მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჟიჟილაშვილმა და თეა სიჭინავამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს
ნინო ჟიჟილაშვილმა და თეა სიჭინავამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა თეა სი­ჭი­ნა­ვამ და ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" და­ტო­ვეს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა ღლონ­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თმა ფრთამ, მას შემ­დეგ რაც ვერ შეძ­ლო "მა­ესტროს" და­მორ­ჩი­ლე­ბა, და­ი­წყო ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა "წე­სე­ბის გა­რე­შე" და ცდი­ლობს "მა­ესტროს" რო­გორც ერთ-ერთი მსხვი­ლი მე­დია მო­თა­მა­შის თა­მა­შ­გა­რე და­ტო­ვე­ბას. მინ­და შე­ვახ­სე­ნო მათ, რომ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც დგას ტე­ლე­კომ­პა­ნია " მა­ესტრო" მისი სიმ­ყა­რის გა­რან­ტი­აა და თუ ჩვე­ნი გა­ნად­გუ­რე­ბა ვერ შეძ­ლო "ნაც. მოძ­რა­ო­ბამ" სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ტყუ­ი­ლად გაქვთ ახა­ლი ერო­სის 'იმე­დი'. უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით გან­ცხა­დე­ბას "მა­ესტრო" რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ა­კე­თებს", - წერს ღლონ­ტი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბაია ცა­ნა­ვა არხზე ჟურ­ნა­ლისტ თეა სი­ჭი­ნა­ვას გა­დას­ვლას ადას­ტუ­რებს.

"თეა სი­ჭი­ნა­ვა გად­მო­დის ჩვენს არხზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე გად­მო­სუ­ლია, ვმუ­შა­ობთ ახალ პრო­ექ­ტზე, რო­მელ­საც თე­ას­თან გა­ვა­კე­თებთ," - გა­ნუ­ცხა­და ბაია ცა­ნა­ვამ "ამ­ბე­ბი.გე"-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლისტ ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილს, "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი აცხა­დებს, რომ ჟი­ჟი­ლაშ­ვილს არ­ხმა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა. "თუმ­ცა, მის გად­მოს­ვლას ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ", – გა­ნა­ცხა­და ბაია ცა­ნა­ვამ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სი­ჭი­ნა­ვა და ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ში" 3%-იან წილს ფლო­ბენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ნინო ჟიჟილაშვილმა და თეა სიჭინავამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს

ნინო ჟიჟილაშვილმა და თეა სიჭინავამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს

ტელეწამყვანებმა თეა სიჭინავამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს. ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო "მაესტროს" დამორჩილება, დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა ”წესების გარეშე" და ცდილობს ”მაესტროს" როგორც ერთ-ერთი მსხვილი მედია მოთამაშის თამაშგარე დატოვებას. მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ტელეკომპანია " მაესტრო" მისი სიმყარის გარანტიაა და თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო "ნაც. მოძრაობამ" სწორედ ამ ღირებულებების დამსახურებაა. ტყუილად გაქვთ ახალი ეროსის 'იმედი'. უფრო დაწვრილებით განცხადებას "მაესტრო” რამდენიმე დღეში გააკეთებს", - წერს ღლონტი.

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა არხზე ჟურნალისტ თეა სიჭინავას გადასვლას ადასტურებს.

"თეა სიჭინავა გადმოდის ჩვენს არხზე, ფაქტობრივად, უკვე გადმოსულია, ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელსაც თეასთან გავაკეთებთ," - განუცხადა ბაია ცანავამ ”ამბები.გე”-ს.

რაც შეეხება ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს, "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ჟიჟილაშვილს არხმა თანამშრომლობა შესთავაზა. "თუმცა, მის გადმოსვლას ჯერჯერობით, ვერ დავადასტურებ", – განაცხადა ბაია ცანავამ.

როგორც ცნობილია, სიჭინავა და ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია ”მაესტროში” 3%-იან წილს ფლობენ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები