პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ედავებიან სომეხი მეცნიერები ქართველებს
რას ედავებიან სომეხი მეცნიერები ქართველებს

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლია უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც აქამ­დე ქარ­თულ მხა­რეს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რეს­ტავ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ხმა­უ­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ლორე-ტა­შირ­ში, ამ­ჟა­მად სომ­ხე­თის ფარ­გლებ­ში მოქ­ცე­ულ მი­წა­ზე ქო­ბა­ი­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის XII სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი ის­ტო­რი­კოს­მა მთვა­რი­სა თარ­ხნიშ­ვილ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა. ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით უკვე რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია მო­ნას­ტრის კომ­პლექსში შე­მა­ვა­ლი სამ­რეკ­ლოს გუმ­ბა­თი. "ამის გამო სამ­რეკ­ლო გა­სომ­ხუ­რე­ბუ­ლია", - აცხა­დებს მთვა­რი­სა თარ­ხნიშ­ვი­ლი.

ქო­ბა­ი­რის ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მო­ნას­ტე­რი დე­ბე­დას ხე­ო­ბა­ში, ძნე­ლად მი­სას­ვლელ ად­გილ­ზე, მთის წვერ­ზე მდე­ბა­რე­ობს. XI სა­უ­კუ­ნის ძეგლი აშე­ნე­ბი­დან ორი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ძლი­ერ მი­წისძვრას და­უნ­გრე­ვია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და ტუ­რის­ტე­ბის აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევს ქარ­თუ­ლი და ბი­ზან­ტი­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბი და ეპი­ტა­ფია-წარ­წე­რე­ბის სიმ­რავ­ლე. ტა­ძარ­ში თა­მარ მე­ფის ამირსპა­სა­ლა­რის, ზა­ქა­რია მხარგრძე­ლი­სა და მისი ოჯა­ხის საძ­ვა­ლეა. ქარ­თულ წარ­წე­რებ­შიც სწო­რედ მათი სა­ხე­ლე­ბია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, ივა­ნე, შან­შე, ბერი პი­მე­ნი, შალ­ვა, ვაჰ­რა­მი და თა­მარ მხარგრძე­ლე­ბი. ასე­ვე თა­მა­რის მე­უღ­ლე სულა გურ­კე­ნე­ლი, სარ­დალ ჯა­ყე­ლის ასუ­ლი რუ­სუ­და­ნი, მხარგრძელ­თა მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი ივა­ნე და მისი მე­უღ­ლე გურ­ჯი-ხა­თუ­ნი, შან­შე მხარგრძე­ლის მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სი მათე და მისი მე­უღ­ლე თე­ო­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სო­მეხ მეც­ნი­ერ­თა ერთი ნა­წი­ლი დღემ­დე ედა­ვე­ბა ქარ­თულ მხა­რეს, რომ ქო­ბა­ი­რი (ასე­ვე ახ­ტა­ლის ტა­ძა­რიც) სომ­ხუ­რია. ამი­ტო­მაც ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, სა­ხი­ფა­თოა ქარ­თულ მხა­რეს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად ძეგლის რეს­ტავ­რი­რე­ბა, რად­გან შე­საძ­ლოა, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, ტაძ­რის წარ­მო­შო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­ი­შა­ლოს ან გა­და­კეთ­დეს.

"კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ის სა­კი­თხზე ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი მხა­რე­ე­ბი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. ამ­ჯე­რად სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. შეხ­ვედ­რის შე­დე­გებ­ზე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ძეგლ­თა აღ­ნუს­ხვი­სა და პას­პორ­ტი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს გი­ორ­გი გა­გო­ში­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- სომ­ხე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბით, გად­მოგ­ვე­ცე­მა ქო­ბა­ი­რის მო­ნას­ტრის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და ფრეს­კე­ბის სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ექ­ტე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, შე­ვას­წო­როთ. რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამა­ვე ტაძ­რის სამ­რეკ­ლოს გუმ­ბა­თი გა­სომ­ხუ­რე­ბუ­ლია და ბევ­რგან ჩუ­ქურ­თმე­ბიც არის მოშ­ლი­ლი.

- მი­წისძვრის­გან დან­გრე­უ­ლი სამ­რეკ­ლოს ფან­ჩა­ტუ­რი, სვე­ტე­ბი, კა­პი­ტე­ლე­ბი იქვე ეყა­რა. ახლა ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნეს. თუ ვინ­მეს იქ რა­ი­მე არა­ქარ­თუ­ლად მო­ეჩ­ვე­ნა, ეს რე­გი­ო­ნუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ნიშ­ნე­ბია, მას ამ დარ­გის ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კარ­გად ცნო­ბენ. რო­გორც ქარ­თლუ­რი და კა­ხუ­რი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, ლორე-ტა­ში­რის ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბიც შე­ი­ცავს სხვა ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის­გან გან­მას­ხვა­ვე­ბელ ნიშ­ნებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რას ედავებიან სომეხი მეცნიერები ქართველებს

რას ედავებიან სომეხი მეცნიერები ქართველებს

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია უძველესი ქართული ტაძრების რესტავრაციის პროცესი, რომელიც აქამდე ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობდა. რესტავრაციის შესახებ ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ლორე-ტაშირში, ამჟამად სომხეთის ფარგლებში მოქცეულ მიწაზე ქობაირის წმინდა გიორგის სახელობის XII საუკუნის ტაძარი ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა მოინახულა. ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი წესების დარღვევით უკვე რესტავრირებულია მონასტრის კომპლექსში შემავალი სამრეკლოს გუმბათი. "ამის გამო სამრეკლო გასომხურებულია", - აცხადებს მთვარისა თარხნიშვილი.

ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დებედას ხეობაში, ძნელად მისასვლელ ადგილზე, მთის წვერზე მდებარეობს. XI საუკუნის ძეგლი აშენებიდან ორი საუკუნის შემდეგ ძლიერ მიწისძვრას დაუნგრევია. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების და ტურისტების აღტაცებას იწვევს ქართული და ბიზანტიური ტრადიციებით შექმნილი უნიკალური ფრესკები და ეპიტაფია-წარწერების სიმრავლე. ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელისა და მისი ოჯახის საძვალეა. ქართულ წარწერებშიც სწორედ მათი სახელებია მოხსენიებული, კერძოდ, ივანე, შანშე, ბერი პიმენი, შალვა, ვაჰრამი და თამარ მხარგრძელები. ასევე თამარის მეუღლე სულა გურკენელი, სარდალ ჯაყელის ასული რუსუდანი, მხარგრძელთა მეღვინეთუხუცესი ივანე და მისი მეუღლე გურჯი-ხათუნი, შანშე მხარგრძელის მწიგნობართუხუცესი მათე და მისი მეუღლე თეონა. მიუხედავად ამისა, სომეხ მეცნიერთა ერთი ნაწილი დღემდე ედავება ქართულ მხარეს, რომ ქობაირი (ასევე ახტალის ტაძარიც) სომხურია. ამიტომაც ქართველ მეცნიერთა აზრით, სახიფათოა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ძეგლის რესტავრირება, რადგან შესაძლოა, ნებსით თუ უნებლიეთ, ტაძრის წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წაიშალოს ან გადაკეთდეს.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების რესტავრაციის საკითხზე ქართული და სომხური მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია. შეხვედრის შედეგებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლთა აღნუსხვისა და პასპორტიზაციის სამსახურის უფროსს გიორგი გაგოშიძეს ვესაუბრეთ.

- სომხეთის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, გადმოგვეცემა ქობაირის მონასტრის არქიტექტურული და ფრესკების სარესტავრაციო პროექტები და საჭიროების შემთხვევაში საშუალება გვექნება, შევასწოროთ. რესტავრაციაზე პროფესიონალი იტალიელი სპეციალისტები იმუშავებენ.

- როგორც ამბობენ, ამავე ტაძრის სამრეკლოს გუმბათი გასომხურებულია და ბევრგან ჩუქურთმებიც არის მოშლილი.

- მიწისძვრისგან დანგრეული სამრეკლოს ფანჩატური, სვეტები, კაპიტელები იქვე ეყარა. ახლა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს. თუ ვინმეს იქ რაიმე არაქართულად მოეჩვენა, ეს რეგიონული ხუროთმოძღვრების ნიშნებია, მას ამ დარგის ვიწრო სპეციალისტები კარგად ცნობენ. როგორც ქართლური და კახური ხუროთმოძღვრება განსხვავდება ერთმანეთისგან, ლორე-ტაშირის ქართული ტაძრებიც შეიცავს სხვა ქართული ტაძრებისგან განმასხვავებელ ნიშნებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია