პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი აფხაზ ხალხს მიმართავს
მიხეილ სააკაშვილი აფხაზ ხალხს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აფხაზ ხალ­ხს მი­მარ­თავს. აფხა­ზეთ­ში ომის და­წყე­ბის 21 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ქედს ვიხ­რი ყვე­ლა იმ გმი­რის წი­ნა­შე, ვინც ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და ნა­თელ იდე­ა­ლებს შე­წი­რა თავი. ქედს ვიხ­რი მათ წი­ნა­შე, ვინც უკვე 21 წე­ლია, გმი­რუ­ლად უძ­ლებს ამ დღეს და­წყე­ბუ­ლი ომის შე­დე­გებს. ქედს ვიხ­რი მათ წი­ნა­შე, ვი­საც დღე­საც სწამს, რომ ჩვე­ნი ერ­თო­ბით აღ­დგე­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მთლი­ა­ნო­ბა!

ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ეს ომი ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის არ და­წყე­ბუ­ლა - ეს ომი თავს მო­ახ­ვი­ეს ჩვენს ხალ­ხს, ამი­ტომ ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ - ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი!

აფხა­ზე­თის და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მო­მა­ვა­ლი დღეს რუ­სეთ­ში იწე­რე­ბა. ის დღე­საც თა­მა­შობს სა­ზღვრე­ბით და მავ­თულხლარ­თე­ბით, ცდი­ლობს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ფარ­თო­ბის გაზ­რდას, მაგ­რამ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს დრო­ე­ბი­თია და ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. მათ უბ­რა­ლოდ ერთი მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ავი­წყდე­ბათ - რო­გორც დღეს მოს­დევს ღამე, ისე მოყ­ვე­ბა ოკუ­პა­ცი­ას დე­ო­კუ­პა­ცია. ეს გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, ძმო­ბა და ერ­თო­ბა ამ პრო­ცესს კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­რებს.

ჩემო აფხა­ზო ძმე­ბო, დებო და დე­დე­ბო, ქარ­თვე­ლებს და აფხა­ზებს სხვა­გან წა­სას­ვლე­ლი არ გვაქვს, ეს ჩვე­ნი სა­ერ­თო მი­წაა და დღეს, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ამ უმ­ძი­მეს დღეს ვიხ­სე­ნებთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად მსურს ვიყო იმე­დი­ა­ნად - ჩვენ ისევ ვიქ­ნე­ბით ერ­თად! ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ გა­იზ­რდე­ბი­ან და ერ­თად ვი­ა­მა­ყებთ მათი წარ­მა­ტე­ბით! ჩვენს ხალ­ხებს აქვთ სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლი!", - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

მიხეილ სააკაშვილი აფხაზ ხალხს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი აფხაზ ხალხს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფხაზ ხალხს მიმართავს. აფხაზეთში ომის დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, ვინც ქვეყნის ერთიანობასა და ნათელ იდეალებს შეწირა თავი. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც უკვე 21 წელია, გმირულად უძლებს ამ დღეს დაწყებული ომის შედეგებს. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვისაც დღესაც სწამს, რომ ჩვენი ერთობით აღდგება ჩვენი სამშობლოს მთლიანობა!

ჩემო ძვირფასებო, ეს ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის არ დაწყებულა - ეს ომი თავს მოახვიეს ჩვენს ხალხს, ამიტომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ - ქართველები და აფხაზები!

აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალი დღეს რუსეთში იწერება. ის დღესაც თამაშობს საზღვრებით და მავთულხლართებით, ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის გაზრდას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია და ყველაფერი შეიცვლება. მათ უბრალოდ ერთი მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდებათ - როგორც დღეს მოსდევს ღამე, ისე მოყვება ოკუპაციას დეოკუპაცია. ეს გარდაუვალია, მაგრამ ჩვენი სიყვარული, ძმობა და ერთობა ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

ჩემო აფხაზო ძმებო, დებო და დედებო, ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს, ეს ჩვენი საერთო მიწაა და დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს დღეს ვიხსენებთ, ყველაზე მეტად მსურს ვიყო იმედიანად - ჩვენ ისევ ვიქნებით ერთად! ჩვენი შვილები ერთმანეთის მხარდამხარ გაიზრდებიან და ერთად ვიამაყებთ მათი წარმატებით! ჩვენს ხალხებს აქვთ საერთო მომავალი!", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა