პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარატიშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას
ხარატიშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დამ­დგა­რი ცეს­კოს თავ­ჯდო­მა­რის გა­დად­გო­მის მი­ზე­ზიც უც­ნო­ბია და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც. თუმ­ცა, "რე­ზო­ნან­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შექ­მნაა.

ამის შე­სა­ხებ "რე­ზო­ნანსს" ხა­რა­ტიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა უთხრა. თუმ­ცა, მას თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბის სა­ჯა­როდ და­სა­ხე­ლე­ბა არ სურს იმ მი­ზე­ზით, რომ ცეს­კოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამის შე­სა­ხებ თა­ვად აპი­რებს სა­უ­ბარს. ხა­რა­ტიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა კი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამ­ჟა­მად შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

ის, რომ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი თა­ვად და­ა­სა­ხე­ლებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზეზს, გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზეც ით­ქვა.

"15 აგ­ვის­ტოს თა­ვად აპი­რებს ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე რო­გორც ცეს­კო-ს სპი­კე­რი მის პი­რად გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ ვი­სა­უბ­რებ", - აღ­ნიშ­ნა ცეს­კოს სპი­კერ­მა ეკა აზა­რაშ­ვილ­მა

მის გა­დად­გო­მას უკვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბი­თაც, ხა­რა­ტიშ­ვილ­მა წას­ვლის შე­სა­ხებ ცუდი დრო შე­არ­ჩია. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ეს არა­ფერს ცვლის.

"ხა­რა­ტიშ­ვი­ლი წა­ვი­და და წა­ვი­დეს. ამა­თი გუნ­დის წევ­რია, რა­ღაც ინ­ტრი­გა აა­გო­რეს კი­დევ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვე­ღარ იზა­მენ, არა­ფე­რი აღარ მოხ­დე­ბა. ხა­რა­ტიშ­ვი­ლი წა­ვი­და, სხვე­ბიც გაყვნენ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს. ცუდ დროს წა­ვი­და, არას­წორ დროს წა­ვი­და და ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად კი­დევ პა­ტა­რა ინ­ტრი­გა ჩა­აგ­დეს, მაგ­რამ მა­გათ აღა­რა­ვი­თა­რი თა­მა­ში აღარ აქვთ.

"სამი თვის წინ შევ­ხვდი, მერე კი­დევ შევ­ხვდი, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ აღა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ღა­რა­ვინ აა­ყი­რა­ვებს. ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა და­გეგ­მი­ლი და გეგ­მა­ზო­მი­ე­რად გან­ვი­თარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ივა­ნიშ­ვილ­მა ამ სა­კი­თხის კო­მენ­ტა­რი­სას.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, ან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უნდა წა­სუ­ლი­ყო.

"ვფიქ­რობ, რომ ახლა სწო­რი პე­რი­ო­დი არ არის, რო­დე­საც უნდა გა­დამ­დგა­რი­ყო, თუ მას წას­ვლა უნ­დო­და, უნდა გა­დამ­დგა­რი­ყო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, ან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. რამ­დე­ნა­დაც ვიცი და თა­ვა­დაც არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ მას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნებს, ხა­რა­ტიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ არა, პრე­მი­ერ­მა და დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ თქვა, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი გამჭვირ­ვა­ლედ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნდა ჩა­ტარ­დეს და ამ და­ნა­პი­რებს ჩვენ შე­ვას­რუ­ლებთ", - ამ­ბობს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუკი ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან წას­ვლას აპი­რებ­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე უნდა მი­ე­ღო.

რო­გორც ის ამ­ბობს, ხა­რა­ტიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი მის­თვის უც­ნო­ბია. მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მას მი­ცე­მუ­ლი ჰქონ­და სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია რა­ი­მე ტი­პის ზე­მოქ­მე­დე­ბას და მი­ზე­ზი სა­დღაც სხვა­გან არის.

"ერთი, რაც შე­მიძ­ლია, გი­თხრათ, არის ის, რომ ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილს თა­ვად აქვს ნათ­ქვა­მი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არა­ნა­ირ ზე­მოქ­მე­დე­ბას არ გა­ნიც­დის და ამის მცდე­ლო­ბა­საც კი არ ჰქო­ნია ად­გი­ლიო. რო­გორც ჩანს, ეს პრობ­ლე­მა არ არის. და­წყე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დროს თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ტო­ვე­ბა არ მგო­ნია, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი მოქ­მე­დე­ბა იყოს. თუ აპი­რებ წას­ვლას, მა­შინ მა­ნამ მი­ი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვიდ­რე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი იყო და მათ შო­რის მის­თვი­საც, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ს­ნი­უსს" ხმა­ლა­ძემ.

მე­ო­რე სა­კი­თხი კი ის არის, თუ ვინ და­ი­კა­ვებს მის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

ცეს­კო-ს სპი­კე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რემ ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენტს გან­ცხა­დე­ბით ორ­შა­ბათს მი­მარ­თა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ა­ში უკვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია.

აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვა­დამ­დე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით, პარ­ლა­მენ­ტმა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის გა­დად­გო­მის სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 15 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში უნდა მი­ი­ღოს. თუ პარ­ლა­მენ­ტმა ამ ვა­და­ში ვერ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თავ­მჯდო­მა­რე ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დამ­დგა­რად ჩა­ით­ვლე­ბა ამ ვა­დის გას­ვლის მომ­დევ­ნო დღი­დან. მის ფუნ­ქცი­ებს კი ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვამ­დე მისი მო­ად­გი­ლე და­ვით კირ­თა­ძე შე­ას­რუ­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 15 დღი­სა, პრე­ზი­დენ­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ცეს­კო-ს 3 კან­დი­და­ტუ­რას წა­რუდ­გენს. თავ­მჯდო­მა­რეს ცეს­კო-ში პარ­ტი­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ირ­ჩე­ვენ, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი, თავ­მჯდო­მა­რეს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი 5 დღის ვა­და­ში აირ­ჩე­ვენ. თუმ­ცა, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სით ცეს­კო-ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, მა­შინ იმა­ვე კან­დი­და­ტუ­რე­ბის­გან ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს პარ­ლა­მენ­ტი 7 დღის ვა­და­ში ირ­ჩევს.

სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად ცეს­კო-ს თამ­ჯდო­მა­რე შემ­დე­გი წე­სით ირ­ჩე­ვა: თავ­მჯდო­მა­რე აირ­ჩე­ვა პრე­ზი­დენ­ტის წარ­დგი­ნე­ბით, ცეს­კო-ში პარ­ტი­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რე­ბის (გარ­და წინა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე პარ­ტი­ის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რი­სა) ან პარ­ლა­მენ­ტის მიერ. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის გას­ვლამ­დე არა უგ­ვი­ა­ნეს 30 დღი­სა, ხოლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში - შე­წყვე­ტი­დან არა უგ­ვი­ა­ნეს 15 დღი­სა, პრე­ზი­დენ­ტი ად­გი­ლობ­რივ არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­ულ პი­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ცეს­კო-ს სამ კან­დი­და­ტუ­რას წა­რუდ­გენს.

თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კან­დი­და­ტუ­რე­ბის წარ­დგე­ნი­დან 5 დღის ვა­და­ში იღე­ბენ ცეს­კო-ში პარ­ტი­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რე­ბი - გარ­და წინა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე პარ­ტი­ის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რი­სა.

რაც შე­ე­ხე­ბა კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რას, კენ­ჭისყრა ფა­რუ­ლია და კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე ყო­ველ წევ­რს აქვს ერთი ხმა. სა­მი­ვე კან­დი­დატს ერ­თდრო­უ­ლად ეყ­რე­ბა კენ­ჭი. ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩე­უ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე კან­დი­დატ­მა მი­ი­ღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.

თუ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე ვერ აირ­ჩა, წარ­დგე­ნი­ლი 3 კან­დი­და­ტუ­რი­დან პარ­ლა­მენ­ტი, პრე­ზი­დენ­ტის წარ­დგი­ნე­ბით, იმა­ვე კან­დი­და­ტუ­რე­ბის­გან, 7 დღის ვა­და­ში ირ­ჩევს ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს.

მთელ ამ პრო­ცე­დუ­რა­ში მთა­ვა­რი არის ის, რომ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წინა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე პარ­ტი­ის მიერ და­ნიშ­ნულ­მა წევ­რებ­მა არ უნდა მი­ი­ღონ, პრე­ზი­დენ­ტი კან­დი­და­ტუ­რებს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" შე­მა­ვალ პარ­ტი­ე­ბის წევ­რებს წა­რუდ­გენს, რად­გან სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე პარ­ტი­ად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მი­იჩ­ნე­ვა. ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მის მუხ­ლში წე­რია ტერ­მი­ნი - "პარ­ტია" და არა - "სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი". "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და რო­გორც კო­ა­ლი­ცია და არა რო­გორც პარ­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი პირ­და­პირ არ გა­და­დის თი­თო­ე­ულ პარ­ტი­ა­ზე.

შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტმა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტუ­რე­ბი უნდა წა­რუდ­გი­ნოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იმ ექვს წევ­რს, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი არი­ან ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში და, თუ ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ, მა­შინ ეს სამი წევ­რი პარ­ლა­მენ­ტში გად­მო­დის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტი იღებს. ამას­თან, თუ პრე­ზი­დენ­ტი ისეთ სამ კან­დი­დატს წა­რად­გენს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის­თვის მი­სა­ღე­ბი არ იქ­ნე­ბა, თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბას მო­ად­გი­ლე შე­ას­რუ­ლებს და არ­ჩევ­ნებს ის ჩა­ა­ტა­რებს.

ეს კი არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ვე­ფხვა­ძის თქმით, "უც­ნა­ურ ვი­თა­რე­ბას ქმნის" და მი­აჩ­ნია, რომ რა­ი­მე გა­მო­სა­ვა­ლი უნდა იქ­ნას მო­ძებ­ნი­ლი.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მის სუ­ლის­კვე­თე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­ას ეძ­ლე­ვა. ამი­ტო­მაც, მი­აჩ­ნია, რომ მო­ცე­მუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, როცა პრე­ზი­დენ­ტი ერთ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს, ხოლო ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ კან­დი­და­ტებს სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა შე­არ­ჩევს, უფრო სა­მარ­თლი­ა­ნია.

"გა­მო­დის, რომ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა - ერთი მხრივ პრე­ზი­დენ­ტი, მე­ო­რე მხრივ კი კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო სა­მარ­თლი­ა­ნია", - აღ­ნიშ­ნა ლომ­ჯა­რი­ამ.

თუმ­ცა, რო­გორ გა­და­წყდე­ბა ეს სა­კი­თხი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უშუ­ა­ლოდ ამ თე­მა­ზე არა­ნა­ი­რი გან­მარ­ტე­ბა არ კეთ­დე­ბა.

რუ­სი­კო მა­ჩა­ი­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ხარატიშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას

ხარატიშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას

თანამდებობიდან მოულოდნელად გადამდგარი ცესკოს თავჯდომარის გადადგომის მიზეზიც უცნობია და სამომავლო გეგმებიც. თუმცა, "რეზონანსის" ინფორმაციით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაა.

ამის შესახებ "რეზონანსს" ხარატიშვილთან დაახლოებულმა პირმა უთხრა. თუმცა, მას თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელება არ სურს იმ მიზეზით, რომ ცესკოს ყოფილი ხელმძღვანელი ამის შესახებ თავად აპირებს საუბარს. ხარატიშვილთან დაკავშირება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ოფიციალური ინფორმაციით, ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა.

ის, რომ ხარატიშვილი თავად დაასახელებს ამ გადაწყვეტილების მიზეზს, გუშინ ოფიციალურ ბრიფინგზეც ითქვა.

"15 აგვისტოს თავად აპირებს ზურაბ ხარატიშვილი განცხადების გაკეთებას იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე როგორც ცესკო-ს სპიკერი მის პირად გეგმებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ", - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა

მის გადადგომას უკვე გამოეხმაურნენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა შეფასებითაც, ხარატიშვილმა წასვლის შესახებ ცუდი დრო შეარჩია. თუმცა, მათივე თქმით, ეს არაფერს ცვლის.

"ხარატიშვილი წავიდა და წავიდეს. ამათი გუნდის წევრია, რაღაც ინტრიგა ააგორეს კიდევ, მაგრამ ვერაფერს ვეღარ იზამენ, არაფერი აღარ მოხდება. ხარატიშვილი წავიდა, სხვებიც გაყვნენ, ვისაც სურვილი აქვს. ცუდ დროს წავიდა, არასწორ დროს წავიდა და ყველასთვის გასაგებია, რომ პოლიტიკურად კიდევ პატარა ინტრიგა ჩააგდეს, მაგრამ მაგათ აღარავითარი თამაში აღარ აქვთ.

"სამი თვის წინ შევხვდი, მერე კიდევ შევხვდი, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აღარაფერი მოხდება, საქართველოს ვეღარავინ ააყირავებს. ყველაფერი იქნება დაგეგმილი და გეგმაზომიერად განვითარდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ამ საკითხის კომენტარისას.

საპარლამენტო უმრავლესობაშიც მიიჩნევენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილი არჩევნების გამოცხადებამდე, ან არჩევნების შემდეგ უნდა წასულიყო.

"ვფიქრობ, რომ ახლა სწორი პერიოდი არ არის, როდესაც უნდა გადამდგარიყო, თუ მას წასვლა უნდოდა, უნდა გადამდგარიყო არჩევნების გამოცხადებამდე, ან არჩევნების შემდეგ. რამდენადაც ვიცი და თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ მას თანამშრომლობის პრობლემა არ ჰქონია ახალ ხელისუფლებასთან. რაც შეეხება არჩევნებს, ხარატიშვილი იქნება თუ არა, პრემიერმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა ჩატარდეს და ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირინა იმერლიშვილი.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, თუკი ზურაბ ხარატიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას აპირებდა, გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დაწყებამდე უნდა მიეღო.

როგორც ის ამბობს, ხარატიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის უცნობია. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მას მიცემული ჰქონდა სრული თავისუფლება, ადგილი არ ჰქონია რაიმე ტიპის ზემოქმედებას და მიზეზი სადღაც სხვაგან არის.

"ერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ ზურაბ ხარატიშვილს თავად აქვს ნათქვამი, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირ ზემოქმედებას არ განიცდის და ამის მცდელობასაც კი არ ჰქონია ადგილიო. როგორც ჩანს, ეს პრობლემა არ არის. დაწყებული არჩევნების დროს თანამდებობის მიტოვება არ მგონია, მიზანშეწონილი მოქმედება იყოს. თუ აპირებ წასვლას, მაშინ მანამ მიიღე გადაწყვეტილება, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყება. ყველასთვის ცნობილი იყო და მათ შორის მისთვისაც, რომ ოქტომბერში არჩევნები უნდა გამართულიყო", - განუცხადა "ინტერპრესსნიუსს" ხმალაძემ.

მეორე საკითხი კი ის არის, თუ ვინ დაიკავებს მის თანამდებობას.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტს განცხადებით ორშაბათს მიმართა, რომელიც პარლამენტის კანცელარიაში უკვე გადაგზავნილია.

აზარაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა ამ ვადაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარე ავტომატურად გადამდგარად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. მის ფუნქციებს კი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მისი მოადგილე დავით კირთაძე შეასრულებს.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ცესკო-ს 3 კანდიდატურას წარუდგენს. თავმჯდომარეს ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული პირები ირჩევენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, თავმჯდომარეს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები 5 დღის ვადაში აირჩევენ. თუმცა, თუ აღნიშნული წესით ცესკო-ში გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ იმავე კანდიდატურებისგან ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი 7 დღის ვადაში ირჩევს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ცესკო-ს თამჯდომარე შემდეგი წესით ირჩევა: თავმჯდომარე აირჩევა პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ან პარლამენტის მიერ. კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში - შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკო-ს სამ კანდიდატურას წარუდგენს.

თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები - გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურას, კენჭისყრა ფარულია და კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.

თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩა, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან პარლამენტი, პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკო-ს თავმჯდომარეს.

მთელ ამ პროცედურაში მთავარი არის ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნულმა წევრებმა არ უნდა მიიღონ, პრეზიდენტი კანდიდატურებს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიების წევრებს წარუდგენს, რადგან საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიად "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევა. ამის მიზეზი არის ის, რომ კანონის შესაბამის მუხლში წერია ტერმინი - "პარტია" და არა - "საარჩევნო სუბიექტი". "ქართული ოცნება" არჩევნებში მონაწილეობდა როგორც კოალიცია და არა როგორც პარტია. შესაბამისად, მიღებული შედეგი პირდაპირ არ გადადის თითოეულ პარტიაზე.

შესაბამისად, პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები უნდა წარუდგინოს "ქართული ოცნების" იმ ექვს წევრს, რომელიც წარმოდგენილი არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და, თუ ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მაშინ ეს სამი წევრი პარლამენტში გადმოდის და გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. ამასთან, თუ პრეზიდენტი ისეთ სამ კანდიდატს წარადგენს, რომელიც პარლამენტისთვის მისაღები არ იქნება, თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს და არჩევნებს ის ჩაატარებს.

ეს კი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის თქმით, "უცნაურ ვითარებას ქმნის" და მიაჩნია, რომ რაიმე გამოსავალი უნდა იქნას მოძებნილი.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისი ნორმის სულისკვეთება იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ოპოზიციას ეძლევა. ამიტომაც, მიაჩნია, რომ მოცემული რეალობის გათვალისწინებით, როცა პრეზიდენტი ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მის მიერ დასახელებულ კანდიდატებს სხვა პოლიტიკური ძალა შეარჩევს, უფრო სამართლიანია.

"გამოდის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში ორი პოლიტიკური ძალა - ერთი მხრივ პრეზიდენტი, მეორე მხრივ კი კოალიციაში შემავალი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, რაც ამ შემთხვევაში უფრო სამართლიანია", - აღნიშნა ლომჯარიამ.

თუმცა, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ხელისუფლების მხრიდან უშუალოდ ამ თემაზე არანაირი განმარტება არ კეთდება.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა