პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ჰბაძავს სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს
რაში ჰბაძავს სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს

ექი­მი მა­მი­სა და პე­და­გო­გი დე­დის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. სვა­ნე­თის მთებ­ში ბა­ლა­ხიც მო­უ­თი­ბავს და მი­წა­ზეც უმუ­შა­ვია. სა­ნა­დი­რო ია­რა­ღიც მო­უ­პა­რავს მა­მის­თვის, ფრინ­ველ­ზე რომ ენა­დი­რა და მეს­ტი­ის მთა­ვარ გზატ­კე­ცილ­ზეც გა­მო­პა­რუ­ლა ვე­ლო­სი­პე­დით, ას­ფალტზე სი­ა­რუ­ლის სი­ა­მოვ­ნე­ბა რომ შე­ეგ­რძნო. სი­ა­მოვ­ნე­ბას წიგ­ნე­ბის კი­თხვი­თაც იღებ­და. მე­ო­რე კლას­ში სკო­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ქვეშ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას მა­ლავ­და, დედა რომ არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­ყო. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­ამ გა­ი­ტა­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შიც სცა­და ბედი, შემ­დეგ იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. დღეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრი გახ­ლავთ. სო­ზარ სუ­ბარს დღეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- სვა­ნეთ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე. მეს­ტი­ის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ჭუ­ბერ­ში. დედა სკო­ლის პე­და­გო­გი იყო, მამა - სოფ­ლის მთა­ვა­რი ექი­მი. ოღონდ მთა­ვა­რი პი­რო­ბი­თად ერ­ქვა, რად­გან ხუთშ­ტა­ტი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მამა ერ­თა­დერ­თი ექი­მი იყო. მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­შიც კი, სა­დაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბიც იყო და ექი­მე­ბიც ჰყავ­დათ, მა­მას ეძახ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, მისი ერთი სი­ტყვაც საკ­მა­რი­სია გან­კურ­ნე­ბის­თვის, წა­მა­ლი არ სჭირ­დე­ბა პა­ცი­ენტსო. არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მისი დას­მუ­ლი და­იგ­ნო­ზი არას­წო­რი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ხე­ლის და­დე­ბით სვამ­და დი­აგ­ნოზს. სიყ­ვა­რუ­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა. რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მერე ვიგ­რძე­ნი, რამ­ხე­ლა პა­ტივს სცემ­და სო­ფე­ლი. 30 წელი გა­ვი­და მას მერე, რაც მამა აღარ არის და დღემ­დე ავ­თოს შვი­ლი ვარ სვა­ნეთ­ში და არა ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ან მი­ნის­ტრი. დედა, რო­გორც გი­თხა­რით, პე­და­გო­გი გახ­ლდათ, სპორ­ტსმე­ნი. მის მიერ დამ­ყა­რე­ბუ­ლი რე­კორ­დი სი­მაღ­ლე­ში ხტო­მა­ში დღემ­დე ახ­სოვთ სვა­ნებს.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბათ მშობ­ლე­ბის მხრი­დან?

- მა­მა­ჩე­მის პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. 24 სა­ა­თი მუ­შა­ობ­და, ღა­მით ძილი არ იცო­და. ქრთა­მის გა­გო­ნე­ბა კი არა, ვინ­მეს ორი ლიტ­რი თაფ­ლი რომ მო­ე­ტა­ნა მად­ლო­ბის ნიშ­ნად, ამას გა­ნიც­დი­და. როცა სახ­ლში არ ყო­ფი­ლა და მად­ლი­ერ პა­ცი­ენ­ტებს ნო­ბა­თი და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბო­და ერ­თთვი­ა­ნი სკან­და­ლი ოჯახ­ში, რო­გორ გავ­ბე­დეთ და რო­გორ და­ვი­ტო­ვეთ. ყვე­ლა­ზე დიდი რამ, რაც მა­მამ და­მი­ტო­ვა, ის სიყ­ვა­რუ­ლი და სა­ხე­ლი იყო, რო­მელ­ზეც ზე­მოთ გე­სა­უბ­რე­ბო­დით. ესეც თუ შევ­ძე­ლი მე ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, უფ­ლის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი სა­ჩუ­ქა­რი და­გა­მახ­სოვ­რდათ მა­მის­გან?

- პირ­ვე­ლი ვე­ლო­სი­პე­დი. მა­ნამ­დე პედ­ლე­ბი­ა­ნი მან­ქა­ნა მყავ­და. ჩემი სო­ფე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი, მეს­ტი­ის გზი­დან რვა კი­ლო­მეტ­რი­თაა მო­შო­რე­ბუ­ლი. ას­ფალ­ტი მარ­ტო ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე იყო. მა­მამ და­მი­ჭი­რა ერთხელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე ვე­ლო­სი­პე­დით, ას­ფალ­ტი­ა­ნი გზის სი­ა­მოვ­ნე­ბა მინ­დო­და შე­მეგ­რძნო. არა­და, საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო გზაა. ძა­ლი­ან გა­მიბ­რაზ­და. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ კი­თხვა­საც მიკ­რძა­ლავ­დნენ ზოგ­ჯერ. მა­თე­მა­ტი­კის წიგ­ნის ქვეშ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მქონ­და და­მა­ლუ­ლი და ჩუ­მად ვკი­თხუ­ლობ­დი. დე­დას უნ­დო­და, მეტი დრო სას­კო­ლო პროგ­რა­მის­თვის და­მეთ­მო.

- წიგ­ნე­ბის კი­თხვა ვინ შე­გაყ­ვა­რათ?

- სა­ნამ კი­თხვას ვის­წავ­ლი­დი, დედა მი­კი­თხავ­და. მერე უკვე ჩე­მით და­ვი­წყე. მე­ო­რე კლას­ში ავად­მყო­ფო­ბის გამო ორი კვი­რა სა­წოლ­ში გა­ვა­ტა­რე და სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყე კი­თხვა აქ­ტი­უ­რად... კი­დევ ნა­დი­რო­ბა მიყ­ვარ­და. სა­ნა­დი­რო ია­რა­ღი გვქონ­და სახ­ლში, ვი­პა­რავ­დი და ჩუ­მად მივ­დი­ო­დი. ამა­ზეც მიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ, რა თქმა უნდა. მი­მა­ლავ­დნენ ია­რაღს, ეგო­ნათ ვერ ვი­პო­ვი­დი. ზუს­ტად ვი­ცო­დი, სად ინა­ხავ­დნენ. როცა სახ­ლში არა­ვინ იყო, ვი­პა­რავ­დი და ვნა­დი­რობ­დი ფრინ­ველ­ზე.

- სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­დით?

- საკ­მა­ოდ. იყო საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვგიჟ­დე­ბო­დი. ძი­რი­თა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებს ვი­მახ­სოვ­რებ­დი კარ­გად. ზო­გა­დად, ფან­ტას­ტი­კურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ სკო­ლა­ში იმ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი სკო­ლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად 5-10 ბავ­შვი ყო­ველ­გვა­რი რე­პე­ტი­ტო­რე­ბის გა­რე­შე ირი­ცხე­ბო­და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რაში ჰბაძავს სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს

რაში ჰბაძავს სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს

ექიმი მამისა და პედაგოგი დედის ოჯახში გაიზარდა. სვანეთის მთებში ბალახიც მოუთიბავს და მიწაზეც უმუშავია. სანადირო იარაღიც მოუპარავს მამისთვის, ფრინველზე რომ ენადირა და მესტიის მთავარ გზატკეცილზეც გამოპარულა ველოსიპედით, ასფალტზე სიარულის სიამოვნება რომ შეეგრძნო. სიამოვნებას წიგნების კითხვითაც იღებდა. მეორე კლასში სკოლის სახელმძღვანელოს ქვეშ მხატვრულ ლიტერატურას მალავდა, დედა რომ არ გაბრაზებულიყო. სკოლის პერიოდში არქეოლოგიამ გაიტაცა, ჟურნალისტიკაშიც სცადა ბედი, შემდეგ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, სახალხო დამცველის თანამდებობა. დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გახლავთ. სოზარ სუბარს დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- სვანეთში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. მესტიის რაიონში, სოფელ ჭუბერში. დედა სკოლის პედაგოგი იყო, მამა - სოფლის მთავარი ექიმი. ოღონდ მთავარი პირობითად ერქვა, რადგან ხუთშტატიან საავადმყოფოში მამა ერთადერთი ექიმი იყო. მეზობელ სოფლებშიც კი, სადაც საავადმყოფოებიც იყო და ექიმებიც ჰყავდათ, მამას ეძახდნენ. ამბობდნენ, მისი ერთი სიტყვაც საკმარისია განკურნებისთვის, წამალი არ სჭირდება პაციენტსო. არ ყოფილა შემთხვევა, მისი დასმული დაიგნოზი არასწორი აღმოჩენილიყო. ხელის დადებით სვამდა დიაგნოზს. სიყვარულიც დაიმსახურა. რომ გარდაიცვალა, მერე ვიგრძენი, რამხელა პატივს სცემდა სოფელი. 30 წელი გავიდა მას მერე, რაც მამა აღარ არის და დღემდე ავთოს შვილი ვარ სვანეთში და არა ყოფილი სახალხო დამცველი ან მინისტრი. დედა, როგორც გითხარით, პედაგოგი გახლდათ, სპორტსმენი. მის მიერ დამყარებული რეკორდი სიმაღლეში ხტომაში დღემდე ახსოვთ სვანებს.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

- მამაჩემის პატიოსნებაზე ლეგენდები დადიოდა. 24 საათი მუშაობდა, ღამით ძილი არ იცოდა. ქრთამის გაგონება კი არა, ვინმეს ორი ლიტრი თაფლი რომ მოეტანა მადლობის ნიშნად, ამას განიცდიდა. როცა სახლში არ ყოფილა და მადლიერ პაციენტებს ნობათი დაუტოვებიათ, აუცილებლად მოჰყვებოდა ერთთვიანი სკანდალი ოჯახში, როგორ გავბედეთ და როგორ დავიტოვეთ. ყველაზე დიდი რამ, რაც მამამ დამიტოვა, ის სიყვარული და სახელი იყო, რომელზეც ზემოთ გესაუბრებოდით. ესეც თუ შევძელი მე ჩემი შვილებისთვის, უფლის მადლიერი ვიქნები.

- ყველაზე მეტად რომელი საჩუქარი დაგამახსოვრდათ მამისგან?

- პირველი ველოსიპედი. მანამდე პედლებიანი მანქანა მყავდა. ჩემი სოფელი ცენტრალური, მესტიის გზიდან რვა კილომეტრითაა მოშორებული. ასფალტი მარტო ცენტრალურ გზაზე იყო. მამამ დამიჭირა ერთხელ ცენტრალურ გზაზე ველოსიპედით, ასფალტიანი გზის სიამოვნება მინდოდა შემეგრძნო. არადა, საკმაოდ სახიფათო გზაა. ძალიან გამიბრაზდა. უცნაურია, მაგრამ კითხვასაც მიკრძალავდნენ ზოგჯერ. მათემატიკის წიგნის ქვეშ მხატვრული ლიტერატურა მქონდა დამალული და ჩუმად ვკითხულობდი. დედას უნდოდა, მეტი დრო სასკოლო პროგრამისთვის დამეთმო.

- წიგნების კითხვა ვინ შეგაყვარათ?

- სანამ კითხვას ვისწავლიდი, დედა მიკითხავდა. მერე უკვე ჩემით დავიწყე. მეორე კლასში ავადმყოფობის გამო ორი კვირა საწოლში გავატარე და სწორედ ამ პერიოდში დავიწყე კითხვა აქტიურად... კიდევ ნადირობა მიყვარდა. სანადირო იარაღი გვქონდა სახლში, ვიპარავდი და ჩუმად მივდიოდი. ამაზეც მიბრაზდებოდნენ, რა თქმა უნდა. მიმალავდნენ იარაღს, ეგონათ ვერ ვიპოვიდი. ზუსტად ვიცოდი, სად ინახავდნენ. როცა სახლში არავინ იყო, ვიპარავდი და ვნადირობდი ფრინველზე.

- სკოლაში კარგად სწავლობდით?

- საკმაოდ. იყო საგნები, რომლებზეც მაინცდამაინც არ ვგიჟდებოდი. ძირითადად ჰუმანიტარულ საგნებს ვიმახსოვრებდი კარგად. ზოგადად, ფანტასტიკურ სკოლაში ვსწავლობდი, ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლაში იმ პერიოდის საქართველოში. ჩვენი სკოლიდან ყოველწლიურად 5-10 ბავშვი ყოველგვარი რეპეტიტორების გარეშე ირიცხებოდა უმაღლეს სასწავლებლებში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა