პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უად­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ას
ვინ უად­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ას

ქარ­წა­ღე­ბულ­ნი - ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი­ა, ხო­ლო მი­სი მთა­ვა­რი გმი­რი სკარ­ლეტ ო,ჰა­რა ჩემ­თვის ქა­ლის იდე­ა­ლი­ა. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს მი­სი ცნო­ბი­ლი ფრა­ზა - "ა­მა­ზე ხვალ ვი­ფიქ­რებ". რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს, ან ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია მექ­მნე­ბა, ამ სიტყ­ვებს ვუ­ჯე­რებ ხოლ­მე. ეს ხერ­ხი მარ­თლაც ამარ­თლებს და თქვენც გირ­ჩევთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ - გვითხ­რა "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ამ, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ წიგ­ნი მი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­ა:

- რას კითხ­უ­ლობ­დით ბავ­შვო­ბა­ში და რო­გორ და­უ­მე­გობ­რდით წიგ­ნებს?

- მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ხში­რად მი­კითხ­ავ­დნენ ზღაპ­რებს, ლექ­სებს და მე თით­ქმის ზე­პი­რად ვი­ცო­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი. წიგნს თითს გა­ვა­ყო­ლებ­დი, ვყვე­ბო­დი და ყვე­ლას ეგო­ნა, რომ 3 წლის ბავ­შვმა უკ­ვე კითხ­ვა ვი­ცო­დი. რო­ცა წა­მო­ვი­ზარ­დე, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვს, მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჟი­ულ ვერ­ნის რო­მა­ნე­ბი. ვკითხ­უ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩე­მი ტო­ლე­ბი კითხ­უ­ლობ­დნენ და სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ვუ­მე­გობ­რდი წიგ­ნებს.

- ქა­ლის იდე­ა­ლი უკ­ვე დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ, მა­მა­კა­ცის იდე­ა­ლი თუ გყო­ლი­ათ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის?

- ძა­ლი­ან ხში­რად, რო­მელ წიგ­ნსაც ვკითხ­უ­ლობ­დი, მის გმირს ვა­ი­დე­ა­ლებ­დი. მახ­სოვს, რო­გო­რი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნით" და გი­ორ­გი პირ­ვე­ლით, ან რო­გორ ვე­ლო­დე­ბო­დი ფილ­მს, თუ ვინ გა­ნა­სა­ხიე­რებ­და მის როლს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და წიგ­ნი­დან წიგ­ნამ­დე, გმი­რი­დან გმი­რამ­დე და ჩემს ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან ალა­მა­ზებ­და. სა­ოც­რად მიყ­ვარ­და ჰე­მინ­გუ­ე­ი, გი დე მო­პა­სა­ნი, თო­მას მა­ნი და მათ მი­ერ შექ­მნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი. რო­დე­საც ასაკ­ში შე­ვე­დი, წა­ვი­კი­თხე თო­მას მა­ნის "სიკ­ვდი­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში" და ამ რო­მან­მა ჩემ­ზე გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ის დღემ­დე ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი­ა. თო­მას მა­ნი ბო­ლო წლებ­ში სხვა­ნა­ი­რად გა­და­ვა­ფა­სე და სულ სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე იმას, რა­საც ეს ადა­მი­ა­ნი წერ­და და გა­ნიც­დი­და.

- პო­ე­ზი­ას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, თუ პრო­ზას?

- ვერ გეტყ­ვით, იმი­ტომ, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ლექ­სე­ბი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი იყო. არა­სო­დეს მიც­დია ლექ­სე­ბი ზე­პი­რად მეს­წავ­ლა, უბ­რა­ლოდ, იმ­დენ­ჯერ ვკითხ­უ­ლობ­დი, რომ უეც­რად "შე­მო­მეს­წავ­ლე­ბო­და" ხოლ­მე. მახ­სოვს, ერ­თხელ სტუ­დენ­ტო­ბის მე­გობ­რე­ბი ფშა­ვი­დან მოვ­დი­ო­დით, მთე­ლი გზა ლექ­სებს ვკითხ­უ­ლობ­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ნაც­ვლე­ბო­დით და ისე ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში, რომ ვერც გა­ვი­გეთ. პო­ე­ზი­აც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, პრო­ზაც და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია მათ გა­რე­შე.

- თქვენს რჩე­ულ პო­ე­ტებ­ზე რას გვე­ტყ­ვით?

- ვა­ღი­ა­რებ, რომ ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში ჩემ­თვის გა­ლაკ­ტი­ონ­ზე მა­ღა­ლი მწვერ­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ანა კა­ლან­და­ძე და მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე. რუ­სულ პო­ე­ზი­ა­ში კი პუშ­კინს ყვე­ლა­ზე მაღ­ლა ვა­ყე­ნებ, მი­სი წე­რის მა­ნე­რა, სიტყ­ვა­თა მა­რა­გი და პო­ე­ტუ­რი ოს­ტა­ტო­ბა მარ­თლაც რომ მი­უწ­ვდო­მე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა. მიყ­ვარს ანა ახ­მა­ტო­ვა, მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა, ალექ­სან­დრე ბლო­კი. ძნე­ლია ჩა­მოთ­ვლა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ე­ტი მომ­წონ­და და მომ­წონს. ალ­ბათ კარ­გმა თარ­გმან­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ შან­დორ პე­ტე­ფი გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონ­და და დღე­საც ძა­ლი­ან მიყ­ვარს მი­სი ლექ­სე­ბის კითხ­ვა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ გრი­გოლ აბა­ში­ძი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნი კონ­გე­ნი­ა­ლუ­რი­ა.

- პრო­ზა­ი­კო­სებს შო­რის თუ გყავთ ფა­ვო­რი­ტე­ბი?

- პირ­ველ ად­გილ­ზე მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს და­ვა­ყე­ნებ­დი. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­თი ყო­ველ­თვის მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე­ა. გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს ნო­დარ დუმ­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბაც. დღე­საც, რო­დე­საც ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, გად­მო­ვი­ღებ "მე ბე­ბი­ა, ილი­კო და ილა­რი­ონს" და ვი­ცი, რომ გან­წყო­ბა უეც­რად გა­მო­მი­კეთ­დე­ბა. "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" ჩემ­თვის ერ­თ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი­ა. თა­ნა­მე­დ­რო­ვე მწერ­ლო­ბა­საც ვეც­ნო­ბი და აკა მორ­ჩი­ლა­ძის მოთხ­რო­ბებს წა­უ­კითხ­ავს არა­სო­დეს ვტო­ვებ. უცხ­ო­ელ პრო­ზა­ი­კო­სებს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მი­ტა­ცა ქენ­დის ბუშ­ნელ­მა, რო­მელ­საც ეკუთ­ვნის წიგ­ნი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში". ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რი­ა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­ვი­და ჩემ­თან. უკ­ვე გა­და­დე­ბუ­ლი მაქვს მი­სი წიგ­ნი "ბიზ­ნე­სი მა­ღალ ქუს­ლებ­ზე" და აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და წა­ვი­კითხ­ო. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა ვა­სი­ლი გროს­მა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბამ და ქარ­თველ მკითხ­ველ­საც მინ­და ვურ­ჩი­ო, რომ ეს ავ­ტო­რი აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კითხ­ოს. მი­სი მოთხ­რო­ბე­ბი და რო­მა­ნე­ბი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა. წა­უ­კითხ­ავს არ ვტო­ვებ ორ­ჰან ფა­მუ­ქის არც ერთ ნა­წარ­მო­ებს, ჩე­მი აზ­რით, ეს მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი მწე­რა­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. ­მო­უ­ლოდ­ნე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ალ­ბერ კო­ე­ნის "დე­და­ჩემ­მა", რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა მომ­ცა და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- ესე იგი, და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, კითხ­ვას მა­ინც ახერ­ხებთ?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვა­ხერ­ხებ, ამას გა­ნა­პი­რო­ე­ბებს ჩე­მი ფი­ლო­ლო­გო­ბა და სა­მე­გობ­რო წრე. ჩვე­ნი, "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" მე­გობ­რო­ბა იმა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს კარგ წიგ­ნებს ვუც­ვლით ხოლ­მე. თუმ­ცა, ახ­ლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - უამ­რა­ვი სა­ი­ტი­ა, სა­ი­და­ნაც შე­გიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი რამ გად­მო­ი­წე­რო. მგო­ნი, წიგ­ნე­ბის თხო­ვე­ბა მო­დი­და­ნაც გა­და­ვი­და, მაგ­რამ მე მირ­ჩევ­ნია უშუ­ა­ლოდ წიგ­ნი მე­ჭი­როს ხელ­ში, ვიდ­რე მი­სი ელექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია წა­ვი­კითხ­ო. ალ­ბათ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის და­ძა­ბუ­ლი სტი­ლის ბრა­ლი­ცა­ა, რომ არ მიყ­ვარს ძა­ლი­ან მძი­მე, ძნე­ლად გა­სა­გე­ბი თხზუ­ლე­ბე­ბი, უფ­რო ლა­ღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოთხ­რო­ბე­ბი და რო­მა­ნე­ბი მომ­წონს. მა­გა­ლი­თად: რომ და­უკ­ვირ­დე, ქენ­დის ბუშ­ნე­ლი თით­ქოს არა­ფე­რი­ა, მაგ­რამ მას აქვს სა­ო­ცა­რი დი­ა­ლო­გე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად უბ­რა­ლო­ე­ბი­სა, ისეთ რა­მე­ზე და­გა­ფიქ­რებს, რომ ად­რე ვერც იფიქ­რებ­დი, თუ ეს ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო შენ­თვის. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­დან უნ­და გითხ­რათ, რომ მომ­ხიბ­ლა ოქ­სა­ნა რობ­სკა­ი­ას რო­მა­ნებ­მა, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სი ქა­ლის ცხოვ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გარ­და ხში­რად ვცდი­ლობ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ა­საც გა­ვეც­ნო. სულ ბო­ლოს მა­ჰათ­მა გან­დის ბი­ოგ­რა­ფია წა­ვი­კი­თხე და ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- და ბო­ლოს, დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად უბ­რუნ­დე­ბით და არა­სო­დეს გბეზ­რდე­ბათ.

- შე­მიძ­ლია თო­მას მანს ყო­ველ­თვის მი­ვუბ­რუნ­დე და ბევ­რჯერ წა­ვი­კითხ­ო. ასე­ვე ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი ნო­დარ დუმ­ბა­ძეს და გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მი­სი მოთხ­რო­ბე­ბი არ არის ისე და­ფა­სე­ბუ­ლი, რო­გორც მი­სი რო­მა­ნე­ბი­. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დრო არ მყოფ­ნის, მა­ინც ვცდი­ლობ წიგ­ნებს არ მოვ­წყდე და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ წიგ­ნე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნი­ა.­ ძი­ლის წინ ერ­თ-ორ ფურ­ცელს მა­ინც ვკითხ­უ­ლობ, ღა­მის 3 სა­ა­თიც რომ იყოს. ახ­ლა ვე­ძებ ვინ მათხ­ო­ვებს აკა მორ­ჩი­ლა­ძის "ქარ­თუ­ლის რვე­უ­ლებს" და გო­გი გვა­ხა­რი­ას "ცრემ­ლი­ან სათ­ვა­ლეს" - ეს მა­თი ბო­ლო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­ა, რომ­ლებ­ზეც ბევ­რი კარ­გი რამ მსმე­ნი­ა. დი­დი ხა­ნია არ მქო­ნია ერ­თთვი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა. რად­გან "მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვენს თავს ასე­თი დას­ვე­ნე­ბა მო­ვუწყ­ოთ და მეც უკ­ვე გა­დაწყ­ო­ბი­ლი მაქვს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­ვის­ტო­ში, ჩემს აგა­რაკ­ზე უნ­და წა­ვი­კითხ­ო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ვინ უად­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ას

ვინ უად­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ას

ქარ­წა­ღე­ბულ­ნი - ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი­ა, ხო­ლო მი­სი მთა­ვა­რი გმი­რი სკარ­ლეტ ო,ჰა­რა ჩემ­თვის ქა­ლის იდე­ა­ლი­ა. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს მი­სი ცნო­ბი­ლი ფრა­ზა - "ა­მა­ზე ხვალ ვი­ფიქ­რებ". რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს, ან ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია მექ­მნე­ბა, ამ სიტყ­ვებს ვუ­ჯე­რებ ხოლ­მე. ეს ხერ­ხი მარ­თლაც ამარ­თლებს და თქვენც გირ­ჩევთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ - გვითხ­რა "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა მა­ნა­ნა ნაჭყ­ე­ბი­ამ, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ წიგ­ნი მი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­ა:

- რას კითხ­უ­ლობ­დით ბავ­შვო­ბა­ში და რო­გორ და­უ­მე­გობ­რდით წიგ­ნებს?

- მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ხში­რად მი­კითხ­ავ­დნენ ზღაპ­რებს, ლექ­სებს და მე თით­ქმის ზე­პი­რად ვი­ცო­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი. წიგნს თითს გა­ვა­ყო­ლებ­დი, ვყვე­ბო­დი და ყვე­ლას ეგო­ნა, რომ 3 წლის ბავ­შვმა უკ­ვე კითხ­ვა ვი­ცო­დი. რო­ცა წა­მო­ვი­ზარ­დე, რო­გორც ყვე­ლა ბავშვს, მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჟი­ულ ვერ­ნის რო­მა­ნე­ბი. ვკითხ­უ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩე­მი ტო­ლე­ბი კითხ­უ­ლობ­დნენ და სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ვუ­მე­გობ­რდი წიგ­ნებს.

- ქა­ლის იდე­ა­ლი უკ­ვე დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ, მა­მა­კა­ცის იდე­ა­ლი თუ გყო­ლი­ათ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის?

- ძა­ლი­ან ხში­რად, რო­მელ წიგ­ნსაც ვკითხ­უ­ლობ­დი, მის გმირს ვა­ი­დე­ა­ლებ­დი. მახ­სოვს, რო­გო­რი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნით" და გი­ორ­გი პირ­ვე­ლით, ან რო­გორ ვე­ლო­დე­ბო­დი ფილმს, თუ ვინ გა­ნა­სა­ხიე­რებ­და მის როლს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და წიგ­ნი­დან წიგ­ნამ­დე, გმი­რი­დან გმი­რამ­დე და ჩემს ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან ალა­მა­ზებ­და. სა­ოც­რად მიყ­ვარ­და ჰე­მინ­გუ­ე­ი, გი დე მო­პა­სა­ნი, თო­მას მა­ნი და მათ მი­ერ შექ­მნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი. რო­დე­საც ასაკ­ში შე­ვე­დი, წა­ვი­კითხე თო­მას მა­ნის "სიკ­ვდი­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში" და ამ რო­მან­მა ჩემ­ზე გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ის დღემ­დე ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი­ა. თო­მას მა­ნი ბო­ლო წლებ­ში სხვა­ნა­ი­რად გა­და­ვა­ფა­სე და სულ სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე იმას, რა­საც ეს ადა­მი­ა­ნი წერ­და და გა­ნიც­დი­და.

- პო­ე­ზი­ას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, თუ პრო­ზას?

- ვერ გეტყ­ვით, იმი­ტომ, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ლექ­სე­ბი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი იყო. არა­სო­დეს მიც­დია ლექ­სე­ბი ზე­პი­რად მეს­წავ­ლა, უბ­რა­ლოდ, იმ­დენ­ჯერ ვკითხ­უ­ლობ­დი, რომ უეც­რად "შე­მო­მეს­წავ­ლე­ბო­და" ხოლ­მე. მახ­სოვს, ერ­თხელ სტუ­დენ­ტო­ბის მე­გობ­რე­ბი ფშა­ვი­დან მოვ­დი­ო­დით, მთე­ლი გზა ლექ­სებს ვკითხ­უ­ლობ­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ნაც­ვლე­ბო­დით და ისე ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში, რომ ვერც გა­ვი­გეთ. პო­ე­ზი­აც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, პრო­ზაც და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია მათ გა­რე­შე.

- თქვენს რჩე­ულ პო­ე­ტებ­ზე რას გვეტყ­ვით?

- ვა­ღი­ა­რებ, რომ ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში ჩემ­თვის გა­ლაკ­ტი­ონ­ზე მა­ღა­ლი მწვერ­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ანა კა­ლან­და­ძე და მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე. რუ­სულ პო­ე­ზი­ა­ში კი პუშ­კინს ყვე­ლა­ზე მაღ­ლა ვა­ყე­ნებ, მი­სი წე­რის მა­ნე­რა, სიტყ­ვა­თა მა­რა­გი და პო­ე­ტუ­რი ოს­ტა­ტო­ბა მარ­თლაც რომ მი­უწ­ვდო­მე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა. მიყ­ვარს ანა ახ­მა­ტო­ვა, მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა, ალექ­სან­დრე ბლო­კი. ძნე­ლია ჩა­მოთ­ვლა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ე­ტი მომ­წონ­და და მომ­წონს. ალ­ბათ კარ­გმა თარ­გმან­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ შან­დორ პე­ტე­ფი გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონ­და და დღე­საც ძა­ლი­ან მიყ­ვარს მი­სი ლექ­სე­ბის კითხ­ვა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ გრი­გოლ აბა­ში­ძი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნი კონ­გე­ნი­ა­ლუ­რი­ა.

- პრო­ზა­ი­კო­სებს შო­რის თუ გყავთ ფა­ვო­რი­ტე­ბი?

- პირ­ველ ად­გილ­ზე მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს და­ვა­ყე­ნებ­დი. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­თი ყო­ველ­თვის მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე­ა. გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს ნო­დარ დუმ­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბაც. დღე­საც, რო­დე­საც ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, გად­მო­ვი­ღებ "მე ბე­ბი­ა, ილი­კო და ილა­რი­ონს" და ვი­ცი, რომ გან­წყო­ბა უეც­რად გა­მო­მი­კეთ­დე­ბა. "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" ჩემ­თვის ერ­თ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი­ა. თა­ნა­მე­დ­რო­ვე მწერ­ლო­ბა­საც ვეც­ნო­ბი და აკა მორ­ჩი­ლა­ძის მოთხ­რო­ბებს წა­უ­კითხ­ავს არა­სო­დეს ვტო­ვებ. უცხ­ო­ელ პრო­ზა­ი­კო­სებს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მი­ტა­ცა ქენ­დის ბუშ­ნელ­მა, რო­მელ­საც ეკუთ­ვნის წიგ­ნი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში". ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რი­ა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­ვი­და ჩემ­თან. უკ­ვე გა­და­დე­ბუ­ლი მაქვს მი­სი წიგ­ნი "ბიზ­ნე­სი მა­ღალ ქუს­ლებ­ზე" და აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და წა­ვი­კითხ­ო. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა ვა­სი­ლი გროს­მა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბამ და ქარ­თველ მკითხ­ველ­საც მინ­და ვურ­ჩი­ო, რომ ეს ავ­ტო­რი აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კითხ­ოს. მი­სი მოთხ­რო­ბე­ბი და რო­მა­ნე­ბი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა. წა­უ­კითხ­ავს არ ვტო­ვებ ორ­ჰან ფა­მუ­ქის არც ერთ ნა­წარ­მო­ებს, ჩე­მი აზ­რით, ეს მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი მწე­რა­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. ­მო­უ­ლოდ­ნე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ალ­ბერ კო­ე­ნის "დე­და­ჩემ­მა", რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა მომ­ცა და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- ესე იგი, და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, კითხ­ვას მა­ინც ახერ­ხებთ?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვა­ხერ­ხებ, ამას გა­ნა­პი­რო­ე­ბებს ჩე­მი ფი­ლო­ლო­გო­ბა და სა­მე­გობ­რო წრე. ჩვე­ნი, "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" მე­გობ­რო­ბა იმა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს კარგ წიგ­ნებს ვუც­ვლით ხოლ­მე. თუმ­ცა, ახ­ლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - უამ­რა­ვი სა­ი­ტი­ა, სა­ი­და­ნაც შე­გიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი რამ გად­მო­ი­წე­რო. მგო­ნი, წიგ­ნე­ბის თხო­ვე­ბა მო­დი­და­ნაც გა­და­ვი­და, მაგ­რამ მე მირ­ჩევ­ნია უშუ­ა­ლოდ წიგ­ნი მე­ჭი­როს ხელ­ში, ვიდ­რე მი­სი ელექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია წა­ვი­კითხ­ო. ალ­ბათ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის და­ძა­ბუ­ლი სტი­ლის ბრა­ლი­ცა­ა, რომ არ მიყ­ვარს ძა­ლი­ან მძი­მე, ძნე­ლად გა­სა­გე­ბი თხზუ­ლე­ბე­ბი, უფ­რო ლა­ღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოთხ­რო­ბე­ბი და რო­მა­ნე­ბი მომ­წონს. მა­გა­ლი­თად: რომ და­უკ­ვირ­დე, ქენ­დის ბუშ­ნე­ლი თით­ქოს არა­ფე­რი­ა, მაგ­რამ მას აქვს სა­ო­ცა­რი დი­ა­ლო­გე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად უბ­რა­ლო­ე­ბი­სა, ისეთ რა­მე­ზე და­გა­ფიქ­რებს, რომ ად­რე ვერც იფიქ­რებ­დი, თუ ეს ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო შენ­თვის. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­დან უნ­და გითხ­რათ, რომ მომ­ხიბ­ლა ოქ­სა­ნა რობ­სკა­ი­ას რო­მა­ნებ­მა, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სი ქა­ლის ცხოვ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გარ­და ხში­რად ვცდი­ლობ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ა­საც გა­ვეც­ნო. სულ ბო­ლოს მა­ჰათ­მა გან­დის ბი­ოგ­რა­ფია წა­ვი­კითხე და ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- და ბო­ლოს, დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად უბ­რუნ­დე­ბით და არა­სო­დეს გბეზ­რდე­ბათ.

- შე­მიძ­ლია თო­მას მანს ყო­ველ­თვის მი­ვუბ­რუნ­დე და ბევ­რჯერ წა­ვი­კითხ­ო. ასე­ვე ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი ნო­დარ დუმ­ბა­ძეს და გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მი­სი მოთხ­რო­ბე­ბი არ არის ისე და­ფა­სე­ბუ­ლი, რო­გორც მი­სი რო­მა­ნე­ბი­. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დრო არ მყოფ­ნის, მა­ინც ვცდი­ლობ წიგ­ნებს არ მოვ­წყდე და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ წიგ­ნე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნი­ა.­ ძი­ლის წინ ერ­თ-ორ ფურ­ცელს მა­ინც ვკითხ­უ­ლობ, ღა­მის 3 სა­ა­თიც რომ იყოს. ახ­ლა ვე­ძებ ვინ მათხ­ო­ვებს აკა მორ­ჩი­ლა­ძის "ქარ­თუ­ლის რვე­უ­ლებს" და გო­გი გვა­ხა­რი­ას "ცრემ­ლი­ან სათ­ვა­ლეს" - ეს მა­თი ბო­ლო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­ა, რომ­ლებ­ზეც ბევ­რი კარ­გი რამ მსმე­ნი­ა. დი­დი ხა­ნია არ მქო­ნია ერ­თთვი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა. რად­გან "მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვენს თავს ასე­თი დას­ვე­ნე­ბა მო­ვუწყ­ოთ და მეც უკ­ვე გა­დაწყ­ო­ბი­ლი მაქვს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­ვის­ტო­ში, ჩემს აგა­რაკ­ზე უნ­და წა­ვი­კითხ­ო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს