სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედები უფრო მოდურები გახდნენ
დედები უფრო მოდურები გახდნენ

გა­იხ­სე­ნეთ რო­გორ იც­ვამ­და დე­დათ­ქვე­ნი, რო­დე­საც პა­ტა­რა იყა­ვით. დე­დი­სა და შვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და ერ­თმა­ნე­თის­გან, თუმ­ცა დღეს უკვე ეს ტენ­დენ­ცია სრუ­ლი­ად სა­პი­რი­პი­როდ შე­იც­ვა­ლა. დე­დე­ბი უფრო მო­დუ­რე­ბი გახ­დნენ და სულ უფრო ხში­რად იც­ვა­მენ ისე, რო­გორც მათი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი. ბოლო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 40 წლის ქა­ლე­ბი სულ უფრო ხში­რად ირ­გე­ბენ 20 წლის გო­გო­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­მოსს.

რო­გორც გა­მო­კი­თხუ­ლი გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ქა­ლე­ბი "ბალ­ზა­კის ასაკ­ში" შე­ბი­ჯე­ბის შემ­დე­გაც კი არ ჩქა­რო­ბენ, "ზრდას­რულ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი" ტან­საც­მლის მორ­გე­ბას.

ამ ტენ­დენ­ცი­ის გამო მწარ­მო­ებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­მო­უშ­ვან ერ­თნა­ი­რი სა­მო­სი დე­დე­ბის­თვის და მათი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის, რაც კლა­სი­კი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის შერ­წყმას მო­ი­თხოვს.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ეს ტენ­დენ­ცია ინ­ტერ­ნეტ­მა და­ამ­კვიდ­რა. ქა­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან, რა აც­ვი­ათ ვარ­სკვლა­ვებს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და ცდი­ლო­ბენ მათ მი­ბა­ძონ. ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის (38 წლის), ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მის (39 წლის) და სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რის (48 წლის) შემ­ხედ­ვა­რე, მათი თა­ნა­ტო­ლი ქა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ ასე­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რად და ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

ამე­რი­კა­ში დე­დე­ბის მო­დის "კა­ნონ­მდებ­ლად" მი­შელ ობა­მას თვლი­ან. ამას­თან, აშშ-ის პირ­ვე­ლი ლედი საკ­მა­ოდ ხში­რად ისე­ვე იც­ვამს, რო­გორც მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი.

გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ გა­ცი­ლე­ბით უფრო მო­დუ­რე­ბი გახ­დნენ არა მხო­ლოდ შუა ასა­კის ქა­ლე­ბი, არა­მედ მათი მშობ­ლე­ბიც. 60 წლის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ახლა უფრო უწყო­ბენ ფეხს მო­დას, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში. ისი­ნი თა­მა­მად და­დი­ან ე.წ ბა­ლეტ­კე­ბით, ჯინ­სე­ბით და ქვე­და­ბო­ლო­ე­ბით.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია womanews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

დედები უფრო მოდურები გახდნენ

დედები უფრო მოდურები გახდნენ

გაიხსენეთ როგორ იცვამდა დედათქვენი, როდესაც პატარა იყავით. დედისა და შვილის ჩაცმულობა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თუმცა დღეს უკვე ეს ტენდენცია სრულიად საპირიპიროდ შეიცვალა. დედები უფრო მოდურები გახდნენ და სულ უფრო ხშირად იცვამენ ისე, როგორც მათი ქალიშვილები. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ 40 წლის ქალები სულ უფრო ხშირად ირგებენ 20 წლის გოგონებისთვის განკუთვნილ სამოსს.

როგორც გამოკითხული გამყიდველები აცხადებენ, ქალები "ბალზაკის ასაკში" შებიჯების შემდეგაც კი არ ჩქარობენ, "ზრდასრულთათვის განკუთვნილი" ტანსაცმლის მორგებას.

ამ ტენდენციის გამო მწარმოებლები ცდილობენ გამოუშვან ერთნაირი სამოსი დედებისთვის და მათი ქალიშვილებისთვის, რაც კლასიკისა და თანამედროვე ტენდენციების შერწყმას მოითხოვს.

კვლევის მიხედვით, ეს ტენდენცია ინტერნეტმა დაამკვიდრა. ქალები გამუდმებით აკვირდებიან, რა აცვიათ ვარსკვლავებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ცდილობენ მათ მიბაძონ. ანჯელინა ჯოლის (38 წლის), ვიქტორია ბექჰემის (39 წლის) და სარა ჯესიკა პარკერის (48 წლის) შემხედვარე, მათი თანატოლი ქალები ცდილობენ ასევე სექსუალურად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ.

ამერიკაში დედების მოდის "კანონმდებლად" მიშელ ობამას თვლიან. ამასთან, აშშ-ის პირველი ლედი საკმაოდ ხშირად ისევე იცვამს, როგორც მისი ქალიშვილები.

გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ გაცილებით უფრო მოდურები გახდნენ არა მხოლოდ შუა ასაკის ქალები, არამედ მათი მშობლებიც. 60 წლის ქალბატონები ახლა უფრო უწყობენ ფეხს მოდას, ვიდრე ახალგაზრდობაში. ისინი თამამად დადიან ე.წ ბალეტკებით, ჯინსებით და ქვედაბოლოებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს