პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იცხოვრებს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი
სად იცხოვრებს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რა დატ­ვირ­თვა მი­ე­ცე­მა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი არ არის, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როს­მა, მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ამა­ზე მთავ­რო­ბას ჯერ არ უმსჯე­ლია.

"ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის, თუ რა გან­თავ­სდე­ბა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე გა­და­ვა. მთავ­რო­ბა იმ­სჯე­ლებს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის შემ­დგომ დატ­ვირ­თვა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე, აშშ-ის სა­ელ­ჩოს ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

"პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია გან­თავ­სდე­ბა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე, ათო­ნე­ლის N25-ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში. ამ შე­ნო­ბის რე­მონ­ტი და უკან პა­ტა­რა შე­ნო­ბის მიდ­გმა და­წყე­ბუ­ლი იყო ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ. ამის­თვის, კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის, შპს "არ­ტე­სის­თვის" მი­ცე­მუ­ლი იყო და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ამ კომ­პა­ნი­ას გარ­კვე­უ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. კომ­პა­ნი­ას მთლი­ა­ნი მა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი და სა­რე­მონ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვს შეს­ყი­დუ­ლი და შე­ძე­ნი­ლი. სა­მუ­შა­ო­ებს აგ­რძე­ლებს იგი­ვე კომ­პა­ნია. ჩვენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბა მო­ვამ­ზა­დეთ და ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გრა­ფი­კი გავ­წე­რეთ ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის, რათა და­ვაკ­ვირ­დეთ სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

ნარ­მა­ნი­ას თქმით, შე­ნო­ბის A ბლო­კი მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე უნდა დას­რულ­დეს, ხოლო B ბლო­კი 2014 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს.

"შე­ნო­ბა შედ­გე­ბა ორი ბლო­კის­გან: A ბლო­კი არის ძვე­ლი შე­ნო­ბა, რომ­ლის რე­მონ­ტიც უნდა მოხ­დეს. B ბლო­კი არის უკან მიდ­გმუ­ლი ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბა, ანუ და­მა­ტე­ბი­თი ფარ­თი. A ბლო­კის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის ვადა არის მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბრის ბოლო, ხოლო B ბლო­კის უნდა დას­რულ­დეს 2014 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს. ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, რომ ეს მშე­ნებ­ლო­ბა ამ ვა­დებ­ში დამ­თავ­რდეს.

თუ რა­ი­მე გა­რე­მო­ე­ბამ არ შეგ­ვი­შა­ლა ხელი, მო­ეს­წრე­ბა, რომ A ბლო­კი მზად იყოს და იქ გან­თავ­სდეს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ამ შე­ნო­ბა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ახალ­მა მთავ­რო­ბამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

"ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცია, თუმ­ცა მას მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა და იქ იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სად იცხოვრებს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი

სად იცხოვრებს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რა დატვირთვა მიეცემა ავლაბრის რეზიდენციას, გადაწყვეტილება მთავრობაში მიღებული არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის კანცელარიის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამაზე მთავრობას ჯერ არ უმსჯელია.

"ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუ რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში, თუმცა გადაწყვეტილია, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ოქტომბრის შემდეგ ათონელის ქუჩაზე გადავა. მთავრობა იმსჯელებს ავლაბრის რეზიდენციის შემდგომ დატვირთვაზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში განთავსდება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

"პრეზიდენტის რეზიდენცია განთავსდება კოლმეურნეობის მოედანზე, ათონელის N25-ში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოფილ შენობაში. ამ შენობის რემონტი და უკან პატარა შენობის მიდგმა დაწყებული იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ. ამისთვის, კონკრეტული კომპანიისთვის, შპს "არტესისთვის" მიცემული იყო დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც, ამ კომპანიას გარკვეული სარემონტო სამუშაოები აქვს შესრულებული. კომპანიას მთლიანი მაკომპლექტებელი მასალები და სარემონტო საშუალებები აქვს შესყიდული და შეძენილი. სამუშაოებს აგრძელებს იგივე კომპანია. ჩვენ ხელშეკრულებაში ცვლილება მოვამზადეთ და ყოველკვირეული გრაფიკი გავწერეთ ამ სამუშაოების, რათა დავაკვირდეთ სამუშაოების მიმდინარეობას", - განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, შენობის A ბლოკი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო B ბლოკი 2014 წლის აპრილის ბოლოს.

"შენობა შედგება ორი ბლოკისგან: A ბლოკი არის ძველი შენობა, რომლის რემონტიც უნდა მოხდეს. B ბლოკი არის უკან მიდგმული ახალი მშენებლობა, ანუ დამატებითი ფართი. A ბლოკის მშენებლობის დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო, ხოლო B ბლოკის უნდა დასრულდეს 2014 წლის აპრილის ბოლოს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ეს მშენებლობა ამ ვადებში დამთავრდეს.

თუ რაიმე გარემოებამ არ შეგვიშალა ხელი, მოესწრება, რომ A ბლოკი მზად იყოს და იქ განთავსდეს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ შენობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

"ეს უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, თუმცა მას მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულება შეეცვალა და იქ იქნება მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი", - განაცხადა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა