მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია
 არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში პროგ­რე­სია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი "ამე­რი­კის ხმას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ამ საქ­მის გახ­სნა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია და გა­მო­ძი­ე­ბა სრუ­ლი სვლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, რო­გორც კბი­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მომ­ხდა­რი­დან 8 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც საქ­მე­ში ზო­გი­ერ­თი დო­კუ­მენ­ტი არ არის ან შედ­გე­ნი­ლია არა­ჯე­როვ­ნად, გა­მო­ძი­ე­ბას და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას ურ­თუ­ლებს.

"გა­მო­ძი­ე­ბის ამ სტა­დი­ა­ზე პროგ­რე­სია. პროგ­რე­სად მი­ვიჩ­ნევ, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი - რა მოხ­და, სი­ცხა­დეს იძენს. ვერ ვი­ტყვი რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს სი­ცხა­დე და რა გა­რე­მო­ე­ბის დად­გე­ნას­თან ვართ ახ­ლოს, რად­გან ვში­შობ, ამით საქ­მეს ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნო, მაგ­რამ ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად არ­თმევს თავს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას და იმ დრო­ის გან­სა­ზღვრის გა­რე­შე, რო­დის იქ­ნე­ბა ეს, შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად გა­იხ­სნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს ამომ­წუ­რავ პა­სუხს, რა მოხ­და 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს და რას­თან გვაქვს საქ­მე - უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან თუ სხვა რა­მეს­თან და თუ საქ­მე გვაქვს სხვა რა­მეს­თან, ვინ არი­ან ისი­ნი, ვინც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. ის კი­თხვე­ბი, რაც აწუ­ხებს ყვე­ლას, გვა­წუ­ხებს ჩვენც და ეტა­პობ­რი­ვად მივ­დი­ვართ ამ ამო­ცა­ნის ამო­სახ­სნე­ლად", - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია

 არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისი განმარტებით, ამ საქმის გახსნა ერთ-ერთი პრიორიტეტია და გამოძიება სრული სვლით მიმდინარეობს. თუმცა, როგორც კბილაშვილი აღნიშნავს, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, როდესაც საქმეში ზოგიერთი დოკუმენტი არ არის ან შედგენილია არაჯეროვნად, გამოძიებას დასახული ამოცანის შესრულებას ურთულებს.

"გამოძიების ამ სტადიაზე პროგრესია. პროგრესად მივიჩნევ, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები - რა მოხდა, სიცხადეს იძენს. ვერ ვიტყვი რაში გამოიხატება ეს სიცხადე და რა გარემოების დადგენასთან ვართ ახლოს, რადგან ვშიშობ, ამით საქმეს ზიანი არ მივაყენო, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს მიღწეული პროგრესი. გამომძიებელი ძალიან კვალიფიციურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და იმ დროის განსაზღვრის გარეშე, როდის იქნება ეს, შემიძლია განვაცხადო, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს და რასთან გვაქვს საქმე - უბედურ შემთხვევასთან თუ სხვა რამესთან და თუ საქმე გვაქვს სხვა რამესთან, ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლობას იმსახურებენ. ის კითხვები, რაც აწუხებს ყველას, გვაწუხებს ჩვენც და ეტაპობრივად მივდივართ ამ ამოცანის ამოსახსნელად", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ