პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელდარ შენგელაია - მეშინია "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი
ელდარ შენგელაია - მეშინია "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი

"ზუ­რაბ ჟვა­ნია რომ მოკ­ლუ­ლი იყო, ეს თა­ვი­დან­ვე ნა­თე­ლი იყო. ეს ამ­ბა­ვი და­მა­ლეს, მაგ­რამ არ იცი­ან უგ­ნუ­რებ­მა, ამ ქვეყ­ნად რომ არა­ფე­რი იმა­ლე­ბა?!... ბიბ­ლი­ა­შია ნათ­ქვა­მი - ყო­ვე­ლი­ვე რაც და­მა­ლუ­ლია, ხი­ლულ იქ­მნე­ბაო... რა თქმა უნდა, მწყინს და მივსტი­რი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას, იმი­ტომ რომ ზურა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. ის გახ­ლდათ ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა­ში"... - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს ფილ­მს მი­უ­ძღვნის.

- ბა­ტო­ნო ელ­დარ, რო­გორც ვიცი, ფილ­მის გა­და­ღე­ბას იწყებთ, რო­მე­ლიც თქვენს პო­ლი­ტი­კურ წარ­სულს მი­ე­ძღვნე­ბა...

- ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხებს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო დაგვპირ­და და იმე­დი გვაქვს, მალე ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა... ფილ­მის პი­რო­ბი­თი სა­თა­უ­რია "სკა­მი" და ასე­თი ში­ნა­არ­სი აქვს: - ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აღარ აირ­ჩი­ეს, არა­და, მას ისევ სურს პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა და არ სჯე­რა, რომ თავს ასე­თი რამ და­ა­ტყდა. ჯერ კი­დევ სამ­თავ­რო­ბო აგა­რაკ­ზე ცხოვ­რობს და ვი­ნა­ი­დან ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აღარ აირ­ჩი­ეს, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით უნდა და­ცა­ლოს აგა­რა­კი. მას მე­უღ­ლე ჰყავს, რო­მელ­საც იმ­დე­ნად დიდი გავ­ლე­ნა აქვს ქმარ­ზე, რომ ფაქ­ტი­უ­რად ის არის მი­ნის­ტრი. ცოლი რა­საც ეტყვის, მე­უღ­ლე ას­რუ­ლებს, ცოლს კი არ სურს სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კის და­ტო­ვე­ბა. ბო­ლოს რა­ღაც გარ­და­ტე­ხა იქ­ნე­ბა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბუ­ნე­ბა­ში და იგი (და­სა­წყის­ში იქ­ნე­ბა ეპი­ზო­დი, სა­დაც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი მი­ნისტრს თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ, მაგ­რამ ის არა­ვი­თარ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს და გა­მოყ­რის კი­დე­ვაც შე­ნო­ბი­დან) გარ­და­იქ­მნე­ბა. მინ­და, ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რია იყოს. ამი­ტო­მაც სა­ბო­ლო­ოდ მექ­რთა­მე მი­ნის­ტრი ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნად გა­და­იქ­ცე­ვა. მიხ­ვდე­ბა, დამ­ნა­შა­ვე რომ იყო და ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა...

- ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს რო­გორ უყუ­რებთ. ცნო­ბი­ლია, რომ თქვე­ნი ძმის - გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას პო­ზი­ცია ამ მხრივ ძა­ლი­ან უი­მე­დოა.

- სი­მარ­თლე გი­თხრათ ვი­ზი­ა­რებ ჩემი ძმის პო­ზი­ცი­ას. ძა­ლი­ან ბევ­რს მო­ვე­ლო­დით, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კა ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. არ ჩანს ახა­ლი ძალა. ახალ­გაზ­რდო­ბას რომ შე­ექ­მნა ახა­ლი პარ­ტია, აუ­ცი­ლებ­ლად მხარს და­ვუ­ჭერ­დი. მო­მა­ვა­ლი ახალ­გაზ­რდო­ბი­საა, მაგ­რამ ასე­თი პარ­ტია რა­ტომ­ღაც არ იქ­მნე­ბა. ძა­ლი­ან მე­ში­ნია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რომ და­იშ­ლე­ბა, მერე ერ­თმა­ნეთ­თან არ და­ი­წყონ ბრძო­ლა და სკა­მის გუ­ლის­თვის არ და­ჭა­მონ ერ­თმა­ნე­თი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ელდარ შენგელაია - მეშინია "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი

ელდარ შენგელაია - მეშინია "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი

"ზურაბ ჟვანია რომ მოკლული იყო, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ეს ამბავი დამალეს, მაგრამ არ იციან უგნურებმა, ამ ქვეყნად რომ არაფერი იმალება?!... ბიბლიაშია ნათქვამი - ყოველივე რაც დამალულია, ხილულ იქმნებაო... რა თქმა უნდა, მწყინს და მივსტირი ზურაბ ჟვანიას, იმიტომ რომ ზურა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ის გახლდათ ჩემი მასწავლებელი პოლიტიკაში"... - ამბობს ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც გარდაცვლილ მეგობარს ფილმს მიუძღვნის.

- ბატონო ელდარ, როგორც ვიცი, ფილმის გადაღებას იწყებთ, რომელიც თქვენს პოლიტიკურ წარსულს მიეძღვნება...

- ფილმის გადაღებისთვის საჭირო თანხებს კულტურის სამინისტრო დაგვპირდა და იმედი გვაქვს, მალე ყველაფერი მოგვარდება... ფილმის პირობითი სათაურია "სკამი" და ასეთი შინაარსი აქვს: - ყოფილი მინისტრი ახალი არჩევნების შემდეგ აღარ აირჩიეს, არადა, მას ისევ სურს პოლიტიკაში ყოფნა და არ სჯერა, რომ თავს ასეთი რამ დაატყდა. ჯერ კიდევ სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობს და ვინაიდან ახალ ხელისუფლებაში აღარ აირჩიეს, კანონის მიხედვით უნდა დაცალოს აგარაკი. მას მეუღლე ჰყავს, რომელსაც იმდენად დიდი გავლენა აქვს ქმარზე, რომ ფაქტიურად ის არის მინისტრი. ცოლი რასაც ეტყვის, მეუღლე ასრულებს, ცოლს კი არ სურს სამთავრობო აგარაკის დატოვება. ბოლოს რაღაც გარდატეხა იქნება ყოფილი მინისტრის ბუნებაში და იგი (დასაწყისში იქნება ეპიზოდი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ლტოლვილები მინისტრს თხოვნით მიმართავენ, მაგრამ ის არავითარ ყურადღებას არ აქცევს და გამოყრის კიდევაც შენობიდან) გარდაიქმნება. მინდა, ადამიანური ისტორია იყოს. ამიტომაც საბოლოოდ მექრთამე მინისტრი ნორმალურ ადამიანად გადაიქცევა. მიხვდება, დამნაშავე რომ იყო და ცოდვა ჩაიდინა...

- ჩვენი ქვეყნის მომავალს როგორ უყურებთ. ცნობილია, რომ თქვენი ძმის - გიორგი შენგელაიას პოზიცია ამ მხრივ ძალიან უიმედოა.

- სიმართლე გითხრათ ვიზიარებ ჩემი ძმის პოზიციას. ძალიან ბევრს მოველოდით, მაგრამ ეკონომიკა ჯერჯერობით ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არ ჩანს ახალი ძალა. ახალგაზრდობას რომ შეექმნა ახალი პარტია, აუცილებლად მხარს დავუჭერდი. მომავალი ახალგაზრდობისაა, მაგრამ ასეთი პარტია რატომღაც არ იქმნება. ძალიან მეშინია, "ქართული ოცნება" რომ დაიშლება, მერე ერთმანეთთან არ დაიწყონ ბრძოლა და სკამის გულისთვის არ დაჭამონ ერთმანეთი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია