საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი ნადარეიშვილი - ზაზა გაბედავა ერის გამყიდველი და ფსბ-ს ნომრიანი აგენტია, ამაზე უარესი რა უნდა უთხრა ადამიანს?
ანი ნადარეიშვილი - ზაზა გაბედავა ერის გამყიდველი და ფსბ-ს ნომრიანი აგენტია, ამაზე უარესი რა უნდა უთხრა ადამიანს?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე უფ­ლე­ბა­დამ­ცველ გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას მა­მას­თან, ზაზა გა­ბე­და­ვას­თან სა­კუ­თარ მი­მო­წე­რას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც პრე­სა­ში გავ­რცელ­და. ნა­და­რე­იშ­ვი­ლი მი­მო­წე­რას ყალბს უწო­დებს და მამა-შვი­ლი გა­ბე­და­ვე­ბის მხრი­დან ერ­თობ­ლივ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს.

"ეს ფსბ-ს აგენ­ტი გა­ბე­და­ვა ამ დო­ნემ­დე და­ე­ცა, ნუ პრინ­ციპ­ში სხვა რა დარ­ჩე­ნია, მაგ­რამ ამ დო­ნემ­დე და­ცე­მა? მამა-შვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ვო­კა­ცია, რა­ღაც სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს. კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც არ ღირს ამა­ზე, მაგ­რამ მა­ინც...

იმი­ტო­მაც მწერ­და "ფე­ის­ბუქ­ზე" მა­მა­ჩემ­ზე ნარ­კო­ბა­რი­გა იყოო, ეტყო­ბა უნ­დო­და, რომ ავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­გან არ იცის, რომ უკვე იმუ­ნი­ტე­ტი მაქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი :)))

ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ­ცერ­თი მთავ­რო­ბის დროს ვერ ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნეტა რა­ტომ? თუ მე მას­თან სა­უ­ბა­რი მექ­ნე­ბო­და, იმ­დე­ნი რამე მაქვს სათ­ქმე­ლი, გი­ნე­ბა რა სა­ჭი­როა, გი­ნე­ბა რა არის იმას­თან, რაც ამ ადა­მი­ანს შე­მიძ­ლია ვუ­წო­დო, ერის გამ­ყიდ­ვე­ლი და ფსბ-ს ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტია, ამა­ზე უა­რე­სი რა უნდა უთხრა ადა­მი­ანს?", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

პრე­სა­ში და­ი­ბეჭ­და სტა­ტია, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ზაზა გა­ბე­და­ვას და ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის ინ­ტერ­ნეტ-მი­მო­წე­რა იყო გად­მო­ცე­მუ­ლი. მი­მო­წე­რის დროს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და გა­ბე­და­ვა ერ­თმა­ნეთს უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, 13 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ლო­ზუნ­გე­ბით შე­იკ­რიბ­ნენ, თით­ქმის ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბოდ­ნენ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას.

მას შემ­დეგ, რაც ახა­ლა­ი­ას პრო­ცეს­ზე დამ­სწრე­ე­ბი სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში გა­მო­ვიდ­ნენ, ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლებ­მა ისი­ნი სასტვე­ნე­ბის ხმა­ზე გა­ა­ცი­ლეს, რა­საც მოჰ­ყვა სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ახა­ლა­ი­ას მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის. მოხ­და მცი­რე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც, რის შე­დე­გა­დაც ნანა კა­კა­ბა­ძეს­თან და სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში მო­სუ­ლი გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

ანი ნადარეიშვილი - ზაზა გაბედავა ერის გამყიდველი და ფსბ-ს ნომრიანი აგენტია, ამაზე უარესი რა უნდა უთხრა ადამიანს?

ანი ნადარეიშვილი - ზაზა გაბედავა ერის გამყიდველი და ფსბ-ს ნომრიანი აგენტია, ამაზე უარესი რა უნდა უთხრა ადამიანს?

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უფლებადამცველ გიორგი გაბედავას მამასთან, ზაზა გაბედავასთან საკუთარ მიმოწერას ეხმაურება, რომელიც პრესაში გავრცელდა. ნადარეიშვილი მიმოწერას ყალბს უწოდებს და მამა-შვილი გაბედავების მხრიდან ერთობლივ პროვოკაციაზე საუბრობს.

"ეს ფსბ-ს აგენტი გაბედავა ამ დონემდე დაეცა, ნუ პრინციპში სხვა რა დარჩენია, მაგრამ ამ დონემდე დაცემა? მამა-შვილის ერთობლივი პროვოკაცია, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. კომენტარის გაკეთებაც არ ღირს ამაზე, მაგრამ მაინც...

იმიტომაც მწერდა "ფეისბუქზე" მამაჩემზე ნარკობარიგა იყოო, ეტყობა უნდოდა, რომ ავვარდნილიყავი, მაგრამ მაგან არ იცის, რომ უკვე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული :)))

ეს არის ადამიანი, რომელიც ვერცერთი მთავრობის დროს ვერ ჩამოდის საქართველოში, ნეტა რატომ? თუ მე მასთან საუბარი მექნებოდა, იმდენი რამე მაქვს სათქმელი, გინება რა საჭიროა, გინება რა არის იმასთან, რაც ამ ადამიანს შემიძლია ვუწოდო, ერის გამყიდველი და ფსბ-ს ნომრიანი აგენტია, ამაზე უარესი რა უნდა უთხრა ადამიანს?", - წერს ნადარეიშვილი.

პრესაში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ზაზა გაბედავას და ანი ნადარეიშვილის ინტერნეტ-მიმოწერა იყო გადმოცემული. მიმოწერის დროს ნადარეიშვილი და გაბედავა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს სასამართლოს ეზოში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლოზუნგებით შეიკრიბნენ, თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პროცესის დასრულებას.

მას შემდეგ, რაც ახალაიას პროცესზე დამსწრეები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ, ეზოში შეკრებილებმა ისინი სასტვენების ხმაზე გააცილეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება ახალაიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მოხდა მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შედეგადაც ნანა კაკაბაძესთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს ეზოში მოსული გიორგი გაბედავა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს