პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ რჩებიან ადამიანები უბინაოდ
რატომ რჩებიან ადამიანები უბინაოდ

"ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ გან­ვი­ცა­დე მო­რა­ლუ­რი სიკ­ვდი­ლი. სიკ­ვდი­ლია, აბა, რა არის, ადა­მი­ანს სახ­ლში რომ მი­ად­გე­ბი, ბინა უნდა და­ცა­ლოო!... იპო­თე­კარ­თა უმე­ტე­სო­ბა ამ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და ან ქი­რით უწევს გა­დას­ვლა, ან ახ­ლობ­ლის ე.წ. ნა­თხო­ვარ ბი­ნა­ში გა­და­დი­ან და ხში­რად ქუ­ჩა­შიც რჩე­ბი­ან. სა­ხელ­მწი­ფო კი მათ მდგო­მა­რე­ო­ბას, რა თქმა უნდა, არ და ვერ ით­ვა­ლის­წი­ნებს. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც ბი­ნას და­კარ­გავს, ყვე­ლას ვერ უყი­დი­ან", - აცხა­დებს ერთ-ერთი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად უმ­ძი­მე­სი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად და­დის, იპო­თე­კა­რე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბა უწევს.

36 წლის დათო ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ყვე­ლა­ზე მძი­მე და შე­და­რე­ბით კუ­რი­ო­ზულ ამ­ბებს იხ­სე­ნებს. მი­სი­ვე თქმით, ეგო­ნა, 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მასა და მის კო­ლე­გებს მშვი­დად მუ­შა­ო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­დათ, მაგ­რამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბამ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ბან­კე­ბი იზა­რა­ლებ­დნენ, გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა კა­ნო­ნის ხელ­მე­ო­რედ გან­ხილ­ვამ­დე გა­და­ა­ვა­და...

- ყვე­ლა­ზე მძი­მედ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ჩემი პირ­ვე­ლი გას­ვლა იყო ბი­ნი­დან გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე და თან, ოჯახ­ში, სა­დაც მი­ვე­დით, მარ­თლაც ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა: ოჯახ­ში ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრი­სა და სამი პა­ტა­რის გარ­და კი­დევ ერთი, ეტლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი, მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი მო­ხუ­ცე­ბიც იყ­ვნენ. ყვე­ლა­ნი სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ და ოთა­ხებ­ში ისე­თი სი­ვიწ­რო­ვე და სიბ­ნე­ლე იყო, ერთი ოთა­ხი­დან მე­ო­რე­ში ძლივს ვიკ­ვლევ­დით გზას. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლისს სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და, რომ ნევ­რო­ზი ჰქონ­და. პრინ­ციპ­ში სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც იყო. ჩვენ­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც იყ­ვნენ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­დნენ, სახ­ლის ბი­ნად­რებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ქალს ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა, მა­მა­კა­ცი ფან­ჯრი­დან ხტე­ბო­და, ბავ­შვე­ბი კუ­თხე­ში მი­ი­ყუ­ჟნენ. ყვე­ლა­ზე სა­ცო­და­ვი სა­ნა­ხა­ვი მო­ხუ­ცე­ბი იყ­ვნენ. ისე­თი წი­ვი­ლი-კი­ვი­ლი ატყდა, ვხვდე­ბო­დი, ცო­ტაც და გული შე­მი­ღონ­დე­ბო­და. ხმა­ურ­ზე მე­ზობ­ლე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ. ისე­თი რია-რია იყო, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ამ მძი­მე სუ­რათ­ზე ისე ცუ­დად გავ­ხდი, ექი­მის დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­და. უკვე ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი... პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს ეცი­ნე­ბო­დათ, ეს ქურ­დის და­სა­კა­ვებ­ლად რომ წა­იყ­ვა­ნო, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია, რა და­ე­მარ­თე­ბაო...

- მა­ინც გა­მო­ა­სახ­ლეს?

- რა თქმა უნდა, მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე იყ­ვნენ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ვა­დაც ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი, ბინა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ წა­სას­ვლე­ლი არ­სად ჰქონ­დათ... თან გვახ­ლდა ექ­სპერ­ტიც, რო­მელ­საც მათი ქო­ნე­ბა ჰქონ­და შე­ფა­სე­ბუ­ლი. ის კა­ციც არ იყო კარგ დღე­ში, მაგ­რამ ჩემ­ზე უკე­თე­სად კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ბო­ლოს გა­და­მე­კე­ტა და აწი­ო­კე­ბულ ბავ­შვებს და­ვუ­წყე დამ­შვი­დე­ბა. ის ავად­მყო­ფი ბავ­შვი ეტ­ლში მშვი­დად იჯდა. თმა­გა­წე­წი­ლი დედა მის გარ­შე­მო დარ­ბო­და და კი­ო­და, ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩავ­დე ბინა ბან­კშიო. ბავ­შვს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე და მივ­ხვდი, რომ გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­და... დღის ბო­ლოს, სამ­სა­ხურ­ში რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ვფიქ­რობ­დი, ბან­კში უკვე ეცო­დი­ნე­ბათ, რა დღე­შიც ვი­ყა­ვი და ეს ჩემი უკა­ნას­კნე­ლი სა­მუ­შაო დღე იქ­ნე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, კვი­რის ბო­ლოს გა­ვი­გე, რომ და­მა­წი­ნა­უ­რეს. ჩემ­მა უფ­როს­მა მი­თხრა, შენ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნურ თა­ნამ­შრომ­ლად გა­ღი­ა­რე­სო... მას შემ­დეგ გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი ჩემი პრო­ფე­სი­ის ნა­წი­ლი გახ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები

რატომ რჩებიან ადამიანები უბინაოდ

რატომ რჩებიან ადამიანები უბინაოდ

"ვინ იცის, მერამდენედ განვიცადე მორალური სიკვდილი. სიკვდილია, აბა, რა არის, ადამიანს სახლში რომ მიადგები, ბინა უნდა დაცალოო!... იპოთეკართა უმეტესობა ამ ბინაში ცხოვრობს და ან ქირით უწევს გადასვლა, ან ახლობლის ე.წ. ნათხოვარ ბინაში გადადიან და ხშირად ქუჩაშიც რჩებიან. სახელმწიფო კი მათ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არ და ვერ ითვალისწინებს. რამდენი ადამიანიც ბინას დაკარგავს, ყველას ვერ უყიდიან", - აცხადებს ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად უმძიმესი სამუშაოს შესასრულებლად დადის, იპოთეკარების გამოსახლება უწევს.

36 წლის დათო ჩვენთან საუბრისას ყველაზე მძიმე და შედარებით კურიოზულ ამბებს იხსენებს. მისივე თქმით, ეგონა, 8 თვის განმავლობაში მასა და მის კოლეგებს მშვიდად მუშაობისა და ცხოვრების საშუალება მიეცემოდათ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ ამ შემთხვევაში ბანკები იზარალებდნენ, გამოსახლების პროცესის შეჩერება კანონის ხელმეორედ განხილვამდე გადაავადა...

- ყველაზე მძიმედ პირველი შემთხვევა მახსენდება, ვინაიდან ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ბინიდან გამოსახლებაზე და თან, ოჯახში, სადაც მივედით, მართლაც ძალიან მძიმე სიტუაცია დამხვდა: ოჯახში ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და სამი პატარის გარდა კიდევ ერთი, ეტლს მიჯაჭვული, მძიმედ დაავადებული ბავშვი და ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებიც იყვნენ. ყველანი სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და ოთახებში ისეთი სივიწროვე და სიბნელე იყო, ერთი ოთახიდან მეორეში ძლივს ვიკვლევდით გზას. ოჯახის დიასახლისს სახეზე ეტყობოდა, რომ ნევროზი ჰქონდა. პრინციპში სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. ჩვენთან ერთად სამართალდამცველებიც იყვნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ, სახლის ბინადრებს საცხოვრებელი დაეტოვებინათ. ქალს ისტერიკა დაემართა, მამაკაცი ფანჯრიდან ხტებოდა, ბავშვები კუთხეში მიიყუჟნენ. ყველაზე საცოდავი სანახავი მოხუცები იყვნენ. ისეთი წივილი-კივილი ატყდა, ვხვდებოდი, ცოტაც და გული შემიღონდებოდა. ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ. ისეთი რია-რია იყო, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამ მძიმე სურათზე ისე ცუდად გავხდი, ექიმის დახმარება დამჭირდა. უკვე ფეხზე ვერ ვდგებოდი... პატრულის თანამშრომლებს ეცინებოდათ, ეს ქურდის დასაკავებლად რომ წაიყვანო, ხომ წარმოგიდგენია, რა დაემართებაო...

- მაინც გამოასახლეს?

- რა თქმა უნდა, მანამდე რამდენჯერმე იყვნენ გაფრთხილებული. რამდენიმეთვიანი ვადაც ჰქონდათ მიცემული, ბინა დაყადაღებული იყო, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდათ... თან გვახლდა ექსპერტიც, რომელსაც მათი ქონება ჰქონდა შეფასებული. ის კაციც არ იყო კარგ დღეში, მაგრამ ჩემზე უკეთესად კი გამოიყურებოდა. ბოლოს გადამეკეტა და აწიოკებულ ბავშვებს დავუწყე დამშვიდება. ის ავადმყოფი ბავშვი ეტლში მშვიდად იჯდა. თმაგაწეწილი დედა მის გარშემო დარბოდა და კიოდა, ბავშვის გადასარჩენად ჩავდე ბინა ბანკშიო. ბავშვს გამოველაპარაკე და მივხვდი, რომ გონებრივი პრობლემები არ ჰქონდა... დღის ბოლოს, სამსახურში რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, ბანკში უკვე ეცოდინებათ, რა დღეშიც ვიყავი და ეს ჩემი უკანასკნელი სამუშაო დღე იქნება-მეთქი, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, კვირის ბოლოს გავიგე, რომ დამაწინაურეს. ჩემმა უფროსმა მითხრა, შენ ყველაზე ჰუმანურ თანამშრომლად გაღიარესო... მას შემდეგ გამოსახლებაზე სიარული ჩემი პროფესიის ნაწილი გახდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია