პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კანონიერი ქურდი უნგრეთში დააკავეს
ქართველი კანონიერი ქურდი უნგრეთში დააკავეს

იტა­ლი­ე­ლი და რუსი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის "ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის" აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ. და­კა­ვე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" "მე­რაბ სო­ხუმსკი", იგი­ვე მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იტყო­ბი­ნე­ბა.

"ხსე­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი - ქარ­თვე­ლი იმიგ­რან­ტე­ბი, იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში მას შემ­დეგ მოხ­ვდნენ, რაც მათ ეჭვი გა­უჩ­ნდათ იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ავ­სტრი­ის, ეს­პა­ნე­თის, ჩე­ხე­თის და ლიტ­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გუ­შინ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს იტა­ლი­ის პო­ლი­ცია დედ ჰა­სა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო დამ­კვე­თის კვალ­ზე გა­ვი­და. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძეც.

"ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე ბუ­და­პეშ­ტის სას­ტუმ­რო­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მკვლე­ლო­ბა" - ნათვქა­მია რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.am-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ქართველი კანონიერი ქურდი უნგრეთში დააკავეს

ქართველი კანონიერი ქურდი უნგრეთში დააკავეს

იტალიელი და რუსი პოლიციელები ამ დროისთვის ორგანიზებული დაჯგუფების "ქუთაისელების" აღმკვეთ ღონისძიებებს ატარებენ. დაკავებულია ქართველი "კანონიერი ქურდი" "მერაბ სოხუმსკი", იგივე მერაბ ჯანგველაძე. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

"ხსენებული ორგანიზებული დაჯგუფების წევრები - ქართველი იმიგრანტები, იტალიელი სამართალდამცავების მხედველობის არეში მას შემდეგ მოხვდნენ, რაც მათ ეჭვი გაუჩნდათ იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთის, ჩეხეთის და ლიტვის ტერიტორიაზე აღნიშნული დაჯგუფების მიერ უმძიმესი დანაშაულების ჩადენის შესახებ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გუშინ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალიის პოლიცია დედ ჰასანის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთის კვალზე გავიდა. საქმეში ფიგურირებდა მერაბ ჯანგველაძეც.

"ქუთაისელების" ერთ-ერთი ლიდერი, "კანონიერი ქურდი" მერაბ ჯანგველაძე ბუდაპეშტის სასტუმროში დააკავეს. მას ბრალად ედება იტალიის ტერიტორიაზე მკვლელობა" - ნათვქამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ