მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალაიას განაჩენის გამო პატიმარმა ტუჩები და თვალები ამოიკერა
ახალაიას განაჩენის გამო პატიმარმა ტუჩები და თვალები ამოიკერა

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბი ისევ რჩე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ ქსნის 15-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტი­მარ­მა ზუ­რაბ ინაშ­ვილ­მა გვაც­ნო­ბა.

"მე და კახა ხარ­ძი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბას ისევ ვაგ­რძე­ლებთ. არ შეგ­ვი­წყვე­ტია, მო­ვი­თხოვთ ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი გა­და­ი­ხე­დოს. კახა ხარ­ძი­ან­მა როცა შე­ი­ტყო, რომ ბაჩო ახა­ლა­ია სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ტუ­ჩე­ბი და თვა­ლე­ბი ამო­ი­კე­რა. კა­ხას თა­ვის დრო­ზე ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეს და ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­სა­მარ­თლეს, ახლა 7 წელი აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. რამ­დე­ნი ხა­ნია ითხოვს საქ­მის გა­და­ხედ­ვას. ბუ­ნებ­რი­ვია, როცა ის­მენ, რო­გორ ამარ­თლე­ბენ ბაჩო ახა­ლა­ი­ას, რო­მელ­საც ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ამ­ხელს და შენ უკა­ნო­ნოდ ზი­ხარ, პრო­ტეს­ტი თა­ვის­თა­ვად გიჩ­ნდე­ბა. კახა ხარ­ძი­ან­მაც ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, არა­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­დაც მძი­მე იყო. ერთი კვი­რის წინ ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. ახლა აგერ ზის ჩემს გვერ­დით კახა, მას პირი ამო­კე­რი­ლი აქვს და ამი­ტომ მე გე­სა­უბ­რე­ბით მისი სა­ხე­ლი­თაც, "- მი­თხრა პა­ტი­მარ­მა ზუ­რაბ ინაშ­ვილ­მა. იგი ამ­ბობს, რომ ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თა­ნაც შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი.

"უკვე მე­რამ­დე­ნე დღეა ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველს ჩემ­თან არ უშ­ვე­ბენ, ვაპ­რო­ტეს­ტებ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. არა­და, კა­ნო­ნი მაძ­ლევს ამის უფ­ლე­ბას... სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არც კი აინ­ტე­რე­სებს ჩვე­ნი ბედი. მო­ვი­თხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოგ­ვხე­დოს და გა­და­ი­ხე­დოს დრო­ზე ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი... ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა ერ­თა­დერ­თია, ვი­სარ­გებ­ლოთ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბით, სა­ნამ ეს არ შეს­რულ­დე­ბა, ჩვენ არ შევ­წყვეტთ შიმ­ში­ლო­ბას და შე­იძ­ლე­ბა უფრო რა­დი­კა­ლურ ფორ­მა­საც მივ­მარ­თო. მე პი­რა­დად თვით­და­ზი­ა­ნე­ბა­ზე ვფიქ­რობ... მი­მაჩ­ნია, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა არის სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ში და ცდი­ლო­ბენ რო­გორ­მე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და­თე­სონ პა­ტიმ­რებ­ში. არ ვიცი, რა­ტომ აჭი­ა­ნუ­რებს ჩემს სა­ჩი­ვარს პრო­კუ­რა­ტუ­რა. სამი წე­ლია სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვას და პა­სუხს ვი­თხოვ", - დას­ძი­ნა მან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ახალაიას განაჩენის გამო პატიმარმა ტუჩები და თვალები ამოიკერა

ახალაიას განაჩენის გამო პატიმარმა ტუჩები და თვალები ამოიკერა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშილე პატიმრები ისევ რჩებიან. ამის შესახებ ქსნის 15-ე დაწესებულებიდან პატიმარმა ზურაბ ინაშვილმა გვაცნობა.

"მე და კახა ხარძიანი შიმშილობას ისევ ვაგრძელებთ. არ შეგვიწყვეტია, მოვითხოვთ ჩვენი საქმეები გადაიხედოს. კახა ხარძიანმა როცა შეიტყო, რომ ბაჩო ახალაია სასამართლომ გაამართლა, პროტესტის ნიშნად ტუჩები და თვალები ამოიკერა. კახას თავის დროზე ნარკოტიკები ჩაუდეს და ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე გაასამართლეს, ახლა 7 წელი აქვს დარჩენილი. რამდენი ხანია ითხოვს საქმის გადახედვას. ბუნებრივია, როცა ისმენ, როგორ ამართლებენ ბაჩო ახალაიას, რომელსაც ათობით ადამიანი ამხელს და შენ უკანონოდ ზიხარ, პროტესტი თავისთავად გიჩნდება. კახა ხარძიანმაც ასეთი პრინციპული და ჯანმრთელობისთვის საშიში გადაწყვეტილება მიიღო, არადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც მძიმე იყო. ერთი კვირის წინ ოპერაცია გაუკეთეს. ახლა აგერ ზის ჩემს გვერდით კახა, მას პირი ამოკერილი აქვს და ამიტომ მე გესაუბრებით მისი სახელითაც, "- მითხრა პატიმარმა ზურაბ ინაშვილმა. იგი ამბობს, რომ ქსნის დაწესებულების ადმინისტრაციასთანაც შეექმნა პრობლემები.

"უკვე მერამდენე დღეა ჩემი უფლებების დამცველს ჩემთან არ უშვებენ, ვაპროტესტებ, მაგრამ უშედეგოდ. არადა, კანონი მაძლევს ამის უფლებას... სახალხო დამცველი ფაქტობრივად არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, არც კი აინტერესებს ჩვენი ბედი. მოვითხოვთ ხელისუფლებამ მოგვხედოს და გადაიხედოს დროზე ჩვენი საქმეები... ჩვენი მოთხოვნა ერთადერთია, ვისარგებლოთ სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სანამ ეს არ შესრულდება, ჩვენ არ შევწყვეტთ შიმშილობას და შეიძლება უფრო რადიკალურ ფორმასაც მივმართო. მე პირადად თვითდაზიანებაზე ვფიქრობ... მიმაჩნია, სასჯელაღსრულების სისტემა არის საბოტაჟის რეჟიმში და ცდილობენ როგორმე უკმაყოფილება დათესონ პატიმრებში. არ ვიცი, რატომ აჭიანურებს ჩემს საჩივარს პროკურატურა. სამი წელია საჩივრის განხილვას და პასუხს ვითხოვ", - დასძინა მან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ