პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაწყენია თუ არა დიანა ღურწკაია მშობლებზე?!
ნაწყენია თუ არა დიანა ღურწკაია მშობლებზე?!

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი, აფხა­ზე­თი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი დი­ა­ნა ღურწკა­ია. იგი სხვა ქარ­თვე­ლე­ბის მსგავ­სად 90-იან წლებ­ში წა­ვი­და რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ კი მოს­კოვ­ში და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რაც აი­წყო. დი­ა­ნამ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე რუ­სეთს არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა. 2008 წელს კი ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით წარ­დგა. ორი­ო­დე წლის წინ მომ­ღე­რალ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კომ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "გუ­ლის ძა­ხი­ლი" და­ა­ფუძ­ნეს, რომ­ლის ეგი­დით მოს­კოვ­ში ფეს­ტი­ვა­ლი "თეთ­რი ჯოხი" ტარ­დე­ბა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ უსი­ნათ­ლო და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი. მათ შო­რის იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც, კერ­ძოდ კი იმ სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც ერთ დროს თა­ვად მომ­ღე­რალ­მა და­ამ­თავ­რა.

მომ­ღე­რალს მოს­კოვ­ში, რეს­ტო­რან "ჩერ­ნო­მორსკა­ია რი­ვი­ე­რა­ში" ვეწ­ვი­ეთ:

- დედ-მა­მა­ზე ყო­ფილ­ხართ ნა­წყე­ნი, რად­გან სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში მი­გა­ბა­რათ. თქვენს ბავ­შვო­ბა­ზე გვი­ამ­ბეთ, რა მოხ­და?

- არა ნა­წყე­ნი კი არა ვარ, უბ­რა­ლოდ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რად­გან ოჯა­ხი­დან შორს ყოფ­ნა გა­მი­ჭირ­და. 7 წლამ­დე უბედ­ნი­ე­რე­სი ბავ­შვო­ბა მქონ­და, სხვა ბავ­შვე­ბის­გან არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, მეც ისე­ვე დავ­რბო­დი ეზო­ში, რო­გორც სხვე­ბი, ისე­ვე ვთა­მა­შობ­დი და­ხუ­ჭო­ბა­ნას. მერე სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში მი­მიყ­ვა­ნეს. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არც იყო, თუმ­ცა გული მტკი­ო­და. დე­დის გა­რე­შე ღამე გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო. ინ­ტერ­ნატ­ში ძა­ლი­ან თბი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ძი­ძე­ბი მყავ­და. იქ ვის­წავ­ლე და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა, ცუ­დი­სა და კარ­გის გან­სხვა­ვე­ბა, წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს შინ ვერ ვის­წავ­ლი­დი, რად­გან მა­ნე­ბივ­რებ­დნენ... ინ­ტერ­ნატ­ში კი სხვაგ­ვა­რი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქი. ცოტა ხნის წინ ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი ჩა­ვი­ტა­ნე, მო­მა­ვალ­ში მე­ტის გა­კე­თე­ბას ვგეგ­მავ...

- მაგ­რამ პრო­ფე­სი­ად მუ­სი­კა აირ­ჩი­ეთ..

- მუ­სი­კის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. მჯე­რო­და, რომ ესტრა­და­ზე ოდეს­მე მა­ინც გა­მო­ვი­დო­დი. ამა­ში დედ-მა­მაც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი უფ­რო­სი ძმა რო­ბერ­ტი. ისე 4 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ, ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და თი­თო­ე­ულ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მაგ­რამ რო­ბერ­ტი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, ჩვენ შო­რის 16 წე­ლია სხვა­ო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ხელ­ში გა­ვი­ზარ­დე და იცის ჩემი ხა­სი­ა­თი...…ტყუ­ილს ვერ ვი­ტან და პა­ტი­ე­ბაც მი­ჭირს.

- ხში­რად გა­ტყუ­ებ­დნენ?

- ახ­ლობ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად. რო­ბერ­ტმა იცის ხოლ­მე თქმა, ჯო­ბია ჩემ­გან გა­ი­გო სი­მარ­თლე, თო­რემ სხვამ შე­იძ­ლე­ბა არც კი გი­თხრა­სო. მას არას­დროს მო­ვუ­ტყუ­ე­ბი­ვარ. ტყუ­ილს ვგრძნობ, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა და არა იმი­ტომ, რომ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა მაქვს.

- რა ჰქვია მაგ გრძნო­ბას?

- ქა­ლუ­რი ინ­ტუ­ი­ცია. ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც მაქვს და ჩემი მო­ტყუ­ე­ბა ცოტა რთუ­ლია. ამი­ტომ მო­მა­წე­რენ ხოლ­მე, ამას რა­ღაც ზეგ­რძნო­ბა აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლიო. არა, ბა­ტო­ნო, ქა­ლუ­რი ლო­გი­კის და ინ­ტუ­ი­ცი­ის ამ­ბა­ვია.

- თქვენს ოჯახ­ზე გვი­ამ­ბეთ, ვინ არის თქვე­ნი მე­უღ­ლე, სად გა­ი­ცა­ნით?

- პეტ­რე ირი­ნა ხა­კა­მა­დამ გა­მაც­ნო. ხა­კა­მა­დას­თან ჩემს საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ზე მას­თან გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა. იგი დღეს პრო­ფე­სო­რია, პატ­რის ლუ­მუმ­ბას სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. ასე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, მერე დავ­მე­გობ­რდით. ერთ დღე­საც გას­ტრო­ლე­ბი­დან ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ჩა­მო­ვე­დი, პეტ­რე სახ­ლში დამ­ხვდა, ჩე­მე­ბი ყვე­ლა­ნი სა­დღაც გა­ი­ფანტნენ, გავ­ბრაზ­დი კი­დეც, ეს კაცი რას შე­მა­ტო­ვეს-მეთ­ქი. ლა­პა­რა­კის თა­ვიც არ მქონ­და, მაგ­რამ რა­ღას ვი­ზამ­დი, ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვი ხომ იცით? ჰოდა, სიყ­ვა­რუ­ლიც იმ დღეს ამიხ­სნა. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და­ჯე­რე­ბა, რად­გან ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გად მქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ნაწყენია თუ არა დიანა ღურწკაია მშობლებზე?!

ნაწყენია თუ არა დიანა ღურწკაია მშობლებზე?!

რუბრიკის სტუმარია რუსეთში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალბატონი დიანა ღურწკაია. იგი სხვა ქართველების მსგავსად 90-იან წლებში წავიდა რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში და წარმატებული კარიერაც აიწყო. დიანამ მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალზე რუსეთს არაერთი გამარჯვება მოუტანა. 2008 წელს კი ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარდგა. ორიოდე წლის წინ მომღერალმა და მისმა მეუღლემ პიოტრ კუჩერენკომ საქველმოქმედო ფონდი "გულის ძახილი" დააფუძნეს, რომლის ეგიდით მოსკოვში ფესტივალი "თეთრი ჯოხი" ტარდება, სადაც მონაწილეობენ უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მათ შორის იყვნენ საქართველოდანაც, კერძოდ კი იმ სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები, რომელიც ერთ დროს თავად მომღერალმა დაამთავრა.

მომღერალს მოსკოვში, რესტორან "ჩერნომორსკაია რივიერაში" ვეწვიეთ:

- დედ-მამაზე ყოფილხართ ნაწყენი, რადგან სკოლა-ინტერნატში მიგაბარათ. თქვენს ბავშვობაზე გვიამბეთ, რა მოხდა?

- არა ნაწყენი კი არა ვარ, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, რადგან ოჯახიდან შორს ყოფნა გამიჭირდა. 7 წლამდე უბედნიერესი ბავშვობა მქონდა, სხვა ბავშვებისგან არ გამოვირჩეოდი, მეც ისევე დავრბოდი ეზოში, როგორც სხვები, ისევე ვთამაშობდი დახუჭობანას. მერე სკოლა-ინტერნატში მიმიყვანეს. სხვა გამოსავალი არც იყო, თუმცა გული მტკიოდა. დედის გარეშე ღამე განსაკუთრებით მძიმე იყო. ინტერნატში ძალიან თბილი მასწავლებლები და ძიძები მყავდა. იქ ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, ცუდისა და კარგის განსხვავება, წიგნის სიყვარული. ამ ყველაფერს შინ ვერ ვისწავლიდი, რადგან მანებივრებდნენ... ინტერნატში კი სხვაგვარი რეალობის წინაშე დავდექი. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჩასული, აუცილებელი ნივთები ჩავიტანე, მომავალში მეტის გაკეთებას ვგეგმავ...

- მაგრამ პროფესიად მუსიკა აირჩიეთ..

- მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მჯეროდა, რომ ესტრადაზე ოდესმე მაინც გამოვიდოდი. ამაში დედ-მამაც ძალიან დამეხმარა და განსაკუთრებით ჩემი უფროსი ძმა რობერტი. ისე 4 დედმამიშვილი ვართ, ყველა ძალიან მიყვარს და თითოეულთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ რობერტი ჩემთვის ყველაფერია, ჩვენ შორის 16 წელია სხვაობა. ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე და იცის ჩემი ხასიათი...…ტყუილს ვერ ვიტან და პატიებაც მიჭირს.

- ხშირად გატყუებდნენ?

- ახლობლები ნაკლებად. რობერტმა იცის ხოლმე თქმა, ჯობია ჩემგან გაიგო სიმართლე, თორემ სხვამ შეიძლება არც კი გითხრასო. მას არასდროს მოვუტყუებივარ. ტყუილს ვგრძნობ, ისევე როგორც ყველა და არა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული გრძნობა მაქვს.

- რა ჰქვია მაგ გრძნობას?

- ქალური ინტუიცია. ცხოვრებისეული გამოცდილებაც მაქვს და ჩემი მოტყუება ცოტა რთულია. ამიტომ მომაწერენ ხოლმე, ამას რაღაც ზეგრძნობა აქვს განვითარებულიო. არა, ბატონო, ქალური ლოგიკის და ინტუიციის ამბავია.

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ, ვინ არის თქვენი მეუღლე, სად გაიცანით?

- პეტრე ირინა ხაკამადამ გამაცნო. ხაკამადასთან ჩემს საქმეზე ვიყავი მისული და იურიდიულ საკითხებზე მასთან გადაგვამისამართა. იგი დღეს პროფესორია, პატრის ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტში იურისპრუდენციაში ლექციებს კითხულობს. ასე გავიცანით ერთმანეთი, მერე დავმეგობრდით. ერთ დღესაც გასტროლებიდან ძალიან დაღლილი ჩამოვედი, პეტრე სახლში დამხვდა, ჩემები ყველანი სადღაც გაიფანტნენ, გავბრაზდი კიდეც, ეს კაცი რას შემატოვეს-მეთქი. ლაპარაკის თავიც არ მქონდა, მაგრამ რაღას ვიზამდი, ქართული სტუმართმოყვარეობის ამბავი ხომ იცით? ჰოდა, სიყვარულიც იმ დღეს ამიხსნა. თავიდან ძალიან გამიჭირდა დაჯერება, რადგან ჩემი მდგომარეობა კარგად მქონდა გაცნობიერებული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება