სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GlobalPost - სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები თავშესაფარს კავკასიაში ეძებენ
GlobalPost - სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები თავშესაფარს კავკასიაში ეძებენ

"სი­რი­ე­ლი და ეგ­ვიპ­ტე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი თავ­შე­სა­ფარს კავ­კა­სი­ა­ში ეძე­ბენ", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა GlobalPost ნი­კო­ლას კლე­ი­ტო­ნის სტა­ტი­ას.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო და სომ­ხე­თი იმ კოპ­ტე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლო­ში ძა­ლა­დო­ბა­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ას გა­ურ­ბი­ან, თუმ­ცა ისი­ნი სე­რი­ო­ზულ დაბ­რკო­ლე­ბებს აწყდე­ბი­ან.

"ეგ­ვიპ­ტის პრე­ზი­დენ­ტის ჰოს­ნი მუ­ბა­რა­ქის გა­და­ყე­ნე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ, ეგ­ვიპ­ტე­ლი ადე­ლი რთუ­ლი დი­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა: ან და­ტო­ვოს ეგ­ვიპ­ტე ან დარ­ჩეს და იცხო­ვო­როს დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის რის­კის ქვეშ, რამ­დე­ნა­დაც ქვე­ყა­ნა­ში რე­ლი­გი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­ტუ­ლობს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი ხელს უშ­ლის ადელს მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, თუმ­ცა მის­თვის სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­შუ­ა­ლო ფე­ნის ქრის­ტი­ა­ნი კოპ­ტი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბას ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვე­ყა­ნა­ში აპი­რებს.

"ეგ­ვიპ­ტე­ში რთუ­ლია აშშ-ისა და ევ­რო­პის ვი­ზის მი­ღე­ბა. ჩვენ არ აგ­ვირ­ჩე­ვია სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლომ აგ­ვირ­ჩია ჩვენ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი 50 წლის ეგ­ვიპ­ტე­ლი ადე­ლის სი­ტყვებს.

ნი­კო­ლას კლე­ი­ტო­ნი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლი და სი­რი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში - კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში ეძე­ბენ თავ­შე­სა­ფარს, რო­გორც ძა­ლა­დო­ბის ლტოლ­ვი­ლე­ბი.

"წელს სა­ქარ­თვე­ლომ ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი ვიზა გას­ცა - თით­ქმის ყვე­ლა კოპ­ტე­ლი ქრის­ტი­ა­ნის­თვის. გა­სულ წელს კი, "ევ­რა­ზი­ა­ნე­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ცე­მუ­ლი ვი­ზე­ბის რი­ცხვი 222 იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის 2 500 ეგ­ვიპ­ტე­ლი ცხოვ­რობს. სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, მათ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი 7 ათას­მა სი­რი­ელ­მა სო­მეხ­მა გა­მოთ­ქვა", - წერს ნი­კო­ლას კლე­ი­ტო­ნი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს კი­დევ ერთი ეგ­ვიპ­ტე­ლის სი­ტყვებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იან­ვარ­ში ჩა­მო­ვი­და და მცი­რე ტი­პის სას­ტუმ­რო გახ­სნა. თუმ­ცა, 39 წლის აჰ­მე­დი ნი­კო­ლას კლე­ი­ტონ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ რო­გორც კი სას­ტუმ­რო­ში ჩა­დე­ბულ თან­ხას ამო­ი­ღებს, მა­შინ­ვე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო მშვე­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნაა მშვე­ნი­ე­რი ხალ­ხით, თუმ­ცა არა­ხელ­საყ­რე­ლია ბიზ­ნე­სის­თვის და მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რებ­ლის­თვის", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი აჰ­მე­დის სი­ტყვებს, რო­მე­ლიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნა­ში შექ­მნი­ლი უმუ­შევ­რო­ბა და სი­ღა­რი­ბე იმიგ­რან­ტე­ბის­თვის და მე­წარ­მე­ე­ბის­თვის რთულ ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებს ქმნის.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ შუა აღ­მო­სავ­ლე­თი­დან წა­მო­სუ­ლი იმიგ­რან­ტე­ბის­თვის მომ­ხიბ­ვლე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნი აფხა­ზე­თიც.

"აფა­ხე­ზე­თი, სა­ი­და­ნაც 1993-94 წლე­ბის ომის შემ­დეგ 200 ათა­სი ქარ­თვე­ლია იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი, ახლა სი­რი­ელ ჩერ­ქე­ზებს იწ­ვევს სა­ცხოვ­რებ­ლად. აფხა­ზე­თის გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზეთ­ში უკვე და­სახ­ლდა 400 სი­რი­უ­ლი ოჯა­ხი", - წერს ნი­კო­ლას კლე­ი­ტო­ნი და ეგ­ვიპ­ტე­ლი ადე­ლის სი­ტყვებს დას­ძენს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ პა­ტა­რა, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ვიდ­რე ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "მუს­ლიმ­თა საძ­მო" არ მი­ვი­და.

GlobalPost

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

GlobalPost - სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები თავშესაფარს კავკასიაში ეძებენ

GlobalPost - სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები თავშესაფარს კავკასიაში ეძებენ

"სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები თავშესაფარს კავკასიაში ეძებენ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა GlobalPost ნიკოლას კლეიტონის სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველო და სომხეთი იმ კოპტების თავშესაფრად იქცა, რომლებიც სამშობლოში ძალადობასა და დისკრიმინაციას გაურბიან, თუმცა ისინი სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდებიან.

"ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადაყენებიდან ორი წლის შემდეგ, ეგვიპტელი ადელი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა: ან დატოვოს ეგვიპტე ან დარჩეს და იცხოვოროს დისკრიმინაციისა და ძალადობის რისკის ქვეშ, რამდენადაც ქვეყანაში რელიგიური დაძაბულობა მატულობს", - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ სავიზო შეზღუდვები ხელს უშლის ადელს მიზნების განხორციელებაში, თუმცა მისთვის საბედნიეროდ, საშუალო ფენის ქრისტიანი კოპტი ახალი ცხოვრების დაწყებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში აპირებს.

"ეგვიპტეში რთულია აშშ-ისა და ევროპის ვიზის მიღება. ჩვენ არ აგვირჩევია საქართველო, საქართველომ აგვირჩია ჩვენ", - ციტირებს სტატიის ავტორი 50 წლის ეგვიპტელი ადელის სიტყვებს.

ნიკოლას კლეიტონი ასევე აღნიშნავს, რომ ეგვიპტელი და სირიელი ქრისტიანული უმცირესობები სამხრეთ კავკასიაში - კერძოდ, საქართველოსა და სომხეთში ეძებენ თავშესაფარს, როგორც ძალადობის ლტოლვილები.

"წელს საქართველომ ეგვიპტელებისთვის დაახლოებით 2 ათასი ვიზა გასცა - თითქმის ყველა კოპტელი ქრისტიანისთვის. გასულ წელს კი, "ევრაზიანეტის" ინფორმაციით, გაცემული ვიზების რიცხვი 222 იყო. საქართველოში ამ დროისთვის 2 500 ეგვიპტელი ცხოვრობს. სომხეთის მთავრობის განცხადებით კი, მათ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი 7 ათასმა სირიელმა სომეხმა გამოთქვა", - წერს ნიკოლას კლეიტონი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს კიდევ ერთი ეგვიპტელის სიტყვებს, რომელიც საქართველოში იანვარში ჩამოვიდა და მცირე ტიპის სასტუმრო გახსნა. თუმცა, 39 წლის აჰმედი ნიკოლას კლეიტონთან საუბარში აცხადებს, რომ როგორც კი სასტუმროში ჩადებულ თანხას ამოიღებს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდება.

"საქართველო მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი ხალხით, თუმცა არახელსაყრელია ბიზნესისთვის და მუდმივი საცხოვრებლისთვის", - ციტირებს სტატიის ავტორი ეგვიპტელი აჰმედის სიტყვებს, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნაში შექმნილი უმუშევრობა და სიღარიბე იმიგრანტებისთვის და მეწარმეებისთვის რთულ ეკონომიკურ პირობებს ქმნის.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ შუა აღმოსავლეთიდან წამოსული იმიგრანტებისთვის მომხიბვლელია საქართველოს სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთიც.

"აფახეზეთი, საიდანაც 1993-94 წლების ომის შემდეგ 200 ათასი ქართველია იძულებით გადაადგილებული, ახლა სირიელ ჩერქეზებს იწვევს საცხოვრებლად. აფხაზეთის განცხადებით, აფხაზეთში უკვე დასახლდა 400 სირიული ოჯახი", - წერს ნიკოლას კლეიტონი და ეგვიპტელი ადელის სიტყვებს დასძენს, რომელიც აცხადებს, რომ ეგვიპტელებმა არაფერი იცოდნენ პატარა, გაჭირვებული ქვეყნის - საქართველოს შესახებ, ვიდრე ეგვიპტის ხელისუფლებაში "მუსლიმთა საძმო" არ მივიდა.

GlobalPost

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია