პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ინიციატივით არასოდეს გადავიღებდი ისეთ ფილმს, როგორიც არის "დარჩი ჩემთან"
"ჩემი ინიციატივით არასოდეს გადავიღებდი ისეთ ფილმს, როგორიც არის "დარჩი ჩემთან"

რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რედ 2013 წლის 8 მა­ისს აირ­ჩი­ეს. მის გეგ­მებ­სა და სი­ახ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რი­სას ისიც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ამოქ­მედ­დე­ბა კი­ნო­კავ­ში­რის სა­ი­ტი, რომ­ლის მომ­ხმა­რე­ბელს კი­ნო­კავ­ში­რის საქ­მი­ა­ნო­ბის, ქარ­თულ და მსოფ­ლიო კი­ნო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა...

- კი­ნო­კავ­ში­რის ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მე თავ­მჯდო­მა­რე ვარ, პირ­ვე­ლი 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სიკო დო­ლი­ძე, მე­ო­რე ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რო­მე­ლიც კავ­შირს 36 წელი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მგო­ნია, რომ შევ­ძლებ ამ ად­გი­ლის გა­ცო­ცხლე­ბას. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რა­საც გა­ვა­კე­თებ, 460-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზის აღ­დგე­ნა იქ­ნე­ბა. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი უნდა შე­იქ­მნას, სა­დაც მათ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. ფი­როს­მა­ნის გა­მოთ­ქმის არ იყოს, სა­დაც დავ­სხდე­ბით, ჩაის დავ­ლევთ და ვი­ლა­პა­რა­კებთ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, კი­ნო­კავ­ში­რი დღეს ძი­რი­თა­დად იჯა­რე­ბით ცხოვ­რობს. მან თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბით უნდა შეძ­ლოს ისე იარ­სე­ბოს, რომ და­ეხ­მა­როს თა­ვის წევ­რებს და ხელი შე­უ­წყოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბას.

- სა­ხელ­მწი­ფოს როლი ამ საქ­მე­ში რო­გო­რია, თუ გაქვთ და­ფი­ნან­სე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სამი მთა­ვა­რი კი­ნო­ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ერ­თია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი. ეს არის ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ვეს­ტო­რი, სა­დაც ცხად­დე­ბა კონ­კურ­სე­ბი და მის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­უ­კე­თე­სო კი­ნოპ­რო­ექ­ტე­ბი ფი­ნანსდე­ბა - მაქ­სი­მუმ 75%-ით. მე­ო­რეა კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მი", რო­მელ­შიც უამ­რა­ვი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და მას სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა არ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნო­კავ­შირს, ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას არც ის იღებს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მას სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებ­და, თუმ­ცა შემ­დეგ აღარ. ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბა, ოთხი მი­ლი­ო­ნი ლარი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თვის გა­მო­ი­ყო­ფა, ძა­ლი­ან ცო­ტაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ­თან ასე თუ ისე შე­იძ­ლე­ბა და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა, ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც ეს თან­ხა მა­ინც ძა­ლი­ან მცი­რეა. ვი­მე­დოვ­ნებ, ის ოთხ-ხუთ­ჯერ გა­იზ­რდე­ბა.

- და ამის პერ­სპექ­ტი­ვა შე­ი­ნიშ­ნე­ბა?

- უნდა ვე­ცა­დოთ და­ვარ­წმუ­ნოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ თან­ხამ მო­ი­მა­ტოს. რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­შირს, მას­ში თით­ქმის ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნია გა­წევ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც კი­ნო­ში რა­ღაც გა­უ­კე­თე­ბია. ახალ­გაზ­რდე­ბი არ გვი­ერ­თდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ახლა სი­ტუ­ა­ცია გა­მო­კეთ­და. ეტყო­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბის იმე­დი გაჩ­ნდა და პირ­ველ ეტაპ­ზე 17 კაცი დაგ­ვე­მა­ტა. კი­ნო­კავ­შირ­ში სულ 320 კა­ცია გა­წევ­რე­ბუ­ლი.

- 5-6 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტი "ზა­ფხუ­ლის კი­ნოს­კო­ლა", რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებს იღებ­დნენ. რამე მსგავ­სი ხომ არ იგეგ­მე­ბა?

- ეს პრო­ექ­ტი წელ­საც და­ი­წყო და მას ახორ­ცი­ე­ლებს კი­ნო­კომ­პა­ნია "სი­ნე­ტე­ქი". მისი ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რი­ცაა. პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტი იგი­ვე იქ­ნე­ბა. ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ივ­ლი­ან კი­ნო­წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა იმ ეტაპს, რო­მე­ლიც ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან მათ პრო­ფე­სი­ულ კი­ნო­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ. პრო­ექ­ტი და­წყე­ბუ­ლია და გა­და­ღე­ბე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე და­ი­წყე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ჩემი ინიციატივით არასოდეს გადავიღებდი ისეთ ფილმს, როგორიც არის "დარჩი ჩემთან"

"ჩემი ინიციატივით არასოდეს გადავიღებდი ისეთ ფილმს, როგორიც არის "დარჩი ჩემთან"

რეჟისორი ზაზა ურუშაძე საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარედ 2013 წლის 8 მაისს აირჩიეს. მის გეგმებსა და სიახლეებზე საუბრისას ისიც გავარკვიეთ, რომ რამდენიმე დღეში ამოქმედდება კინოკავშირის საიტი, რომლის მომხმარებელს კინოკავშირის საქმიანობის, ქართულ და მსოფლიო კინოში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება...

- კინოკავშირის ისტორიაში მესამე თავმჯდომარე ვარ, პირველი 11 წლის განმავლობაში იყო სიკო დოლიძე, მეორე ელდარ შენგელაია, რომელიც კავშირს 36 წელი ხელმძღვანელობდა. მგონია, რომ შევძლებ ამ ადგილის გაცოცხლებას. ერთ-ერთი პირველი, რასაც გავაკეთებ, 460-კაციანი დარბაზის აღდგენა იქნება. კინემატოგრაფისტებისთვის სპეციალური ადგილი უნდა შეიქმნას, სადაც მათ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ. ფიროსმანის გამოთქმის არ იყოს, სადაც დავსხდებით, ჩაის დავლევთ და ვილაპარაკებთ ხელოვნებაზე. სამწუხაროდ, კინოკავშირი დღეს ძირითადად იჯარებით ცხოვრობს. მან თავის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით უნდა შეძლოს ისე იარსებოს, რომ დაეხმაროს თავის წევრებს და ხელი შეუწყოს კინემატოგრაფიის განვითარებას.

- სახელმწიფოს როლი ამ საქმეში როგორია, თუ გაქვთ დაფინანსება?

- საქართველოში სამი მთავარი კინოორგანიზაციაა. ერთია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინვესტორი, სადაც ცხადდება კონკურსები და მის საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო კინოპროექტები ფინანსდება - მაქსიმუმ 75%-ით. მეორეა კინოსტუდია "ქართული ფილმი", რომელშიც უამრავი რამ არის გასაკეთებელი და მას სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს. რაც შეეხება კინოკავშირს, ის დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და სახელმწიფო დაფინანსებას არც ის იღებს. საბჭოთა კავშირის დროს მას სახელმწიფო აფინანსებდა, თუმცა შემდეგ აღარ. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება, ოთხი მილიონი ლარი, რომელიც მთლიანად ქართული კინოსთვის გამოიყოფა, ძალიან ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ასე თუ ისე შეიძლება დაბალბიუჯეტიანი ფილმების გადაღება, ამის გათვალისწინებითაც ეს თანხა მაინც ძალიან მცირეა. ვიმედოვნებ, ის ოთხ-ხუთჯერ გაიზრდება.

- და ამის პერსპექტივა შეინიშნება?

- უნდა ვეცადოთ დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ თანხამ მოიმატოს. რაც შეეხება კინემატოგრაფისტთა კავშირს, მასში თითქმის ყველა ის ადამიანია გაწევრებული, რომელსაც კინოში რაღაც გაუკეთებია. ახალგაზრდები არ გვიერთდებოდნენ, მაგრამ ახლა სიტუაცია გამოკეთდა. ეტყობა, ცვლილებების იმედი გაჩნდა და პირველ ეტაპზე 17 კაცი დაგვემატა. კინოკავშირში სულ 320 კაცია გაწევრებული.

- 5-6 წლის წინ საქართველოში ახალგაზრდებისთვის განხორციელდა პროექტი "ზაფხულის კინოსკოლა", რომელშიც რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ ჩართული და მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდნენ. რამე მსგავსი ხომ არ იგეგმება?

- ეს პროექტი წელსაც დაიწყო და მას ახორციელებს კინოკომპანია "სინეტექი". მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი კინემატოგრაფისტთა კავშირიცაა. პროექტის ფორმატი იგივე იქნება. ახალგაზრდები გაივლიან კინოწარმოების ყველა იმ ეტაპს, რომელიც ფილმის გადაღებისთვის არის საჭირო. ეს ძალიან კარგია, რადგან მათ პროფესიულ კინოში მუშაობის საშუალება ეძლევათ. პროექტი დაწყებულია და გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება