პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოდოშკა - დღეს თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა
დოდოშკა - დღეს თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა

დო­დოშ­კა ხურ­ცი­ლა­ვა ფარ­თო მა­სებ­მა "დღის შო­უ­დან" გა­იც­ნო, რო­მე­ლიც ია ფა­რუ­ლა­ვა­სა და ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს­თან ერ­თად მიჰ­ყავ­და. ეს გა­და­ცე­მა "იმე­დის" რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­ე­წი­რა და მას შემ­დეგ ეთერ­ში აღარ გა­სუ­ლა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით დო­დოშ­კას ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და მას­თან ინ­ტერ­ვიუ სი­ახ­ლე­ე­ბით და­ვი­წყეთ.

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ვმუ­შა­ობ ჩემს საყ­ვა­რელ დარ­გში, თე­ატრს ვგუ­ლის­ხმობ, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ. უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ არა დარ­ბაზ­ში ჯდო­მით, არა­მედ კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნით, აქე­დან თურ­მე ყვე­ლა­ზე კარ­გად იგებ თე­ატ­რის გე­მოს, ეს აძ­ლევს აზრს ჩემს ცხოვ­რე­ბას. ამ თე­ატრს ეკის­რე­ბა უდი­დე­სი ფუნ­ქცია, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზრდა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. რო­დე­საც აქ შალ­ვა გა­წე­რე­ლია მუ­შა­ობ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პი­ე­სე­ბი იდ­გმე­ბო­და, მა­გა­ლი­თად - "რღვე­ვა". კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში და­წე­რი­ლი პი­ე­სა ამ კაც­მა უკუღ­მა შე­ატ­რი­ა­ლა და ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი სპექ­ტაკ­ლი დად­გა. არც ერ­თმა თე­ატრმ­ცოდ­ნემ ეს არ და­წე­რა, რომ სპექ­ტაკ­ლი არ მოხ­სნი­ლი­ყო და მა­ყუ­რე­ბელს ენა­ხა კო­მუ­ნის­ტე­ბის რე­ა­ლუ­რი სახე. ამ ეშ­მა­კუ­რი ხერ­ხით მა­ყუ­რე­ბელს სპექ­ტაკ­ლი შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს, ეს რომ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო, მა­შინ­ვე მოხ­სნიდ­ნენ და არ მი­ე­ცე­მო­დათ ახალ­გაზ­რდებს მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "დღის შო­უ­დან" გა­გიც­ნოთ, ალ­ბათ გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა უარ­ყო­ფით ემო­ცი­ებ­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი..

- მე ერთი კარ­გი თვი­სე­ბა მაქვს, ად­ვი­ლად გა­დავ­შლი ხოლ­მე ცხოვ­რე­ბის ფურ­ცლებს. დამ­თავ­რდა ერთი ეტა­პი, ვფურ­ცლავ და ახ­ლი­დან ვი­წყებ ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა გან­ვლი­ლი ფურ­ცლე­ბი­დან ბევ­რი კარ­გი მრჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, დღეს ორმა ქალ­ბა­ტონ­მა გა­მა­ჩე­რა და დიდი სით­ბო გა­მო­ხა­ტა ჩემ მი­მართ, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. რა მოხ­და, რომ აღარ ვარ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში? შე­იძ­ლე­ბა იმ პე­რი­ოდს უარ­ყო­ფი­თიც ბევ­რი ახ­ლდა, ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ღელ­დე­ბით ხოლ­მე, ხან­და­ხან უტაქ­ტოდ მოგ­ვდის რა­ღა­ცის თქმა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ..

- რომ გქო­ნო­დათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, იმა­ვე ტი­პის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა­ზე და­თან­ხმდე­ბო­დით?

- რა­ტო­მაც არა. მით უმე­ტეს, დღეს უფრო თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლია ეთე­რი­დან ბევრ ისეთ პრობ­ლე­მა­ზე ისა­უბ­რო, რა­ზეც იმ დროს ლა­პა­რა­კი გი­ჭირ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დოდოშკა - დღეს თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა

დოდოშკა - დღეს თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა

დოდოშკა ხურცილავა ფართო მასებმა "დღის შოუდან" გაიცნო, რომელიც ია ფარულავასა და ნანიკო ხაზარაძესთან ერთად მიჰყავდა. ეს გადაცემა "იმედის" რეორგანიზაციას შეეწირა და მას შემდეგ ეთერში აღარ გასულა. ჩვენ დავინტერესდით დოდოშკას ამჟამინდელი საქმიანობით და მასთან ინტერვიუ სიახლეებით დავიწყეთ.

- ჩემს ცხოვრებაში არის სასიამოვნო სიახლე იმ თვალსაზრისით, რომ ვმუშაობ ჩემს საყვარელ დარგში, თეატრს ვგულისხმობ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი ვარ. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ არა დარბაზში ჯდომით, არამედ კულისებში ყოფნით, აქედან თურმე ყველაზე კარგად იგებ თეატრის გემოს, ეს აძლევს აზრს ჩემს ცხოვრებას. ამ თეატრს ეკისრება უდიდესი ფუნქცია, რაც მოქალაქეების აღზრდაში გამოიხატება. როდესაც აქ შალვა გაწერელია მუშაობდა, სერიოზული პიესები იდგმებოდა, მაგალითად - "რღვევა". კომუნისტების პერიოდში დაწერილი პიესა ამ კაცმა უკუღმა შეატრიალა და ანტისაბჭოური სპექტაკლი დადგა. არც ერთმა თეატრმცოდნემ ეს არ დაწერა, რომ სპექტაკლი არ მოხსნილიყო და მაყურებელს ენახა კომუნისტების რეალური სახე. ამ ეშმაკური ხერხით მაყურებელს სპექტაკლი შეუნარჩუნეს, ეს რომ გახმაურებულიყო, მაშინვე მოხსნიდნენ და არ მიეცემოდათ ახალგაზრდებს მისი ნახვის საშუალება.

- ფართო საზოგადოებამ "დღის შოუდან" გაგიცნოთ, ალბათ გადაცემის დახურვა უარყოფით ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული..

- მე ერთი კარგი თვისება მაქვს, ადვილად გადავშლი ხოლმე ცხოვრების ფურცლებს. დამთავრდა ერთი ეტაპი, ვფურცლავ და ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას, თუმცა განვლილი ფურცლებიდან ბევრი კარგი მრჩება. მაგალითად, დღეს ორმა ქალბატონმა გამაჩერა და დიდი სითბო გამოხატა ჩემ მიმართ, რაც ძალიან სასიამოვნოა. რა მოხდა, რომ აღარ ვარ ტელევიზიაში? შეიძლება იმ პერიოდს უარყოფითიც ბევრი ახლდა, ადამიანები ავღელდებით ხოლმე, ხანდახან უტაქტოდ მოგვდის რაღაცის თქმა, მაგრამ რას ვიზამთ..

- რომ გქონოდათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, იმავე ტიპის გადაცემის წამყვანობაზე დათანხმდებოდით?

- რატომაც არა. მით უმეტეს, დღეს უფრო თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება