საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა გვერდით მყოფს სჭირდები...
როცა გვერდით მყოფს სჭირდები...

სან­დრო კა­კუ­ლია პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლი­დან - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო. სან­დრექ­სა თან­და­თან პო­პუ­ლა­რუ­ლი გმი­რი ხდე­ბა. მარ­თა­ლია, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დიდ დროს ატა­რებს, მაგ­რამ თან ბევ­რი კარ­გი საქ­მის კე­თე­ბა­საც ას­წრებს. წერს პი­ე­სებს და ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფრო დიდი გეგ­მე­ბი აქვს. სან­დრო ის­ტო­რი­კოს ზაზა აბა­ში­ძის სიძე გახ­ლავთ. ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს იმა­საც მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ სთხო­ვა ქა­ლიშ­ვი­ლის ხელი ცნო­ბილ სა­სი­მამ­როს.

სან­დრო:

- პი­ე­სე­ბის წერა ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. დრა­მა­ტურ­გი­ით სე­რი­ო­ზუ­ლად ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. თე­ატრზე ვგიჟ­დე­ბი, ეს ინ­ტი­მუ­რი გა­რე­მო მი­ზი­დავს. იქ ჩემი თავ­შე­სა­ფა­რია. დი­ა­ლო­გე­ბის წერა მიყ­ვარს. წლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ თავს მხო­ლოდ ამ სფე­რო­ში წარ­მო­ვიდ­გენ. პირ­ვე­ლი პი­ე­სა 13 წლის ასაკ­ში დავ­წე­რე. "ტრის­ტა­ნის და იზოლ­დას" და "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბულ ვერ­სი­ა­ში, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვა­ლა­პა­რა­კე.

- ყვე­ლა­ფე­რი "ჯი­ბის თე­ატ­რი­დან" და­ი­წყო, არა?

- "ჯი­ბის თე­ატ­რში" პირ­ვე­ლად ლელა ჭინ­ჭა­რა­ულ­მა მი­მას­პინ­ძლა. მალე "ფან­ჯა­რა" და­იდ­გა. ამას მოჰ­ყვა "გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში". იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, დათო იაშ­ვი­ლი. მან ჩემს სპექ­ტაკლში მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა. იაშ­კა წას­ვლის შემ­დეგ კოტე თო­ლორ­და­ვამ შეც­ვა­ლა.

- მი­უ­ხე­და­ვად ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი შენი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე რა­ტომ ჩა­ა­ბა­რე?

- არ ვიცი, ეს გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მოხ­და. იმ დროს პერ­სპექ­ტი­ულ ფა­კულ­ტე­ტად ით­ვლე­ბო­და. ჩემი პრო­ფე­სით ერთი დღეც კი არ მი­მუ­შა­ვია. მო­მა­ვალ­შიც არ მგო­ნია, ვი­მუ­შაო. სა­ინ­ტე­რე­სო სფე­როა, ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან ვე­ცა­დე, შემყვა­რე­ბო­და, მაგ­რამ...

- დღე­საც წერ?

- აქ­ტი­უ­რად ვე­ღარ ვწერ. ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. წე­რას ფიქ­რი უნდა, სა­ა­მი­სოდ დრო უნდა გქონ­დეს. არას­დროს არც ერთ კონ­კურ­სში ჩემი პი­ე­სა არ გა­მიგ­ზავ­ნია, ეს პირ­ვე­ლად ახ­ლა­ხან ვცა­დე და I-ელი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. თემა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა იყო.

- ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, ხელი ერთ ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს მო­კი­დე, რა­საც ქველ­მოქ­მე­დე­ბა ჰქვია.

- ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პია. მინ­და, ბო­ლომ­დე ჩა­ვერ­თო ამ საქ­მე­ში. ერთხელ მა­ინც თუ იგ­რძნობ მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბოს, იმას, რომ ვი­ღა­ცას სჭირ­დე­ბი, მერე ამ წრი­დან გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

- სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- წლე­ბია, სა­რეკ­ლა­მო საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი. ერთ დღეს ლონ­დო­ნი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, გა­ვი­გეთ, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მარ­თვის მე­ნე­ჯე­რი ხართ, გვინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოთ და საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თო­თო. რა თქმა უნდა, მათი წი­ნა­და­დე­ბა მი­ვი­ღე და მე­ო­რე დღი­დან­ვე საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ვუ­დე­ქი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ბევრ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს აერ­თი­ა­ნებს. იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტად იქ­ნას ჩარ­თუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში, გა­ი­ღონ შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი, "გლო­ბალ ფარ­თის" აწყო­ბენ. წელს ასე­თი სა­ღა­მო ერ­თსა და იმა­ვე დროს, მსოფ­ლი­ოს 120 ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თა. რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით თბი­ლი­სი პირ­ვე­ლი ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც ამ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო. ქარ­თუ­ლი "გლო­ბალ ფარ­თი" "ბუდა ბარ­ში" ჩა­ტარ­და. ოქ­ტომ­ბერ­ში ლე­ი­კე­მი­ით 11 წლის ანა გარ­და­იც­ვა­ლა. მას 55.000 ევრო სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ 25.000-ზე მეტი ვერ შეგ­როვ­და. ანას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მის დღი­ურ­ში მშობ­ლებ­მა ჩა­ნა­წე­რი იპო­ვეს. რა მოხ­და, ქვე­ყა­ნა­ში 55 ათა­სი რით ვერ შეგ­როვ­და, რომ გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი? მინ­და, ვიყო ბოლო ბავ­შვი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უფუ­ლო­ბის­გან და­ი­ღუ­პე­ბაო... ძა­ლი­ან გულ­გრი­ლი უნდა იყო, ამ წე­რილ­მა არ შეგძრას, არ აგა­მოქ­მე­დოს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი ბოლო სურ­ვი­ლიც ვერ შეს­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, მირ­ზა ცე­ცხლა­ძეც გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა. 29 ივ­ნისს მირ­ზამ და­რე­კა და "დიტო ცინ­ცა­ძის ფონ­დის" ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, მო­ნათ­ლუ­ლი არ ვარ და გთხოვთ, მომ­ნათ­ლე­თო. მე­ო­რე დღეს კლი­ნი­კა­ში მო­ძღვა­რი მი­ვიყ­ვა­ნეთ. ლოც­ვის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მირ­ზას, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის თან­დას­წრე­ბით, ტვინ­ში გა­ჟონ­ვა და­ე­მარ­თა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და, ვე­ღარ ვუშ­ვე­ლეთ... მო­მა­ვალ­ში წლის მან­ძილ­ზე 4-5 ღო­ნის­ძი­ე­ბა მა­ინც უნდა ჩა­ვა­ტა­რო, რათა აგ­როვ­დეს თან­ხა, რომ­ლი­თაც ჩვენს მო­მა­ვალს გა­და­ვარ­ჩენთ.

- "ბუდა ბარ­ში" რა მოხ­და?

- ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ცერ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და, ხე­ლო­ვა­ნე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ უმე­ტე­სი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან სრუ­ლი გულ­გრი­ლო­ბა იყო. მდი­დარ კომ­პა­ნი­ებ­ზეა ლა­პა­რა­კი. მო­საწ­ვე­ვი ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს გა­ვუგ­ზავ­ნეთ, მათ შო­რის იყ­ვნენ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი... ყვე­ლას მო­საწ­ვევ­ში იდო წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ეწე­რა ამ სა­ღა­მოს მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ, ანას ამ­ბა­ვი იყო მო­თხრო­ბი­ლი, ინ­ფორ­მა­ცია მირ­ზას შე­სა­ხებ და ა.შ. პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი­დან არა­ვინ მო­ვი­და, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო, მაგ­რამ ვინც ვერ მო­ვი­და, შე­ეძ­ლო, თა­ნად­გო­მის ნიშ­ნად, მო­ად­გი­ლე­ე­ბი მა­ინც გა­მო­ეშ­ვათ. გულ­და­წყვე­ტი­ლი ვარ.

- იმ სა­ღა­მოს რამ­დე­ნი შეგ­როვ­და?

- 28.000 ლა­რამ­დე შეგ­როვ­და და ეს თან­ხა მთლი­ა­ნად "დიტო ცინ­ცა­ძის ფონდს" გა­და­ვე­ცით.

- ცნო­ბი­ლია, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ყო­ველ­თვე სა­კუ­თარ ხელ­ფასს კახი კა­ლა­ძე ური­ცხავს.

- ის ერ­თა­დერ­თი მი­ნის­ტრია, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა­ში მის­ვლის შემ­დეგ, 1 თეთ­რიც არ აუ­ღია, მთლი­ა­ნად ქველ­მოქ­მე­დე­ბას ახ­მარს. ვიცი, 29-ში მი­ნის­ტრი მი­ლან­ში იყო. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნიც არ იყ­ვნენ. და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბას ისი­ნიც იჩე­ნენ.

- პრე­ზი­დენ­ტი გყავ­დათ მიწ­ვე­უ­ლი?

- რა თქმა უნდა, მო­საწ­ვე­ვე­ბი მის მე­უღ­ლე­საც გა­ვუგ­ზავ­ნეთ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც, მაგ­რამ არც თა­ვად მო­სუ­ლან და არც წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნი­ათ. არა­და, "გლო­ბალ ფარ­თის" სხვა ქვეყ­ნებ­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, პრე­ზი­დენ­ტე­ბი და პრე­მი­ე­რე­ბი ხსნი­ან.

- ახლო მო­მა­ვალ­ში რას აპი­რებ?

- ახლა ჩემ­თვის ძა­ლი­ან საჩ­ქა­რო სა­ფიქ­რა­ლია ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რის, კოტე ჭი­ჭი­ნა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა და მას­ზე ჯერ ამ­ბა­ვი ატე­ხი­ლი არ არის. ამ­ჟა­მად სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა, თბი­ლის­ში მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი ჰყავს. მისი მამა "გლო­ბალ ფარ­თი­ზე" მყავ­და და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. მო­ვი­და და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვი­ღო­ნოთ იმის­თვის, რომ ერს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მეც­ნი­ე­რი და პი­როვ­ნე­ბა გა­და­ვურ­ჩი­ნოთ. ეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ვა­ლია. ასე­ვე ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა კი­დევ ერთი ბავ­შვის - გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას მდგო­მა­რე­ო­ბა. კარ­გია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს სრუ­ლად აფი­ნან­სებს. ცოტა ხნის წინ, აფხა­ზე­თი­დან აფხა­ზი ოჯა­ხი ჩა­მო­ვი­და და ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი აიღო. მათ შვილს ქი­მი­ო­თე­რა­პია სჭირ­დე­ბა, ბავ­შვი იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს. ამ ხერ­ხს ჩვე­ნი სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­ზობ­ლე­ბიც მი­მარ­თა­ვენ.

- სან­დრო, სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. ეს საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ში რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბა?

- ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. კარს რომ აღებს და ადა­მი­ა­ნი ხე­დავს მსა­ხი­ობს, რო­მელ­საც წინა სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რა, მეტი ნდო­ბა უჩ­ნდე­ბა, აღარ არის სა­ჭი­რო შენი თავი გა­აც­ნო, ჩა­მო­უთ­ვა­ლო, ვინ ხარ და ა.შ.

- "ბა­ბუ­ლი­კე­ბი­დან" სან­დრექ­სამ წინა პლან­ზე წა­მო­ი­წია. გო­გო­ნე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ?

- ძა­ლი­ან, ჯგუ­ფი გა­უ­კე­თე­ბი­ათ - "სან­დრექ­სა". ჩემ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ფო­ტო­ებს ტვირ­თა­ვენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- შენი მე­უღ­ლე ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ უყუ­რებს?

- ნორ­მა­ლუ­რად. ნუცა ასეთ რა­მე­ებ­ზე არ ნერ­ვი­უ­ლობს.

- შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რმა არც კი იცის, რომ დიდი მსა­ხი­ო­ბის, დოდო აბა­ში­ძის ოჯა­ხის სიძე ხარ, - ზა­ზას ქა­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე.

- დიახ, ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ზაზა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- შენი და ნუ­ცას გაც­ნო­ბა უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მით მოხ­და, არა?

- ერთ დღეს, მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე მივ­დი­ო­დი. ვიგ­რძე­ნი, უკან ვი­ღაც სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით მო­დი­ო­და. მივ­ბრუნ­დი. გო­გო­ნამ მხარ­ზე ხელი და­მა­დო და მი­თხრა, ძა­ლი­ან მომ­წონ­ხა­რო.

- შენი რე­აქ­ცია რო­გო­რი იყო?

- მეც მო­მე­წო­ნა. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. მა­შინ 1-ელ კურ­სზე ვი­ყა­ვი.

- ბა­ტონ ზა­ზას ქა­ლიშ­ვი­ლის ხელი რო­გორ სთხო­ვე?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მას­თან სახ­ლში ხში­რად ავ­დი­ო­დი. ერთ დღე­საც, მე, ზაზა და ნუცა ტე­ლე­ვი­ზორ­თან ვის­ხე­დით, ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დით. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ზა­ზას მი­ვუბ­რუნ­დი და ვკი­თხე: მე და ნუცა ჯვრის­წე­რას ვფიქ­რობთ და რო­მელ ეკ­ლე­სი­ას გვირ­ჩევთ-მეთ­ქი? და­იბ­ნა, ეტყო­ბა, ამას არ ელო­და. - ერთი წუ­თი­თო, - თქვა და ოთა­ხი­დან გა­ვი­და. მე­გო­ნა, თოფს გა­მო­ი­ტანს-მეთ­ქი, მაგ­რამ უკან მობ­რუ­ნე­ბულს ხელ­ში წიგ­ნი ეჭი­რა, რო­მელ­შიც ეკ­ლე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იყო. ერთ-ერთი შე­ვარ­ჩი­ეთ და ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. ნუ­ცას ოჯა­ხი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი ბედი მას და­ვუ­კავ­ში­რე.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როცა გვერდით მყოფს სჭირდები...

როცა გვერდით მყოფს სჭირდები...

სანდრო კაკულია პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. სანდრექსა თანდათან პოპულარული გმირი ხდება. მართალია, გადასაღებ მოედანზე დიდ დროს ატარებს, მაგრამ თან ბევრი კარგი საქმის კეთებასაც ასწრებს. წერს პიესებს და ქველმოქმედებას ეწევა. ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს. სანდრო ისტორიკოს ზაზა აბაშიძის სიძე გახლავთ. ინტერვიუს დასასრულს იმასაც მოგვითხრობს, როგორ სთხოვა ქალიშვილის ხელი ცნობილ სასიმამროს.

სანდრო:

- პიესების წერა ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. დრამატურგიით სერიოზულად ვარ გატაცებული. თეატრზე ვგიჟდები, ეს ინტიმური გარემო მიზიდავს. იქ ჩემი თავშესაფარია. დიალოგების წერა მიყვარს. წლების შემდეგ, საკუთარ თავს მხოლოდ ამ სფეროში წარმოვიდგენ. პირველი პიესა 13 წლის ასაკში დავწერე. "ტრისტანის და იზოლდას" და "ვეფხისტყაოსნის" გათანამედროვებულ ვერსიაში, შეყვარებულები ერთმანეთს მობილური ტელეფონით ვალაპარაკე.

- ყველაფერი "ჯიბის თეატრიდან" დაიწყო, არა?

- "ჯიბის თეატრში" პირველად ლელა ჭინჭარაულმა მიმასპინძლა. მალე "ფანჯარა" დაიდგა. ამას მოჰყვა "გასეირნება ყარაბაღში". იმ პერიოდში გავიცანი რუსთაველის თეატრის მსახიობი, დათო იაშვილი. მან ჩემს სპექტაკლში მთავარი როლი ითამაშა. იაშკა წასვლის შემდეგ კოტე თოლორდავამ შეცვალა.

- მიუხედავად ხელოვნებისადმი შენი ასეთი სიყვარულისა, სკოლის დამთავრების შემდეგ, იურიდიულ ფაკულტეტზე რატომ ჩააბარე?

- არ ვიცი, ეს გაუცნობიერებლად მოხდა. იმ დროს პერსპექტიულ ფაკულტეტად ითვლებოდა. ჩემი პროფესით ერთი დღეც კი არ მიმუშავია. მომავალშიც არ მგონია, ვიმუშაო. საინტერესო სფეროა, ბოლო წლებში ძალიან ვეცადე, შემყვარებოდა, მაგრამ...

- დღესაც წერ?

- აქტიურად ვეღარ ვწერ. ძალიან დაკავებული ვარ. წერას ფიქრი უნდა, საამისოდ დრო უნდა გქონდეს. არასდროს არც ერთ კონკურსში ჩემი პიესა არ გამიგზავნია, ეს პირველად ახლახან ვცადე და I-ელი ადგილი დავიკავე. თემა გენდერული თანასწორობა იყო.

- ბოლო რამდენიმე თვეა, ხელი ერთ ძალიან კარგ საქმეს მოკიდე, რასაც ქველმოქმედება ჰქვია.

- ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია. მინდა, ბოლომდე ჩავერთო ამ საქმეში. ერთხელ მაინც თუ იგრძნობ მადლიერი ადამიანების სითბოს, იმას, რომ ვიღაცას სჭირდები, მერე ამ წრიდან გამოსვლა ძალიან რთულია.

- საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაში როგორ მოხვდი?

- წლებია, სარეკლამო საქმიანობას ვეწევი. ერთ დღეს ლონდონიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, გავიგეთ, ღონისძიებების მართვის მენეჯერი ხართ, გვინდა, საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი იყოთ და საქველმოქმედო საღამოს ორგანიზება გაუკეთოთო. რა თქმა უნდა, მათი წინადადება მივიღე და მეორე დღიდანვე საქმიანობას შევუდექი. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ბევრ საქველმოქმედო ფონდს აერთიანებს. იმისათვის, რომ საზოგადოება მეტად იქნას ჩართული ქველმოქმედებაში, გაიღონ შემოწირულობები, "გლობალ ფართის" აწყობენ. წელს ასეთი საღამო ერთსა და იმავე დროს, მსოფლიოს 120 ქალაქში გაიმართა. რეგიონის მასშტაბით თბილისი პირველი ქალაქია, რომელიც ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაერთო. ქართული "გლობალ ფართი" "ბუდა ბარში" ჩატარდა. ოქტომბერში ლეიკემიით 11 წლის ანა გარდაიცვალა. მას 55.000 ევრო სჭირდებოდა, მაგრამ 25.000-ზე მეტი ვერ შეგროვდა. ანას გარდაცვალების შემდეგ, მის დღიურში მშობლებმა ჩანაწერი იპოვეს. რა მოხდა, ქვეყანაში 55 ათასი რით ვერ შეგროვდა, რომ გადავრჩენილიყავი? მინდა, ვიყო ბოლო ბავშვი, რომელიც საქართველოში უფულობისგან დაიღუპებაო... ძალიან გულგრილი უნდა იყო, ამ წერილმა არ შეგძრას, არ აგამოქმედოს. სამწუხაროდ, მისი ბოლო სურვილიც ვერ შესრულდა. მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, მირზა ცეცხლაძეც გარდაგვეცვალა. 29 ივნისს მირზამ დარეკა და "დიტო ცინცაძის ფონდის" ჟურნალისტებს უთხრა, მონათლული არ ვარ და გთხოვთ, მომნათლეთო. მეორე დღეს კლინიკაში მოძღვარი მივიყვანეთ. ლოცვის დაწყებისთანავე მირზას, ამდენი ადამიანის თანდასწრებით, ტვინში გაჟონვა დაემართა, მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ვეღარ ვუშველეთ... მომავალში წლის მანძილზე 4-5 ღონისძიება მაინც უნდა ჩავატარო, რათა აგროვდეს თანხა, რომლითაც ჩვენს მომავალს გადავარჩენთ.

- "ბუდა ბარში" რა მოხდა?

- ძალიან კარგი კონცერტი გამოგვივიდა, ხელოვანები მოტივირებულები არიან. ძალიან ცუდია, რომ უმეტესი კომპანიების მხრიდან სრული გულგრილობა იყო. მდიდარ კომპანიებზეა ლაპარაკი. მოსაწვევი ძალიან ბევრ ადამიანს გავუგზავნეთ, მათ შორის იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები... ყველას მოსაწვევში იდო წერილი, რომელშიც ეწერა ამ საღამოს მნიშვნელობის შესახებ, ანას ამბავი იყო მოთხრობილი, ინფორმაცია მირზას შესახებ და ა.შ. პარლამენტარებიდან არავინ მოვიდა, მთავრობის წევრების ნაწილი საქართველოში არ იყო, მაგრამ ვინც ვერ მოვიდა, შეეძლო, თანადგომის ნიშნად, მოადგილეები მაინც გამოეშვათ. გულდაწყვეტილი ვარ.

- იმ საღამოს რამდენი შეგროვდა?

- 28.000 ლარამდე შეგროვდა და ეს თანხა მთლიანად "დიტო ცინცაძის ფონდს" გადავეცით.

- ცნობილია, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ყოველთვე საკუთარ ხელფასს კახი კალაძე ურიცხავს.

- ის ერთადერთი მინისტრია, რომელსაც მთავრობაში მისვლის შემდეგ, 1 თეთრიც არ აუღია, მთლიანად ქველმოქმედებას ახმარს. ვიცი, 29-ში მინისტრი მილანში იყო. ჩემი ინფორმაციით, ქვეყანაში დავით უსუფაშვილი და თეა წულუკიანიც არ იყვნენ. დაავადებული ბავშვების მიმართ ყურადღებას ისინიც იჩენენ.

- პრეზიდენტი გყავდათ მიწვეული?

- რა თქმა უნდა, მოსაწვევები მის მეუღლესაც გავუგზავნეთ, პრემიერ-მინისტრსაც, მაგრამ არც თავად მოსულან და არც წარმომადგენელი გამოუგზავნიათ. არადა, "გლობალ ფართის" სხვა ქვეყნებში მაღალი თანამდებობის პირები, პრეზიდენტები და პრემიერები ხსნიან.

- ახლო მომავალში რას აპირებ?

- ახლა ჩემთვის ძალიან საჩქარო საფიქრალია ლეიკემიით დაავადებული მეცნიერის, კოტე ჭიჭინაძის მდგომარეობა. ეს ადამიანი ძალიან ცუდადაა და მასზე ჯერ ამბავი ატეხილი არ არის. ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, თბილისში მოხუცი მშობლები ჰყავს. მისი მამა "გლობალ ფართიზე" მყავდა დაპატიჟებული. მოვიდა და დახმარება ითხოვა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ერს შესანიშნავი მეცნიერი და პიროვნება გადავურჩინოთ. ეს თითოეული ჩვენგანის ვალია. ასევე ძალიან საგანგაშოა კიდევ ერთი ბავშვის - გიორგი გაბედავას მდგომარეობა. კარგია, რომ სახელმწიფო ქიმიოთერაპიის კურსს სრულად აფინანსებს. ცოტა ხნის წინ, აფხაზეთიდან აფხაზი ოჯახი ჩამოვიდა და ქართული პასპორტი აიღო. მათ შვილს ქიმიოთერაპია სჭირდება, ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ამ ხერხს ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი მეზობლებიც მიმართავენ.

- სანდრო, სერიალში გამოჩენისთანავე პოპულარული გახდი. ეს საქმეების კეთებაში რამდენად გეხმარება?

- ძალიან მეხმარება. კარს რომ აღებს და ადამიანი ხედავს მსახიობს, რომელსაც წინა საღამოს ტელევიზორში უყურა, მეტი ნდობა უჩნდება, აღარ არის საჭირო შენი თავი გააცნო, ჩამოუთვალო, ვინ ხარ და ა.შ.

- "ბაბულიკებიდან" სანდრექსამ წინა პლანზე წამოიწია. გოგონები გააქტიურდნენ?

- ძალიან, ჯგუფი გაუკეთებიათ - "სანდრექსა". ჩემზე ლაპარაკობენ, ფოტოებს ტვირთავენ, ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.

- შენი მეუღლე ამ ყველაფერს როგორ უყურებს?

- ნორმალურად. ნუცა ასეთ რამეებზე არ ნერვიულობს.

- შეიძლება, ბევრმა არც კი იცის, რომ დიდი მსახიობის, დოდო აბაშიძის ოჯახის სიძე ხარ, - ზაზას ქალიშვილის მეუღლე.

- დიახ, ეს ძალიან სასიამოვნოა. ზაზა ძალიან მიყვარს.

- შენი და ნუცას გაცნობა უჩვეულო ფორმით მოხდა, არა?

- ერთ დღეს, მელიქიშვილზე მივდიოდი. ვიგრძენი, უკან ვიღაც სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა. მივბრუნდი. გოგონამ მხარზე ხელი დამადო და მითხრა, ძალიან მომწონხარო.

- შენი რეაქცია როგორი იყო?

- მეც მომეწონა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მაშინ 1-ელ კურსზე ვიყავი.

- ბატონ ზაზას ქალიშვილის ხელი როგორ სთხოვე?

- შეყვარებულობის პერიოდში მასთან სახლში ხშირად ავდიოდი. ერთ დღესაც, მე, ზაზა და ნუცა ტელევიზორთან ვისხედით, ფილმს ვუყურებდით. მოულოდნელად, ზაზას მივუბრუნდი და ვკითხე: მე და ნუცა ჯვრისწერას ვფიქრობთ და რომელ ეკლესიას გვირჩევთ-მეთქი? დაიბნა, ეტყობა, ამას არ ელოდა. - ერთი წუთითო, - თქვა და ოთახიდან გავიდა. მეგონა, თოფს გამოიტანს-მეთქი, მაგრამ უკან მობრუნებულს ხელში წიგნი ეჭირა, რომელშიც ეკლესიების ჩამონათვალი იყო. ერთ-ერთი შევარჩიეთ და ჯვარი დავიწერეთ. ნუცას ოჯახი ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ბედი მას დავუკავშირე.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება