სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა წარსულში
მოგზაურობა წარსულში

ჟურ­ნა­ლის­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი თბი­ლის­ზე ერთი უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­ცია. "თბი­ლი­სუ­რი ჰამ­ქა­რიც" ამ გრძნო­ბამ შე­აქ­მნე­ვი­ნა. მარ­თა­ლია, ალე­კო მისი გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე აღარ არის, მაგ­რამ ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტია. თბი­ლი­სის ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი სულ ფე­ხით აქვს შე­მოვ­ლი­ლი და ამით არც არას­დროს იღ­ლე­ბა...

მისი სუ­რა­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ერთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტოს წა­ვა­წყდი - "ალე­კო და არ­ღა­ნი", რო­მელ­ზეც მი­თხრა, - ეს იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლის არ­ღა­ნი გახ­ლავ­თო და ამ თე­მა­ზე ერთი თა­ვი­სი ჩა­ნა­ხა­ტიც მო­ა­ყო­ლა:

- არ­ღა­ნი ნამ­დვი­ლად ძველთბი­ლი­სურ-ნოს­ტალ­გი­უ­რი ნივ­თია და ერთი შე­ხედ­ვით, "ჰამ­ქრელ" კაცს უნდა მომ­წონ­დეს, მაგ­რამ - არა და არა! მე უმე­ტე­სად, ძვე­ლი ტფი­ლი­სუ­რი დუ­დუ­კის ტრფი­ა­ლი გახ­ლა­ვართ. "ზარ­მაც­თა მუ­სი­კა­ლურ ყურს" ალუბ­ლის ხის­გან გა­მოთ­ლი­ლი დუ­დუ­კის დარ­დი­ა­ნი ჰან­გი მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი მა­ინც მაქვს, რო­მე­ლიც ხარ­ფუხ­შია, ძვე­ლი სე­ი­და­ბა­დის ერთი აღ­მარ­თი­ა­ნი ქუ­ჩის თავ­ზე, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, - ახალ­გა­რე­მონ­ტე­ბულ, ერთი შე­ხედ­ვით, არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ სახ­ლში. ამ სახ­ლის ალა­ყა­ფის კარს რომ შე­ა­ღებ, ჯერ პა­ტა­რა ძაღ­ლი - ჯინა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ყე­ფით გე­გე­ბე­ბა, მერე - ჯა­დოს­ნუ­რი სახ­ლის სა­ო­ცა­რი მას­პინ­ძე­ლი - ნო­დარ გრი­გო­რაშ­ვი­ლი (სახ­ლის ძვე­ლი მფლო­ბე­ლის დის­შვი­ლი). მას გრძე­ლი ხის კი­ბით XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­სა და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აჰ­ყავ­ხარ...

გრძე­ლი ხის კიბე "დრო­ის მან­ქა­ნაა", რომ­ლის შექ­მნა­ზე ბევ­რს ოც­ნე­ბო­ბენ და ჯა­ხი­რო­ბენ. არა­და, რად უნდა ჯა­ხი­რი, "დრო­ის მან­ქა­ნა-კიბე" აქ­ვეა, ხარ­ფუხ­ში, ალ­გე­თის ქუ­ჩის პირ­ველ ნო­მერ­ში. შუა კი­ბე­ზე მყოფს ჯერ სუნი გე­გე­ბე­ბა - წიგ­ნე­ბი­სა და სიძ­ვე­ლე­ე­ბის სუნი, მძაფ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი, ოფი­სე­ბის, ბან­კე­ბის, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის, კა­ფე­ე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბის უკვე ჩვენ­ში გამ­ჯდა­რი სუ­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი...

გრძელ კი­ბეს აივ­ლი, სულს მო­ით­ქვამ, მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­დავ და უკვე თვა­ლი და გო­ნე­ბაც წარ­სულ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. ძვე­ლი თბი­ლი­სის სა­ო­ცა­რი ნივ­თე­ბით სავ­სე სტენ­დე­ბი, "მა­ნი­ა­კუ­რი" ბიბ­ლი­ო­ფი­ლის შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, არ და­გა­ვი­წყდეთ, პერ­სო­ნა­ლუ­რად შეგ­რო­ვე­ბუ­ლი (სულ 63 ათა­სი წიგ­ნი). კარ­გად და­უკ­ვირ­დით წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და მერე სა­კუ­თარ თავს ჰკი­თხეთ, - თვი­თონ რამ­დე­ნი წიგ­ნი გი­ყი­დი­ათ - 100? 200? 1000?

მოკ­ლედ, შე­ხე­დავთ შე­ნო­ბის ორ სარ­თულ­ზე, თა­რო­ებ­ზე დახ­ვა­ვე­ბულ ამ წიგ­ნებს და ვიცი, ჩემ­სა­ვით შეგრცხვე­ბათ, - უბ­რა­ლოდ, ეგ არის, რომ მე ამ სირ­ცხვილს უკვე შე­ვე­გუე, ვი­ნა­ი­დან ხში­რად ვარ იქ... კი­დევ იცით, რას ნა­ხავთ მუ­ზე­უმ­ში? - ძველთბი­ლი­სუ­რი ვნე­ბის სა­ო­ცარ დას­ტურს - ამ ჯა­დოს­ნუ­რი სახ­ლის მფლო­ბე­ლის ფა­ვო­რი­ტი ქა­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბის ფო­ტო­ებს! ერო­ტი­კა არ გე­გო­ნოთ, უბ­რა­ლოდ, ზო­გის ნი­კა­პია, ზო­გის - თვა­ლე­ბი, ზო­გის - ცხვი­რი, თი­თე­ბი, წვი­ვე­ბი (შე­მო­სი­ლი!..). ფო­ტო­ე­ბი­დან ამოჭ­რილ სხე­უ­ლის ამ ნა­წი­ლებს უკან და­შიფ­რუ­ლი მი­ნა­წე­რე­ბი აქვს, ლექ­სად და­შიფ­რუ­ლი. ეს შიფ­რი, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი ავ­ტო­რის გარ­და, მხო­ლოდ ნო­დარ გრი­გო­რაშ­ვილ­მა იცის. ძა­ლი­ან თუ სთხოვთ, ხმის და­წე­ვით გე­ტყვით იმ ქა­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას!

ჯა­დოს­ნუ­რი სახ­ლის მთა­ვა­რი დარ­ბა­ზის კუ­თხე­ში კი­დევ ერთი სა­ო­ცა­რი ნივ­თი დევს. კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლია ფოტო (ნივ­თი და მისი ავ­ტო­რი ერ­თად არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი). იმ ნივთს გამჭვირ­ვა­ლე ხუფს რომ გა­დახ­დით, ნა­ხავთ გა­რე­დან რუ­სუ­ლად მიკ­რულ წარ­წე­რას - "ნე­ჩა­და, ოდეს­სა"... ბა­ტო­ნი ნო­და­რი სა­ხე­ლურს მო­გაწ­ვდით, რო­მელ­საც მას მი­ახ­რახ­ნით და და­ატ­რი­ა­ლებთ. "არ შეგ­ცივ­დეს, ბა­რაშ­კა­ჯან", "სუ­ლი­კო", "ბაღ­და­დუ­რი, "მა­რუ­სია ატ­რა­ვი­ლას" და კი­დევ რამ­დე­ნი­მე. ეს სიმ­ღე­რე­ბი ამ მუ­სი­კა­ლუ­რი ყუ­თის "პლე­ი­ლის­ტია". ეს მუ­სი­კა­ლუ­რი ყუთი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ოდე­სა­ში ჩეხი ოს­ტა­ტის - ნე­ჩა­დას სა­ხე­ლოს­ნო­ში დამ­ზად­და, მერე ზღვით, ფო­თის გავ­ლით, ტფი­ლის­ში ჩა­მო­აღ­წია. ავ­ლაბ­რელ­მა ოს­ტა­ტებ­მა ქი­ტე­სო­ვებ­მა ოდე­სუ­რი "პლე­ი­ლის­ტი" ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ტფი­ლი­სუ­რი, მო­დუ­რი სიმ­ღე­რე­ბით გა­და­უ­კე­თეს და თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის ასახ­მი­ა­ნებ­ლად გა­მო­უშ­ვეს. კარგ მუ­სი­კა­ლურ ყუთს, რა თქმა უნდა, კარ­გი მსმე­ნე­ლი და გამ­გო­ნე სჭირ­დე­ბო­და და აბა, ვინ იქ­ნე­ბო­და მა­შინ­დელ თბი­ლის­ში იო­სებ გრი­შაშ­ვილ­ზე კარ­გი გამ­გო­ნე?! ნე­ჩა­დას აწყო­ბილ­მა და ქი­ტე­სო­ვე­ბის გა­და­კე­თე­ბულ­მა არ­ღან­მა, ლო­გი­კუ­რად და სა­მარ­თლი­ა­ნად, ხარ­ფუხ­ში, იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლის სახ­ლში და­ი­დო ბინა. ეს სახ­ლი ახლა გრი­შაშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მია, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი და ავან-ჩა­ვა­ნი მისი დის­შვი­ლი, ნო­დარ გრი­გო­რაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. მე კი ერთი თბი­ლი­სე­ლი "ჰამ­ქრე­ლი" კაცი, დრო­დად­რო ძველ თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი დამ­ღლელ-დამ­ქან­ცვე­ლი ექ­სკურ­სი­ის ბო­ლოს, აუ­ცი­ლებ­ლად ავ­დი­ვარ ექ­სკურ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად და ღო­ნე­მი­ლე­უ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი, მონ­დო­მე­ბით ვატ­რი­ა­ლებ გრი­შაშ­ვი­ლის ნა­ქონ არ­ღნის სა­ხე­ლურს და სხვებ­თან ერ­თად, ყო­ველ ჯერ­ზე, სა­ო­ცა­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბით ვუს­მენ ცოტა მი­ა­მი­ტუ­რად ამ­ღე­რე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ყუთს. ეს სწო­რედ ის გა­მო­ნაკ­ლი­სი არ­ღა­ნია, რო­მე­ლიც დუ­დუკს მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს და არა სხვა!

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

მოგზაურობა წარსულში

მოგზაურობა წარსულში

ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი თბილისზე ერთი უზომოდ შეყვარებული კაცია. "თბილისური ჰამქარიც" ამ გრძნობამ შეაქმნევინა. მართალია, ალეკო მისი გამგეობის თავმჯდომარე აღარ არის, მაგრამ ერთ-ერთი აქტივისტია. თბილისის ყველა კუთხე-კუნჭული სულ ფეხით აქვს შემოვლილი და ამით არც არასდროს იღლება...

მისი სურათების დათვალიერებისას, ერთ, ძალიან საინტერესო ფოტოს წავაწყდი - "ალეკო და არღანი", რომელზეც მითხრა, - ეს იოსებ გრიშაშვილის არღანი გახლავთო და ამ თემაზე ერთი თავისი ჩანახატიც მოაყოლა:

- არღანი ნამდვილად ძველთბილისურ-ნოსტალგიური ნივთია და ერთი შეხედვით, "ჰამქრელ" კაცს უნდა მომწონდეს, მაგრამ - არა და არა! მე უმეტესად, ძველი ტფილისური დუდუკის ტრფიალი გახლავართ. "ზარმაცთა მუსიკალურ ყურს" ალუბლის ხისგან გამოთლილი დუდუკის დარდიანი ჰანგი მირჩევნია, მაგრამ ერთი გამონაკლისი მაინც მაქვს, რომელიც ხარფუხშია, ძველი სეიდაბადის ერთი აღმართიანი ქუჩის თავზე, ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, - ახალგარემონტებულ, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ სახლში. ამ სახლის ალაყაფის კარს რომ შეაღებ, ჯერ პატარა ძაღლი - ჯინა კეთილგანწყობილი ყეფით გეგებება, მერე - ჯადოსნური სახლის საოცარი მასპინძელი - ნოდარ გრიგორაშვილი (სახლის ძველი მფლობელის დისშვილი). მას გრძელი ხის კიბით XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისში აჰყავხარ...

გრძელი ხის კიბე "დროის მანქანაა", რომლის შექმნაზე ბევრს ოცნებობენ და ჯახირობენ. არადა, რად უნდა ჯახირი, "დროის მანქანა-კიბე" აქვეა, ხარფუხში, ალგეთის ქუჩის პირველ ნომერში. შუა კიბეზე მყოფს ჯერ სუნი გეგებება - წიგნებისა და სიძველეების სუნი, მძაფრი და გამორჩეული, ოფისების, ბანკების, სუპერმარკეტების, კაფეების, რესტორნების უკვე ჩვენში გამჯდარი სუნისაგან განსხვავებული და მომაჯადოებელი...

გრძელ კიბეს აივლი, სულს მოითქვამ, მიიხედ-მოიხედავ და უკვე თვალი და გონებაც წარსულში გადაინაცვლებს. ძველი თბილისის საოცარი ნივთებით სავსე სტენდები, "მანიაკური" ბიბლიოფილის შეგროვებული, არ დაგავიწყდეთ, პერსონალურად შეგროვებული (სულ 63 ათასი წიგნი). კარგად დაუკვირდით წიგნების რაოდენობას და მერე საკუთარ თავს ჰკითხეთ, - თვითონ რამდენი წიგნი გიყიდიათ - 100? 200? 1000?

მოკლედ, შეხედავთ შენობის ორ სართულზე, თაროებზე დახვავებულ ამ წიგნებს და ვიცი, ჩემსავით შეგრცხვებათ, - უბრალოდ, ეგ არის, რომ მე ამ სირცხვილს უკვე შევეგუე, ვინაიდან ხშირად ვარ იქ... კიდევ იცით, რას ნახავთ მუზეუმში? - ძველთბილისური ვნების საოცარ დასტურს - ამ ჯადოსნური სახლის მფლობელის ფავორიტი ქალების გამორჩეულად საყვარელი სხეულის ნაწილების ფოტოებს! ეროტიკა არ გეგონოთ, უბრალოდ, ზოგის ნიკაპია, ზოგის - თვალები, ზოგის - ცხვირი, თითები, წვივები (შემოსილი!..). ფოტოებიდან ამოჭრილ სხეულის ამ ნაწილებს უკან დაშიფრული მინაწერები აქვს, ლექსად დაშიფრული. ეს შიფრი, უკვე გარდაცვლილი ავტორის გარდა, მხოლოდ ნოდარ გრიგორაშვილმა იცის. ძალიან თუ სთხოვთ, ხმის დაწევით გეტყვით იმ ქალების ვინაობას!

ჯადოსნური სახლის მთავარი დარბაზის კუთხეში კიდევ ერთი საოცარი ნივთი დევს. კედელზე გაკრულია ფოტო (ნივთი და მისი ავტორი ერთად არიან გადაღებული). იმ ნივთს გამჭვირვალე ხუფს რომ გადახდით, ნახავთ გარედან რუსულად მიკრულ წარწერას - "ნეჩადა, ოდესსა"... ბატონი ნოდარი სახელურს მოგაწვდით, რომელსაც მას მიახრახნით და დაატრიალებთ. "არ შეგცივდეს, ბარაშკაჯან", "სულიკო", "ბაღდადური, "მარუსია ატრავილას" და კიდევ რამდენიმე. ეს სიმღერები ამ მუსიკალური ყუთის "პლეილისტია". ეს მუსიკალური ყუთი XIX საუკუნის ბოლოს ოდესაში ჩეხი ოსტატის - ნეჩადას სახელოსნოში დამზადდა, მერე ზღვით, ფოთის გავლით, ტფილისში ჩამოაღწია. ავლაბრელმა ოსტატებმა ქიტესოვებმა ოდესური "პლეილისტი" ზემოთ ჩამოთვლილი ტფილისური, მოდური სიმღერებით გადაუკეთეს და თბილისის ქუჩების ასახმიანებლად გამოუშვეს. კარგ მუსიკალურ ყუთს, რა თქმა უნდა, კარგი მსმენელი და გამგონე სჭირდებოდა და აბა, ვინ იქნებოდა მაშინდელ თბილისში იოსებ გრიშაშვილზე კარგი გამგონე?! ნეჩადას აწყობილმა და ქიტესოვების გადაკეთებულმა არღანმა, ლოგიკურად და სამართლიანად, ხარფუხში, იოსებ გრიშაშვილის სახლში დაიდო ბინა. ეს სახლი ახლა გრიშაშვილის სახლ-მუზეუმია, რომლის დირექტორი და ავან-ჩავანი მისი დისშვილი, ნოდარ გრიგორაშვილი გახლავთ. მე კი ერთი თბილისელი "ჰამქრელი" კაცი, დროდადრო ძველ თბილისში რამდენიმესაათიანი დამღლელ-დამქანცველი ექსკურსიის ბოლოს, აუცილებლად ავდივარ ექსკურსიის მონაწილეებთან ერთად და ღონემილეული, მაგრამ ძალიან კმაყოფილი, მონდომებით ვატრიალებ გრიშაშვილის ნაქონ არღნის სახელურს და სხვებთან ერთად, ყოველ ჯერზე, საოცარი კმაყოფილებით ვუსმენ ცოტა მიამიტურად ამღერებულ მუსიკალურ ყუთს. ეს სწორედ ის გამონაკლისი არღანია, რომელიც დუდუკს მირჩევნია, მაგრამ მხოლოდ ეს და არა სხვა!

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები