მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟანეტ ქერდიყოშვილი - "მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბა უკვე შერჩეული მაქვს"
ჟანეტ ქერდიყოშვილი - "მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბა უკვე შერჩეული მაქვს"

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2011" ჟა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი მგო­ნი ერ­თა­დერ­თია ქარ­თველ "მი­სებს" შო­რის, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბი­დან უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში არ გა­თხოვ­და. ეს ალ­ბათ იმის ბრა­ლია, რომ ჟა­ნე­ტი სწავ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ოჯა­ხის შექ­მნას იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს, რომ ჯერ შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც კი არას­დროს ჰყო­ლია. მე­ტიც, ამ­ბობს, რომ ის ადა­მი­ა­ნი შე­უყ­ვარ­დე­ბა, ვინც მისი შვი­ლე­ბის მამა გახ­დე­ბა, არ სჭირ­დე­ბა ერთი-ორ­თვი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ სრულ­დე­ბა ოჯა­ხის შექ­მნით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა მარ­ტოს თით­ქმის არ­სად უშ­ვებს, თავს შე­ზღუ­დუ­ლად მა­ინც არ გრძნობს, რად­გან არ­სე­ბობს მა­მა­კა­ცი, ვის­თან ერ­თა­დაც წას­ვლა ჟა­ნეტს ყველ­გან შე­უძ­ლია.

- რო­გორც იცით, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, წელს უნი­ვერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ და მაქვს გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბი, თუმ­ცა ჯერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ ვარ. შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ვი­წყო, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, წა­ვი­დე სა­ზღვარ­გა­რეთ და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რძე­ლო სწავ­ლა, ოღონდ ცოტა სხვა გან­ხრით - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ან მარ­კე­ტინ­გი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის კუ­თხით მინ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ვთვლი, რომ ქალს უნდა ჰქონ­დეს სამ­სა­ხუ­რი და უნდა ის­წრა­ფო­დეს სი­ახ­ლის­კენ, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე შე­მეც­ვა­ლა პრო­ფე­სია. გა­მოვ­ცა­დე ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა, რა­ღა­ცე­ბი მო­მე­წო­ნა, რა­ღა­ცე­ბი - არა, ამი­ტო­მაც ახლა მინ­და, თავი სხვა სფე­რო­ში გა­მოვ­ცა­დო.

- პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სად მი­ი­ღე?

- სა­ნამ და­ი­წყე­ბო­და პრო­ექ­ტი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი", მა­ნამ­დე "იმედ­ში" ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ჟი­ო­რად ვი­ყა­ვი, დავ­ყვე­ბო­დი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს, მაგ­რამ უფრო ხში­რად კულ­ტუ­რა­ზე მო­მუ­შა­ვე კო­რეს­პონ­დენ­ტთან მი­წევ­და ყოფ­ნა. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვე­ცა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს, ვერ ვი­ტყვი, რომ დი­დად მომ­ხიბ­ლა ამ საქ­მემ, რად­გან სულ ქა­ოს­ში გი­წევს ყოფ­ნა, რაც ად­ვი­ლი არ არის. შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ ცოტა გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ჩა­მაგ­დო, მაგ­რამ ცოტა ხან­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, ცეკ­ვას­თან ერ­თად და­მა­ტე­ბით რა­ი­მეს კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ეს დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, ამი­ტო­მაც ძი­რი­თა­დად ამ საქ­მე­ზე გა­და­ვერ­თე.

- "მის სა­ქარ­თვე­ლოს" შემ­დეგ რო­გორ წა­რი­მარ­თა შენი კა­რი­ე­რა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში? რა­ტომ­ღაც მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ში არ ჩან­ხარ...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მო­დე­ლო­ბა არას­დროს მომ­წონ­და, ჩემ­თვის ეს ჰო­ბის დო­ნე­ზე უფრო იყო. სხვა­თა შო­რის, არც ის მხიბ­ლავს, როცა ჩემს მო­დე­ლო­ბას მიხ­სე­ნე­ბენ... მე არ ვარ მო­დე­ლი, მაქვს ჩემი პრო­ფე­სია და მირ­ჩევ­ნია ხალ­ხმა იქი­დან გა­მიც­ნოს. მი­მაჩ­ნია, რომ მო­დე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­პერ­სპექ­ტი­უ­ლია. რო­დე­საც ამ საქ­მეს მიჰ­ყვე­ბი, ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა გაქვს, 15-იდან 25 წლამ­დე თუ ვე­რა­ფერს მი­აღ­წიე, მერე სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გე­ბი. გა­სა­გე­ბია, რომ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბო­ბენ 35-40 წლის მო­დე­ლე­ბი, ჟი­ზე­ლი ავი­ღოთ თუნ­დაც, მაგ­რამ მათ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი პა­ტა­რა ასაკ­ში გა­კე­თეს და ის წარ­მა­ტე­ბა დღემ­დე მოჰ­ყვე­ბათ. იმავდრო­უ­ლად, როცა მო­დე­ლი ხარ, სხვა არაფ­რის­თვის გცა­ლია, არც ოჯა­ხის­თვის, არც პი­რა­დის­თვის, არც სწავ­ლის­თვის. ცნო­ბი­ლია, რომ მო­დე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­ო­ბას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ აქვს, სკო­ლა თუ აქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ეგეც კარ­გია. თუ ხე­დავ, რომ სხვა პერ­სპექ­ტი­ვა არ გაქვს, არ გა­ინ­ტე­რე­სებს სხვა სფე­რო, რა­ტო­მაც არ უნდა გაჰ­ყვე სა­მო­დე­ლო გზას? ეს ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა მო­დის კვი­რე­უ­ლებს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს ვი­ღებ ხოლ­მე, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად უარს ვამ­ბობ, არ მაქვს სურ­ვი­ლი, ესაა და ეს.

- რო­გორც ამ­ბობ, მო­დე­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად არ უყუ­რებ, მა­შინ რა­ტომ მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "მის სა­ქარ­თვე­ლო­ში"?

- "მის სა­ქარ­თვე­ლო" სხვაა და მო­დე­ლის კა­რი­ე­რა - სხვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნის სახე ხდე­ბი, ამ კონ­კურ­სში სხვა სტან­დარ­ტე­ბით არ­ჩე­ვენ მო­ნა­წი­ლე­ებს, არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მო­დე­ლი იყო. თუმ­ცა ამის შემ­დეგ მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! საფ­რან­გე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან, მაგ­რამ ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უარი ვთქვი. ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში ვარ გაზ­რდი­ლი, მა­მა­ჩე­მი გახ­ლავთ ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი და დი­დად არც მოს­წონს სა­მო­დე­ლო სფე­რო, ალ­ბათ რომც მო­მენ­დო­მე­ბი­ნა მო­დე­ლის კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა, მის­გან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შემ­ხვდე­ბო­და.

- ჟა­ნეტ, რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეჰ, არა­ფე­რი (იცი­ნის). პირ­ვე­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლო ვარ" , რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბი­დან დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­თხოვ­და. რო­გორც წესი, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მა­ლე­ვე თხოვ­დე­ბოდ­ნენ, მე კი ჯერ არ ვჩ­ქა­რობ. ერთი პე­რი­ო­დი დავ­ფიქ­რდი ოჯახ­ზე, ოღონდ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არ არ­სე­ბობ­და, ვის­თა­ნაც ოჯახს შევ­ქმნი­დი, უბ­რა­ლოდ, რო­გორც ყვე­ლა გო­გო­ნა, მეც დავ­ფიქ­რდი ოჯახ­ზე, ქორ­წილ­ზე, სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ზე, კაბა ახ­ლაც შერ­ჩე­უ­ლი მაქვს, ბი­ჭი­ღა მაკ­ლია, თო­რემ და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი მაქვს (იცი­ნის).

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ჟანეტ ქერდიყოშვილი - "მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბა უკვე შერჩეული მაქვს"

ჟანეტ ქერდიყოშვილი - "მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბა უკვე შერჩეული მაქვს"

"მის საქართველო 2011" ჟანეტ ქერდიყოშვილი მგონი ერთადერთია ქართველ "მისებს" შორის, რომელიც გამარჯვებიდან უმოკლეს პერიოდში არ გათხოვდა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ჟანეტი სწავლითაა დაკავებული და ოჯახის შექმნას იმდენად სერიოზულად უყურებს, რომ ჯერ შეყვარებულიც კი არასდროს ჰყოლია. მეტიც, ამბობს, რომ ის ადამიანი შეუყვარდება, ვინც მისი შვილების მამა გახდება, არ სჭირდება ერთი-ორთვიანი ურთიერთობები, რომლებიც არ სრულდება ოჯახის შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ მამა მარტოს თითქმის არსად უშვებს, თავს შეზღუდულად მაინც არ გრძნობს, რადგან არსებობს მამაკაცი, ვისთან ერთადაც წასვლა ჟანეტს ყველგან შეუძლია.

- როგორც იცით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და მაქვს გარკვეული გეგმები, თუმცა ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. შეიძლება მუშაობა საქართველოში რომელიმე ტელევიზიაში დავიწყო, ასევე შესაძლებელია, წავიდე საზღვარგარეთ და მაგისტრატურაში გავაგრძელო სწავლა, ოღონდ ცოტა სხვა განხრით - საერთაშორისო ურთიერთობების ან მარკეტინგისა და მენეჯმენტის კუთხით მინდა განათლების მიღება. ვთვლი, რომ ქალს უნდა ჰქონდეს სამსახური და უნდა ისწრაფოდეს სიახლისკენ, ამიტომაც გადავწყვიტე შემეცვალა პროფესია. გამოვცადე ჟურნალისტობა, რაღაცები მომეწონა, რაღაცები - არა, ამიტომაც ახლა მინდა, თავი სხვა სფეროში გამოვცადო.

- პროფესიული გამოცდილება სად მიიღე?

- სანამ დაიწყებოდა პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები", მანამდე "იმედში" ერთი თვის განმავლობაში სტაჟიორად ვიყავი, დავყვებოდი სხვადასხვა თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს, მაგრამ უფრო ხშირად კულტურაზე მომუშავე კორესპონდენტთან მიწევდა ყოფნა. როგორც უკვე გითხარით, ამ დროის განმავლობაში გავეცანი ჟურნალისტიკის შიდა სამზარეულოს, ვერ ვიტყვი, რომ დიდად მომხიბლა ამ საქმემ, რადგან სულ ქაოსში გიწევს ყოფნა, რაც ადვილი არ არის. შექმნილმა ვითარებამ ცოტა გაურკვევლობაში ჩამაგდო, მაგრამ ცოტა ხანში შემომთავაზეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ცეკვასთან ერთად დამატებით რაიმეს კეთება შეუძლებელია, რადგან ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომაც ძირითადად ამ საქმეზე გადავერთე.

- "მის საქართველოს" შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა სამოდელო ბიზნესში? რატომღაც მოდის კვირეულებში არ ჩანხარ...

- სიმართლე გითხრათ, მოდელობა არასდროს მომწონდა, ჩემთვის ეს ჰობის დონეზე უფრო იყო. სხვათა შორის, არც ის მხიბლავს, როცა ჩემს მოდელობას მიხსენებენ... მე არ ვარ მოდელი, მაქვს ჩემი პროფესია და მირჩევნია ხალხმა იქიდან გამიცნოს. მიმაჩნია, რომ მოდელობა საქართველოში არაპერსპექტიულია. როდესაც ამ საქმეს მიჰყვები, ასაკობრივი შეზღუდვა გაქვს, 15-იდან 25 წლამდე თუ ვერაფერს მიაღწიე, მერე საერთოდ დაიკარგები. გასაგებია, რომ მსოფლიოში არსებობენ 35-40 წლის მოდელები, ჟიზელი ავიღოთ თუნდაც, მაგრამ მათ სერიოზული განაცხადი პატარა ასაკში გაკეთეს და ის წარმატება დღემდე მოჰყვებათ. იმავდროულად, როცა მოდელი ხარ, სხვა არაფრისთვის გცალია, არც ოჯახისთვის, არც პირადისთვის, არც სწავლისთვის. ცნობილია, რომ მოდელების უმრავლეობას უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს, სკოლა თუ აქვთ დამთავრებული, ეგეც კარგია. თუ ხედავ, რომ სხვა პერსპექტივა არ გაქვს, არ გაინტერესებს სხვა სფერო, რატომაც არ უნდა გაჰყვე სამოდელო გზას? ეს ადამიანის არჩევანია. რაც შეეხება მოდის კვირეულებს, შემოთავაზებებს ვიღებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად უარს ვამბობ, არ მაქვს სურვილი, ესაა და ეს.

- როგორც ამბობ, მოდელობას სერიოზულად არ უყურებ, მაშინ რატომ მიიღე მონაწილეობა "მის საქართველოში"?

- "მის საქართველო" სხვაა და მოდელის კარიერა - სხვა. ამ შემთხვევაში ქვეყნის სახე ხდები, ამ კონკურსში სხვა სტანდარტებით არჩევენ მონაწილეებს, არაა აუცილებელი, მოდელი იყო. თუმცა ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საფრანგეთიდან, იტალიიდან, მაგრამ ოჯახიდან გამომდინარე, უარი ვთქვი. ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, მამაჩემი გახლავთ ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი და დიდად არც მოსწონს სამოდელო სფერო, ალბათ რომც მომენდომებინა მოდელის კარიერის გაკეთება, მისგან წინააღმდეგობა შემხვდებოდა.

- ჟანეტ, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- ეჰ, არაფერი (იცინის). პირველი ''მის საქართველო ვარ'' , რომელიც გამარჯვებიდან დიდი დროის განმავლობაში არ გათხოვდა. როგორც წესი, კონკურსის გამარჯვებულები მალევე თხოვდებოდნენ, მე კი ჯერ არ ვჩქარობ. ერთი პერიოდი დავფიქრდი ოჯახზე, ოღონდ კონკრეტული პიროვნება არ არსებობდა, ვისთანაც ოჯახს შევქმნიდი, უბრალოდ, როგორც ყველა გოგონა, მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბაზე, კაბა ახლაც შერჩეული მაქვს, ბიჭიღა მაკლია, თორემ დანარჩენი ყველაფერი დალაგებული მაქვს (იცინის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება