მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამიზნული პროპაგანდა თუ "იაფფასიანი პიარი"
გამიზნული პროპაგანდა თუ "იაფფასიანი პიარი"

"თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი""ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის"შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს თამ­ბა­ქოს პრო­პა­გან­და­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და თუ ამ სე­რი­ალ­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის კად­რე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა, ალი­ან­სი აპი­რებს ამის აღ­საკ­ვე­თად შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თოს. ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის - გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძის თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივს", ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-სა და დამ­ფი­ნან­სე­ბელ კომ­პა­ნი­ას 1.500-დან 5 ათას ლა­რამ­დე სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ის გა­დახ­და მო­უ­წევს...

გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე, "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის"ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- თავ­და­პირ­ვე­ლად სე­რი­ალ­ში ბი­ჭე­ბი ეწე­ოდ­ნენ სი­გა­რეტს, მაგ­რამ 2-3 თვეა, აქ­ცენ­ტი გო­გო­ნებ­ზე კეთ­დე­ბა. სე­რი­ა­ლის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი - "ომე­გა ჯგუ­ფი"პირ­და­პირ კავ­შირ­შია კომ­პა­ნია "ფი­ლიპ მო­რის­თან". გაჩ­ნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ მო­წე­ვის პრო­პა­გან­დის მიღ­მა თამ­ბა­ქოს კონ­კრე­ტუ­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია იდგა, რა­შიც ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სე­რი­ა­ლის ტიტ­რე­ბი­თაც დავ­რწმუნ­დით, სა­დაც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია "ომე­გა ჯგუ­ფი". ეს კომ­პა­ნია პირ­და­პირ კავ­შირ­შია სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია "ფი­ლიპ მო­რის­თან", "ომე­გა ჯგუ­ფი"მისი პარტნი­ო­რია და სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის დის­ტრი­ბუ­ცი­ას ახ­დენს. ამ ფაქ­ტით ირ­ღვე­ვა რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-13 მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 2009 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან "აკ­რძა­ლუ­ლია თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ებ­ლე­ბის, იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის მიერ პირ­და­პი­რი ან არა­პირ­და­პი­რი ანუ სხვა იუ­რი­დი­უ­ლი თუ ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, სპონ­სო­რო­ბა".

- რა შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივს", თუკი ეს ფაქ­ტი მარ­თლაც რეკ­ლა­მი­რე­ბა­ში ჩა­ით­ვლე­ბა?

- სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სო­ლი­დურ ფი­ნან­სურ ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივს"არ და­ე­კის­რე­ბა, არა­მედ სპონ­სორს ანუ დამ­კვეთს, და­მამ­ზა­დე­ბელ­სა და გა­მავ­რცე­ლე­ბელს. ესე­ნი კი არი­ან: კომ­პა­ნია "ომე­გა-მო­ტორ­სი", "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი"და სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2".

- რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი, თუკი მსგავ­სი კად­რე­ბი სე­რი­ალ­ში კვლავ გა­მოჩ­ნდე­ბა?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­გი­რე­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თავთ შს და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ებს, ასე­ვე - მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს. ვიდ­რე ამ თე­მას გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ­დით, წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თეთ "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივს", მი­ვუ­თი­თეთ მუხ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ირ­ღვე­ვა. მი­ვე­ცით გარ­კვე­უ­ლი დროც, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნეს. ასე­თი შემ­თხვე­ვა რამ­დენ­ჯერ­მე იყო სხვა სე­რი­ა­ლებ­შიც; მი­ვუ­თი­თეთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ბო­დი­შიც მო­ი­ხა­დეს.

- რა სა­ჯა­რი­მო სან­ქცია შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს ამ კომ­პა­ნი­ებს?

- 1.500-დან 5.000 ლა­რამ­დე. როცა წლის და­სა­წყის­ში თამ­ბა­ქოს გავ­რცე­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ამ თამ­ბა­ქოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ინ­ტენ­სი­უ­რად და­ი­წყო მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი ამა­ში ფულს იღე­ბენ და სცე­ნა­რის­ტებს თამ­ბა­ქოს პრო­პა­გან­დას ავა­ლე­ბენ. ისი­ნი სხვა­დას­ხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხერ­ხით, თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მა­სა და პრო­პა­გან­დას უწე­ვენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს სე­რი­ა­ლი, რეკ­ლა­მი­თა და პრო­მო­უ­შე­ნი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა ობი­ექ­ტის ჩვე­ნე­ბის­თვის სო­ლი­დურ ფულს იხ­დი­ან იუ­რი­დი­უ­ლი თუ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი თუ სხვა. "შუა ქა­ლაქ­შიც"იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ რო­გორც კი მივ­მარ­თეთ, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­დეს და მას შემ­დეგ არც ერთ სე­რი­ა­ში არ ყო­ფი­ლა ნაჩ­ვე­ნე­ბი თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის ფაქ­ტი.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის"პრო­დი­უ­სე­რი:

- ეს არის უსუ­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც არა­ნა­ირ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეწე­ვა. რო­გორც ჩანს, ცდი­ლო­ბენ, პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მის გა­მო­დევ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ შე­ახ­სე­ნონ...

- მაგ­რამ ისი­ნი კა­ნო­ნის ენით სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ სე­რი­ალ­ში მო­წე­ვის კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბა თამ­ბა­ქოს უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რაც კა­ნო­ნით იკ­რძა­ლე­ბა...

- რაში მდგო­მა­რე­ობს პრო­პა­გან­და?! ტიტ­რებ­ში ნახ­სე­ნე­ბი "ომე­გა მო­ტორ­სი"მათი აზ­რით, "მო­ტო­რი­ან სი­გა­რე­ტებს"აწარ­მო­ებს? "ომე­გა მო­ტორ­სი"არის "ბე­ემ­ვეს"წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჯერ ერთი, სპონ­სო­რიც არაა ჩვე­ნი, უბ­რა­ლოდ, ფილ­მის­თვის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი"ავ­ტო­მან­ქა­ნა გვა­თხო­ვეს, რო­მე­ლიც დი­ტომ კა­ტოს აჩუ­ქა. ერთხელ იყო ფილმში მათი სერ­ვის­ცენ­ტრის ამ­სახ­ვე­ლი კად­რი.

- "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი"აპი­რებს, შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თოს, თუკი სე­რი­ებ­ში კვლავ იქ­ნე­ბა მო­წე­ვის კად­რე­ბი...

- ჩვენ კი მათ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში ვუ­ჩივ­ლებთ და ბევრ ფულს წა­ვარ­თმევთ... ისი­ნი არი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი, არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, სა­კუ­თა­რი თა­ვის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პი­ა­რი ჩვე­ნი შავი პი­ა­რის ხარ­ჯზე აა­გონ. სა­სა­ცი­ლო და სა­მარ­ცხვი­ნოა მათი საქ­ცი­ე­ლი. ჩვენ ვიც­ნობთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ვი­ცით, რას და რა­ტომ ვა­კე­თებთ. თამ­ბა­ქოს მწარ­მო­ე­ბე­ლი და დის­ტრი­ბუ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ან თვი­თონ თამ­ბა­ქოს ბრენ­დე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა არის აკ­რძა­ლუ­ლი და ჩვენ ამას არ ვა­კე­თებთ. პი­რი­ქით, ვცდი­ლობთ, იმ მან­კი­ე­რი თვი­სე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ახა­სი­ა­თებს, - ის, რომ ყვე­ლა ყველ­გან სი­გა­რეტს ეწე­ვა. ამით გვინ­და ხაზი გა­ვუს­ვათ და აქ­ტუ­ა­ლუ­რი გავ­ხა­დოთ თემა. ამის­თვის, წე­სით, მად­ლო­ბას უნდა გვიხ­დიდ­ნენ მსგავ­სი კომ­პა­ნი­ე­ბი...

- ანუ მომ­დევ­ნო სე­რი­ებ­ში კვლავ ვი­ხი­ლავთ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის კად­რებს?

- რა თქმა უნდა. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რებს რომ ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დეთ, იდი­ო­ტიზ­მი გვექ­ნე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და არა ის, რაც გვაქვს...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

გამიზნული პროპაგანდა თუ "იაფფასიანი პიარი"

გამიზნული პროპაგანდა თუ "იაფფასიანი პიარი"

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი""ჩემი ცოლის დაქალების"შემოქმედებით ჯგუფს თამბაქოს პროპაგანდაში ადანაშაულებს და თუ ამ სერიალში თამბაქოს მოწევის კადრები მომავალშიც გაგრძელდება, ალიანსი აპირებს ამის აღსაკვეთად შესაბამის ორგანოებს მიმართოს. ალიანსის ხელმძღვანელის - გიორგი ბახტურიძის თქმით, ამ შემთხვევაში "ფორმულა კრეატივს", ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სა და დამფინანსებელ კომპანიას 1.500-დან 5 ათას ლარამდე საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს...

გიორგი ბახტურიძე, "თამბაქოს კონტროლის ალიანსის"ხელმძღვანელი:

- თავდაპირველად სერიალში ბიჭები ეწეოდნენ სიგარეტს, მაგრამ 2-3 თვეა, აქცენტი გოგონებზე კეთდება. სერიალის დამფინანსებელი - "ომეგა ჯგუფი"პირდაპირ კავშირშია კომპანია "ფილიპ მორისთან". გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოწევის პროპაგანდის მიღმა თამბაქოს კონკრეტული მწარმოებელი კომპანია იდგა, რაშიც ბოლოდროინდელი სერიალის ტიტრებითაც დავრწმუნდით, სადაც დასახელებულია "ომეგა ჯგუფი". ეს კომპანია პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ტრანსნაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ფილიპ მორისთან", "ომეგა ჯგუფი"მისი პარტნიორია და საქართველოში წარმოებული ბრენდების დისტრიბუციას ახდენს. ამ ფაქტით ირღვევა რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის მიხედვითაც, 2009 წლის პირველი სექტემბრიდან "აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი ანუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით, სპონსორობა".

- რა შეიძლება დაეკისროს "ფორმულა კრეატივს", თუკი ეს ფაქტი მართლაც რეკლამირებაში ჩაითვლება?

- სანქციები, რომელიც სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ "ფორმულა კრეატივს"არ დაეკისრება, არამედ სპონსორს ანუ დამკვეთს, დამამზადებელსა და გამავრცელებელს. ესენი კი არიან: კომპანია "ომეგა-მოტორსი", "ფორმულა კრეატივი"და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2".

- რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი, თუკი მსგავსი კადრები სერიალში კვლავ გამოჩნდება?

- ამ შემთხვევაში, რეაგირებისთვის ოფიციალურად მივმართავთ შს და ფინანსთა სამინისტროებს, ასევე - მერიის ზედამხედველობის სამსახურს. ვიდრე ამ თემას გავასაჯაროებდით, წერილობით მივმართეთ "ფორმულა კრეატივს", მივუთითეთ მუხლებიც, რომლებიც ირღვევა. მივეცით გარკვეული დროც, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე იყო სხვა სერიალებშიც; მივუთითეთ, გაითვალისწინეს და ბოდიშიც მოიხადეს.

- რა საჯარიმო სანქცია შეიძლება დაეკისროს ამ კომპანიებს?

- 1.500-დან 5.000 ლარამდე. როცა წლის დასაწყისში თამბაქოს გავრცელების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თამბაქოს ინდუსტრიამ თამბაქოს პოპულარიზაციის მიზნით, ინტენსიურად დაიწყო მსგავსი პროექტების დაფინანსება. ტელეკომპანიები ამაში ფულს იღებენ და სცენარისტებს თამბაქოს პროპაგანდას ავალებენ. ისინი სხვადასხვა შემოქმედებითი ხერხით, თამბაქოს რეკლამასა და პროპაგანდას უწევენ. მოგეხსენებათ, ეს სერიალი, რეკლამითა და პრომოუშენითაა გაჯერებული. ყველა ობიექტის ჩვენებისთვის სოლიდურ ფულს იხდიან იურიდიული თუ ფარმაცევტული კომპანიები, სავაჭრო ობიექტები თუ სხვა. "შუა ქალაქშიც"იყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ როგორც კი მივმართეთ, ბოდიშიც მოიხადეს და მას შემდეგ არც ერთ სერიაში არ ყოფილა ნაჩვენები თამბაქოს მოწევის ფაქტი.

ირაკლი საღინაძე, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების"პროდიუსერი:

- ეს არის უსუსური ორგანიზაცია, რომელიც არანაირ საქმიანობას არ ეწევა. როგორც ჩანს, ცდილობენ, პოპულარული თემის გამოდევნებით ადამიანებს საკუთარი არსებობის შესახებ შეახსენონ...

- მაგრამ ისინი კანონის ენით საუბრობენ და ამბობენ, რომ სერიალში მოწევის კადრების არსებობა თამბაქოს უწევს პოპულარიზაციას, რაც კანონით იკრძალება...

- რაში მდგომარეობს პროპაგანდა?! ტიტრებში ნახსენები "ომეგა მოტორსი"მათი აზრით, "მოტორიან სიგარეტებს"აწარმოებს? "ომეგა მოტორსი"არის "ბეემვეს"წარმომადგენელი საქართველოში. ჯერ ერთი, სპონსორიც არაა ჩვენი, უბრალოდ, ფილმისთვის - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი"ავტომანქანა გვათხოვეს, რომელიც დიტომ კატოს აჩუქა. ერთხელ იყო ფილმში მათი სერვისცენტრის ამსახველი კადრი.

- "თამბაქოს კონტროლის ალიანსი"აპირებს, შესაბამის ორგანოებს მიმართოს, თუკი სერიებში კვლავ იქნება მოწევის კადრები...

- ჩვენ კი მათ ცილისწამებისთვის სასამართლოში ვუჩივლებთ და ბევრ ფულს წავართმევთ... ისინი არიან აბსოლუტურად არაკომპეტენტური, არაინფორმირებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი თავის იაფფასიანი პიარი ჩვენი შავი პიარის ხარჯზე ააგონ. სასაცილო და სამარცხვინოა მათი საქციელი. ჩვენ ვიცნობთ კანონმდებლობას, ვიცით, რას და რატომ ვაკეთებთ. თამბაქოს მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების ან თვითონ თამბაქოს ბრენდების რეკლამირება არის აკრძალული და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. პირიქით, ვცდილობთ, იმ მანკიერი თვისებების წარმოჩენას, რაც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ახასიათებს, - ის, რომ ყველა ყველგან სიგარეტს ეწევა. ამით გვინდა ხაზი გავუსვათ და აქტუალური გავხადოთ თემა. ამისთვის, წესით, მადლობას უნდა გვიხდიდნენ მსგავსი კომპანიები...

- ანუ მომდევნო სერიებში კვლავ ვიხილავთ სიგარეტის მოწევის კადრებს?

- რა თქმა უნდა. ასეთი ადამიანების აზრებს რომ ვითვალისწინებდეთ, იდიოტიზმი გვექნებოდა ტელევიზიაში და არა ის, რაც გვაქვს...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება