების კოლექცია; ბროლის აუზი წყლის შროშანებით... საკვებს ოქრო-ვერცხლით მოვარაყებული სერვიზიდან შეექცევა, რომელიც ოდესღაც ბურბონებს ეკუთვნოდათ. სძინავს სამუზეუმო ექსპონატზე, უილიამ III-ის აპარტამენტებიდან. ძილის წინ კი აუცილებლად პირად სამლოცველოში შედის და დედას იხსენიებს - ”ღმერთო, არ მოაკლო წყალობა დედაჩემს...”

მოამზადა ირინა ჯანდიერმა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება