საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
LEGO-ს ფანმა 4 კმ სიგრძის სათამაშო გზა შექმნა
LEGO-ს ფანმა 4 კმ სიგრძის სათამაშო გზა შექმნა

სა­ბავ­შვო კონ­სტრუქ­ტორ LEGO-ს მოყ­ვა­რულ­მა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გრძე­ლი სა­თა­მა­შო სარ­კი­ნიგ­ზო გზის ასა­გე­ბად წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი და­ხარ­ჯა.

43 წლის და­ნი­ელ ჰენ­რიკ ლი­უდ­ვიგ­სენს ჩა­ნა­ფიქ­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად LEGO-ს 93 072 დე­ტა­ლი დას­ჭირ­და. რკი­ნიგ­ზის რელ­სე­ბის სიგ­რძემ 4 კი­ლო­მეტრს გა­და­ა­ჭარ­ბა. გზის და­ფარ­ვას სა­თა­მა­შო მა­ტა­რე­ბე­ლი სამ სა­ათს უნ­დე­ბა.

მა­მა­კაცს კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს კომ­პა­ნი­ა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დი­რექ­ტო­რის პოს­ტი უკა­ვია. სა­ბავ­შვო კონ­სტრუქ­ტო­რი კი მისი ჰო­ბია. ჰემ­რი­კის პი­რა­დი კო­ლექ­ცია თით­ქმის 125 000 დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

"ერთხელ სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ოთა­ხის და­ლა­გე­ბა გა­დავ­წყვი­ტე და LEGO-ს ნაკ­რე­ბის სა­თა­მა­შო მა­ტა­რე­ბე­ლი ვი­პო­ვე. მა­შინ თავ­ში გი­ჟუ­რი იდეა მო­მი­ვი­და - შე­მე­გო­ვე­ბი­ნა და კონ­სტრუქ­ტო­რის­გან მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სარ­კი­ნიგ­ზო გზა შე­მექ­მნა. LEGO-თი ხუთი წლი­დან ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ არას­დროს მსგავ­სი რამ არ ამი­შე­ნე­ბია",- ყვე­ბა ლუდ­ვიგ­სე­ნი.

სა­თა­მა­შო გზის სქე­მის შექ­მნას ლუდ­ვიგ­სენ­მა თით­ქმის 18 თვე მო­ან­დო­მა. მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში მოხ­ვდა.

მისი ჩა­ნა­ფიქ­რის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის უზარ­მა­ზა­რი დარ­ბა­ზის და 80 დამ­ხმა­რის და­ქი­რა­ვე­ბა მო­უხ­და, რო­მელ­თაც მთე­ლი კონ­სტრუქ­ცი­ის ასა­წყო­ბად ექ­ვსი სა­ა­თი დას­ჭირ­დათ.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის ფას­მა 50 000 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

LEGO-ს ფანმა 4 კმ სიგრძის სათამაშო გზა შექმნა

LEGO-ს ფანმა 4 კმ სიგრძის სათამაშო გზა შექმნა

საბავშვო კონსტრუქტორ LEGO-ს მოყვარულმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სათამაშო სარკინიგზო გზის ასაგებად წელიწადნახევარი დახარჯა.

43 წლის დანიელ ჰენრიკ ლიუდვიგსენს ჩანაფიქრის განსახორციელებლად LEGO-ს 93 072 დეტალი დასჭირდა. რკინიგზის რელსების სიგრძემ 4 კილომეტრს გადააჭარბა. გზის დაფარვას სათამაშო მატარებელი სამ საათს უნდება.

მამაკაცს კოპენჰაგენში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში ტექნოლოგიების დირექტორის პოსტი უკავია. საბავშვო კონსტრუქტორი კი მისი ჰობია. ჰემრიკის პირადი კოლექცია თითქმის 125 000 დოლარადაა შეფასებული.

"ერთხელ სტუდენტობის წლებში ოთახის დალაგება გადავწყვიტე და LEGO-ს ნაკრების სათამაშო მატარებელი ვიპოვე.  მაშინ თავში გიჟური იდეა მომივიდა - შემეგოვებინა და კონსტრუქტორისგან მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკინიგზო გზა შემექმნა. LEGO-თი ხუთი წლიდან ვთამაშობდი, მაგრამ არასდროს მსგავსი რამ არ ამიშენებია",- ყვება ლუდვიგსენი.

სათამაშო გზის სქემის შექმნას ლუდვიგსენმა თითქმის 18 თვე მოანდომა. მისი დასრულების შემდეგ კი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

მისი ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის უზარმაზარი დარბაზის და 80 დამხმარის დაქირავება მოუხდა, რომელთაც მთელი კონსტრუქციის ასაწყობად ექვსი საათი დასჭირდათ.

გამოყენებული მასალის ფასმა 50 000 დოლარი შეადგინა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს