მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი - ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნება
ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი - ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნება

იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, შემ­დგო­მი ექ­სტრა­დი­ცი­ი­სა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით არ იძებ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის (GIEV) მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს ვებ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ტერ­პო­ლის ძებ­ნილ­თა სიის გაც­ნო­ბის შე­დე­გად, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ბა­ტო­ნი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, შემ­დგო­მი ექ­სტრა­დი­ცი­ი­სა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით არ იძებ­ნე­ბა.

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ში ადე­იშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, მის მოქ­მე­დე­ბებ­ში იკ­ვე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი და რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმაც არა­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რომ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბი ადე­იშ­ვი­ლის მი­მართ, ასე­თი მიდ­გო­მა გა­უ­გე­ბა­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ბა­დებს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭ­ვებ­სა და კი­თხვებს, კერ­ძოდ:

1) მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მიერ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

2) და­დე­ბით შემ­თხვე­ვა­ში რა მუხ­ლე­ბით?

3) არის თუ არა იგი და­უს­წრებ­ლად მი­ცე­მუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში?

4) რა­ტომ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით?

5) არის თუ არა ცნო­ბი­ლი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა?

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი იმედს გა­მოთ­ქვავს, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი არ დარ­ჩე­ბა უპა­სუ­ხოდ", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი - ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნება

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი - ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნება

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს სამართალდამცველების მიერ, შემდგომი ექსტრადიციისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით არ იძებნება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქართველოს შს სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ ინტერპოლის ძებნილთა სიის გაცნობის შედეგად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ბატონი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს სამართალდამცველების მიერ, შემდგომი ექსტრადიციისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით არ იძებნება.

იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური პირების განცხადებებში ადეიშვილის შესახებ, მის მოქმედებებში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაულის ნიშნები და როდესაც საქართველოს პრეზიდენტმაც არაერთხელ დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუებში, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები ადეიშვილის მიმართ, ასეთი მიდგომა გაუგებარია და შესაბამისად, ბადებს საფუძვლიან ეჭვებსა და კითხვებს, კერძოდ:

1) მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ზურაბ ადეიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით?

2) დადებით შემთხვევაში რა მუხლებით?

3) არის თუ არა იგი დაუსწრებლად მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში?

4) რატომ არ არის გამოცხადებული საერთაშორისო ძებნაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით?

5) არის თუ არა ცნობილი მისი ადგილსამყოფელი და მიმდინარეობს თუ არა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება?

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი იმედს გამოთქვავს, რომ ზემოხსენებული კითხვები არ დარჩება უპასუხოდ", - ნათქვამია საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ