სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ კოჩალიძის მკვლელი ტერორისტი იყო?
მარიამ კოჩალიძის მკვლელი ტერორისტი იყო?

16 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი ტე­რო­რის­ტი იყო. "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო დროს მო­ზარ­დი "უც­ნა­უ­რად" იქ­ცე­ო­და, კომ­პი­უ­ტერ­თან ღა­მე­ებს ათე­ნებ­და და სუ­ლებ­სა და გარ­და­სახ­ვა­ზე წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და.

მა­რი­ა­მი ლი­ცე­უ­მის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო. კარ­გად იცო­და თურ­ქუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი ენე­ბი. ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ად­რეც არ ყო­ფი­ლა გახ­სნი­ლი ბავ­შვი, მაგ­რამ ბოლო დროს ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა და ჩა­ი­კე­ტა. ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე, ეკ­ლე­სი­უ­რი იყო, თუმ­ცა აღარც ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და და ჯვა­რიც მო­იხ­სნა.

ახ­ლობ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის დროს ჩანს, არ ჰგავ­და უბ­რა­ლო მა­წან­წა­ლას და ის გა­მიზ­ნუ­ლად ცხოვ­რობ­და ახა­ლი ბულ­ვა­რის ბო­ლოს, სა­ი­და­ნაც აე­რო­პორ­ტი მო­ჩანს.

"ის ადა­მი­ა­ნი არ ჰგავ­და მა­წან­წა­ლას, სპე­ცი­ა­ლუ­რად ჰქონ­და ასე­თი იმი­ჯი. მას ლეპ­ტო­პის ჩან­თაც ეჭი­რა ხელ­ში. ის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც კარ­გად ჩანს აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია, თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფრე­ნა. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მო­ე­წყო. გვერ­დით კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­მა ბავ­შვმა თავი ჩა­მო­იხ­რჩო. მა­რი­ა­მი მას მერე სიკ­ვდილ­ზე ლა­პა­რა­კობ­და. სიკ­ვდი­ლი ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, სიკ­ვდი­ლი მხო­ლოდ სხე­უ­ლის და­ტო­ვე­ბაა, შემ­დეგ კი სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა. ვვა­რა­უ­დობთ, რომ ხდე­ბო­და ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბა, რო­გორც კა­მი­კა­ძე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, თავს აი­ფეთ­ქე­ბენ და სა­მო­თხე­ში მოხ­ვდე­ბი­ან, ალ­ბათ ისე. ყვე­ლა­ფე­რი ემ­თხვე­ვა, თუ უბ­რა­ლოდ სხვა რა­მეა არ ვიცი. უნ­დო­დათ ამ ბავ­შვის რა­ღა­ცა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. მან იცო­და უცხო ენე­ბი და სხვა­ნა­ი­რი მსოფლხედ­ვე­ლო­ბის ბავ­შვი იყო, სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებ­და", - აღ­ნიშ­ნა ახ­ლო­ბელ­მა.

ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მა­რი­ა­მი მო­ძღვარ­თან მი­იყ­ვა­ნეს და ჯვრის და­კიდ­ვა­ზეც და­ი­თან­ხმეს. მკვლე­ლო­ბის დღეს სახ­ლი­დან გას­ვლის წინ გო­გო­ნას ჯვა­რი ეკი­და. ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ მკვლელ­მა მა­რი­ა­მი ჯვრით რომ და­ი­ნა­ხა, იფიქ­რა, ჩემს შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას გა­ა­გე­ბი­ნებს, ან ახ­ლობ­ლებს მო­უყ­ვე­ბაო და ამი­ტო­მაც მოკ­ლა. "ვფიქ­რობ, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე. შე­ე­შინ­და, რომ არ ალა­პა­რა­კე­ბუ­ლი­ყო ბავ­შვი და მოკ­ლა. მა­ნამ­დე ინ­ტერ­ნე­ტით ჰქონ­და კავ­ში­რი, იმი­ტომ, რომ ბოლო დროს ღა­მე­ებს ათე­ნებ­და კომ­პი­უ­ტერ­თან. შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­რი­ამ­თან კონ­ტაქ­ტის და­სამ­ყა­რებ­ლად გად­მო­ვი­და ერთი თვის წინ თურ­ქე­თი­დან ბა­თუმ­ში", - აღ­ნიშ­ნა ახ­ლო­ბელ­მა.

მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან და­კარ­გუ­ლი იყო ვე­ლო­სი­პე­დი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი "IPHONE 5". ვე­ლო­სი­პე­დი პო­ლი­ცი­ამ ბა­თუმ­ში იპო­ვა, ის ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ჩა­ა­ბა­რა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ხოლო ტე­ლე­ფო­ნი ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლია. ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მკვლელ­მა ტე­ლე­ფო­ნი ნა­პი­რის­კენ მო­ის­რო­ლა. მკვლე­ლო­ბის სა­ღა­მოს 23:30 წუ­თამ­დე ტე­ლე­ფონ­ზე ირე­კე­ბო­და, თუმ­ცა არა­ვინ პა­სუ­ხობ­და, შემ­დეგ კი ზა­რიც შე­წყდა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ზღვა აღელ­და და ტე­ლე­ფო­ნი ზღვის ტალ­ღებ­ში აღ­მოჩ­ნდა.

მა­რი­ა­მი ხში­რად და­დი­ო­და ახა­ლი ბულ­ვა­რის ბო­ლოს, წიგნს კი­თხუ­ლობ­და და ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­და. ჩა­ნა­წე­რე­ბის ბლოკ­ნო­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს აქვთ. ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ერთი ჩა­ნა­წე­რი და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი იყო შემ­დეგ­ნა­ი­რად - "ქალ­წუ­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ვაჟ­კა­ცი".

სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მა­რი­ამ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­გლი­სუ­რი წარ­წე­რით: "you can only see as far as you think" ("იმ­დე­ნად შორს ხე­დავ, რამ­დე­ნა­დაც ფიქ­რობ").

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მარიამ კოჩალიძის მკვლელი ტერორისტი იყო?

მარიამ კოჩალიძის მკვლელი ტერორისტი იყო?

16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ოჯახის ახლობლები მიიჩნევენ, რომ გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ტერორისტი იყო. "ამბები.გე"-სთან საუბრისას ოჯახის ახლობელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს მოზარდი "უცნაურად" იქცეოდა, კომპიუტერთან ღამეებს ათენებდა და სულებსა და გარდასახვაზე წიგნებს კითხულობდა.

მარიამი ლიცეუმის წარჩინებული მოსწავლე იყო. კარგად იცოდა თურქული და ინგლისური ენები. ახლობლები ამბობენ, რომ ადრეც არ ყოფილა გახსნილი ბავშვი, მაგრამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა და ჩაიკეტა. ძალიან მორწმუნე, ეკლესიური იყო, თუმცა აღარც ეკლესიაში დადიოდა და ჯვარიც მოიხსნა.

ახლობლები მიიჩნევენ, რომ ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში საზღვრის გადაკვეთის დროს ჩანს, არ ჰგავდა უბრალო მაწანწალას და ის გამიზნულად ცხოვრობდა ახალი ბულვარის ბოლოს, საიდანაც აეროპორტი მოჩანს.

"ის ადამიანი არ ჰგავდა მაწანწალას, სპეციალურად ჰქონდა ასეთი იმიჯი. მას ლეპტოპის ჩანთაც ეჭირა ხელში. ის იმ ტერიტორიაზე იყო დაბანაკებული, საიდანაც კარგად ჩანს აეროპორტის ტერიტორია, თვითმფრინავების ფრენა. ხომ შეიძლებოდა ტერორისტული აქტი მოეწყო. გვერდით კორპუსში მცხოვრებმა ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო. მარიამი მას მერე სიკვდილზე ლაპარაკობდა. სიკვდილი ძალიან ადვილია, სიკვდილი მხოლოდ სხეულის დატოვებაა, შემდეგ კი სიცოცხლე გრძელდება. ვვარაუდობთ, რომ ხდებოდა ბავშვის ფსიქოლოგიური დამუშავება, როგორც კამიკაძეები ფიქრობენ, თავს აიფეთქებენ და სამოთხეში მოხვდებიან, ალბათ ისე. ყველაფერი ემთხვევა, თუ უბრალოდ სხვა რამეა არ ვიცი. უნდოდათ ამ ბავშვის რაღაცაში გამოყენება. მან იცოდა უცხო ენები და სხვანაირი მსოფლხედველობის ბავშვი იყო, სხვანაირად აზროვნებდა", - აღნიშნა ახლობელმა.

ოჯახის ნათესავები აცხადებენ, რომ მარიამი მოძღვართან მიიყვანეს და ჯვრის დაკიდვაზეც დაითანხმეს. მკვლელობის დღეს სახლიდან გასვლის წინ გოგონას ჯვარი ეკიდა. ერთ-ერთი ახლობელი ვარაუდობს, რომ მკვლელმა მარიამი ჯვრით რომ დაინახა, იფიქრა, ჩემს შესახებ პოლიციას გააგებინებს, ან ახლობლებს მოუყვებაო და ამიტომაც მოკლა. "ვფიქრობ, ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე. შეეშინდა, რომ არ ალაპარაკებულიყო ბავშვი და მოკლა. მანამდე ინტერნეტით ჰქონდა კავშირი, იმიტომ, რომ ბოლო დროს ღამეებს ათენებდა კომპიუტერთან. შეიძლება სპეციალურად მარიამთან კონტაქტის დასამყარებლად გადმოვიდა ერთი თვის წინ თურქეთიდან ბათუმში", - აღნიშნა ახლობელმა.

მკვლელობის ადგილიდან დაკარგული იყო ველოსიპედი და მობილური ტელეფონი "IPHONE 5". ველოსიპედი პოლიციამ ბათუმში იპოვა, ის ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩააბარა სამართალდამცველებს. ხოლო ტელეფონი ამ დრომდე დაკარგულია. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელმა ტელეფონი ნაპირისკენ მოისროლა. მკვლელობის საღამოს 23:30 წუთამდე ტელეფონზე ირეკებოდა, თუმცა არავინ პასუხობდა, შემდეგ კი ზარიც შეწყდა. სავარაუდოდ, ზღვა აღელდა და ტელეფონი ზღვის ტალღებში აღმოჩნდა.

მარიამი ხშირად დადიოდა ახალი ბულვარის ბოლოს, წიგნს კითხულობდა და ჩანაწერებს აკეთებდა. ჩანაწერების ბლოკნოტი სამართალდამცველებს აქვთ. ახლობელი ამბობს, რომ ერთი ჩანაწერი დასათაურებული იყო შემდეგნაირად - "ქალწული, რომელიც შეიძლება გახდეს ვაჟკაცი".

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მარიამმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა ინგლისური წარწერით: "you can only see as far as you think" ("იმდენად შორს ხედავ, რამდენადაც ფიქრობ").

ნინო ხოზრევანიძე სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია