სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღარ ურთიერთობს ჭორვილელი ფოტოხელოვანი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან
რატომ აღარ ურთიერთობს ჭორვილელი ფოტოხელოვანი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

მარ­თა­ლია, ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი თორ­ნი­კე ივა­ნიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნაკ­ვე­თი სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში გა­ა­ტა­რა. მამა წარ­მო­შო­ბით იქი­დან ჰყავს და მას რომ მო­უს­მი­ნოთ, მარ­ტი­ვად მიხ­ვდე­ბით, რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია სა­კუ­თარ სო­ფელ­ზე. 24 წლის ხე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია, მაგ­რამ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბამ ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში გა­ი­ტა­ცა. თორ­ნი­კე მღე­რის, სა­კუ­თა­რი ბენ­დიც ჰყავს და მის შე­მოქ­მე­დე­ბით არ­ქივს ლექ­სე­ბი და მო­თხრო­ბე­ბიც ამ­დიდ­რებს.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ ხში­რად ვის­ვე­ნებ­დი ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში. იქ ჩემი გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ვე­ნა­თე­სა­ვე­ბით, ამი­ტომ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­გო­ნე­ბი­სას ყვე­ლა­ზე ხში­რად მეს­მის კი­თხვა: "იმის ვინ ხარ?", ცხა­დია, პრე­მი­ერს ვგუ­ლის­ხმობ (იღი­მე­ბა). ჩემი პა­სუ­ხია - ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი. ამ ოჯახს კარ­გად ვიც­ნობ. თუმ­ცა ხაზ­გას­მით ვი­ტყვი, რომ მათ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კავ­ში­რი არ მაქვს. ჭორ­ვი­ლა ბევრ ევ­რო­პულ სო­ფელს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი არის, მაგ­რამ არა გა­ჭირ­ვე­ბა. ჩემს პი­როვ­ნუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჭორ­ვი­ლას. შე­იძ­ლე­ბა არ და­მი­ჯე­როთ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან მჯე­რო­და, რომ ეს სო­ფე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო.

- ფო­ტოგ­რა­ფი­ით რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი?

- ბავ­შვო­ბი­დან ბევ­რი რა­ღაც მინ­დო­და, ნა­ტუ­რით შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ვარ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, დიპ­ლო­მა­ტი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. პირ­ვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მა­მამ მა­ჩუ­ქა, ოღონდ ამას მთლად ფო­ტო­ა­პა­რატს ვერ და­ვარ­ქმევ. ეს იყო ორ­მე­გა­პიქ­სე­ლი­ა­ნი, 2005 წლის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. შემ­დეგ მქონ­და სა­მოყ­ვა­რუ­ლო ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, მალე ისევ ვი­ყი­დე ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, მაგ­რამ ლინ­ზა გა­მი­ფუჭ­და. არ მი­მარ­თლებ­და... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვე­ბის­გან ვთხო­უ­ლობ­დი ფო­ტო­ა­პა­რატს და ისე ვი­ღებ­დი სუ­რა­თებს. ასე გაგ­რძელ­და 2012 წლამ­დე. ერთ-ერთ პაბ­ში ბენდთან ერ­თად მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და შე­მო­სა­ვა­ლი გა­მიჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტშიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბევრ რა­მე­ზე ვარ მო­დე­ბუ­ლი. ახლა მინ­და, რომ სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ჩა­ვა­ბა­რო.

- ფო­ტო­ა­პა­რა­ტი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სით შე­ი­ძი­ნე?

- დიახ, გავ­რის­კე და უკა­ნას­კნე­ლად უკვე ბან­კი­დან ავი­ღე სეს­ხი, რა­საც ხელ­ფა­სით დღემ­დე ვფა­რავ. რო­დე­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი შე­ვი­ძი­ნე, პირ­ველ გა­და­ღე­ბა­ზე გო­გო­ნა წა­ვიყ­ვა­ნე და სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­სე­სია ჩა­ვა­ტა­რეთ. სახ­ლში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დი, ყვე­ლა პი­რო­ბა მქონ­და იმის­თვის, რომ რა­ღაც გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. კომ­პი­უ­ტერ­ში რომ გა­და­ვი­ტა­ნე, მო­მე­წო­ნა, კარ­გი ხა­რის­ხის ფო­ტო­ე­ბი იყო, მაგ­რამ რა­საც ვე­ლო­დი, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­დე­ბო­და, ასე არ იყო. თით­ქმის ვერ და­ვი­ნა­ხე სხვა­ო­ბა გარ­და ხა­რის­ხი­სა, მა­შინ დავ­რწმუნ­დი ერთ რა­მე­ში, რომ არა­ვი­თა­რი ტექ­ნი­კა, მხო­ლოდ ტვი­ნი იღებს.

- ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ბევ­რი მოხ­ვედ­რი­ლა შენს ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში...

- მაგ მხრივ გა­მი­მარ­თლა, ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. უარს თით­ქმის არა­ვინ მე­უბ­ნე­ბა. ვი­საც მინ­დო­და, ვუ­ღებ­დი. კახი კავ­სა­ძეს, ჩემი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გად ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ მა­ინც მა­მას ვთხო­ვე შუ­ა­მავ­ლო­ბა, მო­მე­რი­და. კახი კავ­სა­ძე და ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მერ­ჩივ­ნა, სცე­ნის ნაც­ვლად სახ­ლში გა­და­მე­ღო, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რე­ბი არი­ან შინ. კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ანი იმე­დაშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბა, გვან­ცა ჯა­ფა­რი­ძის, რო­მელ­საც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­მა" დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რატომ აღარ ურთიერთობს ჭორვილელი ფოტოხელოვანი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

რატომ აღარ ურთიერთობს ჭორვილელი ფოტოხელოვანი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

მართალია, ფოტოხელოვანი თორნიკე ივანიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი სოფელ ჭორვილაში გაატარა. მამა წარმოშობით იქიდან ჰყავს და მას რომ მოუსმინოთ, მარტივად მიხვდებით, როგორი შეყვარებულია საკუთარ სოფელზე. 24 წლის ხელოვანი პროფესიით დიპლომატია, მაგრამ ფოტოების გადაღებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა. თორნიკე მღერის, საკუთარი ბენდიც ჰყავს და მის შემოქმედებით არქივს ლექსები და მოთხრობებიც ამდიდრებს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ხშირად ვისვენებდი ჩემს მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. იქ ჩემი გვარის წარმომადგენლები ყველანი ერთმანეთს ვენათესავებით, ამიტომ ივანიშვილის გაგონებისას ყველაზე ხშირად მესმის კითხვა: ”იმის ვინ ხარ?”, ცხადია, პრემიერს ვგულისხმობ (იღიმება). ჩემი პასუხია - ოჯახის ახლობელი. ამ ოჯახს კარგად ვიცნობ. თუმცა ხაზგასმით ვიტყვი, რომ მათთან პოლიტიკური და მატერიალური კავშირი არ მაქვს. ჭორვილა ბევრ ევროპულ სოფელს არ ჩამოუვარდება, პატარა პრობლემები არის, მაგრამ არა გაჭირვება. ჩემს პიროვნულად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჭორვილას. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ეს სოფელი გამორჩეული იყო.

- ფოტოგრაფიით როდის დაინტერესდი?

- ბავშვობიდან ბევრი რაღაც მინდოდა, ნატურით შემოქმედი ადამიანი ვარ. ამის მიუხედავად, დიპლომატიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი ფოტოაპარატი მამამ მაჩუქა, ოღონდ ამას მთლად ფოტოაპარატს ვერ დავარქმევ. ეს იყო ორმეგაპიქსელიანი, 2005 წლისთვის ძალიან კარგი მობილური ტელეფონი. შემდეგ მქონდა სამოყვარულო ფოტოაპარატი, მალე ისევ ვიყიდე ფოტოაპარატი, მაგრამ ლინზა გამიფუჭდა. არ მიმართლებდა... წლების განმავლობაში სხვებისგან ვთხოულობდი ფოტოაპარატს და ისე ვიღებდი სურათებს. ასე გაგრძელდა 2012 წლამდე. ერთ-ერთ პაბში ბენდთან ერთად მუშაობა დავიწყე და შემოსავალი გამიჩნდა. რამდენიმე მუსიკალურ პროექტშიც მიმიღია მონაწილეობა. ბევრ რამეზე ვარ მოდებული. ახლა მინდა, რომ სარეჟისოროზე ჩავაბარო.

- ფოტოაპარატი საკუთარი ხელფასით შეიძინე?

- დიახ, გავრისკე და უკანასკნელად უკვე ბანკიდან ავიღე სესხი, რასაც ხელფასით დღემდე ვფარავ. როდესაც პროფესიონალური ფოტოაპარატი შევიძინე, პირველ გადაღებაზე გოგონა წავიყვანე და საინტერესო ფოტოსესია ჩავატარეთ. სახლში აღფრთოვანებული დავბრუნდი, ყველა პირობა მქონდა იმისთვის, რომ რაღაც გრანდიოზული გამეკეთებინა. კომპიუტერში რომ გადავიტანე, მომეწონა, კარგი ხარისხის ფოტოები იყო, მაგრამ რასაც ველოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა, ასე არ იყო. თითქმის ვერ დავინახე სხვაობა გარდა ხარისხისა, მაშინ დავრწმუნდი ერთ რამეში, რომ არავითარი ტექნიკა, მხოლოდ ტვინი იღებს.

- ცნობილი ადამიანებიდან ბევრი მოხვედრილა შენს ფოტოობიექტივში...

- მაგ მხრივ გამიმართლა, ბედნიერი ადამიანი ვარ. უარს თითქმის არავინ მეუბნება. ვისაც მინდოდა, ვუღებდი. კახი კავსაძეს, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობდი, მაგრამ მაინც მამას ვთხოვე შუამავლობა, მომერიდა. კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე უდიდესი პროფესიონალები არიან, მაგრამ მერჩივნა, სცენის ნაცვლად სახლში გადამეღო, მაინტერესებდა, როგორები არიან შინ. კარგად მახსენდება ანი იმედაშვილის გადაღება, გვანცა ჯაფარიძის, რომელსაც ”საქართველოს ვარსკვლავმა” დიდი პოპულარობა მოუტანა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია