საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
ჭრელი სამყარო
ჭრელი სამყარო

ტკბი­ლე­უ­ლის მოყ­ვა­რუ­ლებს უფრო მე­ტად უმარ­თლებთ

ინ­გლი­სელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სტა­ტის­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს, რათა გა­ერ­კვი­ათ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რა­ი­მე პრო­დუქ­ტის მი­მართ ძლი­ერ­მა სიყ­ვა­რულ­მა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ან­თა პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბებ­ზე.

გა­ირ­კვა, რომ ასე­თი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი უფრო მე­ტად შე­იმ­ჩნე­ვა ტკბი­ლე­უ­ლის მოყ­ვა­რუ­ლებ­ში. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ მუ­შაკ­თა 60%, რო­მელ­თაც სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე ყო­ველ­თვის აქვთ კან­ფე­ტე­ბი ან რა­ი­მე სხვა ტკბი­ლე­უ­ლი, სამ­სა­ხურ­ში და­ა­წი­ნა­უ­რეს, ხოლო 43% რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებ­და პრე­მი­ებს. სა­ერ­თოდ, ტკბი­ლე­უ­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი კო­ლე­გე­ბის სიმ­პა­თი­ე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ. ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ მოვ­ლე­ნას იმით ხსნი­ან, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, გულ­კე­თი­ლე­ბი და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი არი­ან, მათ ასეთ თვი­სე­ბებს კი სა­თა­ნა­დოდ აფა­სე­ბენ უფ­რო­სე­ბიც და რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა პი­კან­ტუ­რი კერ­ძე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს, მათ­გან ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბით მხო­ლოდ ყო­ველ მე­ო­თხეს შე­ეძ­ლო ეტ­რა­ბა­ხა, ხოლო კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლით - მხო­ლოდ 17%-ს.

მაგ­ნი­ტი მე­ხის­თვის

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მეხი ერთ ად­გილ­ზე ორ­ჯერ არ ეცე­მა, მაგ­რამ კო­ლუმ­ბი­ელ ალე­ხან­დრო მენ­დო­ნას ეს ფრა­ზა სევ­დი­ან ღი­მილს ჰგვრის. ბოლო ხა­ნებ­ში მეხი მას ოთხჯერ და­ე­ცა. პირ­ვე­ლად ეს 2010 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და. ალე­ხან­დროს დიდი დრო დას­ჭირ­და გონ­ზე მო­სას­ვლე­ლად, მაგ­რამ მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა იმით, რომ ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა. მე­ო­რე ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მენ­დო­ნამ და­სახ­მა­რებ­ლად ექი­მებს მი­მარ­თა, მაგ­რამ მათ ვე­რაფ­რით და­ად­გი­ნეს, თუ რა­ტომ მო­ე­წო­ნა იგი ასე ბუ­ნე­ბის ამ სა­ო­ცარ მოვ­ლე­ნას. მე­სა­მე შემ­თხვე­ვის შემ­დეგ საბ­რა­ლო თით­ქმის მთე­ლი წელი არ გა­მო­სუ­ლა სახ­ლი­დან, მაგ­რამ მეხი იქაც მის­წვდა. რო­დე­საც ალე­ხან­დრო მე­ო­თხედ და­ზა­რალ­და, მან ექიმ­ბა­შებს მი­მარ­თა მუ­და­რით, რო­გორ­მე და­ეხ­სნათ იგი ამ "ჯა­დო­სა­გან". ექიმ­ბა­შებ­მა უიღ­ბლო "მე­ხამ­რი­დი" ვერ­ტი­კა­ლუ­რად ჩაფ­ლეს მი­წა­ში, რათა ელექტრუ­ლი მუხ­ტი­სა­გან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, რა­მაც თით­ქოს უშ­ვე­ლა კი­დეც, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა დრო­ე­ბით!..

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ჭრელი სამყარო

ჭრელი სამყარო

ტკბილეულის მოყვარულებს უფრო მეტად უმართლებთ

ინგლისელმა სპეციალისტებმა ფარ­თომასშტაბიანი სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე პროდუქტის მიმართ ძლიერმა სიყვარულმა გავლენა იქონიოს მომუშავე ადამიანთა პროფესიულ წარმატებებზე.

გაირკვა, რომ ასეთი ურთიერთკავშირი უფრო მეტად შეიმჩნევა ტკბილეულის მოყვარულებში. ერთი წლის განმავლობაში იმ მუშაკთა 60%, რომელთაც სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის აქვთ კანფეტები ან რაიმე სხვა ტკბილეული, სამსახურში დააწინაურეს, ხოლო 43% რეგულარულად იღებდა პრემიებს. საერთოდ, ტკბილეულის მოყვარულები თავიანთი კოლეგების სიმპათიებითა და პატივისცემით სარგებლობენ. ფსიქოლოგები ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, გულკეთილები და გულისხმიერები არიან, მათ ასეთ თვისებებს კი სათანადოდ აფასებენ უფროსებიც და რიგითი თანამშრომლებიც. რაც შეეხება პიკანტური კერძების მოყვარულებს, მათგან ხელფასის მომატებით მხოლოდ ყოველ მეოთხეს შეეძლო ეტრაბახა, ხოლო კარიერული წინსვლით - მხოლოდ 17%-ს.

მაგნიტი მეხისთვის

როგორც ამბობენ, მეხი ერთ ადგილზე ორჯერ არ ეცემა, მაგრამ კოლუმბიელ ალეხანდრო მენდონას ეს ფრაზა სევდიან ღიმილს ჰგვრის. ბოლო ხანებში მეხი მას ოთხჯერ დაეცა. პირველად ეს 2010 წლის სექტემბერში მოხდა. ალეხანდროს დიდი დრო დასჭირდა გონზე მოსასვლელად, მაგრამ მაინც კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ცოცხალი გადარჩა. მეორე ინციდენტის შემდეგ მენდონამ დასახმარებლად ექიმებს მიმართა, მაგრამ მათ ვერაფრით დაადგინეს, თუ რატომ მოეწონა იგი ასე ბუნების ამ საოცარ მოვლენას. მესამე შემთხვევის შემდეგ საბრალო თითქმის მთელი წელი არ გამოსულა სახლიდან, მაგრამ მეხი იქაც მისწვდა. როდესაც ალეხანდრო მეოთხედ დაზარალდა, მან ექიმბაშებს მიმართა მუდარით, როგორმე დაეხსნათ იგი ამ "ჯადოსაგან". ექიმბაშებმა უიღბლო "მეხამრიდი" ვერტიკალურად ჩაფლეს მიწაში, რათა ელექტრული მუხტისაგან გაეთავისუფლებინათ, რამაც თითქოს უშველა კიდეც, თუმცა, შესაძლოა დროებით!..

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს