პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები
რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები

ბევ­რის­თვის შვე­ბუ­ლე­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­სა­ტა­რებ­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა წიგ­ნის კი­თხვაა. მშობ­ლე­ბის დიდი სურ­ვი­ლია, შვი­ლებ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა ად­რე­ულ ასაკ­ში შე­იყ­ვა­რონ. რა როლი უჭი­რავს წიგნს დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში? რა­ტომ უნდა ვი­კი­თხოთ წიგ­ნე­ბი და რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ ბავ­შვებს ლი­ტე­რა­ტუ­რა? ამ კი­თხვებს "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ლიტ­რის" რე­დაქ­ტო­რი ზაალ ჩხე­ი­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი

ლალი:

რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბის და ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა მი­ვა­წო­დოთ ბავ­შვებს თავ­და­პირ­ვე­ლად, რომ კი­თხვა შე­უყ­ვარ­დეთ?

-ის, რომ ბავ­შვს წიგ­ნის კი­თხვა შე­უყ­ვარ­დეს მთა­ვარ როლს თა­მა­შობს მისი ოჯა­ხი და გა­რე­მო. კვლე­ვებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და სა­ზღვარ­გა­რე­თაც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჩ­ვე­ნა, რომ იმ ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც იზ­რდე­ბი­ან წიგ­ნი­ერ გა­რე­მო­ში, მუდ­მი­ვად ხე­და­ვენ წიგ­ნებს თა­ვი­ანთ ან თუნ­დაც მშობ­ლე­ბის ოთახ­ში, ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ხოლ­მე წიგ­ნით. ამ კუ­თხით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო, რო­მელ­შიც ბავ­შვი ცხოვ­რობს.

12-14 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის მთა­ვა­რი სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა არის სა­თავ­გა­და­სავ­ლო, ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის, რად­გან ამ ასაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა ბავ­შვის გო­ნე­ბა და მას არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მხო­ლოდ ის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფრო მე­ტად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა ტექ­სტი და ბავ­შვი თვი­თინ­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ას გა­ა­კე­თებს და დრო­ე­ბით გა­და­სახ­ლდე­ბა იმ სამ­ყა­რო­ში, მით უფრო უკე­თე­სია და იო­ლია მისი და­ინ­ტე­რე­სე­ბა.

მაინ რიდი, ჯეკ ლონ­დო­ნი და ალექ­სან­დრე დი­უ­მა - ესე­ნი, ის მწერ­ლე­ბი არი­ან რო­მელ­თა­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვმა და­ი­წყოს წიგ­ნის კი­თხვა, შე­უყ­ვარ­დეს ლი­ტე­რა­ტუ­რა და ა.შ. რა თქმა უნდა, დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნია "ჰარი პო­ტე­რი", რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოს ბავ­შვმა. ყვე­ლა თა­ო­ბას აქვს თა­ვი­სი სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი. "ჰარი პო­ტე­რი" კი, რო­გორც ჩანს, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს პა­სუ­ხობს. თუმ­ცა ამ კი­თხვა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბავ­შვის ხა­სი­ათ­სა და ბუ­ნე­ბა­ზე, ბი­ჭია თუ გო­გოა და სხვა.

თი­ნა­თი­ნი:

რა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რას კი­თხუ­ლო­ბენ ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­მე­ლია დღეს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი?

-თუ გა­ყიდ­ვე­ბის თვა­ლა­საზ­რი­სით ვიმ­სჯე­ლებთ, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი არის სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­აჩ­ნია სო­ცი­ა­ლურ წრეს. დღეს ძი­რი­თა­დად წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გან­სა­ზღვრავს პირ­ველ რიგ­ში, სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მა და ავ­ტო­რის სა­ხე­ლის ცნო­ბა­დო­ბა. ე.წ. კლა­სი­კაც ჩვენს მყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

მა­გა­ლი­თად, "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის ძი­რი­თა­დი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გახ­ლავთ 16-30 წლის ადა­მი­ა­ნე­ბი. ლი­ტე­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც "ბიბ­ლუ­სის" ბესთსე­ლე­რებ­შია შე­სუ­ლი სწო­რედ ამ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ეს არის "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში", ტუ­რაშ­ვი­ლის რო­მა­ნი და ა.შ. სხვა­დას­ხვა წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ამ მხრივ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა.

დეა:

არის თუ არა მო­თხოვ­ნა ძველ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე?

-ბა­ზარ­ზე ამის მო­თხოვ­ნა არ დგას. თუ რამე სპე­ცი­ა­ლუ­რი დიდი და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი არ გან­ხორ­ცი­ელ­და, არც იქ­ნე­ბა კი­დევ ძა­ლი­ან დიდი ხანი. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სკო­ლა, ისე­ვე რო­გორც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, ვგუ­ლის­ხმობ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ გან­ყო­ფი­ლე­ბებს, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებ­სა და სტუ­დენ­ტებ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რულ სიყ­ვა­რულს.

გი­ორ­გი:

რა­ტომ უნდა ვი­კი­თხოთ წიგ­ნე­ბი?

-არ უნდა იკი­თხოთ წიგ­ნე­ბი! ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დად­გე­ნი­ლია, რომ წიგ­ნის კი­თხვა გახ­ლავთ ერ­თგვა­რი ავად­მყო­ფო­ბა და სრუ­ლი­ად სპე­ცი­ფი­უ­რი ნიჭი, რო­მე­ლიც ზოგ ადა­მი­ანს აქვს და ზოგს არა. შე­სა­ბა­მი­სად წიგ­ნის კი­თხვის არა­ნა­ი­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის. თუმ­ცა წიგ­ნის კი­თხვა­ში, მე პირ­ველ რიგ­ში ვგუ­ლის­ხმობ ე.წ. მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. პრო­ფე­სი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას თუ არ წა­ი­კი­თხვას ადა­მი­ა­ნი, ის კა­რი­ე­რა­ში შორს ვერ წავა.

2) გვა­ინ­ტერ­სებს თქვე­ნი აზრი ელექტრო­ნულ წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

-დად­გე­ნი­ლი ამ­ბა­ვია, რომ ძა­ლი­ან მალე ბა­ზარს და­ი­პყრობს ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნი. გა­მომ­დი­ნა­რე მისი ფა­სი­დან, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ ის გა­ცი­ლე­ბით უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მკი­თხვე­ლის­თვის მთელ რიგ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ამას­თან ავ­ტო­რის­თვი­საც ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რად­გან ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს შეგ­ვიძ­ლია შევ­ქმნათ ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი, ყო­ველ­გვა­რი სა­გა­მომ­ცემ­ლო თან­ხმო­ბი­სა და ზედ­მე­ტი და­ნა­ხარ­ჯე­ბის გა­რე­შე და შემ­დეგ გა­ვავ­რცე­ლოთ.

ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნის­გან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ვას­ხვა­ოთ ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ელექტრო­ნულ ფორ­მატ­შია მო­ცე­მუ­ლი. ეს არის ფან­ტას­ტი­უ­რად კარ­გი რამ, რო­დე­საც სულ რა­ღაც 10 წუთ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბი შე­გიძ­ლია მო­ძებ­ნო ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში. წა­სა­კი­თხად მე ყო­ველ­თვის ვარ­ჩევ ფურ­ცელ­ზე და­ბეჭ­დილ წიგნს. საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაც გახ­ლავთ ეს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წევს წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა, არა­მედ ბუ­კი­ნის­ტურ მა­ღა­ზი­ებ­ში პირ­ველ გა­მო­ცე­მებ­საც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვაგ­რო­ვებ ხოლ­მე.

თა­მა­რი:

რა ასაკ­ში და­ი­წყეთ წიგ­ნე­ბის კი­თხვა და რო­მე­ლი იყო პირ­ვე­ლი წიგ­ნი.

-პირ­ვე­ლი მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­მაც ჩემ­ზე ყვე­ლა­ზე მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა იყო ალექ­სან­დრე დი­უ­მას "სამი მუშ­კე­ტე­რი", სხვა­თა­შო­რის არც ისე პა­ტა­რა ასაკ­ში. მას შემ­დეგ მე ვარ ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი წიგ­ნი ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ ალ­ბათ იყო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი.

სა­ლო­მე:

დაგ­ვი­სა­ხელთ ხუთი წიგ­ნი (მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს კლა­სი­კო­სე­ბი, ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა), რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შვე­ბუ­ლე­ბის დროს წა­ვი­კი­თხოთ?

-რად­გან კი­თხვის ავ­ტო­რი ქა­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ისე დიდი ასა­კის, ვურ­ჩევ წა­ი­კი­თხოს ამე­ლი ნო­ტო­მის "ლურ­ჯწ­ვე­რა", ფრან­სუ­აზ სა­გა­ნის "მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი", უელ­ბე­კის რო­მა­ნი "ალატ­რის­ტე", რე­მარ­კის "სამი მე­გო­ბა­რი" ან "და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია" და მე­ხუ­თე იყოს ლო­რან გო­დეს "კორ­ტე­ბის მზე - ეს არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ ბოლო 1-2 წე­ლია თბი­ლის­ში არა­სად იშო­ვე­ბა.

2) გარ­და იმი­სა, რომ გიც­ნობთ, რო­გორც ძა­ლი­ან კარგ ლი­ტე­რა­ტორს, გთხოვთ ცოტა რამ გვი­ამ­ბოთ თქვენ­ზე.

–გარ­და იმი­სა, რომ ვარ ლი­ტე­რა­ტო­რი, ვარ მას­წავ­ლე­ბე­ლი, ლექ­ტო­რი, მთარ­გმნე­ლი, პო­ე­ტი, ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი.

თენ­გო:

დაგ­ვი­სა­ხელთ წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ან­მა უნდა წა­ი­კი­თხოს?

–ასე­თი წიგ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის­თვის არის მხო­ლოდ საყ­ვა­რე­ლი და არც ისე საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნე­ბის ჩა­მოთ­ვლა, ამ კუ­თხით ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს. ამის­თვის ჩვენს ჟურ­ნალ­ში "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ლიტ­რა", გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი რუბ­რი­კა, სა­დაც ყო­ვეთ­ვი­უ­რად 4 წიგნს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი აზ­რით ყვე­ლამ უნდა წა­ი­კი­თხოს, ჩვენს მკი­თხველს ვაც­ნობთ ხოლ­მე მცი­რე ანო­ტა­ცი­ე­ბი­თა და ესე­ე­ბით.

2 )რა­ტომ არი­ან ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თით გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი. რა თა­ვი­სე­ბუ­რა ახა­სი­ა­თებთ ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს (მწერ­ლებს, პო­ე­ტებს)

–პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს ალ­ბათ ქვე­ყა­ნა­ზე ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხე­ლო­ვა­ნია. "ნორ­მა­ლურ­ში", ვგუ­ლის­ხმობ ამ სი­ტყვის კლა­სი­კურ გა­გე­ბას. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც წესი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ხოლ­მე შე­და­რე­ბით რბი­ლი ბუ­ნე­ბით და ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მომ­ხდა­რა მათ ცხოვ­რე­ბა­ში მათ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და გავ­ლე­ნას ახ­დენს, ვიდ­რე სხვა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე. ამას­თან, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა თვით­გა­მო­ხატ­ვის­თვის აირ­ჩი­ეს, ხატ­ვა, მწერ­ლო­ბა, მუ­სი­კა და ა.შ. , რაც და­მა­ტე­ბით სტრე­სია მათ­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია, ამ­ბი­ცი­ებ­თან, გან­ცდებ­თან და სუ­ლი­ერ კა­ტას­ტრო­ფებ­თან. თუ კი­თხვის დამსმე­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც მე­გობ­რო­ბას აპი­რებს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, ცოტა რთუ­ლი იქ­ნე­ბა და მე ვურ­ჩევ­დი თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა და სხვა წრე­ებ­ში ეძებ­ნა მე­გობ­რე­ბი. თუმ­ცა თუ ე.წ. სუ­ლი­ერ ნა­თე­სა­ო­ბას გრძნობს ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, მა­შინ რა გა­ე­წყო­ბა.

ნინო სვი­მო­ნიშ­ვი­ლი:

მყავს მე­ო­რე კლა­სე­ლი გო­გო­ნა კი­თხვა არ უჭირს უბ­რა­ლოდ ცოტა ეზა­რე­ბა და მა­ინ­ტე­რე­სებს რა ლი­ტე­რა­ტუ­რა მი­ვა­წო­დო ამ ასა­კის ბავ­შვს, რომ სა­ხა­ლი­სოდ წა­ი­კი­თხოს და არ მო­ბეზ­რდეს?

–მე­ო­რე კლა­სელ­მა გო­გო­ნამ, აუ­ცი­ლებ­ლად ას­ტრიდ ლინდგრე­ნი წა­ი­კი­თხოს. "პეპი გრძე­ლი წინ­და"",კარლ­სო­ნი"",კალე ბლუმ­კვის­ტის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" - ეს არის სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც არას­დროს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას და მთელს მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლა­კა­უ­რი წა­ი­კი­თხოს ან სხვა ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც მის ასა­კობ­რივ მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. იქ­ნე­ბა ეს ჯანი რო­და­რის ზღაპ­რე­ბი, თუ "პი­ნო­ქი­ოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი" - ეს მხო­ლოდ ამ გო­გო­ნა­სი და მისი მშობ­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა წიგ­ნი ამ ბავ­შვის­თვის იყოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი. თუ ბავ­შვი წიგნ­თან თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ვერ მო­ახ­დენს, მის წა­კი­თხვას მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი ბავ­შვის­თვის არა­ვით­რი აზრი არ აქვს, არც მე­ო­თხე კლა­სე­ლის­თვის და არც მე­ა­თეკ­ლა­სე­ლის­თვის.

თორ­ნი­კე:

მე მა­გა­ლი­თად ბევ­რი ფილ­მი მაქვს ნა­ნა­ხი და ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ წიგ­ნი არ წა­მი­კი­თხავს. ზო­გი­ერთ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით მე­გობ­რებს უთ­ქვამთ, წიგ­ნი უფრო მა­გა­რი­აო. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რას იტყვით? ალ­ბათ გვე­ტყვით, რომ წიგ­ნი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა!

–ტექ­სტებ­ში, რომ­ლებ­შიც უფრო მე­ტად აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია მოქ­მე­დე­ბა­ზე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, გა­მო­ხატ­ვა­ზე, სირ­ბილ­ზე, ყი­რა­ზე დგო­მა­ზე, ვინ­მეს მოკ­ვლა­ზე და ა.შ. - ამ ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რა, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად გა­და­სა­ღე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რას, ეს უფრო რთუ­ლი გა­და­სა­ღე­ბია. იმი­ტო­მაა, რომ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" და "დათა თუ­თაშ­ხია" წიგ­ნე­ბი ჯო­ბია ფილ­მებს ბევ­რად. მა­გა­ლი­თად "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" რომ გა­და­ი­ღოს ვინ­მემ, ეს იქ­ნე­ბა რე­ჟი­სო­რის­თვის ფან­ტას­ტი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ წი­ნას­წარ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი რომ წიგ­ნი აჯო­ბებს ფილ­მს, რად­გან ნა­წარ­მო­ებ­ში გა­მო­სახ­ვის ხერ­ხე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თუმ­ცა მა­გა­ლი­თად, კენ კი­ზის გე­ნი­ა­ლუ­რი რო­მა­ნის "ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა" შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია წიგ­ნი ჯო­ბია თუ ფილ­მი. არის ბედ­ნი­ე­რი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც, მა­გა­ლი­თად "ლედი ჩა­ტერ­ლე­ის საყ­ვა­რე­ლი"; კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი ალ­ბათ არ და­მე­თან­ხმე­ბი­ან, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის­თვის ფილ­მა­დაც ისე­თი­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო და შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც წიგ­ნი.

იხი­ლეთ ვი­დეო

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები

ბევრისთვის შვებულებაში თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად საუკეთესო საშუალება წიგნის კითხვაა. მშობლების დიდი სურვილია, შვილებმა ლიტერატურა ადრეულ ასაკში შეიყვარონ. რა როლი უჭირავს წიგნს დღევანდელ საზოგადოებაში? რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები და როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ლიტერატურა? ამ კითხვებს "ლიტერატურული პალიტრის" რედაქტორი ზაალ ჩხეიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ლალი:

რომელი ავტორების და ჟანრის ლიტერატურა მივაწოდოთ ბავშვებს თავდაპირველად, რომ კითხვა შეუყვარდეთ?

-ის, რომ ბავშვს წიგნის კითხვა შეუყვარდეს მთავარ როლს თამაშობს მისი ოჯახი და გარემო. კვლევებმა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ იმ ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც იზრდებიან წიგნიერ გარემოში, მუდმივად ხედავენ წიგნებს თავიანთ ან თუნდაც მშობლების ოთახში, ხშირად ინტერესდებიან ხოლმე წიგნით. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ის სოციალური გარემო, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს.

12-14 წლამდე ბავშვებისთვის მთავარი საკითხავი ლიტერატურა არის სათავგადასავლო, ფანტასტიკური ჟანრის, რადგან ამ ასაკში განსაკუთრებით აქტიურდება ბავშვის გონება და მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს. შესაბამისად, რაც უფრო მეტად დაუჯერებელი, საინტერესო და მძაფრსიუჟეტიანი იქნება ტექსტი და ბავშვი თვითინდენტიფიკაციას გააკეთებს და დროებით გადასახლდება იმ სამყაროში, მით უფრო უკეთესია და იოლია მისი დაინტერესება.

მაინ რიდი, ჯეკ ლონდონი და ალექსანდრე დიუმა - ესენი, ის მწერლები არიან რომელთაგანაც შეიძლება ბავშვმა დაიწყოს წიგნის კითხვა, შეუყვარდეს ლიტერატურა და ა.შ. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია ,,ჰარი პოტერი", რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ბავშვმა. ყველა თაობას აქვს თავისი საბავშვო წიგნები. ,,ჰარი პოტერი" კი, როგორც ჩანს, თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. თუმცა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ბავშვის ხასიათსა და ბუნებაზე, ბიჭია თუ გოგოა და სხვა.

თინათინი:

რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობენ ყველაზე მეტად, რომელია დღეს ყველაზე პოპულარული?

-თუ გაყიდვების თვალასაზრისით ვიმსჯელებთ, ყველაზე პოპულარული არის საბავშვო ლიტერატურა და კულინარიული წიგნები. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ამ შემთხვევაში გააჩნია სოციალურ წრეს. დღეს ძირითადად წიგნის პოპულარიზაციას განსაზღვრავს პირველ რიგში, სატელევიზიო რეკლამა და ავტორის სახელის ცნობადობა. ე.წ. კლასიკაც ჩვენს მყიდველუნარიან მოსახლეობაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

მაგალითად, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის ძირითადი მომხმარებელი გახლავთ 16-30 წლის ადამიანები. ლიტერატურით, რომელიც "ბიბლუსის" ბესთსელერებშია შესული სწორედ ამ ასაკის ადამიანები ინტერესდებიან. ეს არის ,,თამაში ჭვავის ყანაში", ტურაშვილის რომანი და ა.შ. სხვადასხვა წიგნების მაღაზიაში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა.

დეა:

არის თუ არა მოთხოვნა ძველ ქართულ ლიტერატურაზე?

-ბაზარზე ამის მოთხოვნა არ დგას. თუ რამე სპეციალური დიდი და მასშტაბური პროექტი არ განხორციელდა, არც იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი. თანამედროვე ქართული სკოლა, ისევე როგორც უმაღლესი სასწავლებლები, ვგულისხმობ ჰუმანიტარულ განყოფილებებს, ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ მოსწავლეებსა და სტუდენტებში ლიტერატურულ სიყვარულს.

გიორგი:

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?

-არ უნდა იკითხოთ წიგნები! ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ წიგნის კითხვა გახლავთ ერთგვარი ავადმყოფობა და სრულიად სპეციფიური ნიჭი, რომელიც ზოგ ადამიანს აქვს და ზოგს არა. შესაბამისად წიგნის კითხვის არანაირი აუცილებლობა არ არის. თუმცა წიგნის კითხვაში, მე პირველ რიგში ვგულისხმობ ე.წ. მხატვრულ ლიტერატურას. პროფესიულ ლიტერატურას თუ არ წაიკითხვას ადამიანი, ის კარიერაში შორს ვერ წავა.

2) გვაინტერსებს თქვენი აზრი ელექტრონულ წიგნებთან დაკავშირებით.

-დადგენილი ამბავია, რომ ძალიან მალე ბაზარს დაიპყრობს ელექტრონული წიგნი. გამომდინარე მისი ფასიდან, გამომდინარე იქიდან რომ ის გაცილებით უფრო მოსახერხებელია მკითხველისთვის მთელ რიგ სიტუაციებში, ამასთან ავტორისთვისაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია შევქმნათ ელექტრონული წიგნები, ყოველგვარი საგამომცემლო თანხმობისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე და შემდეგ გავავრცელოთ.

ელექტრონული წიგნისგან აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ლიტერატურა, რომელიც ელექტრონულ ფორმატშია მოცემული. ეს არის ფანტასტიურად კარგი რამ, როდესაც სულ რაღაც 10 წუთში ნებისმიერი ნაწარმოები შეგიძლია მოძებნო ინტერნეტ სივრცეში. წასაკითხად მე ყოველთვის ვარჩევ ფურცელზე დაბეჭდილ წიგნს. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაც გახლავთ ეს ხშირ შემთხვევაში. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არამხოლოდ საქართველოში მიწევს წიგნების შეძენა, არამედ ბუკინისტურ მაღაზიებში პირველ გამოცემებსაც, შეძლებისდაგვარად ვაგროვებ ხოლმე.

თამარი:

რა ასაკში დაიწყეთ წიგნების კითხვა და რომელი იყო  პირველი წიგნი.

-პირველი მხატვრული ლიტერატურა, რომელმაც ჩემზე ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა იყო ალექსანდრე დიუმას ,,სამი მუშკეტერი", სხვათაშორის არც ისე პატარა ასაკში. მას შემდეგ მე ვარ ლიტერატურით დაავადებული. პირველი წიგნი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ იყო ქართული ხალხური ზღაპრები.

სალომე:

დაგვისახელთ ხუთი წიგნი (მნიშვნელობა არ აქვს კლასიკოსები, ახალი ლიტერატურა), რომელიც შეიძლება შვებულების დროს წავიკითხოთ?

-რადგან კითხვის ავტორი ქალია და დარწმუნებული ვარ, არც ისე დიდი ასაკის, ვურჩევ წაიკითხოს ამელი ნოტომის "ლურჯწვერა", ფრანსუაზ საგანის ,,მფარველი ანგელოზი", უელბეკის რომანი ,,ალატრისტე", რემარკის ,,სამი მეგობარი" ან ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და მეხუთე იყოს ლორან გოდეს ,,კორტების მზე - ეს არის არაჩვეულებრივი რომანი, რომელიც სამწუხაროდ ბოლო 1-2 წელია თბილისში არასად იშოვება.

2) გარდა იმისა, რომ გიცნობთ, როგორც ძალიან კარგ ლიტერატორს, გთხოვთ ცოტა რამ გვიამბოთ თქვენზე.

–გარდა იმისა, რომ ვარ ლიტერატორი, ვარ მასწავლებელი, ლექტორი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალის მთავარი რედაქტორი და ბიბლიოთეკის დირექტორი.

თენგო:

დაგვისახელთ წიგნები, რომელიც ყველა ასაკის ადამიანმა უნდა წაიკითხოს?

–ასეთი წიგნები არ არსებობს. ნებისმიერი ჩვენგანისთვის არის მხოლოდ საყვარელი და არც ისე საყვარელი წიგნები. კონკრეტული წიგნების ჩამოთვლა, ამ კუთხით ძალიან შორს წაგვიყვანს. ამისთვის ჩვენს ჟურნალში ,,ლიტერატურული პალიტრა", გვაქვს სპეციალური რუბრიკა, სადაც ყოვეთვიურად 4 წიგნს, რომელიც ჩვენი აზრით ყველამ უნდა წაიკითხოს, ჩვენს მკითხველს ვაცნობთ ხოლმე მცირე ანოტაციებითა და ესეებით.

2 )რატომ არიან ხელოვანი ხალხი უცნაური ხასიათით გამორჩეულები. რა თავისებურა ახასიათებთ ხელოვან ადამიანებს (მწერლებს, პოეტებს)

–პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არსებობს ალბათ ქვეყანაზე ნორმალური ადამიანი, რომელიც ხელოვანია. ,,ნორმალურში", ვგულისხმობ ამ სიტყვის კლასიკურ გაგებას. ეს ადამიანები, როგორც წესი გამოირჩევიან ხოლმე შედარებით რბილი ბუნებით და ნებისმიერი მოვლენა, რომელიც დაბადების შემდეგ მომხდარა მათ ცხოვრებაში მათზე გაცილებით უფრო დიდ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადამიანზე. ამასთან, ამ ადამიანებმა თვითგამოხატვისთვის აირჩიეს, ხატვა, მწერლობა, მუსიკა და ა.შ. , რაც დამატებით სტრესია მათთვის. ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ამბიციებთან, განცდებთან და სულიერ კატასტროფებთან. თუ კითხვის დამსმელი მაინცდამაინც მეგობრობას აპირებს ამ ადამიანებთან, ცოტა რთული იქნება და მე ვურჩევდი თავი შეეკავებინა და სხვა წრეებში ეძებნა მეგობრები. თუმცა თუ ე.წ. სულიერ ნათესაობას გრძნობს ამ საქმეში ჩართული ადამიანების მიმართ, მაშინ რა გაეწყობა.

ნინო სვიმონიშვილი:

მყავს მეორე კლასელი გოგონა კითხვა არ უჭირს უბრალოდ ცოტა ეზარება და მაინტერესებს რა ლიტერატურა მივაწოდო ამ ასაკის ბავშვს, რომ სახალისოდ წაიკითხოს და არ მობეზრდეს?

–მეორე კლასელმა გოგონამ, აუცილებლად ასტრიდ ლინდგრენი წაიკითხოს. ,,პეპი გრძელი წინდა", ,,კარლსონი", ,,კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი" - ეს არის საბავშვო ლიტერატურა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას და მთელს მსოფლიოში ყოველთვის ძალიან პოპულარულია. რაც შეეხება ქართულ ლიტერატურას, შეიძლება სულაკაური წაიკითხოს ან სხვა ნაწარმოები, რომელიც მის ასაკობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იქნება ეს ჯანი როდარის ზღაპრები, თუ ,,პინოქიოს თავგადასავალი" - ეს მხოლოდ ამ გოგონასი და მისი მშობლების გადასაწყვეტია. თუმცა აუცილებელია, რომ ყველა წიგნი ამ ბავშვისთვის იყოს თავგადასავალი. თუ ბავშვი წიგნთან თვითიდენტიფიკაციას ვერ მოახდენს, მის წაკითხვას მეორეკლასელი ბავშვისთვის არავითრი აზრი არ აქვს, არც მეოთხე კლასელისთვის და არც მეათეკლასელისთვის.

თორნიკე:

მე მაგალითად ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს, მაგრამ წიგნი არ წამიკითხავს. ზოგიერთ ფილმთან დაკავშირებით მეგობრებს უთქვამთ, წიგნი უფრო მაგარიაო.  ამასთან დაკავშირებით რას იტყვით? ალბათ გვეტყვით, რომ წიგნი უპირველეს ყოვლისა!

–ტექსტებში, რომლებშიც უფრო მეტად აქცენტი გაკეთებულია მოქმედებაზე, მოგზაურობაზე, გამოხატვაზე, სირბილზე, ყირაზე დგომაზე, ვინმეს მოკვლაზე და ა.შ. - ამ ტიპის ლიტერატურა, გაცილებით მარტივად გადასაღებია. რაც შეეხება სხვა ტიპის ლიტერატურას, ეს უფრო რთული გადასაღებია. იმიტომაა, რომ ,,დიდოსტატის მარჯვენა" და ,,დათა თუთაშხია" წიგნები ჯობია ფილმებს ბევრად. მაგალითად ,,სამოსელი პირველი" რომ გადაიღოს ვინმემ, ეს იქნება რეჟისორისთვის ფანტასტიური გამოწვევა, მაგრამ წინასწარ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები რომ წიგნი აჯობებს ფილმს, რადგან ნაწარმოებში გამოსახვის ხერხები სრულიად განსხვავებულია. თუმცა მაგალითად, კენ კიზის გენიალური რომანის ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" შემთხვევაში, ადამიანის გემოვნების გადასაწყვეტია წიგნი ჯობია თუ ფილმი. არის ბედნიერი გამონაკლისებიც, მაგალითად ,,ლედი ჩატერლეის საყვარელი"; კინოკრიტიკოსები ალბათ არ დამეთანხმებიან, მაგრამ ადამიანისთვის ფილმადაც ისეთივე სასიამოვნო და შთამბეჭდავი სანახავი შეიძლება იყოს როგორც წიგნი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას