პოლიტიკა
მსოფლიო

19

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
68 წლის მოხუცი ციხეში დაბრუნებას ითხოვს
68 წლის მოხუცი ციხეში დაბრუნებას ითხოვს

ალექ­სან­დრეს ბაღ­ში შე­სუ­ლი მათ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­დავ­ა­წ­ყ­დი. კა­რა­ვი საკ­მა­ოდ დი­დია და შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დაგ­რჩეს. პირ­ვე­ლი ფო­ტოს გა­და­ღე­ბის­თა­ნა­ვე კარ­ვის გვერ­დით გაშ­ლილ სუფ­რას­თან მსხდო­მებ­მა და­მი­ძა­ხეს და მათი გა­და­ღე­ბა ამიკ­რძა­ლეს. მი­თხრეს, აქ ისე­თი წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, კარ­ვის ფონ­ზე სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა არ სურ­თო, თუმ­ცა, სუფ­რას­თან მი­მი­პა­ტი­ჟეს და მეც სა­სა­უბ­როდ მო­ვემ­ზა­დე.

რო­გორც გა­ვარ­კვიე, ამ კა­რავს 16 ბი­ნა­და­რი ჰყავს: 14 მა­მა­კა­ცი და ორი ქალი. არც ერთ მათ­განს არა აქვს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი. სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ მი­სა­მარ­თის არარ­სე­ბო­ბის გამო ეს სტა­ტუ­სი ვერ მი­ი­ღეს. სპე­ცი­ა­ლურ შე­სავ­სებ ბლან­კში თურ­მე კა­რა­ვი არ იწე­რე­ბა.

აქ ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ოჯახ­ში, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­მუ­შა­ოს პო­უ­ლობს, რომ სა­ღა­მოს­თვის ლუკ­მა­პუ­რი იშო­ვოს. ქალ­ბა­ტო­ნი ნანა მიყ­ვე­ბა, რომ ის ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და, ქუ­ჩა­ში თუ მო­უ­წევ­და ცხოვ­რე­ბა.

მა­მა­კა­ცე­ბი ელი­ა­ვას ბირ­ჟა­ზე ცდი­ლო­ბენ სა­მუ­შა­ოს პოვ­ნას. ბა­ტო­ნი ალე­კო ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, სახ­ლი არა აქვს, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ ჯანი მის­ცა ღმერ­თმა, რომ შრო­მით თავ­საც მი­ხე­დოს და სხვა­საც.

"ამ კარ­ვის ყვე­ლა­ზე სტა­ჟი­ა­ნი ბი­ნა­და­რი ვარ. დე­კემ­ბრი­დან აქ ვცხოვ­რობ, მთე­ლი ზამ­თა­რი აქ გა­ვა­ტა­რე. მერე ვინც გა­ი­გო, რომ ეს კა­რა­ვი არ­სე­ბობ­და, შე­მოგ­ვე­მატ­ნენ და დღეს უკვე 16 ვართ. ერ­თმა პრობ­ლე­მამ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ. პირ­ვე­ლად ვყვე­ბით ჩვენს ამ­ბებს, აქ წარ­სულ­ზე არ ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე, რად­გან ეს ჩვე­ნი პი­რა­დი ტრა­გე­დი­ე­ბია. კა­ცე­ბი დღი­სით მივ­დი­ვართ ელი­ა­ვა­ზე და ვცდი­ლობთ, დღი­უ­რი სა­მუ­შაო ვი­შო­ვოთ, ამ­დენ ადა­მი­ანს გა­მოკ­ვე­ბა ხომ უნდა? მთავ­რო­ბას გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი არ აინ­ტე­რე­სებს. ჩვენ­თვის სულ ერ­თია, ვინ იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბა­ში -მიშა თუ ბი­ძი­ნა, არც ერთს არ ადარ­დებს ჩვენ­ნა­ი­რე­ბი."

რო­გორც მი­თხრეს, ერთი უსი­ნათ­ლო მო­ხუ­ციც ჰყავთ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და. 68 წლის მო­ხუ­ცი ბაღ­ში მარ­ტო იჯდა ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი, ჩემ­მა მის­ვლამ ცოტა გა­ა­ხა­რა კი­დეც, რო­გორც ჩანს, მო­სა­უბ­რის გა­მო­ჩე­ნამ კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა.

"მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის 15 წელი მქონ­და მის­ჯი­ლი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვე­დი. ცი­ხე­ში დავ­ბრმავ­დი, ახლა ვცდი­ლობ ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თო, მაგ­რამ რო­დის და­მი­ფი­ნან­სე­ბენ, არ ვიცი. უკვე სი­ცო­ცხლე აღარ მინ­და, არა­ვინ მყავს, უსი­ნათ­ლო ვარ, ამ უცხო ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვის ხომ ვერ და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ, რომ მო­მი­ა­რონ, ზოგ­ჯერ მინ­და მან­ქა­ნას შე­ვუ­ვარ­დე და მოვ­კვდე. ამ კა­რავ­ში ცხოვ­რე­ბაც გა­უ­საძ­ლი­სია, ჩემი სა­წო­ლი გა­ტყდა და რკი­ნე­ბი სულ ზურ­გში მე­სო­ბა, ცი­ხე­ში ბევ­რად უკეთ ვგრძნობ­დი თავს, ვი­თხოვ, რომ ცი­ხე­ში და­მაბ­რუ­ნონ. 15 წელი მო­მი­სა­ჯეს და 13 მო­ვი­ხა­დე, მინ­და ის 2 წელი ცი­ხე­ში ვიყო, იქ ბევ­რად უკეთ ვიქ­ნე­ბი."

მაკა ქო­ბა­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვირის შეჯამება ნიუსრუმიდან და პალიტრა მედიის ახალი პროექტები

68 წლის მოხუცი ციხეში დაბრუნებას ითხოვს

68 წლის მოხუცი ციხეში დაბრუნებას ითხოვს

ალექსანდრეს ბაღში შესული მათ სრულიად შემთხვევით გადავ­ა­წ­ყ­დი. კარავი საკმაოდ დიდია და შეუძლებელია, შეუმჩნეველი დაგრჩეს. პირველი ფოტოს გადაღებისთანავე კარვის გვერდით გაშლილ სუფრასთან მსხდომებმა დამიძახეს და მათი გადაღება ამიკრძალეს. მითხრეს, აქ ისეთი წარსულის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, კარვის ფონზე საჯაროდ გამოჩენა არ სურთო, თუმცა, სუფრასთან მიმიპატიჟეს და მეც სასაუბროდ მოვემზადე.

როგორც გავარკვიე, ამ კარავს 16 ბინადარი ჰყავს: 14 მამაკაცი და ორი ქალი. არც ერთ მათგანს არა აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. სოციალური აგენტი გამოიძახეს, მაგრამ მისამართის არარსებობის გამო ეს სტატუსი ვერ მიიღეს. სპეციალურ შესავსებ ბლანკში თურმე კარავი არ იწერება.

აქ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში, დღის განმავლობაში თითოეული მათგანი სამუშაოს პოულობს, რომ საღამოსთვის ლუკმაპური იშოვოს. ქალბატონი ნანა მიყვება, რომ ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, ქუჩაში თუ მოუწევდა ცხოვრება.

მამაკაცები ელიავას ბირჟაზე ცდილობენ სამუშაოს პოვნას. ბატონი ალეკო ამბობს, რომ მართალია, სახლი არა აქვს, მაგრამ საბედნიეროდ ჯანი მისცა ღმერთმა, რომ შრომით თავსაც მიხედოს და სხვასაც.

"ამ კარვის ყველაზე სტაჟიანი ბინადარი ვარ. დეკემბრიდან აქ ვცხოვრობ, მთელი ზამთარი აქ გავატარე. მერე ვინც გაიგო, რომ ეს კარავი არსებობდა, შემოგვემატნენ და დღეს უკვე 16 ვართ. ერთმა პრობლემამ გაგვაერთიანა და ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. პირველად ვყვებით ჩვენს ამბებს, აქ წარსულზე არ ვსაუბრობთ ხოლმე, რადგან ეს ჩვენი პირადი ტრაგედიებია. კაცები დღისით მივდივართ ელიავაზე და ვცდილობთ, დღიური სამუშაო ვიშოვოთ, ამდენ ადამიანს გამოკვება ხომ უნდა? მთავრობას გაჭირვებული ხალხი არ აინტერესებს. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება მთავრობაში -მიშა თუ ბიძინა, არც ერთს არ ადარდებს ჩვენნაირები."

როგორც მითხრეს, ერთი უსინათლო მოხუციც ჰყავთ, რომელიც რამდენიმე თვეა რაც ციხიდან გამოვიდა. 68 წლის მოხუცი ბაღში მარტო იჯდა ფიქრებში წასული, ჩემმა მისვლამ ცოტა გაახარა კიდეც, როგორც ჩანს, მოსაუბრის გამოჩენამ კარგ ხასიათზე დააყენა.

"მკვლელობის მცდელობისთვის 15 წელი მქონდა მისჯილი, რამდენიმე თვის წინ ამნისტიით გამოვედი. ციხეში დავბრმავდი, ახლა ვცდილობ ოპერაცია გავიკეთო, მაგრამ როდის დამიფინანსებენ, არ ვიცი. უკვე სიცოცხლე აღარ მინდა, არავინ მყავს, უსინათლო ვარ, ამ უცხო ადამიანებს ყოველთვის ხომ ვერ დავავალდებულებ, რომ მომიარონ, ზოგჯერ მინდა მანქანას შევუვარდე და მოვკვდე. ამ კარავში ცხოვრებაც გაუსაძლისია, ჩემი საწოლი გატყდა და რკინები სულ ზურგში მესობა, ციხეში ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს, ვითხოვ, რომ ციხეში დამაბრუნონ. 15 წელი მომისაჯეს და 13 მოვიხადე, მინდა ის 2 წელი ციხეში ვიყო, იქ ბევრად უკეთ ვიქნები."

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია