მსოფლიო
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალები თავდაცვის სამინისტროშიც აღმოაჩინეს
ირაკლი ალასანია - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალები თავდაცვის სამინისტროშიც აღმოაჩინეს

ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე გა­და­ე­ცა შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ საქ­მე­ზე ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა წარ­მო­ებს, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა უძღვე­ბა.

"ეს ის მა­სა­ლე­ბი არ არის, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცოტა ხნის წინ. ეს სხვა­დას­ხვაა, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, აქ­ტო­რე­ბი, დამ­გეგ­მა­ვე­ბი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ ერთი ჯგუ­ფია. რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, ასე­ვე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად ერთი ფი­გუ­რან­ტე­ბი იყ­ვნენ, მიგ­რა­ცია იყო ერთი უწყე­ბი­დან მე­ო­რე­ში. გა­მო­ძი­ე­ბა რა ეტაპ­ზეა, მე ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ვინც კი სა­ვა­რა­უ­დო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ასეთ ქმე­დე­ბებ­ში, არც ერთი არ არის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში",-გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

აქვე მან აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ თვი­სობ­რი­ვად იც­ვა­ლა სახე. "ჩვენ მათ ფუნ­ქცი­ად მი­ვე­ცით სწო­რედ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცია შე­ი­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. არა­ი­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი, ან ზედ­მე­ტი ოპე­რა­ტი­უ­ლი ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც მათ საქ­მი­ა­ნო­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან მი­ამ­სგავ­სებს, მოხ­სნი­ლი აქვთ. სექ­ტემ­ბრი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ აკა­დე­მი­ა­ში სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის კურ­სი გა­იხ­სნე­ბა და ყვე­ლა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის კურ­სი გა­ი­ა­როს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის ვერ გა­აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში",-გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ირაკლი ალასანია - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალები თავდაცვის სამინისტროშიც აღმოაჩინეს

ირაკლი ალასანია - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალები თავდაცვის სამინისტროშიც აღმოაჩინეს

ჩვენ აღმოვაჩინეთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, რომელიც თავიდანვე გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ საქმეზე ერთობლივი გამოძიება წარმოებს, რომელსაც პროკურატურა უძღვება.

"ეს ის მასალები არ არის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა აღმოჩენილი ცოტა ხნის წინ. ეს სხვადასხვაა, თუმცა რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, აქტორები, დამგეგმავები და განმახორციელებლები სავარაუდოდ ერთი ჯგუფია. როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ასევე სამხედრო პოლიციაში ფაქტობრივად ერთი ფიგურანტები იყვნენ, მიგრაცია იყო ერთი უწყებიდან მეორეში. გამოძიება რა ეტაპზეა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვინც კი სავარაუდო ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს ასეთ ქმედებებში, არც ერთი არ არის სამხედრო პოლიციაში",-განაცხადა ალასანიამ.

აქვე მან აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციამ თვისობრივად იცვალა სახე. "ჩვენ მათ ფუნქციად მივეცით სწორედ სამართალდარღვევების პრევენცია შეირაღებულ ძალებში. არაინაირი პოლიტიკური, ან ზედმეტი ოპერატიული ფუნქცია, რომელიც მათ საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან მიამსგავსებს, მოხსნილი აქვთ. სექტემბრიდან სავარაუდოდ აკადემიაში სამხედრო პოლიციის კურსი გაიხსნება და ყველა სამხედრო პოლიციელი ვალდებული იქნება სამხედრო პოლიციის კურსი გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გააგრძელებს საქმიანობას სამხედრო პოლიციაში",-განაცხადა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა