მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ ჰიუგო - სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული მეამბოხე
ვიქტორ ჰიუგო - სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული მეამბოხე

ვიქ­ტორ ჰი­უ­გომ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც პო­ეტ­მა, სიყ­მაწ­ვი­ლე­ში - 14 წლი­სამ და­ი­წყო. 1817 წელს მის ლექსს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს საფ­რან­გე­თის აკა­დე­მი­ა­ში, 1819 წელს კი კონ­კურ­სზე - "ჟეუხ ფლო­რა­უხ" (სი­ტყვა­სი­ტყვით - "ყვა­ვი­ლე­ბის თა­მა­ში"), ნორ­ჩი პო­ე­ტი ორი პრე­მი­ით და­ჯილ­დოვ­და. ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი 1822 წელს გა­მოს­ცა. უკვე 1827 წელს, 25 წლის ასა­კის­თვის მო­ი­პო­ვა საქ­ვეყ­ნო აღი­ა­რე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­რო­ში ნამ­დვილ ლი­დე­რად იქცა.

ად­რე­ულ ლექ­სებ­სა და ოდებ­ში­ვე, რომ­ლებ­შიც ჰი­უ­გო ეხე­ბა ის­ტო­რი­ის, რე­ლი­გი­ის სა­კი­თხებს, პო­ე­ტის როლს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, უკვე იკ­ვე­თე­ბა კლა­სი­კუ­რი ნორ­მე­ბის უარ­ყო­ფა და პო­ე­ზი­ის ახ­ლე­ბუ­რი ხედ­ვა. 1824 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი "ახა­ლი ოდე­ბის" წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში მან ფაქ­ტობ­რი­ვად, რო­მან­ტიზ­მის სა­კუ­თა­რი დეკ­ლა­რა­ცია წარ­მო­ად­გი­ნა, სა­დაც გა­მოთ­ქვამ­და რწმე­ნას, რომ სი­ტყვას, მო­რა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ისე­თი ძალა აქვს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლის და­მარ­ცხე­ბა, და გა­მო­ხა­ტავ­და მის­წრა­ფე­ბას, შე­ე­რი­გე­ბი­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბით შო­ბი­ლი, ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი.

დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ჰუ­მა­ნის­ტი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში დრა­მა­ტურ­გი­ას, რო­მელ­მაც პო­ე­ტურ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი დრა­მის - "კრომ­ვე­ლის" შე­სა­ვალ­ში (1827) და­უბ­რუნ­და და უფრო სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა რო­მან­ტიზ­მის პრინ­ცი­პე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მა­ნი­ფეს­ტი შექ­მნა. "ძირს ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სე­ბი! კი არ უნდა მივ­ბა­ძოთ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, არა­მედ ყური მი­ვუგ­დოთ ბუ­ნე­ბას, სი­მარ­თლეს და სა­კუ­თარ შთა­გო­ნე­ბას", - წერ­და ჰი­უ­გო.

თუმ­ცა მწე­რა­ლი უარ­ყოფ­და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში რე­ა­ლუ­რი - ე.წ. "ნაც­რის­ფე­რი" სი­ნამ­დვი­ლის ასახ­ვას და მას პო­ე­ტურ, რო­მან­ტი­კულ სი­ნამ­დვი­ლეს უპი­რის­პი­რებ­და: მისი მო­წო­დე­ბაა - "შე­ვავ­სოთ სი­მარ­თლე სი­დი­ა­დით და სი­დი­ა­დე - სი­მარ­თლით".

პრო­ზა­ულ ნა­წარ­მო­ე­ბებს შო­რის პირ­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა "სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლის უკა­ნას­კნელ­მა დღემ" (1829), რო­მე­ლიც მისი რო­გორც ჰუ­მა­ნის­ტის სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ევო­ლუ­ცი­ის გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პის დად­გო­მას მო­ას­წა­ვებ­და. ამ პე­რი­ო­დის­თვის მწე­რალ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად უარ­ყო სა­კუ­თა­რი რო­ი­ა­ლის­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. 1830 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ჰი­უ­გო თა­ვის სტა­ტი­ებ­სა და გა­მოს­ვლებს არა მარ­ტო რო­მან­ტი­კუ­ლი პო­ე­ტი­კის, არა­მედ სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ე­ბის ქა­და­გე­ბის­თვის იყე­ნებ­და. სწო­რედ ამ იდე­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა მისი ნა­წარ­მო­ე­ბი, მათ შო­რის, 1831 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი პრო­ზა­უ­ლი შე­დევ­რი "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი".

მწე­რა­ლი ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და, რომ ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 1841 წელს საფ­რან­გე­თის აკა­დე­მი­ის წევ­რად აირ­ჩი­ეს. ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აკა­დე­მი­ა­ში წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვა­ში, რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრა. 1845 წელს, მე­ფის დეკ­რე­ტით, გრა­ფის წო­დე­ბა და საფ­რან­გე­თის პე­რო­ბა უბო­ძეს. მო­ნარ­ქი­ულ წეს­წყო­ბი­ლე­ბას­თან შე­გუ­ე­ბის მცდე­ლო­ბა 1848 წლამ­დე გაგ­რძელ­და, როცა საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი კრე­ბის წევ­რად, ზო­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის - "კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის" სიით აირ­ჩი­ეს. სწო­რედ მა­შინ გა­წყვი­ტა სა­ბო­ლო­ოდ რო­ი­ა­ლის­ტურ წარ­სულ­თან კავ­ში­რი და რეს­პუბ­ლი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის გზას და­ად­გა.

მწერ­ლის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას მისი დევ­ნა მოჰ­ყვა: ლუ­დო­ვიკ ნა­პო­ლე­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბის შემ­დეგ ჰი­უ­გო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო და სა­ერ­თო ჯამ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში თით­ქმის ოცი წელი - ე.წ. მე­ო­რე იმ­პე­რი­ის მთე­ლი ხანა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა.

სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­წე­რა რო­მა­ნე­ბი: "საბ­რა­ლო­ნი", "ზღვის მშრო­მე­ლე­ბი", "კაცი, რო­მე­ლიც იცი­ნის". და სწო­რედ ეს - დევ­ნი­ლო­ბა­ში და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გახ­და ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პელ მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ებ­ში.

ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მაც პრო­ზა­უ­ლი ტი­ლო­ე­ბით გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სი. მათ შო­რი­საა "ოთხმოც­და­ცა­მე­ტი წელი" - რო­მა­ნი, რომ­ლი­თაც გვირ­გვინ­დე­ბა უდი­დე­სი პო­ე­ტის, დრა­მა­ტურ­გის, პრო­ზა­ი­კო­სი­სა და მო­აზ­როვ­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა და იწყე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის სე­რი­ით - "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო" მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს შვი­დტო­მე­უ­ლი.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვიქტორ ჰიუგო - სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული მეამბოხე

ვიქტორ ჰიუგო - სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული მეამბოხე

ვიქტორ ჰიუგომ ლიტერატურული საქმიანობა, როგორც პოეტმა, სიყმაწვილეში - 14 წლისამ დაიწყო. 1817 წელს მის ლექსს მაღალი შეფასება მისცეს საფრანგეთის აკადემიაში, 1819 წელს კი კონკურსზე - "ჟეუხ ფლორაუხ" (სიტყვასიტყვით - "ყვავილების თამაში"), ნორჩი პოეტი ორი პრემიით დაჯილდოვდა. ლექსების პირველი კრებული 1822 წელს გამოსცა. უკვე 1827 წელს, 25 წლის ასაკისთვის მოიპოვა საქვეყნო აღიარება და ლიტერატურის სფეროში ნამდვილ ლიდერად იქცა.

ადრეულ ლექსებსა და ოდებშივე, რომლებშიც ჰიუგო ეხება ისტორიის, რელიგიის საკითხებს, პოეტის როლს საზოგადოების განვითარებაში, უკვე იკვეთება კლასიკური ნორმების უარყოფა და პოეზიის ახლებური ხედვა. 1824 წელს გამოცემული "ახალი ოდების" წინასიტყვაობაში მან ფაქტობრივად, რომანტიზმის საკუთარი დეკლარაცია წარმოადგინა, სადაც გამოთქვამდა რწმენას, რომ სიტყვას, მორალური ზემოქმედების ისეთი ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია კლასობრივი ბრძოლის დამარცხება, და გამოხატავდა მისწრაფებას, შეერიგებინა სოციალური კატაკლიზმებით შობილი, ურთიერთდაპირისპირებული მხარეები.

დიდი ადგილი უკავია ჰუმანისტი მწერლის შემოქმედებაში დრამატურგიას, რომელმაც პოეტურ შემოქმედებაზე არანაკლებ გაუთქვა სახელი. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დრამის - "კრომველის" შესავალში (1827) დაუბრუნდა და უფრო სრულყოფილად ჩამოაყალიბა რომანტიზმის პრინციპები და ფაქტობრივად, ამ მიმდინარეობის მანიფესტი შექმნა. "ძირს ტრადიციული წესები! კი არ უნდა მივბაძოთ ავტორიტეტებს, არამედ ყური მივუგდოთ ბუნებას, სიმართლეს და საკუთარ შთაგონებას", - წერდა ჰიუგო.

თუმცა მწერალი უარყოფდა ხელოვნებაში რეალური - ე.წ. "ნაცრისფერი" სინამდვილის ასახვას და მას პოეტურ, რომანტიკულ სინამდვილეს უპირისპირებდა: მისი მოწოდებაა - "შევავსოთ სიმართლე სიდიადით და სიდიადე - სიმართლით".

პროზაულ ნაწარმოებებს შორის პირველი დიდი წარმატება მოუტანა "სიკვდილმისჯილის უკანასკნელმა დღემ" (1829), რომელიც მისი როგორც ჰუმანისტის სოციალურ-პოლიტიკური ევოლუციის გადამწყვეტი ეტაპის დადგომას მოასწავებდა. ამ პერიოდისთვის მწერალმა მნიშვნელოვანწილად უარყო საკუთარი როიალისტური შეხედულებები. 1830 წლის რევოლუციის შემდეგ ჰიუგო თავის სტატიებსა და გამოსვლებს არა მარტო რომანტიკული პოეტიკის, არამედ სოციალურ-პოლიტიკური იდეების ქადაგებისთვის იყენებდა. სწორედ ამ იდეების დამკვიდრებას ემსახურება ყველა მისი ნაწარმოები, მათ შორის, 1831 წელს გამოცემული პროზაული შედევრი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი".

მწერალი ქვეყანაში იმდენად მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ ძველი თაობის წარმომადგენელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, 1841 წელს საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. ბევრისთვის მოულოდნელად, აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაში, რესპუბლიკის წინააღმდეგ გაილაშქრა. 1845 წელს, მეფის დეკრეტით, გრაფის წოდება და საფრანგეთის პერობა უბოძეს. მონარქიულ წესწყობილებასთან შეგუების მცდელობა 1848 წლამდე გაგრძელდა, როცა საფრანგეთის ეროვნული კრების წევრად, ზომიერი პოლიტიკური ჯგუფის - "კონსტიტუციონალისტების" სიით აირჩიეს. სწორედ მაშინ გაწყვიტა საბოლოოდ როიალისტურ წარსულთან კავშირი და რესპუბლიკური წყობილებისთვის ბრძოლის გზას დაადგა.

მწერლის პოლიტიკურ საქმიანობას მისი დევნა მოჰყვა: ლუდოვიკ ნაპოლეონის წინააღმდეგ გალაშქრების შემდეგ ჰიუგო იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო და საერთო ჯამში, ემიგრაციაში თითქმის ოცი წელი - ე.წ. მეორე იმპერიის მთელი ხანა გაეტარებინა.

სწორედ ამ პერიოდში დაწერა რომანები: "საბრალონი", "ზღვის მშრომელები", "კაცი, რომელიც იცინის". და სწორედ ეს - დევნილობაში დაწერილი ნაწარმოებები გახდა ყველაზე პოპულარული, მეცხრამეტე საუკუნის ევროპელ მკითხველთა ფართო წრეებში.

ქართველმა მკითხველმაც პროზაული ტილოებით გაიცნო და შეიყვარა ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი. მათ შორისაა "ოთხმოცდაცამეტი წელი" - რომანი, რომლითაც გვირგვინდება უდიდესი პოეტის, დრამატურგის, პროზაიკოსისა და მოაზროვნის შემოქმედება და იწყება გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიით - "ჩემი რჩეული მსოფლიო" მომზადებული, ვიქტორ ჰიუგოს შვიდტომეული.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს